წალკაში იხვზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

წალკაში იხვზე, 01 . 11 . 2012
Davitus
პოსტი Nov 5 2012, 17:06
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც მოგეხსენებათ წყალმცურავებზე სეზონი გაიხსნა ნოემბრიდან, ჩვენც "ვიკენდების მონადირეებს" იმის გამო რომ დრო გვქონდა ამ გაგანია მუშაობის დღეს, გადავწყვიტეთ ექსპრომტად წალკაში წავსულიყავით

და უცებ შეიკრა სასტავი

ჭალიმგელა
ilariona
ზახარა
Davitus




ტრანსპორტი: LRD 2

ძაღლები: კურცჰარი და ინგლისური სეტერი




შევიკრიბესი რა გითხრათ და, ილომ გამოგვიარა ლამის ყველას, დილაადრიანად ჩავეყარენით მანქანაში, და მივადექით ცნობილ სუპერმარკეტს, გამოსვლისას ჩვენი ნადირობის თილისმად, ეს ვაჟკაცი მოვნათლეთ






ჩავსხედით და იმის გამო რომ ძაღლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან უნდა აგვეყვანა, გადაწყდა წალკაში კოდის გადასახვევის გავლით წავსულიყავით, გზა დიდია და დილით ყველას ეძინება, ამიტომ საჭესთან ზახარას გარდა ყველას მოგვიწია ჯდომა newsmile05.gif


როგორც იქნა მივედით... გადაწყდა პატარა არხს დავყოლოდით, ადგილობრივი იხვების იმედით, საღამოს "ოერელიოტს" ჩავუჯდებოდით და წამოვიდოდით სახლისკენ



წყალზე მშრალად გადასვლის ტექნიკა, რათქმაუნდა მონადირეებს დიდი ხნის აპრობირებული გვაქვს newsmile05.gif














არხზე 3 იხვის მეტი ვერ აიყვანეს ჩვენმა დესანტებმა, ამასობაში მზეც გამოვიდა, გადავწყვიტეთ სხვა ალტერნატიული ადგილები გვეძებნა, მოვიძიეთ ეს ადგილი, მაგრამ იმხელა ტერიტორიაა, ნამდვილად ვერ შეისვლებოდა შუაგულში სადაც ბლომად იყვნენ ხვიხვები newsmile05.gif







სტანდარტული სიტუაცია იყო და მოსაყოლად არ ღირს, რომ არა ერთი სახალისო კურიოზი, მოკლედ ის იყო გულდაწყვეტილები წრეზე დავდიოდით სადამდეც შეგვეძლო,რომ უცებ აიწია ერთი იხვი და ზახარამ ძირს ჩამოაგდო, ჩავარდა წყალში და იმის გამო რომ საკმაოდ ღრმა იყო, ყველა ჩაფიქრებული ჩუმად ვიდექით თუ როგორ უნდა გამოგვეტანა ნადავლი და წყლისკენ არც არავინ დაძრულა

უცებ საიდანღაც მოვარდა ჩვეულებრივი "დვარნიაშკა" მივიდა ნაპირთან და შესვლა რომ დაიწყო მერე გავაცნობიერეთ რომ, ნადავლს უნამუსოდ გახევდა, ასე დღის სით და მზისით

შესვლით ვინ შევიდოდა, დავიწყეთ ნაპირიდან ყვირილი და ყიყინი, მე შენ გეტყვი შეაშინებ თუ... მოკლედ ტაცა პირი ამ ჩვენს ჩამოგდებულ იხვს და.... უკვე ყველა დარწმუნებული რომ გვაყაჩაღებს ეს უსინდისო, ახლა იმის ფიქრშია ყველა რომ გზა მოუჭრას გამოსვლისას და როგორმე პირიდან წაგლიჯოს სიმწრით მოპოვებული იხვი...


