James Purdey - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 26 2012, 19:21
პოსტი #16


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(niko @ 26th May 2012 - 00:24) *
სამი ამდენია ჯერ ადასწერი, გაგრძელება რა.....

ძალიანაც კარგი. კიდე ერთხელ საღოლ. არ მოდუნდე ბაბუ. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 26 2012, 19:37
პოსტი #17


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თუ შენ მომიწონებ ამაზე დიდი კომპლიმენტი რა იქნება newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 27 2012, 10:27
პოსტი #18


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი





ციტატა(Bonehill @ May 25 2012, 08:05) *
hunter777
"სელფ ოპენინგის" სისტემით, თუ არ ვცდები; ორივე ფირმის თოფებია აღჭურვილი



რას ბრძნანებთ ბატონო ფრედი რა პრობლემაა D.gif D.gif





"სელფ ოპენინგის" სისტემას ორივე ბრენდი იყენებს მართალი ხარ ბაბუ მაგრამ განსხვავებული მექანიზმით, მე ვთვლი რომ პერდე ამ ასპექტში ბევრად სრულყოფილია ისევე როგორც დანარჩენში ჰორიზონტალურ ლულიანი გლუვლულიანი თოფის ეტალონად მიმაცნია პერდე მე პირადად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 28 2012, 18:06
პოსტი #19


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(irakli fofxadze @ 27th May 2012 - 12:27) *
"სელფ ოპენინგის" სისტემას ორივე ბრენდი იყენებს მართალი ხარ ბაბუ მაგრამ განსხვავებული მექანიზმით, მე ვთვლი რომ პერდე ამ ასპექტში ბევრად სრულყოფილია ისევე როგორც დანარჩენში ჰორიზონტალურ ლულიანი გლუვლულიანი თოფის ეტალონად მიმაცნია პერდე

ყველაზე არაპრაქტიკული სწორედ პერდეს თვითგადამხსნელია. მართალია ყველაზე ორიგინალურია..მაგრამ ძალიან დიდი ძალა ჭირდება უკან დაკეტვას. გაცილებით მარტივი და პრაქტიკულად სახმარი სისტემა აქვს "ჰოლანდს" ჰოლანდზე კომფორტული კი "დე ფურნის" სისტემაა. გადახსნა აქვს იდეალური..ხოლო უკან დაკეტვას...თითქმის ძალა არ ჭირდება. სისტემაც... ძალიან ორიგინალური და უცხოა. ასე რომ... "პერდე" უფრო ლეგენდარული სახელით გამოირჩევა(ეგეც ბიზლის წყალობით)..ვიდრე პრაქტიკული სისტემით. რაც შეეხება მხატვრულ მხარეს და დეტალების დამუშავების ხარისხს....უადოდ მამაა მაგ კუთხით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 7 2012, 18:06
პოსტი #20


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, ევროპაში და ინგლისშიც იზრდება ვერტიკალურ ლულებიანი თოფისადმი ინტერესი. გერმანიაში აქტიურობდა მერკელი, ავსტრიაში ამგვარი თოფების შექმნაზე რამდენიმე ფირმა მუშაობდა, თუმცა იქაური ტრადიციიდან გამომდინარე, ეს უმთავრესად დრილინგები იყო. 1909 წელს ლონდონში ,,თომას ბოსმა'' შექმნა ბოკფლინტი, რომელიც დღემდე ამგვარი თოფის ეტალონად რჩება. 1914 წელს ჯეიმს ვუდვარდმა სრულყო ამ თოფის ლულების კალაპოტთან შეერთების სისტემა და მას ბოს-ვუდვარდის სისტემა უწოდა.





საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1871 წელს პერდეს გაუკეთებია ერთი 16 ყალიბის ბოკფლინტი, შტუცერი რომელიც 50-დან 550 მეტრამდე ორივე ლულიდან ტყვიას ტყვიაში სვამდა. ეს იყო და ეს. როგორც ჩანს, ასეთი ცდები მას აღარ გაუგრძელებია. ასეა თუ ისე ამის დამადასტურებელ მასალას ვერსად წავაწყდი. 1910-20-იან წლებში პერდე ამგვარი თოფის შექმნაზე მუშაობისგან რატომღაც თავს იკავებდა. იგი არც სხვისი პატენტის შეძენით ყოფილა დაინტერესებული, რადგან თვლიდა რომ მისი ყურადღების ღირსი მოდელი ჯერ არ შეუქმნიათ. რაც შეეხება რობერტსონსა და ვუდვარდს, მათთან გართულებული ურთიერთობის გამო პერდეს არ შეეძლო და არც სურდა მათი პატენტით სარგებლობა. მიუხედავად ინგლისელთა კონსერვატიზმისა, ვერტიკალურ ლულებიანი თოფი, ნელ-ნელა შემოდიოდა ხმარებაში და მტკიცედ იმკვიდრებდა ადგილს.
1922 წელს ფირმის მფლობელმა ჯეიმს პერდემ ამერიკაში იმოგზაურა. აქ, ის მდიდარ ამერიკელებს შორის ბოკფლინტების პოპულარობაში დარწმუნდა. ამან საქმე ,,მკვდარი წერტილიდან'' დაძრა და 1923 წელს პერდემ პირველი ბოკფლინტი დაამზადა. პატენტი მან ედვინსონ გრინისგან შეიძინა. გრინის თოფი ძალზედ გადატვირთული იყო გამაძლიერებელი და ჩამკეტი ელემენტებით. მას ექვსმაგი ჩაკეტვის სისტემა ჰქონდა. პერდეს პირველი თოფი ძალზე მძიმე და მასიური გამოვიდა, მისი წონა 3 კგ და 750 გრამს შეადგენდა და არც მექანიზმის სრულყოფილებით, არც არქიტექტონიკით და არც გარეგნული იერით არ შეესაბამებოდა პერდეს ცნობილ სტილს. 30-იან წლებში პერდე შეეცადა ამ სისტემის გამარტივებას, ჩაკეტვის მექანიზმი ოთხმაგი გახდა. თოფის წონამ 3,5 კგ-მდე დაიკლო, მაგრამ ვერც ამან უშველა საქმეს და ბოლოს, 1939 წელს თოფის გამოშვება შეწყდა. ამ წლების მანძილზე იგი მხოლოდ 27 ცალი გაკეთდა.


