ფოქსტერიერი vs იაგდტერიერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ფოქსტერიერი vs იაგდტერიერი
ვიტო
პოსტი Sep 29 2009, 03:31
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბოლო დღეებში ცოტა განვინათლე, თუ რამეა შემისწორეთ..........

ეხლა აღმოვაჩინე..... თემები გადავიკითხე და იყო მოსაზრება, რომ სოროში შეშვებული ძაღლის ცოცხლად გამოსვლის შანსი არის 50/50-ზე,
თურმე რა ხდება....... newsmile05.gif ძირითადად სოროზე მუშაობენ ან მელაზე ან მაჩვზე და აქ ძალიან დიდი განმასხვავებელი ხაზია გასავლები...........

ამ პოსტში განვიხილავ მხოლოდ 2 ჯიშს, ფოქსიკებ და იაგდებს.

ფოქსტერიერი არის კონკრეტულად სოროსზე სამუსაოდ გამოყვანილი, იაგდი უფრო უნივერსალობისკენ იხრება, აგრესია ორივე ჯიშში გამოიხატება,
განსხვავება ისაა რომ ფოქსი გაწონასწორებულია, იაგდი ძალიან გაუწონასწორებელია, და ეხლა ვინმემ არ დაიწყოს ეგრე არ არის და გაზრდაზეა და
პატრონია ყველაფერში დამნაშავე ან დაგვარი სისულელეები, მშვენივრად იცით რომ ჯიშები თავისი ხასიათებით ხასიათდებიან, გენეტიკურია ეგ ყველაფერი
და მაგის შეცვლას რამდენი ხანი და როგორი სელექცია უნდა კი გეცოდინებათ, იაგი მაინც მინი ბე-ტე-ერ-ია.............

ხოდა საით მივდივარ, ისევ მაჩვზე, მელაზე და ჯიშის ხასიათებზე, სოროში მუშაობასაც დახვეწა უნდა, ძალიან სპეციფიური ნადირობის
პროფილია, არ გამოდის მეძებარივით გაიყვანო, მწყერი ანახო, ნაბული გააკეთებინო და მორჩა, რუსეთში მაგალითად ტერიერებს ჯერ
ბაზაზე ავარჯიშებენ და მერე გაყავთ რეალურ პირობებში, ისიც ხარისხიანების 20-40%-ს აქვს მაგის შანსი.

ისევ ავცდი თემას newsmile05.gif ორივე ჯიშს აქვს თავისი დამახასიათებლები, მელაზე შეიძლება ითქვას რომ უპრობლემოდ მუშაობენ ორივე, შედიან და აჩერებენ,
მერე თუ შანსია გამოყავთ თუ არადა პატრონი თხრის და გამოყავს მსხვერპლიც და ძაღლიც, მელა ისედაც არ იშენებს დიდ ლაბირინტებს, მაჩვი
არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ შემთხვევაში არის ზუსტად ჯიშების განსხვავებაზე აქცენტი, ვიცით რომ ორივე ძალიან აგრესიულია მაგრამ იაგდი
შედარებით გაუწონასწორებელი, ანუ შეიძლება "ზადნი" არ მისცეს და ამ დროს ხდება ხშირ შემთხვევაში ძაღლის დაკარგავა, ან თითონვე იგუდებიან,
ან მაჩვი იმხელა ჭრილობებს აყენებს რომ სოროშივე კვდებიან, ან კიდევ მაჩვს გუდავენ და უკან ვერ გამოდინ და ა.შ.

მთავარი პირობა მაჩვის ნადირობისას არის ის რომ ძაღლი უნდა შეუშვა მარტო და არა წყვილი, 2 ძაღლის შემთხვევაში წინა თუ არის შერკინებული და აგებს
უკან დასახევი გზა არ რჩება და ასეთი შემთხვევები რჩება ფატალურად. კიდევ ერთი პირობაა რომ ძაღლი ნამეტანი "ხვატკით" არ უნდა გამოირჩეოდეს, ანუ
უნდა ახასიათებდეს კბენა-გაშორება, ადგილზე რომც მიგუდოს მაინც ვერ გამოიყვანს 20-30კგ-ს, ბაზებზე შეჯიბრებების დროს საუკეთესოებს პრაქტიკოსი მონადირეები
არ ანიჭებენ უპირატესობას, ანუ პირველი ხარისხის დიპლომიანები რჩებიან სელექციის ფონდისთვის და ტყეში გაყავთ მესამე-მაქსიმუმ მეორე ხარისხიანები,
რაშია განსხვავება? პირველი ხარისხი ხელოვნურ სოროზე აკეტებს ყველაფერს თავისი მოგუდვიანად და სწორედ ეგ არ აწყობთ იმის გამო რაც ზევით ავღნიშნე,
ისეთ ძაღლს ანიჭებენ უპირატესობას რომელიც მაჩვს აწუხებს და უტოვებს განძრევის და გაქცევის(სოროდან ამოსვლის ან გასასვლელთან მიახლოების) საშუალებას.
მაჩვის სორო კი იცით რაც არის, 2-3 იარუსიანი და 100-ობით მეტრზე გადაჭიმული ხლართია, სიღრმეშიც 2 მეტრს აღწევს და რავარი გასათხრელია კი ხვდებიტ ალბათ.
სწორედ ამით გამოირჩევა ფოქსიკა რომ სწორად მუშაობს და იაგდისგან განსვავებით ნაკლებ თავის ტკივილს აჩენს...........

მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა ისახება ამ 2 ჯიშის შერჩევასთან დაკავშირებით, იაგდის შემთხვევა უფრო მარტივია, სავარაუდოდ 90% სანადირო ხაზით
გვხვდება, ფოქსის შემთხვევაში დიდი შანსია რომ დეკორატიული ხაზი ერიოს, ეხლა ვიმე თუ იტყვის სისხლი მაინც თავისას იზავსო და იმუშავებსო
მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ისევე როგორც დალმატინელზე ვერ ვიტყვი რომ ნადირობსთქო თუმცა ნაბულზე იყო გათვლილი ოდესღაც newsmile05.gif

ჩემი აზრია რომ თუ შესაბამის ხაზს იშოვით ფოქსიკას მიეძალეთ newsmile045.gif

გისმენთ ბატონებო...............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ოთო.
პოსტი Oct 7 2015, 17:00
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



იაგია თუ სეტერი ეგ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   ფოქსტერიერი vs იაგდტერიერი   Sep 29 2009, 03:31
- - Maverick   ციტატა(ვიტო @ Sep 29 2009...   Sep 29 2009, 09:30
- - ნოსო   ციტატა(Nikolo @ 29th September 20...   Sep 29 2009, 09:37
- - mgm   რუსეთში სოროზე სპე...   Sep 29 2009, 10:14
- - ვიტო   Maverick ტარასა როგორ შ...   Sep 29 2009, 10:15
- - AlekoN   სოროში შესული ძაღლ...   Oct 2 2009, 17:46
- - mgm   გეთანხმები . იაგ...   Oct 2 2009, 18:13
- - AlekoN   QUOTE (ვიტო @ Sep 29 2009, 04:31 ...   Oct 3 2009, 10:18
- - BEK_M   ძალიან მომწონს ეს ...   Oct 3 2009, 20:35
- - mgm   დავაზუზტებ: სოროში...   Oct 4 2009, 10:56
- - ლევანა90   მე მგონია რომ იაგ...   Oct 4 2009, 19:37
|- - AlekoN   QUOTE (ლევანა90 @ Oct 4 2009, 08...   Oct 5 2009, 22:33
- - mgm   იაგი გამოყვანილია ...   Oct 4 2009, 20:36
|- - AlekoN   QUOTE (mgm @ Oct 4 2009, 09:36 PM) ია...   Oct 5 2009, 23:04
- - AlekoN   mgm მაღალფეხება ტერი...   Oct 5 2009, 21:04
- - mgm   Несмотря на то, что эта поро...   Oct 6 2009, 08:46
- - AlekoN   ყოჩაღ, კარგად გიწვ...   Oct 6 2009, 16:51
|- - mgm   ციტატა(AlekoN @ Oct 6 2009, 05...   Oct 6 2009, 20:15
|- - AlekoN   QUOTE (mgm @ Oct 6 2009, 09:15 PM) არ...   Oct 6 2009, 21:34
- - Maverick   mgm აუუფ რა გაბრაზებ...   Oct 6 2009, 21:30
- - AlekoN   სოროს ძაღლებით ნად...   Nov 16 2009, 11:52
- - beberi iagi   chemi azrit am jishebis shedareba ar aris martebul...   Dec 8 2009, 16:48
- - samo   beberi iagi მეცდაგეთანხმ...   Apr 24 2010, 22:34
- - ilara   ხოდა მალე შემოგიერ...   Feb 19 2014, 18:15
- - Diesel   ჩემი იაგი აკეთებს ...   Oct 7 2015, 13:20
- - ჭალიმგელა   Diesel სურათები დადე ა...   Oct 7 2015, 15:41
- - kardinal84   იაგია თუ სეტერი ეგ   Oct 7 2015, 17:00


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 08:03