ჩაქირა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ჩაქირა, ....
ლევანა90
პოსტი Sep 27 2013, 14:48
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება







ეს ძაღლი საქართველოშია 12 წლისაა და ჩაქირაა!!! ზოგიერთებს ეს მითიური ჯიში გონიათ მაგრამ არის კიდევ შემორჩენილი საქართველოში!

ის თემა დეახურული დამხვდა და გადაიტანეთ ეს მერე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 27 2013, 14:56
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ლევან რა იცი რომ ჩაქირაა???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Sep 27 2013, 15:01
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



დაიწყება ახლა კიდევ თავიდან D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatnik
პოსტი Sep 27 2013, 15:56
პოსტი #4


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 20-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



არის ეგ ჯიში აჭარაში ფაღავას ყავს თურქეთში შეაჯვარეს რამოდენიმე თბილლისმა ცაიყვანა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Sep 27 2013, 15:59
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



nik@a
xexe.gif


ხოოო და რა თქვეს თურქეთში გადაშენების პირას იყოო და ჩვენ გადავარჩინეთო?


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Sep 27 2013, 16:11
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა
ხოოო და რა თქვეს თურქეთში გადაშენების პირას იყოო და ჩვენ გადავარჩინეთო?

ჩექირაღლა უწოდებიათ და ასე დაურეგისტრირებიათ თურმე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2013, 16:22
პოსტი #7


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bendeksi @ 27th September 2013 - 17:11) *
ჩექირაღლა უწოდებიათ

არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი ......