გავიდა წლები და 1949 წელს პერდემ ჯეიმს ვუდვარდის წარმოება შეიძინა. ლონდონელი ვუდვარდი თავისი ბირმინგელი ვუდვარდისაგან განსხვავებით, ცნობილი იყო თავისი უმაღლესი კლასის როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ლულებიანი თოფებით. ფირმის შესყიდვიდან ერთი წლით ადრე, 1948 წელს პერდემ ვუდვარდის ნებართვით მისი სისტემის 16 ყალიბის წყვილი თოფი დაამზადა. ეს წყვილი ძალიან კარგი გამოვიდა. მას აშკარად ეტყობოდა პერდეს ხელი. 1949 წლიდან დღემდე ბოს-ვუდვარდის სისტემის ეს თოფები, ძალზე მოხდენილი და მტკიცე, შესანიშნავი მაჩვენებლებით, უკვე პერდეს სახელით გამოდის.
პირველი შტუცერიდან მოყოლებული დღემდე, პერდე ტყვიის თოფებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ცხადია აზიისა და აფრიკის დიდ და საშიშ ნადირზე სასროლად ზესაიმედო იარაღია საჭირო. 1856 წლიდან დღემდე პერდეს ამ ტიპის იარაღი სულ 1500 ცალამდე გაუკეთებია. ეს ბევრი არ არის, მაგრამ ამ თოფებს თავისი ხარისხით, გამძლეობით და სროლის სიზუსტით მთელი სანადირო სამყარო იცნობს. ორლულიან შტუცერებზე იგივე ბიზლის მექანიზმი კეთდება, რომელსაც საიმედოობის თვალსაზრისით ბადალი არ ჰყავს. ხოლო კარაბინებს პერდე, ისე როგორც ყველა ლონდონური პრესტიჟული ფირმა ,,მაუზერ-98'' სისტემას აკეთებს.





ერთადერთი ცვლილება რაც პერდემ ამ სისტემაში შეიტანა, ის არის, რომ მან იგი მაგნუმად აქცია და ახლა შეკვეთით დამზადებულ ამ კარაბინს ,,პერდე-მაგნუმი'' ეწოდება.
პერდეს შტუცერები იდეალურად ბალანსირებული ორლულიანი თოფებია და ამიტომ უაღრესად მანევრულიც. ფირმის აზრით და ამას ყველა პროფესიონალი მონადირე ადასტურებს, შტუცერიდან ნადირზე სროლა, მით უმეტეს თუ იგი დაჭრილია და შეტევაზე გადმოდის, ჭაობში აფრენილ ბეკასზე სროლას ჰგავს. აქ ყველაფერი წამის უმალ ხდება და თოფიც, ბუნებრივია, ზესწრაფი სროლის პრინციპზე უნდა იყოს აგებული. შტუცერი მძიმე თოფია, პერდეს ,,600 ნიტროექსპრესი'' 6,8 კგ-ს იწონის. ეს უზარმაზარი წონა კარგად აქრობს უკუდარტყმას, ამცირებს ლულების ზევით
ამგდებ ძალას და მეორე გასროლის სიზუსტესა და კომფორტულობას უზრუნველყოფს.



ბევრი ითქმის და იწერება სანადირო თოფის სიმტკიცეზე,მის გამძლეობაზე, წონასწორობაზე და ბალანსირებაზე.
ბევრ ჩვენს მონადირეს აინტერესებს თუ რაზეა დამოკიდებული თოფის ყველა ეს თვისება
თოფის კონსტრუქციული სიმტკიცე მისი გამძლეობის გარანტიაა
პერდეს თოფების ფენომენალურ გამძლეობაზე ლეგენდებს ჰყვებიან,დაინტერესებულ მონადირეს ბუნებრივია გაუჩნდება კითხავა; "როგორ კეთდება ეს მართლაც საოცარი თვისებების მქონე თოფი"? შევეცდები ჩემი ცოდნის ფარგლებშ ამომწურავი პასუხი გავცე ამ კითხვას.
თოფის კალაპოტი და მასში ჩამონტაჟებული ყველა დეტალი უმღლესი ხარისხის მარკის ფოლადისგან მზადდება.
როგორც ჩანს ფირმა ამ ფოლადის მარკას არ აცხადებს,რადგან მის შესახებ მონაცემებს ვერსად წავაწყდი,კალაპოტი ფოლადის მთლიანი ნაჭრისაგან იჩარხება და ამ სახით გადაეცემა ოსტატს,იგი ნახაზის მიხედვით განსაზღვრულ ფორმასა და ზომებს მისცემს.
ეს პროცესი მხოლოდ ხელით,შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით სრულდება


ძალზე შრომატევადი საქმეა და 150 საათამდე დრო სჭირდება,შემდეგი და არანაკლებ საპასუხისმგებლო ეტაპია კალაპოტის გვერდითი დაფები და მათზე აწყობილი მექანიზმი


