შამაია, Chalcalburnus Chalcoides - Шемая |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
შამაია, Chalcalburnus Chalcoides - Шемая |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
სიგრძე__39სმ. წონა__0.6კგ.
არის ადგილობრივი და მასვლელი ფორმაც. ი კ ვ ე ბ ე ბ ა : ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით,ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს ლიფსიტას. ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, იორი, კინტრიში, მაშავერა, მტკვარი, ნატანები, პალიასტომის ტბა, რიონი, სუფსა, სიონის წყალსაცავი, ჭოროხი, ხრამი, ჯანდარის ტბა. ს ა ტ ყ უ ა რ ე ბ ი : თეთრი ჭია, წიტელი ჭია. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 9-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflis ![]() |
თრისა,შამაია(ელავი)-chalcalburnus chalcoides
ა ღ წ ე რ ა .ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი13-17. გვერდის ხაზში 57-74 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები ხშირი, გრძელი 22-23, მალები 43-45. მუცელი მუცლის ფარფლების უკან შეტყლეჟილია გვერდებიდან წიბოს წარმოქმნით, წიბო ანალურ ხვრელთან ქერცლით დაუფარავია.სხეულის უდიდესი სიმაღლე აღწევს სიგრძის 21-28%-მდე. ზურგი მუქი-მომწვანო, ქერცლი მოვერცხლისფერო. სიგრძე 39სმ-მდე, წონა 600 გ-მდე. ჩვეულებრივ გვხდება უფრო პატარები. მ ო ნ ა თ ე ს ა ვ ე ფ ო რ მ ა. ბათუმის თრისა, შამაია-chalcalburnus chalcoides derjugini ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა.საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში, სადაც ჰესების აშენებამდე (მინგეჩაურის, ზაჰესის და სხვ.) ადიოდა თბილისის ზევით არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში, მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, შედიოდა მდინარე იორში. ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან ამოდის უფრო მასობრივად: მტკვარში ალაზანში,იორში, Gვხდება თბილისის წყალსაცავში და ჯანდარის ტბაში. ძირითადად ბინადრობს კასპიის ზღვაში, გვხდება აზერბაიჯანის და სომხეთის მტკნარ წყლებში, მდინარე ვოლგაში, თერგში და სხვაგან. ბ ი ო ლ ო გ ი ა.არსებობს ადგილობრივი და გამსვლელი ფორმა. საქართველოს წყლებში გვხდება ადგილობრივი ბინადარიც; მხოლოდ ზოგ წყლებში გამსვლელი ფორმა ახდენს დიდ მანძილზე მიგრაციას. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გასამრავლებლად ამოდის მტკვარში, მის შენაკად ხრამში, ალაზანში,იორში და სხვ.იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით. ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს თევზებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში.ტოფობა გრძელდება მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ნაყოფიერება აღწევს 10-54,7 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრი 1,33-1,94 მმ-მდეა/ ს ა მ ე უ რ ნ ე ო მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. საქართველოს წყლებში შემოდის დიდ რაოდენობით მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, სადაც მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. 1956-1960 წლებში თბილისის თევზის სარეწაომ მდ.ხრამში მოიპოვა 55,3 ცენტნერი, მდ მტკვარში 1959-60 წლებში 24,9 ცენტნერი, ალაზანში 16,9 ცენტნერი. იჭერენ მოსასმელი ბადით, ვენტერით და სხვა იარაღებით. ძვირფასი გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.ყურადღებას იპყრობს სატბორო მეურნეობის თვალსაზრისით. საქართველოს მტკნარი წყლის თევზები. 1970წ. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თბილისში