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 27 2013, 16:31
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ეეე ბიჭო ეცით ეხლა ამ საქმესსს D.gif ცოტა წაეხმარეთ თოიძეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 27 2013, 17:50
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართლა ისეთია კომუნისტების დროინდელ გაზეთში რომ არის დაბეჭდილი. მგონი ნამდვილი უნდა იყოს აი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Sep 27 2013, 20:24
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მეკვერნე ანუ, როგორც მას უფრო ხშირად ეძახიან, ჩაქირა ერთადერთი ქართული სანადირო ძაღლის ჯიშია, რომელიც დღემდე შემოგვრჩა. მისი სამშობლო დასავლეთ საქართველოა, კერძოდ გურია. იგი გვხვდება ასევე აჭარის მაღალმთიან რაიონებში და აჭარის მოსაზღვრე ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად თურქეთის შემადგენლობაში შედის. მეკვერნე, მისი ნადირობის მანერიდან გამომდინარე, მყეფრების საერთო ჯიშს უნდა მივაკუთვნოთ, თუმცა გარეგნულად მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.`ჩაქირა~ ტანად პატარა ძაღლია, მისი სიმაღლე დაახლოვებით 45-50 სმ-ია. თავი ტურის მსგავსი აქვს, მყეფრების ყველა ჯიშის წარმომადგენლებივით აცქვეტილი ყურებით. სხეული მოკლე, უხეში (ჯაგრისებრი) წაბლისფერი ბეწვით დაფარული. მკერდი, მუცელი, ფეხები და კუდის ბოლო თეთრი აქვს. ჯიშის დამახასიათებელი ნიშანია _ კისერზე თეთრი საყელოს მაგვარი ზოლი. კისერი მოკლე და მკვრივი, წინა კიდურები პირდაპირი, ხოლო უკანები სახსარში მოხრილი აქვს. თვალები ცბიერი და ავი გამომეტყველების. მის თვალებს ხშირად წითელი ფერი დაჰკრავს, რაც განსაკუთრებული სიავის ნიშანია. საერთოდ, მეკვერნე უცხო პირების მიმართ განსაკუთრებული სიავით, შეუპოვრობითა და უნდობლობით გამოირჩევა ამ ძაღლებით ძირითადად კვერნასა და გარეულ კატაზე ნადირობენ. კვერნა ძალზე ფრთხილი ცხოველია. იგი დღისით ხის ფუღუროში იმალება და საკვების მოსაპოვებლად მხოლოდ ღამით გამოდის. მეკვერნეს მისი სუნი არასოდეს გამოეპარება. ჩაქირა ხშირად მაღალი ყნოსვით პოულობს ხის ფუღუროში დამალულ კვერნას, ძირითადად კი ცხელ კვალზე სწრაფად მოძებნის ხოლმე ნადირს, ხეზე შეაგდებს და ყეფით აუწყებს ამის შესახებ პატრონს. საერთოდ, კვერნასა და სიასამურზე .ნადირობა საკმაოდ რთულია. ეს ცხოველები ძალზე სწრაფები და მოქნილები არიან და საშიშროების შემთხვევაში დიდი სიჩქარით, ხიდან ხეზე ხტუნვით ცდილობენ გაერიდონ იქაურობას. მაგალითად, მყეფარი, რომელიც, კარგად მუშაობს ციყვზე, თუ კარგი ყნოსვითა და შეუპოვრობით არ გამოირჩევა, სიასამურსა და კვერნაზე ნადირობისას ყოველთვის როდი ახერხებს ამ ცხოველების ბოლომდე დევნას. ზემოთ ნათქვამი `ჩაქირათი~ ნადირობისას გამორიცხულია. მეკვერნე ბრწყინვალე ყნოსვითა და განსაკუთრებული შეუპოვრობით გამოირჩევა და ერთხელ ნახულ ნადირს თავს არ დაანებებს, სანამ მონადირე არ მოკლავს მას, თუნდაც მთელი დღე მოუწიოს მისი დევნა. ძაღლი ძალზე აზარტულია, დაგეშილი მეკვერნე ზამთარში, კვერნაზე ნადირობის სეზონის დადგომის დროს, გათენებისას, განუწყვეტლივ იყეფება ხოლმე და სანადიროდ წაყვანას ითხოვს. რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი ბრწყინვალე სანადირო თვისებების მქონე ეროვნული სანადირო