ამას სხვა ოსტატი აკეთებს და მზა სახით გადასცემს მეკალაპოტეს,რომელიც კალაპოტზე მოარგებს მას.აქ ერთ ძალზე მნიშვნელოვან ნიუანს უნდა გავიუსვათ ხაზი,ვიცით რომ პერდეს თოფებს მათი დანიშნულების მიხედვით ორი ტიპის ჩამკეტი მექანიზმი აქვთ,ორმაგი და სამმაგი.
სამმაგი ჩაკეტვის მქონე თოფებს ზოგჯერ გვერდითი რყევის გასანეიტრალებლად კალაპოტის მხრებზე გამოშვერილ დამჭერებსაც უკეთებენ.
ასეთი კალაპოტი პირველზე 42,5 გრამით მეტს იწონის ანუ უფრო დიდ დატვირთვაზეა გაანგარიშებული და წონა ეს დატვირთვა ყოველთვის უცვლელია
კალაპოტიც და მექანიზმის ყველა დეტალი იწრთობა,არაფერს ვამბობ ამ დეტალების ერთმანეთთან ასპროცენტიან მორგებაზე,ისინი შვეიცარიული საათის სიზუსტით იწყობა და აქ კომპრომისი გამორიცხულია,რადგან მასზეა დამოკიდებული ამ მანქანის ხანგზლივი და შეუფერხებელი მუშაობა
ძვირფასი თოფის მათ შორის პერდეს მექანიზმის მთავარი დეტალები კოროზიისაგან დასაცავად ოქროს თხელი ფენით იფარება,სხვა ნაწილები კი ზოგჯერ მსუბუქი მცენარეული ორნამენტებითაც მოიხატება
მე მინახავს ორი ასეთი თოფის "ლებოსა" და " ჰოლანდ ჰოლანდი" მექანიზმი და უნდა მოგახსენოთ რომ მათი ამგვარი დამუშავება ძალზედ საჭირო და სასიამოვნო ნიუანსია და აძლიერებს ამ თოფების გამორჩეულობის შეგრძნებას
გვერდითი დაფების შიდა ზედაპირზე მისი დამამზადებელი ოსტატი თავის დამღას ან ინიციალებს ამოტვიფრავს
ეს ამ მექანიზმის საიმედოობის ერგვარი გარანტიაა.თოფი სარემონტოდ ლონდონში გაიგზავნება,ის აუცილებლად ამ ოსტათტან მოხვდება და იგი პასუხს აგებს თავისი ნამუშევრის ხარისხზე,უნდა აღინიშნოს რომ პერდეს თოფების არც ერთი მექანიზმი მისი დამამზადებელი ოსტატის სიცოცხლეში არასოდეს ყოფილა გასარემონტებელი.
მონადირეთა მთელი თაობებია მოწმე რომ ეს თოფები სწორი მოვლის შემთხვევაში მამიდან შვილზე შემდეგ კი შვილიშვილზე გადაეცემოდა და უზადო მდგომარეობაში მყოფი,შეუფერხებლად აგრძელებდა ფუნქციონირებას.
უდაოა რომ კარგი თოფი სწორი ექპლუატაციის პირობებში დიდ ხანს ინარჩუნებს თავის პირვანდელ "ფორმას"ასეთი თოფის უპირველესი მტერი არა მისი ინტენსიური მუშაობა არამედ ის ე.წ."ოსტატია"რომელსაც აინტერესებს თუ რა იმალება ამ ჭანჭიკის უკან.ძვირფასი თოფის ერთგავრი დამცავი ლუქი სწორედ ის ჭანჭიკებია რომლებითაც ის არის აწყობილი.ეს ჭანჭიკები სპეციალურად რბილი,უწრთობი მეტალისგან მზადდება რომ მათზე ინსტრუმენტის ყოველი შეხება აისახოს,რამდენი ასეთი ხელოვნურად გაფუჭებული შედევრი მინდახავს თბილისში,ერთერთ მაღაზიაში ვნახე სასპორტო პერდე რომელსაც ლეგენდარული მელულის ჯონ კილბის ნახელავი ლულები ჰქონდა.
სანადირო იარაღის
ეს უნიკალური ნიმუში სწორედ მოვლით თუ მოუვლელობით იყო განადგურებული.
სანადირო თოფი, ისევე როგორც ყველა ცეცხლსასროლი იარაღი პირველ რიგში მისი ფუნქციურობით ფასდება.თოფმა საფანტი უნდა გაისროლოს რაც შეიძლება შორს,მიზანს მოარტყას რაც შეიძლება ძლიერად და საფანტის ჰაერში გაშლა-განაწილება უნდა იყოს რაც შეიძლება თანაბარი,შესამჩნები"ფანჯრების"გარეშე.ამ ფუნქციას ლულები ასრულებენ.თოფის ავკარგიანობა,მაღალი კლასი იქნება ის თუ სერიულად დამზადებული სწორედ ლულებზეა დამოკიდებული.1865 წლიდან მოყოლებული XX საუკუნის 30-იან წლების ბოლომდე პერდე თავისი თოფებისთვის ერთადერთ მასალას ჯოზეფ ვიტვორტოს სალულე ფოლად იყენებდა,თუმცა ერთეულ შემთხვევებში დამკვეთის თხოვნით ნაჭედი დამასკური ფოლადის ლულებიც კეთდებოდა.თხევად მდგომარეობაში დაწნეხვის წესით მიღებული ეს ფოლადი იმ დროისთვის საუკეთესოდ იყო აღიარებული და მას პერდეს გარდა სხვა ინგლისელი ოსტატებიც ხმარობდნენ,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 7 2012, 18:47
პოსტი #21


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გარდა ამისა , ეს ფოლადი ევროპის სხვა ქვეყნებშიც იყო ცნობილი: ლებო, ფრანკოტი, ფორჟერონი , ფორე ლე პაჟი, გასთინ რენეტინ-რენეტი, პირლე...აი იმ ბელგიელი და ფრანგი პირველხარისხოვანი ფირმების არასრული სია, ვინც თავიანთი საუკეთესო თოფებისათვის ვიტვორტის ფოლადი ლულებს აყენებენ.




