იჟ-18 ИЖ-18 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

იჟ-18 ИЖ-18 , გლუვლულიანი
ქსოვრეთელი
პოსტი Jan 16 2010, 22:08
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ИЖ-18

ესაა ერთლულიანი, შიდაჩახმახიანი თოფი. გამოდის ამავე კლასის თოფების иж к-ს და иж 17-ის ბაზაზე 1964 წლიდან. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 ; 16 ; 20 ; 28 ; 32 ; 410.
12და 16 ყალიბის თოფის წონა არაუმეტეს 2,800გრამია. საკონდახე მასალა ძირითადად არყის ხე, წიფელი იშვიათად კაკალიც. კონდახის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, პისტოლეტური ნახევრად პისტოლეტური და სწორი. ლულების სიგრძე კალიბრის მიხედვით მერყეობს 675მმ-იდან 735 მმ-დე. სალულე ფოლადი საყოველთაოდ გავრცელებული რუსული სალულე მარკა 50 А. ლულა შიგნიდან ქრომირებულია. თოფს სამიზნე თამასა არ გააჩნია! სავაზნე 70 და 76 მმ-ი. თოფს გააჩნია ეჟექტორი და მისი გადასართველი ექსტრაქტორზე.


სალულე შევიწროება ცილინდრი 0,0 მმ; ნახევარჩოკი 0,5 და ჩოკია 1მმ აქვს, იშვიათად სხვა ჩოკები. თანამედროვე მოდელებში, უფრო სწორად მოდიფიკაციებში გაკეთებულია მობილჩოკები ("კოლონიალ არმზის").

სახლეტ დამცემ მექანიზმს გააჩნია დამშვები მოქმედება, დაჭიმული ზამბარის გასროლის გარეშე დაშვება. თოფი აღჭურვილია ჩახმახის შეყენების მაშვენებლით. დამცავი სისტემაც საკმაოდ საიმედოა, ის მოთავსებულია სასხლეტის ფარის უკან, ჩემი აზრით ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია.

ორიოდე წლის წინ გამოჩნდა ახალი მოდიფიკაცია სპორტი, რომელიც აბსოლუტურური გამოეორებაა იმ განსხვავებით რომ ოდნავ დაახლოებულია სპორტულ თოფებთან. ამ მოდელს სამიზნე მოწყობილო უფრო სწორად სამიზნე თამასა დაუმატეს, კონდახის გეომეტრიამაც შეიცვალე პირველდელი სახე და სპორტულ სტანდარტებს მიუახლოვდა,თოფი ასევე აღჭურვილია ეჟექტორით. ყველაზე დიდი სიახლე ის იყო რომ ლულის ბოლოში პერფორაციები დაიტანეს, უკუცემის და თოფის ვერტიკალურად აგდების შესამცირებლად, ასევე საფანტის დაჯგუფების სითანაბრისთვის, სალულე შევიწროება მობილჩოკებით. ამ ცვლილებების შემდეგ სპორტულმა მოდიფიკაციამ წონაში საგრზნობლად მოიმატა. პირადად მე არ მიმაჩნია სრულყოფილ სპორტულ თოფად, ბოლო ბოლო ერთჯერადი მუხტია, არსებობს ეჭვი რომ მოდელი სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის შეიქმნა უფრო მეტიც მათი შეკვეთით და ეს უკანასკნელი გამოიყენება მერიკულ ტრაპზე, მოგეხსენებათ ამ დისციპლინაში ერთად ერთი გასროლაა საჭირო. სავარაუდოდ ამ ქვეყანაში დამწყები სპორცმენები ისვრიან ხოლმე иж 18 სპორტიდან.




უკანასკნელი მოდიფიკაცია იჟ 18-ის ესაა მთლიანად პლასტკის კონდახი და ცევიოთი


ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც ხრახნიანი იარაღის შესახებ შესწორება შევიდა რუსეთი კანონმდებლობაში, სხვა სანადირო ხრახნილულიან იარაღთან ერთად დაიწყო წარმოება ერთლულიანი შტუცერების , ძალიან პოპულარული გახდა და მალე თავისი მყიდველიც იპოვა კიდევაც. ИЖ-18МН აბსოლუტურად იგივე მექანიზმისა და დიზაინის თოფია იმ განხვავებით რომ კეთდება მხოლოდ ხრან ლულაზე. როგორც "იჟი" აცხადებს თოფი კეთდება თითქმის ნებისმიერი კალიბრის ვაზნაზე 9,3х74R-მდე, თუმცა რეალურად გამოდის 222Rem; 308 WIN ; 7,62х39 და 7,62х 54.