პატარა და დიდი ზღვების შესართავთან ადგილს სადაც წყლის სიღრმე 4 მეტრამდეა მეშამაიეთა კონცხი ქვია მეთევზეთა ამქარში მეშამაიები ცალკე კასტაა მათ ფსიქიკურ ჯანმთელობაში ზოგჯერ ეჭვიც კი მეპაპრება ![]() ![]() მათი ფსიქიკა ხომ ძირფესვიანად განსხვავდება მეკობრეებისაგან ![]() რომლებიც დონკას გადაუშვებენ წყალკში თავად კი ხის ან მანქანის ჩრდილში წამოწოლილები ნეტარებით ელოდებიან საზანს ან რომელიმე სხვა ძროხას ![]() მეშამაიები კი ანკესით ხელში თვალს არ აშორებენ ტივტივას მთელი თავიანთი არსებით თევზაობენ ვინ მოთვლის რამდენჯერ გვინახავს პაპანაქება ორმოცგრადუსიან სიცხეში როგორ დგანან ეს თევზაობას შეწირული ადამიანები და ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს იჭერენ ასე იყო იმ დღესაც შეასართავის მოპირდაპირე მხარეს სოსო49 -ის მინიბუსი იდგა ალბათ ლოქოზე თევზაობდნენ ქალაქის მხარეს კი ათამდე ცეცხლგამძლე მეშამაიე ვიდექით სწორედ იმ დღეს შემეპარა ეჭვი მათ ფსიქიკურ მდგომარეობაში ![]() შუადღის 2 საათი იქნებოდა ისე ცხელოდა რომ იქვე პლიაჟზე მოზაგრავე ნაშებიც კი გაიკრიფნენ მეკარასეებმა ანკესები დაყარეს მხოლოდ მეშამაიები დარჩნენ ცხრა ძმა ხერხეულიძესავით თან თევზი საერთოდ არ მოდიოდა იქ ორი ზღვის შესართავთან არის ადგილი რომელსაც მგონი ოფიციალური პატრონი ყავს ![]() რამდენჯერაც წავუშამაიე - იმდენი იქ დამხვდა ქოლგის ქვეშ იგი მუდამ ერთიდაიგივე ადგილზე ზის ძალიან სერიოზული სახით თევზაობს მეთევზეთა მეზღაპრეობაში არასოდეს ერთვება როდესაც ვეუბნები დანა ხომ არ გაქვს მეთქი მოკლედ მპასუხობს: "აიღე" ![]() ის მუდამ ყველაზე მეტს იჭერს და ზალიან ბრაზობს როდესაც სხვას უფრო უმართლებს იმ დღესაც იჯდა იმ პაპანაქებაში ბრაზიან - სერიოზული სახით და მოხარშულ ტვინში ![]() ![]() მე სიცხეს ვერ გავუძელი და ბრატ ჯიმშერთან ერთად ტყეს შევაფარე თავი ეს ჯიმშერი პრიკუპში მოგვყვა წარმოდგენა არ ქონდა ანკესზე და მითუმეტეს შამაიაზე ნაპირთან იჯდა და ჩვენს ვაივაგლახზე კაიფობდა ჰოდა მე და ჯმშერი ჩრდილში მოვკალათდით თითო ჭიქა ჩავარტყით პაპიროსი გავაბოლეთ ![]() და ფილოსოფიურ წიაღსვლებს ვანდეთ ფიქრები ვისაუბრეთ შამაიზე როგორ შემოდის კასპიის ზღვიდან მოუყვება აზერბაიჯანულ მტკვარს შედის მინგეჩაურის წყალსაცავში იქიდან შედის იორში ჯერ ტარიბანას წყალსაცავი მერე იორის დამბაზე ახოხება იქიდან არხში და არხიდან საბოლოოდ თბილისის ზღვაში ეს რომ ჯიმშერმა მოისმინა მიპასუხა: თევზმა რომელმაც ამოდენა გზა და დაბრკოლებები გადალახა თქვენს ზღვაში დასასახლებლად როგორ უნდა დაიჭირო და დააგდო ცხელ ტაფაზეო ეგეთი ვართო ქართველები მეგობრისგან მტერს ვერ ვარჩევთო ![]() ბოლოს მითხრა: ჩავიდეთ ერთი ვითევზავებ უნდა გავიგო რა მუღამს უჭერთ პაპანაქებაში დგომასო გაწყობილი ანკესი გადავეცით და შეძლებისდაგვარად ავუხსენით კოჭის ხმარების წესები ქოლგისქვეშა მეშამაიემაც გაიცინა მერე ათი მეტრით გავიწიეთ ![]() და ჯიმშერმა ტივტივიანი სატყუარა პირდაპირ იქ ჩააგდო სადაც ბრაზიანი მეშამაიეს "პაპლაოკი" განისვენებდა წუთიც არ იყო გასული რომ ჯიმშერმა ჯოხიანად უკან სვლა იწყო თან ყვიროდა: დამეხმარეთ რაღაც დავიჭირეო მერე კოჭაც დაატრიალა და პირველად შეახო ხელი შამაიას ყველამ ერთხმად აღნიშნა რომ კიდევ ერთხელ გამართლდა გამოთქმა: ახალბედებს უმართლებთო ამ ჟრიამულს არ გამოხმაურებია ქოლგისქვეშა მეშამაიე სერიოზული სახით ნელნელა აკრიფა გუდანაბადი და იმის შემდეგ იქ ისარც მინახავს ![]() მეშამაიებო ყველა ქვეყნისა შეერთდით თქვენ ნამდვილი მეთევზეები ხართ ![]() და ყველა ნამდვილი მეთევზესავით ცოტას უბერავთ ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ოოოოოოოოოო, დადგა შამაიის ჯერიც, სამწუხაროდ ჩემი პრაქტიკა მხოლოდ სიონის წყალსაცავით შემოიფარგლება,