"შავად" დამუშავებულ სალულე მილების ნამზადს, ფირმა პირდაპირ ფოლადჩამომსხმელი ქარხნიდან იღებს.ნამზადი მელულეს გადაეცემა და იგი წინასწარ მოცემული ზომების მიხედვით იწყებს მის დამუსავებას. პირველ რიგში სიდა არხი უნდა გამოიხვეწოს და ჩოკები დამუსავდეს. ამისათვის ნამზადს სპეციალურ ჩარხზე დაამაგრებენ, რომელიც ბრუნთა საჭირო სიხშირით ატრიალებს მას.მბრუნავი ლულის არხში სპეციალური სახვეწი ხელსაწყო შეყავთ რომლის წინ და უკან გადაადგილებით ლულას საჭირო დიამეტრზე გამოხვეწავენ. ასევე ამუშავებენ ჩოკებსაც. ამის სემდეგ იწყება ყველაზე ხანგრძლივი და პასუხისმგებელი პროცესი-ლულის შიდა ზედაპირის გასუფტავება.საამისოდ სპეციალურად ჩამოსხმულ 100-120 მმ სიგრძისა და ლულის შიდა დიამეტრის ტყვის ცილინდრებს იყენებენ , რომლებიც სარნირების საშუალებით გრძელ ზუმბაზეა დამაგრებული. ამ ცილინდრებს გაფილტრულ ზეთსა და პარაფინში არეული სახეხი პასტით პოხავენ, მბრუნავ ლულაში შეყავთ, და ლულის შიდა ზედაპირს ხეხავენ. დროდადრო ლულას გაასუფთავებენ , სპეციალურ დაზგაზე დაამაგრებნენ და საცდელი გასროლებით ამოწმებენ.ასე გრძელდება მანამ სანამ ოსტატი არ დარწმუნდება, რომ ლულა მზად არის და უკეთესი მაჩვენებლების მიღწევა უკვე შეუძლებელია.


ამგვარად დამუშავებული ლულის არხის სისუფთავე უმაღლეს ხარისხამდეა მიყვანილი. ამის შემდეგ იწყება ლულის გარეთა დამუშავება. იგი ლულის მთელ სიგრძეზე მათემატიკური სიზუსტითაა გათვლილი და ლულის შიდა არხის დარად მისი სიგრძის ნებისმიერ მონაკვეთზე იდეალურ წრეს წარმოადგენს. ლულის კედლის დასაწყისი მისი დანიშნულების მიხედვით 3 ან 4 მმ–ის სისქისაა და გაზის წნევის დაკლების კვალობაზე ლულის ბოლოსკენ იკლებს. ლულის ბოლოდან ერთ მესამედზე კელდების სისქე 0,813 მმ–ს შეადგენს. ლულის კედლების მთელ სიგრძეზე საჭირო სისქიდან დასაშვები გადახრა 0.0254 მმ–ია და ეს სიდიდე მუდამ ზუსტადაა დაცული. 12 ყალიბის ლულის შიდა დიამეტრი 18.6 მმ–ია და დასაშვები გადახრა ± 1 მმ–ს შეადგენს. რაც შეეხება ჩოკებს, ისინიც მბრუნავია, უდიდესი გულმოდგინებით კეთდება. დღეისათვის გეომეტრიული ცილინდრიდან ძლიერ ჩოკამდე რვა სხვადასხვა ზომის შევიწროებაა მიღებული და მათი არჩევა შემკვეთის ნებასურვილზეა დამოკიდებული.
ლულის კედლების ზუსტად გათვლილი და გამოყვანილი პროფილი გადამწყვეტ გავლენას ახდენს ნასროლის ხარისხზე და ამიტომ ყველა პრესტიჟული ფირმა ლულების დამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ისტორიამ ბევრი გამოჩენილი მელულე ოსტატის სახელი შემოინახა. უილიამ ლანკასტერი და უილიამ ველინგტონ–გრინერი მელულეები იყვნენ, მათი ღვაწლი და მიგნება ამ საქმეში საქვეყნოდაა ცნობილი. პერდესათვის სხვადასხვა დროს ბევრი მელულე მუშაობდა, თვითონ ლანკასტერიც კი, მაგრამ მათგან ორი სახელია გამორჩეული, ჯონ კილბი და ჯონ სკუაიერსი. მათი ნახელავი ლულები დღესაც ფენომენალურ შედეგებს აჩვენებენ. გაკვირვებას იწვევს ინგლისური მაღალი კალასის თოფის და კერძოდ „პერდეს“ ერთი თვისება; მისი ლულებიდან ნასროლი საფანტის მოხვედრა განსაკუთრებული სიშორითა და სიძლიერით გამოირჩევა, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ბუნებრივად იბადება კითხვა: რაშია ამ თითქმის დაუჯერებელი სიძლიერის საიდუმლო? ან რა იციან ამ ოსტატებმა ისეთი, რაც სხვებისთვის დაფარულია? ჩემი აზრით, აქ მხოლოდ ერთი „საიდუმლო“ შეიძლება იყოს, დიდი ცოდნა და გამოცდილება. ფილიგრანული ოსტატობა და ოსტატის სულიერი მოთხოვნილება, თავისი ნაშრომი შესაძლებელის ზღვარს მიუახლოვოს.
ჯოზეფ ვიტვორტის ფოლადის გარდა ინგლისში სხვა მასალაც იყო, მაგალითად, ვიკერსის „A” მარკის ფოლადი. სპეციალისტების აზრით ეს მასალა ბევრად სჯობია ვიტვორტს, მაგრამ პერდე მაინც ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. პერდეს და ვიტვორტის ურთიერთობის ისტორიიდან საინტერესოა ერთი ეპიზოდი: ცნობილია, რომ 1865 წელს პპპერდემ ვიტვორტისაგან ამ ფოლადის გამოყენების ექსკლუზიური უფლება შეიძინა და ამ უკანასკნელის არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ შეიქმნა იძულებული „ეღალატა“ მისთვის. საქმე ის არის, რომ 1898 წლის ივნისში ვიტვორტის ქარხნის მუშები გაიფიცნენ და სალულე ფოლადის, ისე როგორც ყველა სხვა სახის პროდუქციის გამოშვება შეწყდა. პერდე იძულებული შეიქმნა სხვა მასალა მოეძებნა. მან დახმარებისთვის ფრიდრიხ კრუპს მიმართა და მისგან შეიძინა „სამ ბეჭდიანი“ ფოლადის საჭირო რაოდენობა. ეს ფოლადი მაშინდელ ევროპაში ერთერთ ყველაზე იაფ სალულე მასალად ითვლებოდა.