ძაღლის ჯიში დღეს გადაშენების გზაზეა. არავინ იცის, დღეისათვის საქართველოში რამდენი სუფთასისხლის `ჩაქირაა~ შემორჩენილი. მათი აღრიცხვა არ ხდება. ჯიშისათვის სტანდარტი არ არის შემუშავებული და მისი ბედით, სიმართლე რომ ითქვას, ერთეული ენთუზიასტების გარდა, არც არავინ ინტერესდება. ვერ გეტყვით რა მდგომარეობაა თურქეთში შემავალ ტერიტორიებზე, დანარჩენ საქართველოში შეიძლება 15-20 წმინდასისხლის ეგზემპლარიღა იყოს დარჩენილი. ამიტომ ძალზე რთულია მეკვერნეს სანადირო მონაცემების სრულად შესწავლა. ჩვენი მონადირეების უმრავლესობას (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში) საერთოდ არც კი სმენია ჯიშის არსებობაზე, ხოლო ვინც იცის _ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს მის შესახებ. მეკვერნეს შესახებ ინფორმაცია თავიდან, სრულიად შემთხვევით, ენციკლოპედიაში აღმოვაჩინე, როდესაც მყეფრებზე ვაგროვებდი მასალებს. რასაკვირველია, მაშინვე დავინტერესდი ამ საკითხით, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავარკვიე: ჟურნალ `მონადირე და მე-თევზე~-ს ერთ-ერთ სტატიაში მის შესახებ რამდენიმე წინადადებითაა მოთხრობილი, პ. ჟორდანიას წიგნში `სანადირო ძაღლი~ მეკვერნეს ნახევარი გვერდი აქვს დათმობილი, რაც შეეხება ადგილობრივ მონკავშირს, მათ ძაღლის შესახებ არაფერი იცოდნენ. პირველი ინფორმაცია `ჩაქირას~ სანადირო მონაცემებზე უშუალოდ იმ პირისაგან, ვისაც ამ ჯიშის ძაღლი ჰყოლია, ასევე შემთხვევით, საკმაოდ კურიოზულად მოვიძიე. ნაცნობების წრეში ერთ-ერთმა ნადირობის მოყვარულმა გატაცებით დაიწყო მოყოლა იმის შესახებ, თუ როგორ კარგად ნადირობდა გერმანული ნაგაზი თუ მისი ნაჯვარი ძაღლი, რომელიც მას ვიღაცამ აჩუქა. თავიდან საუბარს საკმაოდ უინტერესოდ და სკეპტიკურად განწყობილი ვუსმენდი, მაგრამ, როდესაც მთხრობელმა ძაღლის გარეგნობის აღწერა დაიწყო, ყურადღება გავამახვილე. იგი ხაზს უსვამდა, რომ ნაგაზი ტანად დიდი არ გაიზარდა, მუქი წაბლისფერი იყო, კისერზე კი საყელურივით ჰქონდა თეთრი ზოლი და აცქვეტილი ყურებით თუ მიხვდებოდა კაცი, რომ მის ძარღვებში ნაგაზის სისხლი `ჩქეფდა~. მას აზრადაც არ ჰქონია ძაღლის სანადიროდ გამოყენება, უბრალოდ მან ძაღლი ერთხელ სასეირნოდ წაიყვანა ტყეში, სადაც მან უეცრად რაღაცის სუნი აიღო, ქარის საწინააღმდეგოდ მაღლა აწეული თავით წინ გაიჭრა და რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთი ხის გარშემო ყეფით დაიწყო სირბილი. ახლოს მისვლისას, პატრონმა ხეზე კვერნა აღმოაჩინა. მას თოფიც კი არ ჰქონდა თან, რომ პირველი ნანადირევი მოეკლა.ამის შემდეგ, მან სისტემატურად დაიწყო ძაღლის ტარება ტყეში, სადაც იგი ხშირად პოულობდა კვერნებს. ერთხელ მდევრებთან ერთად გაატარა შვლებზე სანადიროდ და `ნაგაზმა~ მათზეც ბრწყინვალედ ინადირა. ერთი-ორჯერ დათვიც იპოვა და გააჩერა, ხოლო მწყერზე ნადირობისას მინდორში, სადაც იგი მეგობრებთან ერთად პოინტერით ნადირობდა, ძაღლმა ყველას გასაკვირად თათის აწევით ნაბულის კეთება დაიწყო. მართალია, ნაბულს დიდი ხნით არ აკეთებდა, მაგრამ იგი ფრინველზე არავის დაუგეშია და არც არავის სმენია, რომ გერმანული ნაგაზი ფრინველზე ნადირობდეს, თანაც ნაბულით. ამ ნადირობისას ძაღლმა ერთი მწყრის ცოცხლად დაჭერა მოახერხა, რომელიც მაშინვე პატრონს მიუტანა. ბოლოს ნაცნობმა სინანულით დაასრულა თხრობა, რომ მისი ძაღლი იმდენად ავი და გულადი იყო, რომ არავისა და არაფერს ეპუებოდა და მეცხვარის ძაღლებთან უჩხუბია და, ვინაიდან ფიზიკურად სუსტი იყო, მათ იგი გაუგუდავთ. ძაღლის შესახებ დავუწყე გამოკითხვა. მან ქართული მყეფრის შესახებ არაფერი იცოდა, თვითონაც დაინტერესდა და დაწვრილებით დაიწყო ყველაფრის გახსენება. აშკარა იყო, რომ `ნაგაზი~ ან წმინდასისხლის მეკვერნე იყო, ან მისი ნაჯვარი. