იხვი 2013-2014 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იხვი 2013-2014 |
Feb 27 2014, 12:38
პოსტი
#616
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
წუხელ მოვედი , ახლა კი სამსახურში ვარ. ჯერ არ მომიმზადებია. მახომ კარგი იდეა მომაწოდა. თუ არის სხვა ვარიანებიც? კულინარია გვექნება ალბათ . როგორ მოვძებნო.
|
|
|
Feb 27 2014, 12:55
პოსტი
#617
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
უიარაღო
იყო სადღაც ერთი კარგი რეცეფტი ბეკონიც ფიგურურებდა (აუ ნერწყვი მომადგა) |
|
|
Feb 27 2014, 13:15
პოსტი
#618
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 255 რეგისტრ.: 12-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
ან მოთუთქე მდუგარე წყალში და მერე აჯიკით მიზილ მოზილე და შეწვიიი უხხხხხხხ რა იკნება
|
|
|
Mar 1 2014, 00:05
პოსტი
#619
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
-------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
Mar 1 2014, 12:29
პოსტი
#620
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
აქ მონადირეები არიან წითელ წიგნში შეტანილი.
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Mar 1 2014, 12:30 |
|
|
Mar 1 2014, 18:21
პოსტი
#621
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უიარაღო
ფაქტიურად შინაურ იხვებზე ვნადირობთ' არაა?:-) |
|
|
Mar 1 2014, 21:03
პოსტი
#622
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ამ სეზონზე პირველი იხვი ეტყობა ამ ჯგუფიდან მოვკალი. ტბაზე რომ დავადექი თავზე დიდხანს ვყოყმანობდი მესროლა თუ არა. არ ფრინდებოდნენ, ვიფიქრე შინაურები ხომ არაა მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე მაინც მესროლა. სანამ თოფი არ გავისროლე მანამდე არ აფრინდნენ. ერთზე მეტი ვერ დავტოვე.
|
|
|
Mar 2 2014, 15:02
პოსტი
#623
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გამარჯობათ მონადირეებო!
გილოცავთ სეზონის დახურვას მეთქი ვერ გეტყვით, აბა რომელ მონადირეს უხარია თოფის დაზეთვა და შენახვა? იმედია ყველას ნაყოფიერი სეზონი გქონდათ და ბევრი სიამოვნებაც მიიღეთ. მინდა შევაჯამო სეზონის შდაბეჭდილებები და გაგიზიაროთ, რომ პირადად ჩემთვის სეზონმა დამაკმაყოფილებლად ჩაიარა, ასე თუ ისე იხვი ვნახე და რამოდენიმე ნადირობაც კარგად დამამახსოვრდა, მართალია ბევრი სირბილი და წვალება დამჭირდა წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ხომ იცით ვინც ეძებს ის პოულობს. განსაკუთრებით კარგი ნადირობები მქონდა მთვარეზე და ფიტულებზე, სამწუხაროა მაგრამ წინა წლებთან შედარებით ნაბულის იხვი ძალიან შემცირებულია, ეს ალბათ "მონადირეების" რაოდენობის გაზრდის პირდაპირპროპორციულია და სამწუხაროდ ამას ვეღარ გავექცევით, მომავალი სეზონი ალბათ კიდევ უარესი იქნება ამ თვალსაზრისით. "ზენიტჩიკებზე" აღარაფერს დავწერ ეს ალბათ ყველა ჩვენთაგანის წუხილია, ნუ წუხილი იმდენად არა რამდენიც ნერვების გლეჯა და ნებისყოფის გამოცდა ეხლა რაც შეეხება ბრაკონიერობას და იმ უკანონობას რაც ტყეში და წყალზე ხდებოდა, სამწუხაროდ ელ-მანოკს ყველგან მოკრავდით ყურს, ასევე ღამით ტყესი ფარით ბორიალს და იხვის ჟლეტას, მაგრამ წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია, ეს ყოველივე კი გარემოს დაცვის გააქტიურებას შეიძლება დავაბრალოთ. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბევრისგან მივიღე აღიარებითი ჩვენება, რომ ელ-მანოკი რატომღაც აღარ მუშაობს ისე როგორც ადრეო, როგორც კი ჩავრთავდით იხვი თითქოს აღარ გვეკარებოდა და რაღაცას უფრთხოდაო, ეს ყველაფერი ჩემს თავზეც გამოვცადე, ერთ ერთი სასირის დროს, არხის მეორე მხარეს, ტყეში ელ-მანოკი ჩამირთეს ვიღაცეებმა და მე კიდევ ჩემს დუდუკს ვუბერავდი, ვიცი ბევრი არ დაიჯერებს მაგრამ ორი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს, იხვი ჩვენთან "იკლავდა" თავს და იმათ კიდევ მთელი ღამის განმავლობაში ერთი ვაზნაც კი არ უსვრიათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელ-მანოკი ვერ ან არ ატყუებს იხვს, ასე ნამდვილა არ არის, უბრალოდ იხვი ხვდებ აუკვე ამ უჩვეულო ხმას და აღარ ტყუვდება იმდენად როგორც ადრე. ან შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს დაზუსტებით ვერ გეტყვით! ბოლოს კურიოზის სახით მინდა გავიხსენო ერთ შემთხვევა უფრო სწორედ ორი მხოლოდ ეს ორივე ერთ ნადირობაში მოხდა, მოკლედ ვდგევართ სადღაც უღრან ტყეში, მთვარეს ღრუბელი გადაფარებია და კარგი სასასირო პირობებია, ჰოდა დავდექით თუ არა ადგილზე იხვმაც დაიწყო სასირი, დაუძახებ შემოდის ტყეში, ერთი სიტყვით კარგად რეაგირებს საყვირზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რასაც ავძახებ იგივეს ჩამომძახებს ხოლმე ზემოდან, მოკლედ კომუნიკაცია კარგად ავაწყვეთ, მე და ჩემი მეგობარ სულ რაღაც სამი მეტრის მოშორებით დვდგევართ ერთმანეთისგან და მესამე ცოტატი მოშორებით. დაუძახე, შემოდის, დაეშვა და ჩვენ ორს შორის უნდა ჩაიფრინოს მკერდის სიმაღლეზე რადროსაც ჩემმა მეგობარმა ხელი დასტაცა, მაგრამ კარგად ვერ შეავლო და ბუმბული შერჩა ხელში, იხვი ვერ მიხვდა რა მოუვიდა ჯერ ჩამოვარდა იქვე, იქეთ აქეთ მიმოიხედა და ისევ წამოიწია, ჩვენ ვერ ვესროდით ძალიან ახლოს იყო, ხილო მესამე მეგობარი ყბადაღებული უყურებდა ამ ყველაფერს, სანამ გონს მოვიდა იხვი კინაღამ გაექცა. შემდგომისთვის შევთანხმდით რომ ხელით დაჭერას აღარ ვართ და თუ ასეთი რამ განმეორდება ვაცადოთ დაჯდომა და მერე დავაფრთხოთ და აფრენის შემდეგ ვესროლოთ, მოკლედ მეორდება იგივე იხვი ისევ შემოგვეპარა ოღონ ეხალ უკვე ზურგიდან და ჩემს და მეგობარს შორის ჩაჯდა, დახლოებით მისი ფეხიდან 1 მეტრში, მე შემოვტრიალდი და ვხედავ რომ ისევ არ იშლის თავისას და იხვისკენ იხრება ორივე ხელით, რომ მიწაზე დააფიქსიროს და დაიჭიროს, რა დროსაც ეს იხვი აფრინდა და ვერ წარმოიდგენთ პირდაპირს სახეში დამეჯახა, კარგად ჩამომპორჭყნა სახე, ფრთებითაც შემომცზო ერთი ორი სილა და ასე გაბითურებულ გალახული დაგვტოვა ორივე, სროლა არც კი მიფიქრია ისეთი გამწარებული ვიყავი, სულ გინება და წყევლით გავაცილე მოუსვლელში, ჩემი საფირმო წყევლაც კი მივაყოლე, სახლში არ მიფრინდი ცოცხალი მეთქი. მერე მთვარე გადავიდა და როგორც ხდება ხოლმე ტყეში გვერდი გვეცვალა, მოვიკითხე კომპასი ნავში დამრჩენოდა ასე რომ დავიწყე ბორიალი და ჩემი კვალის ძებნა (ჭაიობში ამის გაკეთება არც თუ ისე იოლია), მერე გამახსენდა ჩემი აიფონის შესახებ და შვებით ამოვისუნთქე, ჩავრდე ნავიგატორი და პირდაპირ ნავთან გამოვედით ნახევარ საათში. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ კარგი იყოო, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 14:41 |