ანუ იმ წყალსატევით სადაც გამიზნულად ამ თევზზე დავბდივარ, ხშირი შემთხვევები მქონია მდინარეებზე ამ თევზის "თანჭერის"(როდესაც სხვა თევზზე წასულს შამაია დამიჭერია) თუმცა ეგ არ ითვლება ![]() იმისათვის რომ გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, პირველ რიგში მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო სიონის წყალსაცავს და იმ გარემოებებს რაც მაიძულებს ამ თევზზე გასვლებს. 1. მონატრებული ბუნება. 2. ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილე. 3. თევზაობის ჟინი 4. თევზის გასტრონომიული ფასეულობები. 5. სუფთა სპორტული ინტერესი და ა.შ. ეს სია დამიჯერეთ ძალიან დიდი ნუმერაციით დასრულდება ნამდვილად არ შემიძლია ამ თევზს და მის ჭერას რაიმე ნაკლი გამოვნახო, ძალიან საინტერესოა თავისი მეთოდებით, ჯოხის აღკაზმულობით, უიღბლო მეთოდის გამოყენების შემდეგ საუკეთესო გამოსავლის ძიებით........ ამას შეგვიძლია დავამატოთ მისი სიყვარული ნამდვილი გურმანების თვალით (~ამაზე ცოტა მოგვიანებიოთ) პირველად შამაიას ვეზიარე ჩელეს დახმარებით, უფრო სწორედ მის წარმატებულ ჭერას,დაახლოებით 8-10 წლის წინ, მანამდეც ვიყავი სიონზე ნამყოფი თუმცა მაშინ ბნელი დრო იყო, არც ინტერნეტი, არც საჭირო სტატიები, ინფორმაციის ვაკუუმი, მეთევზეები მალავდნენ ჭერის ტექნიკას (ეს მართლა მახსოვს) და მოკლედ ბევრი "პუსტა"გასვლები. ერთხელაც ვართ თიანეთში მე და ჩელე ბატონი მის სამამაპაპისეულო სამფლობელოში და გადავწყვიტეთ სათევზაოდ წასვლა სიონზე, თან მახლავს ჩემი კარავი რომელიც რამოდენიმე დღით ადრე მეგობრებმა მაჩუქეს გამომდინარე იქიდან რომ ველური ვიყავი და ტყეში ცხოვრება მერჩივნა - ხოოოოოდა რაღა გვედგა წინ, მივეურეთ წყალსატევის შესართავთან თუ სწორედ მახსოვს გზიდან გადავუხვიეთ, სოფელს "ალოტი" ერქვა, გადავიარეთ 9 მთა, დავბანაკდით და დილამდე ისე დავილხინეთ თევზის ჭერითაც და გატარებული დროითაც რომ დღემდე "კინოსავით" მასოვს ![]() სიონზე წასვლა სათევზაოდ, კომბინირებული სიამოვნება... რადგან ჩემი სიბრძნეები ეხება მხოლოდ სიონის წყალსაცავს, ნამდვილად არ ვქადაგებ იმ აზრს, რომ ყველგან, იგივე მეთოდებით შეძლებთ თუნდაც მიახლოებული შედეგების მიღწევას ![]() როგორ იჭირება:არანაირად არ გაგიკვირდეთ რომ შამაია მოვიდეს ნებისმიერ აღკაზმულობაზე, ეს გამოწვეულია იმით, რომ სიონზე საკვები არეალი, დასამალი ადგილები, და გაბალახებული ყურეები თითქმის არ არსებობს, ტბა ხელოვნურია, უბრალოდ გამოთხრილია აუზი და შიგნით არის ჩაშვებული წყალი, მაშასადამე საკვებ პროდუქტებზე არის სერიოზული კონკურენცია, შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად ყველა თევზი გარდა ფსკერულისა"(საზანი)შეიძლება მოვიდეს ნებისმიერ გაწყობილობაზე, მაგრამ, არსებობს დიიიიიიდი "მაგრამ", ეს არის შამაიის ცხოველური მისწრაფება ნებისმიერ საკვებ პროდუქტზე ![]() ![]() ტივტივა: რატომ ვიწყებ ტივტივათი? იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ ე.