სავარაუდოა, რომ პერდემ სწორედ მისი სიიაფის გამო შეიძინა ეს ფოლადი. მართლაც, იგი დიდ დანახარჯებს მოერიდა, რადგან დაპირების თანახმად, ვიტვორტის წარმოების განახლების შემდეგ, მან უფასოდ შეუჩვალა ლულები დამკვეთებს. „სამ ბეჭდიანი“ ფოლადით 83 თოფი გაკეთდა. როგორც აღმოჩნდა ყველამ ვერ დააბრუნა თოფები ლულების შესაცვლელად. ერთი ასეთი „სამ ბეჭდიანი პერდე“ რუსეთშიც აღმოაჩინეს. ეს თოფები დღეს კოლექციონერთა დიდი ინტერესით სარგებლობენ. გაფიცვა იმავე წლის დეკემბერში შეწყდა და მომხდარით დაშინებულმა პერდემ დიდი რაოდენობით ეს მასალა შეიძინა, რაც მას XX საუკუნის 30–იანი წლების ბოლომდე ეყო. დღეს ვიტვორტის წარმოება აღარ არსებობს. მისი გამოშვება 1903 წელს შეწყდა, ეს სალულე მასალა კი სანადირო იარაღის წარმოებაში ლეგენდად დარჩა, ამას თვით ინგლისური თოფის ისტორიაც ადასტურებს.
აი, რას წერდა ინგლისელი იარაღმცოდნე ჯერარდ ბურალდი 1930 წელს გამოცემულ თავის წიგნში „თანამედროვე საფანტის თოფი“. „მიუხედავად იმისა, რომ პირველხარისხოვან სალულე ფოლადს დღეს სხვა ფირმებიც აწარმოებენ და ბევრი მეიარაღე სწორედ მათ ამჯობინებს, განსაკუთრებით კი ვიკერსის „A” მარკას, ვიტვორტის ცნობილი ფოლადი მაინც რჩება ერთ–ერთ საუკეთესო სალულე მასალად“.
ლულების დამზადების შემდეგი ეტაპი არანაკლებ პასუხსაგებია. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე რთული პროცესი – მათი შეწყვილება. თოფის დანიშნულების მიხედვით ლულები ერთმანეთთან სხვადასხვა კუთხით წყვილდება.მსუბუქი თოფიდან ნასროლი საფანტის გაშლის ცენტრები ერთმანეთს 35 მეტრში უნდა დაემთხვეს, ხოლო მძიმე სასპორტო თოფებისა – 50 მეტრში. შტუცერების ლულებიც, დამკვეთის მოთხოვნით 50, 70 ან 100 მეტრზე სწორდება. ნასროლის სიზუსტე სწორედ მათ შეწყვილებაზეა


დამოკიდებული, ამიტომ აქ კომპრომისი გამორიცხულია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეწყვილებული ლულები დაუშლიათ და 5–ჯერ, 10–ჯერ და 12–ჯერაც კი შეუწყვილებიათ საჭირო სიზუსტის მისაღწევად.


ამის შემდეგ იწყება საკონდახე მასალის შერჩევა და დამზადება, მაგრამ მასზე შემდეგ სტატიაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jun 8 2012, 09:35
პოსტი #22


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
small3d018.gif კარგია ბონე ესე გააგრძელე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 8 2012, 12:48
პოსტი #23


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



kajuberi
მადლობა newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 8 2012, 15:50
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
ყოჩაღ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 8 2012, 16:36
პოსტი #25


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Maverick
ნიჟაიში პაკლონ



ბიჭებო არ გეგონოთ რომ ამ თემის ავტორი ვარ მე , ეს სტატია ეკუთვნის თემურ ლომინაძეს, პირველი პოსტში სწორედ ამაზეა საუბარი.
იხ. პოსტი # 1
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jun 9 2012, 14:00
პოსტი #26


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(niko @ 8th June 2012 - 17:36) *
ბიჭებო არ გეგონოთ რომ ამ თემის ავტორი ვარ მე , ეს სტატია ეკუთვნის თემურ ლომინაძეს, პირველი პოსტში სწორედ ამაზეა საუბარი.
იხ. პოსტი # 1

არა ბონე გამგები სწორედ გაიგებს.კარგია ვკითხულობ ამ პოსტებს და დიდ სიამოვნებას ვიღებ. მადლობა კიდევ ერთხელ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 9 2012, 14:19
პოსტი #27


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Jun 27 2012, 19:10
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 5 2012, 19:32
პოსტი #29