დამეთანხმეთ რომ ძალიან ელეგანტურია, მდიდრული და სასიამოვნო შდაბეჭდილებას ტოვებს... თუმცა რას იზამს შეჯგუფება რამდენიმე ათეული გასროლის შემდეგ? ეს საკითხავია, თოფს ხომ ერთმაგი ჩამკეტი აქვს !



(ბოლო სურათზე иж 18 ЕМ, )
თემა მომზადებულია Bonehill-ის მიერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
16 გვერდი V  « < 14 15 16  
Start new topic
გამოხმაურებები (225 - 229)
ჭალიმგელა
პოსტი Jun 6 2017, 21:24
პოსტი #226


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რუსულისგან ბრაკი არ უნდა გაგიკვირდეს, თუმცა არის ეგეთი ჩოკებიც. ჯერ ფართოვდება და მერე ვიწროვდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilia123
პოსტი Jun 7 2017, 10:13
პოსტი #227


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-January 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 6 2017, 22:24) *
რუსულისგან ბრაკი არ უნდა გაგიკვირდეს, თუმცა არის ეგეთი ჩოკებიც. ჯერ ფართოვდება და მერე ვიწროვდება



როგორ გავიგო გხაბერილია თუ არა ან პოლუჩოკის დიამეტრი რამდენია რო გავზომო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baroni
პოსტი Jun 7 2017, 11:27
პოსტი #228


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 337
რეგისტრ.: 16-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს ზეპირად ძნელია მაგის გაგება, აუცილებლად უნდა აჩვენოთ ისეთ ადამიანს ვინც კარგად ერკვევა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jun 7 2017, 19:52
პოსტი #229


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ilia123 @ Jun 6 2017, 22:05) *
გამარჯობათ მეგობრებო.. ახლახანს შევიძინე მრ-18ემ-მ პლასტიკის კონდახზე ლულის სიგრძე 71სმ შევიწროება პოლუჩოკი 0.5.
სახლში მოვედი თუ არა ამოვიღე ყუთიდან და კარგად დავუწყე დაკვირვება და წმენდა. ლულას რო გავხედე ჩოკამდე დაახლოებით 11 სანტიმეტრზე ცოტა ფართო მომეჩვენა მერე ხელითაც შევამოწმე და გარედან აშკარად იგრძნობა მკვეთრი გაფართოება მაინტერესებს შეიძლება რო გამერილი იყოს ლულა? ანუ ქარხნული ბრაკი იყოს? თან ისიც მაეჭვებს რო ამერიკაში გასაგზავნი პარტიიდანაა კალაპოტზე ინგლისურად აქ წარწერები და ღვედის ანტაბკებიც არაქვს.


თუ გარედან იგრძნობა (ხელის გასმით) გაბერილობა ე. ი. გაბერილია. ძალიან საეჭვოა რომ ეგ ნამდვილად საექსპორტო პარტიიდანაა. წარწერა არაა გარანტია. გამოცვალეთ თუ შეგიძლიათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilia123
პოსტი Jun 7 2017, 21:08
პოსტი #230


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-January 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(minchanin @ Jun 7 2017, 20:52) *
თუ გარედან იგრძნობა (ხელის გასმით) გაბერილობა ე. ი. გაბერილია. ძალიან საეჭვოა რომ ეგ ნამდვილად საექსპორტო პარტიიდანაა. წარწერა არაა გარანტია. გამოცვალეთ თუ შეგიძლიათ.


გამოცვლა დამიგვიანდა უკვე მეორე კვირაა მაქ თან 40 ამდე ვაზნა ვისროლე უკვე სროლთ მშვენივრად ისვრის არანაირი პრობლემა არააქვს. გამოცვლაზე უფრო იმიტო შევიკავე თავი რო ვერდავადგინე არის თუ არა გაბერილი. შიგნიდან ვერაფერს ვერ ვამჩნევ წმენდისას იმ ადგილას არანაირი სხვაობა არ მიგრძვნია თუ გაბერილია ესეიგი ფართოა ამ ლოგიკით..იგივე მოდელი მარტო ერთი ქონდათ და იმასაც ანალოგიურად აქვს ორივეს კალაპოტის ქვემოდან აწერია koncern kalashnikov.ჩოკი გავზომე და ზუსტად 18 მილიმეტრია. უბრალოდ ვერვხვდები თუ გაბერილია ქარხანაში ესეთი რა გაისროლეს ტესტირებისას?.კალაპოტზე წარწერებიდან ირკვევა რომ თოფი ამერიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი საქართველოში როგორ მოხვდა ვერც ეგ დავადგინე. ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 14 15 16
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 12:15