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დაგვედგინა, თუ საიდან მოხვდა `ჩაქირა~ კახეთში. სანამ მას აჩუქებდნენ, ლეკვმა რამდენიმე პიროვნების ხელში გაიარა და პირველ მფლობელს ვერ მივაკვლიეთ. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობაც არ ჰქონდა. მთავარი იყო, რომ მეკვერნე (ან მისი ნაჯვარი) კვერნის გარდა სხვა ნადირზეც კარგად ნადირობდა (მათ შორის დათვზე), ხოლო გარეულ ფრინველზე კი მეძებრის სტილში მუშაობდა. `ჩაქირაზე~ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გადავწყვიტე ძაღლის სამშობლოს, გურიას ვწვეოდი. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ხანგრძლივი დროით წასვლა ვერ მოხერხდა. გურიაში ფაქტობრივად ორი დღე გავატარე. მართალია, რამდენიმე მონადირეს, რომელთა ხელშიც ამ ჯიშის ბევრ ძაღლს გაუვლია, დაწვრილებით გამოვკითხე მეკვერნეს სანადირო მონაცემების შესახებ, მაგრამ მთავარი ამოცანის განხორციელება ვერ მოვახერხე. ამა თუ იმ ჯიშის სანადირო თვისებების შესახებ სრული მონაცემები მხოლოდ რამდენიმე ძაღლის უშუალოდ ნადირობის პროცესში შესწავლისას შეიძლება მივიღოთ. კვერნის გარდა, რომელზეც ძაღლის მუშაობის სტილი მეტნაკლებად ცნობილია, საჭირო იყო მეკვერნე გამოგვეცადა კურდღელზე, შველზე, გარეულ ღორზე, დათვზე, აგრეთვე შეგვესწავლა მისი მოქმედებები მინდვრისა და წყლის ფრინველზე ნადირობისას. `ჩაქირა~ მაინცდამაინც დიდი არაა ტანით და მან შეიძლება დიდ სოროშიც შეძლოს შესვლა. აუცილებელია შესწავლილ იქნას, როგორ მუშაობს ორი ან სამი ძაღლი ერთად. დამეთანხმებით, რომ ყველა ჩამოთვლილი საკითხის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რაც არ გამაჩნდა, მაგრამ გამოცდილ მონადირეებთან საუბრისას ბევრი საინტერესო მასალა მოვიძიე. პირველი, რაც გაირკვა, ეს სუფთასისხლის მეკვერნეს მცირერიცხოვნება იყო. სულ ხუთი-ექვსი, სხვადასხვა სოფელში მცხოვრები კაცის დასახელება შეძლეს, ვისაც კიდევ ჰყავდა `ჩაქირა~. ერთ-ერთი მათგანი იძულებული გახდა თურქეთშიც კი წასულიყო თავისთვის ძაღლის ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, იქიდან ჩამოყვანილი მეკვერნე, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, ტახმა `გაუფუჭა~.რა ასაკში იგეშება `ჩაქირა~? ამაზე პასუხის მიღება ვერ შევძელი, რადგან ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძაღლს 6-7 თვისას დაუწყია მუშაობა, ხოლო ზოგს 1 წლისას. მონადირეები ასაკს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ. თუ ძაღლი ტანად საკმაოდ მოზრდილია, კვერნაზე ნადირობის სეზონის გახსნისას, იგი დასაგეშად და სანადიროდ მიჰყავთ. ამ დროს მეკვერნე შეიძლება 6 თვისაც იყოს და წლინახევრისაც. მეკვერნეს დაგეშვა საკმაოდ მარტივი მეთოდით ხდება, მას გამოცდილ ძაღლთან ერთად ერთი-ორჯერ გაატარებენ ხოლმე ტყეში, აჩვენებენ კვერნას და ძაღლი ფაქტობრივად დაგეშილია და დამოუკიდებლად იწყებს ნადირობას. თუ გამოცდილი ძაღლი არა ჰყავთ, მას უბრალოდ კვერნას უკლავენ, აჩვენებენ (`გეშს აღებინებენ~) და მეკვერნე ნადირობას იწყებს. ძალზე ხშირად ახალგაზრდა `ჩაქირა~ ყოველგვარი `გაკვეთილების~ გარეშეც იწყებს მუშაობას.