კურიოზები და წარსულის გახსენება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კურიოზები და წარსულის გახსენება |
Apr 10 2013, 17:03
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგიყვებით ერთ ამბავს
|
|
|
Apr 11 2013, 09:43
პოსტი
#2
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
თემა გასუფთავებულია. გთხოვთ აღარ გააოფოთ.
giuli ველით თქვენგან ერთ ამბავს..... მანამდე კი თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი ამბავი მოსაყოლი, მოყევით..... |
|
|
Apr 16 2013, 08:19
პოსტი
#3
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეს შემთხვევა ადრე ჟურნალ ნადირობაშიც გავიხსენე .სართიჭალაში მწყერზე ნადირობისას ჩვენს სამეგობროში ერთი ჩვენთვის უცხო მონადირე მოხვდა .შუა დღისას საკმაოდ ჩამოცხა და ჩვენც ყველამ ქარსაცავ ზოლს შევაფარეთ თავი.მარტო იმ უცხო მონადირემ ვერ დაიკმაყოფილა ნადირობის ჟინი გაიყოლა სხვისი ნათხოვარი სეტერი და ისევ გააგრძელა ნადირობა.ცოტა ხანში დაბრუნდა და ის სეტერი მოიკითხა.რო ნახა რომ ჩვენთან არ იყო გაბრუნდა საძებრად.სულ მალე კი ყურებჩამოყრილმა გამოგვიცხადა ძაღლი მზესუმზირებში მკვდარი ვიპოვნეო .ატყდა საეჭვო და ორაზროვანი შეკითხვები რა ნომერ საფანტს ესვრიო მწყერს თოფს როგორი მიტანა აქვს და სხვა.დემური კუჭუხიძემ კი პირდაპირ ჰკითხა რამდენი სროლით აიყვანეო ? ამაზე გაბრაზებულმა მიუგო აი ხო არ გჯერა წამოდი აქედან 500მეტრში არის და თუ იმას ნატყვიარი ეტყობა შენი თვალით ნახეო.რაზეც კუჭუხიძემ მიუგო შენ ხო არ უბერავ 5-ჯერ ვიყავი მოსკოვში და ლენინი არ მინახავს მაზოლეუმში და მკვდარი ძაღლის სანახავად წამოგყვეო? /
|
|
|
Apr 16 2013, 08:31
პოსტი
#4
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
რაჭაში სანადიროდ ჩასულებმა დილა ადრიანად იქაურ ცნობილ მონადირეს ტუხია ჩიტალაძეს მივაკითხეთ .ტუხიას ცალი ყურის პრობლემა ჰქონდა და კარგად არ ესმოდა . კაიხანი უშედეგო ყვირილის მერე იქაურმა მონადირემ გივინა მეტრეველმა დინჯად ჩაილაპარაკა თუ ახლა მაგას კაი ყური უდევს ბალიშზე ტყუილა ვირჯებითაო.
|
|
|
Apr 16 2013, 09:00
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
რაჭაში სანადიროდ ჩასულებმა დილა ადრიანად იქაურ ცნობილ მონადირეს ტუხია ჩიტალაძეს მივაკითხეთ .ტუხიას ცალი ყურის პრობლემა ჰქონდა და კარგად არ ესმოდა . კაიხანი უშედეგო ყვირილის მერე იქაურმა მონადირემ გივინა მეტრეველმა დინჯად ჩაილაპარაკა თუ ახლა მაგას კაი ყური უდევს ბალიშზე ტყუილა ვირჯებითაო. |
|
|
Apr 16 2013, 09:05
პოსტი
#6
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ანგი მხეძე ჩვენ შორის ყველაზე სტაჟიანი ამჟამად 80-წელს მიტანებული მდევრებით კურდღელზე ნადირობის მოყვარული მონადირეა.ჩვენი სიახლოვის გათვალისწინებით თავს უფლებას ვაძლევ მის შესახებ ცოტა სასაცილო ტონით ვისაუბრო თორემ უფროს უმცროსობის გრძნობა არ დამიკარგავს.აღიარებული ფაქტია რომ მდევრებით მონადირეები გვარიანად უბერავთ თორემ რით აიხსნება თავსხმა წვიმა როცაა ჩვენ სიხარულს საზღვარი არა აქვს და ანგის ენით რომ ვთქვათ გვიხარია როგორც იქნა გამევიდაო ამინდი.ხუთი წელია საქართველოში კურდღლის ამინდი არ ყოფილაო.ერთ წელიწადს მინდა შევარდნაძის ადგილზე ვიყო ღამის შუქზე მონადირე ბრაკოინერებს დავიჭერდი და ტყვიაწამალს ავკრძალავდიო.ერთხელ ჩემთან მოვიდა და ქვაბით მოსახარშად დადგმულ ძაღლების საჭმელ ხორცზე მეკითხება რათ გინდარო გაიგო რომ ძაღლებს უხარშავდი ძაღლს ხორცი კი არა და ჭადი ნატეხს რო ოუგდებ სახლითავზე უნდა ადიოდესო.ამჟამად თვალს დააკლდა ყურში აპარატი უდგას სახლში მარტო ცხოვრობს;ცოლი არა ჰყავს შვილი არა ჰყავს ჰყავს ორი ესტონური მდევარი და ტყეში უთოფოდ მაინც დადის.