წ. ვანკა არის ყველაზე ოპტიმალური ტივტივა რომელიც შეიძლება შამაიის დასაჭერად გამოვიყენოთ, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მცდარი აზრი, და მე თუ მკითხავთ "ვანკა" არის ყველაზე უინტერსო ტივტივა რომელიც მოუგონია ადამიანთა მოდგმას, ჩემი არჩევანია ვაგლერი ტესტით 5-15 გრ., რადგან დიიიიდ დისტანციებზე გატყორცნის საშუალებას გვაძლევს, და როგორც წესი შამაია იქ არის სადაც შორია ![]() ჯოხი: ისევ და ისევ Match-ი ტესტით 5-20 გრ. საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. სატყუარა: მე გირჩევდით ბუზის მატლს(თეთრი ჭია), თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ნაკელის ჭიაზე უჭირს, უბრალოდ ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ წითელზე მოსულიყო და თეთრზე რეაქცია არ ყოფილიყო, იმის თქმა მინდა რომ თეთრი უფრო უნივერსალურია და შედარებით უღალატო, თუმცა საბოლოო ავკარგიანობაზე მაინც ადგილზე მისვლისას გაიგებთ. სახლამდე რომ არ გაგიფუჭდეთ: სასურველია თან გქონდეთ წყალგაუმტარი სატევარი, რომელშიც ჩაასხავთ 2-3 ლიტრ წყალს და ჩაყრით დაახლოებით ნახევარ კოლოფ ქვა მარილოს. გამომდინარე იქიდან რომ შამაია მალე კვდება და შესაბამისად მალე ფუჭდება სასურველია ესეთ ხსნარში ჩააგდოთ თევზი დაჭერითანავე, დარწმუნებული ვარ სახლამდე საღსალამათებს მიიყვანთ ![]() შამაიის დამარილება: შამაია ძალიან ცხიმიანი თევზია, ასე რომ მისი დაგემოვნება იგივენაირად გემრიელია როგორც გამომშრალის ისევე შემწვარის. აიღეთ ჯამი, ქვაბი ან დაჭერილი თევზის შესაბამისი სათავსო, ჩაალაგეთ თევზი ფენებათ და ფენებს შირის დააყარეთ ბეეეევრი მარილი, როდესაც ამოწურავთ რეზერვებს, დაასხით ცოტა წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით ტენიან ადგილზე 5-7 დღის მანძილზე, ამოიღეთ თევზი, წამოაცვით თოკზე ან რაიმე საკიდზე და გამოკიდეთ განიავებად ადგილზე 3-4 დღით, სასურველია გამოკიდოთ "მარლის" ნაჭერშემოხვეულში. თევზი მზადაა. შეწწვა: გამოშიგნეთ, კარგად გადარეცხეთ, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და შეწვით ზეთში, მის სიმსუყეობაზე ეჭვები აღარ შეგეპარებათ ![]() გისურვებთ წარმატებულ თევზაობას ![]() შეაფასეთ |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვიტო
![]() კარგი ხარ რა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ეგ არის... რაც უწერია - ზუსტად მასე ხდება უკვე ბოლო 3 თევზაობა, რაც თავდივარ სიონზე შამაიაზე....
ჩემგან დავამატებდი, რომ შამაია წლის ჰიტი 2010-ია ![]() ![]() ხოდა კიდე: * Вид ШЕМАЯ занесён в Красную Книгу России * Вид ШЕМАЯ занесён в международную Красную Книгу ეს ვერ გავიგე.... განსაკუთრებით მეორე წინადადება.. http://www.floranimal.ru/pages/animal/sh/3535.html ამასთანავე: Название «шемая» этот вид получил от слова «шах-май», что означает по-персидски «царская рыба» იმავე რესურსიდან.... |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გიორგი
და რა ვერ გაიგე? რუსეთის წითელ ნუსხაში რომ არის შეტანილი თუ საერთაშორისოში, საერთაშორისო არ ნიშნავს რომ ჩვენთან ჭირდეს + არც იმას ნიშნავს რომ არ უნდა დაიჭირო, წითელ ნუსხაში არიან შეტანილი ის სახეწობები რომელთამ არსებობაც კრიზისის ცენზით განიხილება, ხოდა ანკესისდთ ჭერას ეგ არ ეხება, მთავარია გდი-მ ის ბადეები ამოიღოს სიონიდან რომლებიც უკლე 2-3 თვეა დევს ერთ ადგილზე და პატრონის გარდა მომკითხავი არ ყავს + მდინარეების ბრაკები |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ლამაი და ამავდროულად გემრიელი თევზია მაგრამ მტკვარზე რეტკია
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th September 2023 - 20:01 |