მეკვერნეს ძალზე ცუდ პირობებში ინახავენ. იგი ფაქტობრივად ან სულ დაბმულია ან სპეციალურ რკინის გალიაში დამწყვდეული. ასე იმიტომ იქცევიან, რომ იგი ძალზე ავი და შეუპოვარია, თავისზე დიდი ტანის ძაღლებს ეჩხუბება ხოლმე და მანამდის არ ანებებს მათ თავს, სანამ არ გაგუდავენ. ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ძაღლებთან ჩხუბის დროს სიკვდილი, წმინდასისხლის `ჩაქირას~ ერთ-ერთი `დამახასიათებელი~ თვისებაა. დაბმული ან დამწყვდეული ყოლა კი უფრო აავებს ისედაც ძა-ლიან ავ ძაღლს.მეკვერნეს წინასწარი წვრთნა არ ხდება. მონადირეები ძაღლში მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გენეტიკურად გამაგრებულ სანადირო მონაცემებს იყენებენ, რაც, უნდა აღინიშნოს, ძალ-ზე მაღალ დონეზე აქვს განვითარებული. თმის საფარი მართალია მოკლე აქვს, მაგრამ ძაღლი მცივანა არაა. იგი კარგად ეგუება მაღალმთიანი რაიონების სუსხიან ზამთარს და ამ მხრივ პატრონს პრობლემას არ უქმნის.კვერნისა და გარეული კატის გარდა, `ჩაქირა~ სხვა ნადირზეც კარგად ნადირობს. მართალია, იგი მდევარივით გამუდმებული ყეფით არ მისდევს ნადირს, მაგრამ კვალის აღებისას რამდენჯერმე დაიყეფებს ხოლმე, რითაც მონადირე იგებს, რომ ძაღლმა ცხელი კვალი იპოვა. შემდეგ უხმოდ დევნის, ხოლო ყეფას მაშინ იწყებს, როდესაც ნადირს უშუალოდ ხედავს. ზოგიერთი ძაღლი კვალზე დადგომისასაც იყეფება და დევნის დროს ხანდახან კიდევ წაუყეფს ხოლმე, მაგრამ უმრავლესობა მხოლოდ კვალის აღებას ამცნობს პატრონს. კურდღელზე მეკვერნეს არ ანადირებენ. .თუმცა, როგორც გაიხსენეს, ძაღლმა რამდენჯერმე კარგად დევნა შემთხვევით შეხვედრილი ეს ცხოველი. მეკვერნეს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს და შეუპოვრობითაც გამოირჩევა. იგი ნადირს მანამდე დევნის, სანამ მონადირე მას არ მოკლავს, ამიტომ წესით კურდღელზე ამ ძაღლით ნადირობა საკმაოდ შედეგიანი უნდა იყოს. თუმცა საკითხს უფრო კარგად სჭირდება შესწავლა, რადგან მეკვერნეს მასზე არ ანადირებენ და მონაცემებიც ფაქტობრივად არ არსებობს.შველზე, ირემსა და სხვა ჩლიქოსნებზე მეკვერნე მშვენივრად ნადირობს. იგი სწრაფად ეწევა მათ და აფერხებს მათ მოძრაობას. ორი ან სამი ძაღლი გაცილებით ეფექტურად მუშაობს. ფრინველზე მუშაობის შესახებ ბევრი ვერაფერი გავარკვიე. მეკვერნეს მასზე ფაქტობრივად არ ანადირებენ, ამიტომ ინფორმაციაც მწირეა. რამდენიმე შემთხვევა დამისახელეს, როდესაც ძაღლს მინდორში მწყერი დაუჭერია და პატრონთან მიუტანია. ფრინველს ძებნით იგი ეძებს, მაგრამ ნაბულს აკეთებს თუ არა, ამაზე ვერაფერი მითხრეს. რამდენიმე შემთხვევა გაიხსენეს, როდესაც მეკვერნემ მაჩვი იპოვა სოროში და სოროს გათხრა და ცხოველის მოკვლა მოუხდათ, რადგან ძაღლი ნადირს თავს არ ანებებდა და სოროდან არ გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ მაჩვების მოპოვება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ძაღლებით მოხდა. თუმცა, ძაღლი ტანით საკმაოდ დიდია და იგი მხოლოდ დიდ და მარტივ სოროში მოახერხებს შესვლას.