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საკონდახე კაკალი პერდეს თურქეთიდან ან სამხრეთ საფრანგეთიდან შეაქვს. კავკასიური კაკალის შეძენის რამდენიმე შემთხვევაც არის აღნიშნული. კაკლის ხე, ქვიან ნიადაგზე უნდა იზრდებოდეს და მისი ასაკი 50 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. საკონდახედ, ძირიდან 2-2.5მეტრის სიმაღკეზე გადაჭრილი ნაწილი იხმარება, ძირი კი მიწის ზედაპირიდან 50-70 სმ ის სიღრმეზე იჭრება.ამ ნაწილში ხე ყველაზე მკვრივია, მას ხომ ზევიდან მრავალტოტიანი მასა აწვება. ამორებულ მასალას ნაოტხარებად დაჭრიან, სიჯანსაღისა და სიმკვრივის მიხედვით გადაარჩევენ და სპეციალურ რეჟიმში 20 დან 5 წლამდე ინახავენ. შემდეგ ისევ ყურადღებით გადაარჩევენ და შემკვეთის მიერ არჩეული ნაჭრისგან გათლიან კონდახს.





ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა, კონდახის კეტებას დიდი ცოდნა-გამოცდილება, ზუსტი თვალი და მტკიცე ხელი სჭირდება და კიდევ სტილის უტყუარი გრძნობა. ჩვენი ხელოსნების მეირ გამოთლილი მრავალი კონდახი მინახავს, ზოგი მაღალი ოსტატობის ნიმუშიც კია, მაგრამ ყველა მათგანს სწორედ სტილის გრძნობა ღალატობს და ამიტომ ეს კონახები თოფზე უცხო სხეულებად აღიქმება.

კონდახის ფორმას როგორც წესი შემკვეთი ირჩევს, ზოგს ერთი მოსწონს, სხვას -მეორე, მაგრამ ე.წ. ინგლისური კონდახი თოფს განსაკუთრებულ სილამაზესა და შარმს ანიჭებს. გარდა ამისა ამ ტიპის კონდახი თოფს მანევრულობასაც მატებს. "ასეთი თოფი ხელში თამაშობსო" იტყოდნენ ძველი მონადირეები და სწრაფი სროლისთვის, სწორედ მას ანიჭებდნენ უპირატესობას.
მრავალი ინგლისურ კონდახიანი ძვირფასი თოფი მინახავს, ბელგიური, ფრანგული, იტალიური და ა.შ. მაგრამ პერდეს, ჰოლანდ-ჰოლანდის, ბოსის, ატკინისა და სხვათა სიტლს ვერაფერი შეედრება. ამ ინგლისური ფირმების ნახელავს, რარაც განსაკუთრებული პეწი მოჰყვება, რაც ასე გამოარჩევს მათ სხვა დანარჩენისაგან.

პერდეს "არსენალში" არის კიდევ ერთი ე.წ. "უელსის პრინცის კონდახი" იგი მეფე ედუარდ VII-ემ, გამეფებამდე უელსის პრინცმა, პერდეს ტაყვანისმცემელმა და მუდმივმა კლიენტმა მოიგონა და მერდემ გააკეთა პირველად. ეს კონდახი ტავისი ფორმით პისტოლეტურია, მაგრამ მასში შენარჩუნებულია ინგლისური კონდახის ყველა ღირსება, რასაც პისტოლეტური ყელის სიმაგრე ემატება.
ერთი შეხედვით იგი უჩვეულოდ გამოიყურება, მაგრამ ძალზე დახვეწილი და ელეგანტურია. იტალიური წამყვანი ფირმები:"ფამარსი" ბოზისი" "ივო ფაბრი" "პიოტი" "რენატო გამბა", ამერიკული "გალაზანი" და სხვები, ხშირად მიმართავენ ამ ტიპის კონდახებს.



ნებისმიერი ტიპის კონდახს ერთი აუცილებელი დეტალი ამშვენებს, მის ყელზე და "ცევიოზე" დახაზული თუ დაჭდეული ბადე, ძნელი სათქმელია ასრულებს თუ არა ეს "ბადე" ხელის დაცურებისგან შემაკავშირებელ ფუნქციას, რასაც მას მიაწერენ, მაგრამ უამისოდ კონდახი დაუმთავრებეი, თითქოს "გაშიშვლებული" გეჩვენება. ,არალი კლასის თოფებზე ეს ებადე გარკვეული წესით იხაზება, მას მასალის სიმკვრივესტან გარკვეული კავშირი აქვს. დაკანონებულია რომ ერთ დიუმზე (25,4 მმ) 28-30 ხაზი უნდა მოათავსდეს. ასეთ სიმჭიდროვეს მხოლოდ დიდი სიმკვრივის მოქნე კაკალი თუ "აიტანს". ამ ხაზების ერთმანეთთან გადაკვეთის კუთხეც განსაზღვრულია.




მე მინახავს კონდახ გამოცვლილი "ჰოლანდ-ჰოლანდი". ოსტატი ეცადა ორიგინალის ზუსტი ასლი სეექმნა, მაგრამ იგი სწორედ ამ ბადის დატანების წესის არცოდნამ გასცა. დიხ, სრულყოფილებიდან სიმახინჯემდე ერთი ნაბიჯია. თოფის მომავალი მფლობელის ანთროპომეტრული მონაცემის საფუძველზე გათლი და თოფზე მორგებულ კონდახს დაბალანსება ჭირდება, უამისოდ იგი ვერ შეიძენს აუცილებელ თვისებას - მანევრულეობას, და ასეთი თოფით მიზანში სროლა შეუძლებელი იქნება. ბალანსირება კონდახის წონის რეგულირებით ხდება. ამისათვის კონდახის საბჯენიდან 20-25 მმ-იანი ბურღით, ერთ ან ორ ადგილზე, ხეს საჭირო სიღრმეზე ამობურღავენ იქამდე, ვვიდრე თოფი საჭირო წერტილში არ გაწონასწორდება, შემდეგ ამონაბურღს ამავე მასალის საცობებით დაფარავენ, გულმოდგინედ გადაასუფთავებენ და მსხვილ ბადეს დაახაზავენ.

