С.Г Шагинов. ФИЛЬД ТРАИЛ, Охотничьи Собаки |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
С.Г Шагинов. ФИЛЬД ТРАИЛ, Охотничьи Собаки |
Aug 6 2012, 21:27
პოსტი
#31
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
AlekoN
ასქულიანი წესებით ჩატარება სპორტი არ არის? თუ საპრიზო ადგილები არ ნაწილდება?? უბრალოდ განსხვავება დონეშია! გაკიცხვა და უარესი თუ გაინტერესებს ვისგან მოდიოდა, გადახედე ევროპული მეძებრების თემის ბოლო გვერდებს და გაიხსენებ. მოკლედ,არ ღალატობ ჩვეულ აგრესიულ-შემტევ სტილს რა!!!! ადრე რასაც ვთვლიდი,იმას ვთვლი ახლაც! სპორტული ძაღლებით "ევროპელები" ,რასაც ჩვენ ნადირობას ვეძახით ისე(კვირაში სამჯერ,ნებისმიერ პირობებში)არ ნადირობენ!.წელიწადში ორჯერ,ნახევარი საათით გნოლზე გასეირნება,ნადირობა არ არის! სანადირო ძაღლი ,რომელსაც უამრავი უარყოფითი ჩვევა აქვს შეძენილი ნადირობის გამო, სპორტში არ გამოდგება! კამათიც მაგაზე იყო,მე ვთვლი რომ ერთი და იგივე ძაღლი დიდი სპორტისთვის და "ქართული" ნადირობისთვის არ გამოდგება! შენ საპირისპიროს ამტკიცებ,მიუხედავად იმისა რომ შაგინოვიც და კონოვალოვიც აღიარებენ რომ სპორტული ძაღლებით იქ არავინ არ ნადირობს! მოკლედ,ისევ იმ არაფრის მომცემ კამათს რომ არ დავუბრუნდეთ მე ამ თემიდან გავდივარ! |
|
|
Aug 6 2012, 22:14
პოსტი
#32
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 216 რეგისტრ.: 5-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კამათში იბადება ჭეშმარიტება..ნამდვილად შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში მართლაც გაგვეცინოს კამათის თემაზე,ყველაფერი იცვლება, იცვლება სასიკეთოსკენ:თქვენი ცოდნა,გამოცდილება გემოვნება იხვეწება ამ ყველაფერთან ერთად,ჩვენც დილეტანტები ამ საკითხში, ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენდა სასიკეთოდ,საქმე მიიწევს წინ.ასე რომ მადლობა მეთქმის მე პირადად Alik,Akop,AlekoN,chalimgela,maverik,sergostvis,შადიშამოდის
თვის და კიდევ ბევრისთვის საინტერესო თემების წამოწევისთვის და განხილვისთვის ochopintre.ge-ზე,და ალბათ არც ისე ცოტა უნდა იყოს მადლიერი ვისაც ეს თემა აინტერესებს და იმათი სახელითაც გიხდით. გაიხარეთ და წარმატებებს გისურვებთ..))იმედი მაქვს კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე იქნება მსჯელობა.. |
|
|
Aug 7 2012, 08:25
პოსტი
#33
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
წასაშლელია
|
|
|
Aug 7 2012, 08:25
პოსტი
#34
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
[quote name='AlekoN' date='Aug 6 2012, 21:26' post='206523'.
პირველი "მიუღებლობის" შემდეგ დგება ასეთი ეტაპიც და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. [/quote] თავად სერგოს სტატიაშიც საგრძნობლად შერბილებულია პათოსი და აქცენტებიც შესამჩნევლად გადაადგილებულია. ბევრად უფრო დამიწებულია შეხედულებები, ჩვენს რეალობას უფრო ითვალისწინებს, ნაკლებია ტრადიციული წესებისა და ძაღლების მიუღებლობა. ამიტომაც დაიმსახურა საყოველთაო მოწონება. ჩვენც ნაკლები კატეგორიულობით თუ ვიმსჯელბთ აწი მაინც , კარგი იქნება. კიდევ, ფილდ ტრაილი რომ სპორტია და იქ მონაწილე ძაღლები პროფესიონალი სპორტსმენები, ამაზე ნუღარ ვიკამათებთ. ნადირობით როგორ არ ინადირებენ, მაგრამ ვინ ოხერი მოაცდენს ნადირობისთვის? ასქულიანი შეჯიბრება სპორტი არ არისო? კი სპორტია, მაგრამ მასში მონაწილეობენ პროფესიონალი სპორტსმენები კი არა, პროფესიონალი მონადირე ძაღლები. მათ შორის კი რა განსხვავებაა, თენგოს განმარტებები რად გინდა, შენ არ იცი? სპორტსმენი იქ მონაწილეობს წელიწადში 90 შეჯიბრში და ერთი დღე შეიძლება ანადირონ. აქ 90-ჯერ ტყე-ღრეში დაათრევენ დილიდან საღამომდე და თითო-თითოჯერ შეჯიბრზე და გამოფენაზე გამოყავთ წელიწადში (ხან ეგეც არა). დონე სხვაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მოთხოვნებიც, მიდგომებიც და ფინანსური და სხვა შესაძლებლობებიც, იქ და აქ, განსხვავებულია. |
|
|
Aug 7 2012, 11:38
პოსტი
#35
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ეს თემა ეხება ს. შაგინოვის სტატიას და მის ირგვლივ ვისაუბროთ. იმ ძველ თემებს არ დავუბრუნდეთ თავისი ხშირად აგრესიული პოსტებით.
ასევე არ მიხსენებია აკოპის დამოკიდებულება სერგოს მიმართ, არამედ - მის სტატიის და ზოგადად ამ თემის მიმართ. ალეკო, მეც სტატია ვიგულისხმე, ბატონო. |
|
|
Aug 7 2012, 13:52
პოსტი
#36
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
შადი შამოდი
საბოლოოდ ყველაფერი მიდის ერთ რამესთან - ძაღლები იყოფიან ორ ჯგუფად: სანაშენე და არასანაშენეებად. სეტერს და პოინტერს რომელსაც არ აქვს დამახასიათებელი ტემპერამენტი, ძებნა, სტილი, სანაშენედ ვერ ჩაითვლება. დასავლეთში მომშენებელი დამოუკიდებელია, როგორც უნდა ისე შეუძლია აწარმოოს სელექცია, აქ შეიძლება მკაცრი აკრძალვები არც არის, მაგრამ მის საქმიანობას აკონტროლებს ბაზარი და მოთხოვნილება. ამ ორი კატეგორიის ძაღლების შედარება რომ უაზრობაა, მგონი არ უნდა კამათი, რადგან მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. სერგოს სტატია ერთხელ გადავიკითხე და როგორც მახსოვს, ადგილობრივ ძაღლებისა და წესების ავკარგიანობას არც არჩევს, რადგან ეს მისი სტატიის თემა არ არის. თორემ მათ მიმართ მისი დამოკიდებულება იგივეა, რაც უწინ იყო. უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - სტილის მქონე, მუშა სტანდარტის შესაბამის ძაღლი ერთია და რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს - მეორე, რომელიც მიუხედავად ამის შეიძლება ძალიან ძლიერი მონადირე იყოს. ამაში რატომ ხედავ კატეგორიულობას და არა - პრინციპულობას ვერ ვხვდები. მეორე კატეგორიის ძაღლების გამრავლებით კი რას მივიღებთ? კარგი შთამომავლობის მიღების ალბათობა ძლიერ მცირეა, თუკი არის საერთოდ. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 17:33 |