რაც შეეხება ისეთ საშიშ ცხოველებს, როგორიცაა დათვი და ტახი, მონადირეები მიიჩნევენ, რომ მეკვერნეს გამოყენება არაეფექტურია, რადგან ძაღლი ძალზე აგრესიულია, არ უფრთხის მათ და ნადირობა ხშირად მეკვერნეს სიკვდილით მთავრდება.მართლაც, `ჩაქირა~ იმდენად ავი და გაბედულია, რომ საკუთარ სიცოცხლეს არაფრად დაგიდევს და შეტევაზე ყოველთვის პირდაპირ გადადის. იგი ყველანაირად ცდილობს ნადირის დაკავებას, ერთ ძაღლს ეს უჭირს, ამიტომ მეკვერნე, თავისი აგრესიულობიდან გამომდინარე, სიფრთხილეს კარგავს, რაც სიკვდილით თუ არა, ძალზე მძიმე ტრამვებით მთავრდება. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ძაღლი მარტო მუშაობს. ორი ან სამი მეკვერნე მყეფრებისათვის დამახასიათებელ სტილში იწყებენ მუშაობას _ ჯერჯერით ზურგიდან თავს ესხმიან და კბენენ ნადირს, რომელიც ერთ ადგილზე იწყებს ტრიალს. დათვი ხშირად აბეზარი ძაღლებისგან ხეზე ასვლით შველის თავს.ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ მეკვერნე, როგორც ყველა მყეფარი, უპირველესყოვლისა ნადირის ძაღლია. თავისი ძირითადი სანადირო ობიექტების, კვერნისა და გარეული კატის გარდა, კარგად ნადირობს სხვა ნადირზეც, მათ შორის დათვსა და ტახზე. შეუძლია სოროში შესვლაც. მართალია, ვერ დავადგინეთ ფრინველზე ნაბულით მუშაობს თუ არა, მაგრამ უარეს შემთხვევაში მისი ნადირობის სტილი სპანიელისას მიუახლოვდება, რადგან `ჩაქირა~ კვერნას ხშირად მაღალი ყნოსვით პოულობს და, საერთოდ, ძაღლი მაღალ ყნოსვას ხშირად იყენებს, ამიტომ მისთვის მინდორში ჰაერის ნაკადით ფრინველის მოძებნის სწავლება ძნელი არ იქნება. ეჭვგარეშეა, რომ ჯიშს მრავალმხრივი სანადირო მონაცემები გააჩნია, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდადაა შესწავლილი. ჯიშის ყველაზე ძვირფასი თვისებები ბრწყინვალე ყნოსვა, სიავე და შეუპოვრობაა. ეს თვისებები, როგორც ვიცით, თანდაყოლილ ხასიათს ატარებს და წვრთნით მისი გამომუშავება შეუძლებელია. მეკვერნე ძალზე ავია, რაც მონადირები მის ძირითად ნაკლად თვლიან. ეს არ არის სწორი შეხედულება. ნადირობაში კარგად გარკვეულებმა, იციან ისეთი ძაღლების ფასი, რომლებიც ნადირს არ უფრთხიან და მასზე კბენით მუშაობენ. ასეთი ძაღლები სხვადასხვა ჯიშის წარმომადგენლებში არც თუ ისე ბევრია. მათ სისხლის ხაზებს კინოლოგები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან და თვით ძაღლები მფლობელების განსაკუთრებული სიამაყის საგანს წარმოადგენენ. ამ მხრივ მეკვერნე უნიკალური ჯიშია _ მის ყველა წარმომადგენელს `ლომის~ გული აქვს, ნადირს არ უფრთხის და მასზე ყოველთვის კბენით მუშაობს. რაც შეეხება ზედმეტ აგრესიულობას, რაც გაუწონასწორებელ ნერვულ სისტემაზე მიუთითებს, ეს ნაწილობრივ ძაღლების ნაკლებობის გამო იძულებითი ახლონათესაური მოშენების გამოყენების ბრალიც უნდა იყოს. ძირითადი მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ .მეკვერნეს სახლში წინასწარი წვრთნა არ ხდება. დაგეშვითაც მხოლოდ კვერნაზე გეშავენ და დიდ ნადირთან მისი შეხვედრა ყოველთვის წინასწარი გაცნობის გარეშე ხდება უშუალოდ ნადირობის დროს. არადა, დათვსა და ტახს რუსეთში, მაგალითად, მყეფრებს, სპეციალურ დასაგეშ სადგურებზე აცნობენ, რადგან კარგად იციან, რომ გამოუცდელი ძაღლის გამოყენება ნამდვილი ნადირობისას ხშირად სავალალო შედეგებით მთავრდება. ამიტომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ მეკვერნეს .