თოფის სწორი ბალანსირება არა მარტო მოხერხებულად ხმარებისთვისაა საჭირო, არამედ გარკვეულწილად მის გამძლეობასაც ზრდის, რადგან ბალანსირებული თოფის ყველა ნაწილზე უკუდარტყმის ძალა თანაბრად ნაწილდება.

ძვირფასი თოფის მხატვრული გაფორმება, მეტად საფრთხილო რამ არის. აქ მარალმხატვრულობას -ბანალურისგან მხოლოდ ერთი შტრიხი აშორებს. პერდეს კრედო - პირველ რიგში თოფის ფუნქციონალობა და არაფერი ზედმეტი თავისთავად, სტილის სისადავესა და დახვეწილობას გულისხმობს. გრავირების პერდესეული სტილიც ამის ნათელი დადასტურებაა. ეს სტილი, უმაღლესი კატეგორიის სილამაზის გაგებიდან მოდის. გენიალურად გამხატვრებული მცენარეული ორნამენტები (the scrolls), რასაც ინგლისური წვრილი ხვეულები, ანუ არაბესკები წარმოადგენენ, ლამაზად შეკრეჭილ სასახლის წინა გაზონს გვაგონებს, ხოლო ამ ხვეულებში ჩასმული ვარდების თაიგულები (the roze), ამ გაზონზე გარკვეული რიგიტ დარგულ ყვავილნარს.




ეს არის მხატვრის მიერ დეკორატიულად გააზრებული და მეტალზე გადატანილი პეიზაჟი. უნატიფესი კომპოზიციური წუობა, შესრულების ფილიგრანული ტექნიკა, მეტალზე კვეთის გააზრებული და არა შემტხვევითი სიღრმე. ყოველივე ერთ მიზანს, სტილის მთლიანობას ემსახურება.

მონადირეებისგან ხშირად გამიგონია, მდიდრული გრავირება ცუდად დამუშავებულ და მორგებულ ზედაპირებს ფარავსო. მაშინდელ იაფფასიან თოფებში შესაძლოა ასეც იყო. მაღალი კლასის თოფი პირველ რიგში, უზადო სესრულება-გაწყობით ფასდება. მე მინახავს ერთი ასეთი ბელგიური თოფი. მისი მეტალის ნაწილები წუნდაუდებელი სიზუსტით იყო დამუსავებული და გრავირების არქონა მას, ერთგვარ მკაცრ სილამაზესაც კი ანიჭებდა.

ცხადია გრავირების მრავალნაირი სტილი არსებობს: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ჩეხური, იტალიური... ახლა ამერიკული სტილიც ცდილობს დამკვიდრებას. თავად ინგლისური სტილიც რამდენიმე ტიპის გრავირებას აერთიანებს. ერთს ერთი მოსწონს, სხვა მეორეს ანიჭებს უპირატესობას. აქ როგორც იტყვიან გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ეტალონი ყველასათვის ერთია, მის წინაშე თავს იხრის ერთიც და მეორეც. "პერდე" აქაც ეტალონია - იგი კლასიკა.

გრავირების ხსენებული სტილი დედოფალ ვიქტორიას ეპოქაში, 1850 იანი წლებიდან იღებს სათავეს. პირველი ოსტატები რომლებმაც ეს სტილი სწორედ პერდესათვის შექმენს და სრულყოფილი სახე მისცეს იყვნენ ჯონ ლუკასი და ჯონ მეისი. მეისი 1880 წელს გარდაიცვალა, ხოლო ლუკასმა 1915 წლამდე იმუშავა პერდესთან. დღეს პერდე შემკვეთის გემოვნების გათვალისწინებით, თითქმის ყველა არსებული სტილის გრავირებას ასრულებს.

რა გაეწყობა, ბაზრის მოთხოვნა უმთავრესია.
მეცხრამეტე საუკუნის ბიბსათვის პერდე საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ექსტრა კლასის იარაღის მწარმოებელი, პირველი- პირველთა შორის. ცხადია, მისი თოფები ყოველთვის ძვირი ღირდა და მათი შეძენა ყველა მსურველს არ შეეძლო. იმისათვის, რომ ეს იარაღი ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ, პერდეს ინიციატივით, რამოდენიმე მაღალი კლასის ლონდონურმა ფირმამ თავიანთი პროდუქციის კატერგორიებად დაყოფა გადაწყვიტა. შემოღებული იქნა 5 კატეგორია: A, B, C, D და E. A კატეგორია ცხადია საუკეთესო თოფებს მიენიჭებოდათ და ისისნი ყველაზე ძვირი ღირდა. ამრიგად ,,პერდესა'' და სხვათა შეძენა ყველა მსურველს შეეძლო. მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო, გაუთვალისწინებელი რამ. მყიდველიც აშკარად კატეგორიებად დაიყო:
,,-თქვენ რომელი კატეგორიის პერდე გაქვთ? D კატეგორიისა? დიახ, დიახ გასაგებია...''
კილოში აშკარა დაცინვა იგრძნობოდა. ფირმებმა მოგების ნაცვლად ზარალი განიცადეს და ეს დაყოფა მალევე გაუქმდა. თუმცა, თანამედროვეთა მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ხარისხით ეს თოფები დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

1900-იან წლებში, მოსკოვში A კატეგორიის პერდე 925-1000 ოქროს მანეთი ღირდა, E კატეგორიისა კი 700 და ეს მაშინ, როცა ბელგიური ,,ლებოს'' ყველაზე ძვირფასო მოდელი 700-750 მანეთს ვერ აჭარბებდა.