|
|
|
Apr 16 2013, 09:16
პოსტი
#7
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Apr 16 2013, 13:44
პოსტი
#8
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 48 რეგისტრ.: 17-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მოგესალმებით კარგო და ჯიგრიანო ხალხო,მეც გავიხსენებ ერთ შემთხვევას,მოკლედ მწყერის სეზონია შარშან და მე და ჩემი გადარეული ძაღლი რამდენიმე კარგ ადამიანთან ერთად დავყანყალებთ მინდორში,რათქმაუნდა როგორც ძირითადად ხდება მოსაბეზრებელი უმწყერობაა,ხოდა მაგ დროს ჩემ ძაღლს დეპრესია ეწყება,ხდება ფეხებზე მკიდია საერთოდ ტიპი(ისე ხო რასამბობ დალაგებულია)და ემართება განცდა "ერთხელ დაიბადო ძაღლად და ისიც საქართველოში" და მოკლედ რომ ვთქვა უკონტროლო ხდება და შეურაცხადი,ამ დროს წინ შეგვხვდა ხანშიშესული მონადირე,მარტო იყო ძაღლით,მთასავით კაცი იყო და დიდი ვალინკები ეცვა,სახეზე სიამოვნების მასაც არაფერი ეტყობოდა იმდღევანდელი და სიმარტოვისგან ლაპარაკი ეძალებოდა,ხოდა მეტი რა უნდოდა გამოგვიჭირა და ყვება თავის ახალგაზრდობის გმირობებს ჩვენც ზრდილობის ამბავში ვუქნევთ თავს და პერიოდულად ხათრის გამო გაოცებებს გამოვხატავდით,მოკლედ გვიყურა ამ ჩემმა "კარგად აღზრდილმა" ძაღლმა გვიყურა,ხან აქედან აუარა ამ უცხო კაცს,ხან იქიდან ჩამოუარა იქნებ გაგვიშვასო და საშველი რომ ვერ ნახა არც შეუხრია წარბი ისე აწია ფეხი და ვალინკი გაუვსო მთელი დღის ნათმენი შარდიიიითთთთ ამ დროს ყველაზე მაგარი სანახავი იმ კაცის სახე იყოოოო როგორ ხტუნაობდა სავსე ვალინკით და მერე ჩვენ როგორ ვიკავებდით თავს რომ არ გადავბჟირებულიყავით და ვითომ ძაღლს რომ გაეკიდები რას შვები შე შობელძაღლოს ყვირილიიიითთ
|
|
|
Apr 16 2013, 13:49
პოსტი
#9
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Apr 16 2013, 16:18
პოსტი
#10
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
giuli
გაიხარე გიული!მაგარია! |
|
|
Apr 16 2013, 16:21
პოსტი
#11
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ბაბუ
არც შენ გექნება ნაკლები და |
|
|
Apr 16 2013, 16:25
პოსტი
#12
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
T A M P L I E R
კი,მეც გავიხსენებ რაღაც რაღაცეებს! |
|
|
Apr 16 2013, 16:32
პოსტი
#13
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
სანამ ჩემზე დაუწერიათ ჩემით დავწერ ჯობია.
რუსეთიდან დასასვენებლად ვიყავი ჩამოსული საქართველოში და წამიყვანეს სანადიროთ მწყერზე (მანამდე ერთხელ ვიყავი ბავშვობაში სანადიროთ ნამყოფი ისიც მძღოლად), ხოდა მათხოვეს თოფი და წავედით მინდვრებში სარონიოთ. ამოფრინდა მწყერი, ბახ და ჩამოვაგდე, მაგრამ სად ხარ, არ მივარდა ძაღლი და არ ჩაიგდო სასაში ეს შენი მწყერი, ყველაზე ახლოს მე ვიყავი ამ ძაღლთან და რა გზა იყო უნდა წამერთმია ეს მწყერი. უკნიდან მონადირეები მიყვირიან წაართვი ბიჭო თორე დაგლიჯა მწყერიო და რა ვიცოდი მე როგორ უნდა წამერთმია მწყერი ბავშვობაში ერთხელ წავუღე პირისკნე ხელი ძაღლს და ისეთი მიკბინა, რომ მაგის მერე მე ძაღლს პირში ხელს აღარ ვუყოფდი ხოდა ჩემის მოფიქრებით გავუშვი ზალპური ცეცხლი ჰაერში და ვუყვირე ძაღლს დააგდე მწყერი მეთქი ერთი კი შემომხედა გაკვირვებულმა ძაღლმა რა უნდა ამ შეჩვენებულსო, მაგრამ სიჩქარეში მოფიქრებულმა მეთოდმა იმუშავა და გაკვირვებულმა ძაღლმა დააგდო მწყერი აი ასე |
|
|
Apr 16 2013, 16:35
პოსტი
#14
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Apr 16 2013, 16:38
პოსტი
#15
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 00:01 |