ნაკლოვანებებზე, .რადგან, .როგორც .ჩანს, ესენი მისი არასწორი აღზრდისა და ცუდ პირობებში შენახვის შედეგი უფროა, ვიდრე ძაღლის ბრალი. თუ მეკვერნეს ჩავუტარებთ წინასწარ წვრთნას, სწორი მეთოდებით წარვმართავთ მის დაგეშვას, მისი სანადიროდ გამოყენება გაცილებით ეფექტური გახდება, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლებისა.ევროპელი კინოლოგები უამრავ თანხას ხარჯავენ `უნივერსალური~ სანადირო ძაღლის ჯიშის გამოსაყვანად და მაინცდამაინც არც თუ შედეგიანად. რაოდენ სამწუხაროა, რომ დიდი ხნის წინ გამოყვანილი ასეთი ეროვნული `უნივერსალი~ გადაშენების ზღვარზეა მისული. ამისი მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ჯიშის არსებობის შესახებ მონადირეების ძალიან ვიწრო წრემ იცის. არადა, იმის გარდა, რომ `ჩაქირა~ თვითონ ბრწყინვალე სანადირო თვისებებით გამოირჩევა, ჯიში ძვირფასია სელექციური სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისითაც. როგორც მონადირეები აღნიშნავენ, მეკვერნესთან ნაჯვარი მდევრის ან მყეფრის ლეკვები გაცილებით უკეთესი სანადირო მონაცემებით ხასიათდებიან, ვიდრე მათი მშობლები. ისე, რომ მეკვერნეს გამოყენება ახალი ეროვნული სანადირო ძაღლის ჯიშის ან ჯიშების გამოსაყვანადაც შეიძლება.მთავარი ამოცანაა ძაღლების რაოდენობის გაზრდა, ამისათვის აუცილებელია შეიქმნას სანაშენე ბუდეები საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ეს არ იქნება რთული, რადგან `ჩაქირას~ ძირითადი სანადირო ობიექტი _ კვერნა ფართოდაა გავრცელებული ჩვენს ტყეებში და სათანადო ინფორმაციის გავრცელებისა და საქმეში ადგილობრივი მონკავშირის ორგანიზა-ციების ჩართვის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ძაღლის ყოლის მსურველების საკმაო რაოდენობით გამონახვა. ვინაიდან ძაღლების რაოდენობა ძალზე მცირეა, აუცილებელია სისხლის განახლებისათვის თურქეთის სათანადო ორგანიზაციებთანაც დამყარდეს კავშირები .და .მოხდეს .მწარმოებლების .იმპორტი .ან, თუ .ამის აუცილებლობა არსებობს, მწარმოებლების გაცვლა.ზემოთ მოყვანილი ღონისძიებების გატარება, საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ძაღლების რაოდენობა, გავაფართოვოთ მისი გავრცელების საზღვრები. მხოლოდ საკითხისადმი ასეთი მიდგომით შეიძლება გადავარჩინოთ ერთადერთი ქართული სანადირო ძაღლის ჯიში, რომელიც, მიუხედავად სრული უყურადღებობისა, ჯერჯერობით სასწაულებრივად მაინც არ გადაშენდა. აღწერილობა ტანად დაბალები არიან ასე 45-50-სმ სიმაღლის თავი- ტურის მსგავსი აქვს. თვალები- ცბიერი გამომეტყველებით,ავი.ხშირად თვალის ფერს სიწითლე გადაკრავს ,რაც სიავის ნიშანია. ყურები -ზემოდან ჩამჯდარიბუნებრივად ლამაზად აცქვეტილი. კისერი -მოკლე და მკვრივიფეხები- წინა პირდაპირი, უკანა კი სახსარში მოხრილი.ბალანი- მოკლე უხეში (ჯარისებური)კუდი- მოკლეა და მისი ბოლო თეთრია.ფერი - წაბლისფერი, მკერდი და ფეხები თეთრი წინწკლებით ან კისერზე თეთრი საყელოს მსგავსი ზოლი . დამახასიათებელი ნიშნები გამოირჩევან გულადობით / შეუპოვრობით და სიავით უცხო ადამიანების მიმართ უნდობლობით პატრონის გარდა უცხოს არავის იკარებს , იწევს მასზე დიდი ზომის ცხოველებზეც რაც ხშირად მისთვის საბედისწეროდ მთავრდება . - See more at: http://blogger.ge/post/6309#sthash.iPQDWxFK.dpuf