მე-19-ე საუკუნის დასაწყისიდან, ფრინველზე ნადირობის ორი ძირითადი ხერხი დამკვიდრდა. მეძებრებით და მორეკვით ნადირობა. ფრინველზე მორეკვით ნადირობა შემდეგში მდგომარეობს: ტყისპირიდან, ან ბუჩქნარიდან მოშორებით, მინდვრის ბოლოში მონადირე იყო შეფარებული. მარეკები მწკრივად დაეწყობოდნენ და ტყის ბოლოდან შიგ მყოფ ფრინველს გამორეკავდნენ. ტყიდან ღია ადგილზე გამოსული ფრინველი აფრინდებოდა და საფრებს გადაუვლიდა, საიდანაც მათ მონადირეები ზალპით ხვდებოდნენ. ზუმბიანი თოფის ხელახლა დატენვას საკმაო დრო სჭირდებოდა და ამ დროს მრავალი ფრინველი დაუსჯელად გადაიფრენდა. ამიტომ 2 თოფით სროლა შემოიღეს. ეს თოფები როგორც წონით, ისე მორგებულობის თვალსაზრისითაც სრულიად ერთნაირი უნდა ყოფილიყო, რომ მსროლელს მათ შორის განსხვავება არ ეგრძნო, მათ თან ახლდათ მსახურები, რომლებიც დატენილ თოფებს მიაწოდებდნენ და დაცლილს ხელახლა დატენიდნენ. ასე ხდებოდა სროლის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ყველაზე აზარტული მსროლელები სამი თოფითაც ისროდნენ და შესაბამისად ორ-ორი მსახური ახლდათ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი 4 თოფითაც გამოდიოდა. ამ შემთხვევაში მეოთხე თოფი სათადარიგო იყო და მხოლოდ ერთ-ერთი თოფის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მოიკითხავდნენ.





წყვილი და ერთნაირი თოფის დამზადება ყველას არ შეეძლო. როგორც მოგახსენეთ ეს თოფი არამარტო ტექნიკური მაჩვენებლით უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთის იდენტურნი, არამედ, ფსიქოლოგიური განწყობის გასაძლიერებლად, გრავირებაც და კონდახის ტექსტურაც კი, ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ასეთი თოფების დამზადებას, ვირტუოზული ოსტატობა სჭირდებოდა და ეს საქმე მხოლოდ რჩეულებს ხელეწიფებოდათ. ,,პერდეს'' წყვილები და სამეულები, არა მარტო ნასროლის სიძლიერით, არამედ შესრულების მაღარლი ოსტატობითაც შედევრების რიგს განეკუთვნებიან.

1926 წელს პერდემ ინდოეთის ვიცე-მეფის ლორდ ირვინისათვის, ფრინველზე სანადირო მსუბუქი 12 ყალიბის, წყვილი თოფი დაამზად. ერთ-ერთი მათგანის წონა 2,91 კგ. იყო და მეორისაგან მხოლოდ 7 გრამით განსხვავდებოდა. ნადირობისას ერთ თოფს ლულები და კონდახი დაუზიანდა. პერდემ ისინი ახლებით შეცვალა და მათ შორის განსხვავებამ მხოლოდ 28 გრამი შეადგინა. დღევანდელი დაუწერელი წესით, პერდეს წყვილ თოფებს შორის განსხვავება 10 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

ჯეიმს პერდე-უფროსს 5 შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ერთი, ჯეიმს პერდე-უმცროსი გაჰყვა მამის კვალს. მისი შვილები, ჯეიმს, ათოლ სტიუარტი და სესილიც მეიარაღეები იყვნენ და სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ ფირმას. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ფირმის სათავეში რამდენიმე გარეშე პირიც იდგა: 1970 წლამდე ლორდი შერვუდი, შემდეგ ვიქტორ სილი, ხოლო 1971 წლიდან 20 წლის ვადით ფირმას რიჩარდ ბოუმონტი ჩაუდგა სათავეში. მხოლოდ 1994 წელს დაბრუნდა ფირმის სათავეში პერდეთა სახელოვანი გვარის მეექვსე თაობის წარმომადგენელი- რიჩარდ პერდე და იგი, დღემდე ხელმძღვანელობს მას. 30-იანი წლებისა და ომის შემდგომი პერიოდის ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი ცნობილი ლონდონური ფირმის არსებობას დაუსვა წერტილი. ზოგი დაიხურა, ზოგიც უფრო ძლიერმა ფირმებმა შეიერთეს. თავის გადასარჩენად რამდენიმე ფირმა ერთ ოჯახად გაერთიანდა კიდეც, ბუნებრივია პერდესაც შეეხო მძიმე წლები. შეკვეთების რიცხვი თანდათან მცირდება და 1994 წელს , მას არცერთი თოფი არ გაუკეთებია. 1945-46 წლებში კი შეკვეთები მკვეთრად გაიზარდა და მან უკვე 139 თოფი დაამზადა. 1948 წელს როგორც ვიცით, გაძლიერებულმა ფირმამ ჯეიმს ვუდვარდის წარმოება შეიძინა.
კრიზისის წლებში ცხადიი გახდა, რომ პერდეს სახენგანთქმულ ფირმას საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან მას თავისი კრედოსათვის ერთხელაც არ უღალატია. ეს ცხოვრებამ დაამტკიცა.დედოფალი ვიქტორიას მმართველობის წლები, როგორც ავღნიშნეთ, ინგლისში საზოგადოებრივი საზოგადოებრივი ცხოვრების გაფურჩქვნის ხანა იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Jul 5 2012, 21:02
პოსტი #30


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოჩაღ ბონე ბარაქალა შენს შრომას, ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო მასალით გვანებივრებ. small3d018.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 19:51