აი თურქების ფორუმზე-http://avlak.com/forum/diger-av-kopegi-irklari/trabzonun-meshur-zerdava-kopegi/100/?PHPSESSID=320u0e6h3hs38j53c5ame4gdj3

ზერდავას ეძახიან თურქები ჩაქირას

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatnik
პოსტი Sep 27 2013, 22:27
პოსტი #11


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 20-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



ციტატა(ალთაზარ @ Sep 27 2013, 16:59) *
nik@a
xexe.gif


ხოოო და რა თქვეს თურქეთში გადაშენების პირას იყოო და ჩვენ გადავარჩინეთო?

არ ვიცი იქ რა თქვეს ის ვიცი რომ იქ შეაჯვარეს და რამოდენიმე ლეკვი ტბილიში გაგზავნეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Sep 27 2013, 22:44
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



თუ არაა ძმებო ეს ჯიში დაკარგული და სუფთაა და დარწმუნებულები ვართ რო ჩაქირა,მოვკიდოთ ამ საქმეს ხელი მერე და მივიყვანოთ ბოლომდე.თქვენ გვერდში ვარ მე.ლეკვსაც ავიყვან და გავზდი.სულ ორი ჯიში გვყავს ერთ ნაგაზი თართი და მეორე ეს და თუ არა გადაშენებული და გამქრალი და არი სადმე მოვიძიოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2013, 23:06
პოსტი #13


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აგერ გადაიკითხეთ თუ ვინმეს ახალი ხილი გონია ეს ამბავი newsmile045.gif როდიდან იწყება ჩვენი წვალება ამ ჯიშის ირგვლის xexe.gif
http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...t=0&start=0

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1761
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Sep 27 2013, 23:43
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



gagrinski
შენ გაგახარა ღმერთმა ასე კარგად რო ჩამოაყალიბე ეს ამბავი და გასაგებად d778bc34f693c93907196ff195628213.gif ,ეხლა ერთი რამ მაინტერესებს თურქეთშიაო ამბობენ და ეს ჯიში თურქებმა დაარეგისტრირეს როგორც საკუთარი ჯიში?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Sep 27 2013, 23:48
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ზახარა
კი გასაგებია ადრე გადავიკითხე მინდოდა დამეწერა მარა დახურული იყო თემა.მე იმას ვამბობ რო თუ არსებობს სადმე თუნდაც თურქეთში და დარწმუნებულებივართ რო ჩვენია.მივხედოთ ამ საქმეს და ტერიტორიები ტუ ვერ დავიბრუნეთ ძაღლი მაინც დავიბრუნოთ ჩვენი newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:34