ამის ფიქრში ვიყავით და ძაღლმა, არც აცია არც აცხელა, პირში იხვამოჩრილმა, გამოცურა ჭალიმგელასკენ, რომელიც ყველაზე ახლო იყო ნაპირთან, ყველას ენა ჩაგვივარდა, ვერ მივხვდით რას აკეთებდა... გამოცურა, ნაპირზე გამოვიდა, მოკრძალებით მივიდა გიორგისთან და ფეხებთან მოწიწებით დაუდო ნადავლი... ერთი გაიფერთხა ბეწვი და ნელი ძუნძულით არხეინად გასწია თავისი ადგილსამყოფელისკენ


გაოგნებული ჭალიმგელა, უყურებს როგორ მიძუნძულებს თავისთან "კეთილი სამარიტელი"






ეს ისევ გაოგნებული, მორთმეული ნადავლით ხელში





რათქმაუნდა მივედით ძაღლის სამფლობელოში, ვიღაც იქაური მწყემსის აღმოჩნდა, როგორც ჩანს მიჩვეული იყო საწყალი, წყლიდან იხვის ამოტანას და ნაცნობი სიტუაცია რომ დაინახა შორიდანვე გამოვარდა, ცუგრიკა, დავასაჩუქრეთ სასუსნავით და საქებარი სიტყვებით : ))



სასუსნავი რომ ჩვენც გვინდოდა, მერეღა მივხვდით, ისე გემრიელად და მადიანად შეექცეოდა ძაღლი შეთავაზებულ საჭმელს, ამიტომ გადავინაცვლეთ ნაძვნარში, ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით, სუფრის გაშლა არ გაგვჭირვებია, საველე პირობებში მშვენიერი ცხელი კერძიც გვქონდა, სახელდახელოდ გაკეთებული ოსტრის სახით










სამზადისის მომენტში, ზოგი საფეისბუკე ფოტოსესიებს აწყობდა





კარგად რომ დავნაყრდით, ცოტა პოზიორობაც წავიდა ნადავლთან














ზოგმა ძილიც მოასწრო, მთელი 15 წუთი, მერე ქარი და წვიმა ერთად ამოვარდა და მანდ გაჩერებას აზრი არ ქონდა





ამის შემდეგ გადავინაცვლეთ ჩასაფრების ადგილთან ახლოს, სადაც საღამოს "ოერელიოტი" უნდა მომხდარიყო, რეისით E0349

შებინდებამდე კაი დრო იყო დარჩენილი, ზოგმა ისევ ძილი გააგრძელა მანქანაში,





ზოგიც სნაიპერული შაშხანის ოპტიკიდან, პოზიციებს აკონტროლებდა და ჩეჩენ ბოევიკებს უთვალთვალებდა





მოკლედ, კარგი გამოძინების მერე, რომ მივხვდით კიდევ ბევრი დრო გვქონდა შებინდებამდე, გადაწყდა ყავა ფართი მოგვეწყო, აბა მონადირე რისი მონადირეა, სანადიროდ "კოფე" თუ არ დალია და ზედ "პლიტკა" არ დააყოლა : )))


ასე დაიწყო ყავაფართისთვის მზადების ციებცხელება






















ასე იყო და ამგვარად... ყავაც ჩავისხით, შოკოლადიც მოვისხით, და ამასობაში ქეც მოიღრუბლა... ხოდა რომ მოიღრუბლა, ლოგიკურად ჩამობნელდა, ჩვენც ავდექით და სუპერკამუფლირებული შენიღბვიზაციაც დავიწყეთ


ახლა გგონიათ აქ ვინმე დგას მანქანის გარდა?





ან ამ მინდვრებში რომ არ დავწერო ჭალიმგელაა ჩასაფრებული თქო, მაგრა დაგეღლებათ თვალები სილუეტის ამოცნობით : ))





აქ თვალები რომ ცას მიაპყრო, ეგრევე დაიწვა, თორემ წინაზე მაგრად ერწყმოდა გარემოს : ))







მოკლედ, რაღა ბევრი გაწვალოთ და თვალები გატკინოთ ამდენი ტექსტების კითხვით, იმ ღამეს, როგორც ახლა თქვენ ვერ ხედავთ იხვს, ისე არ გვინახია არავის, ალბათ ისე დავიმალეთ ყველანი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდით : D

საღამოსკენ, ისეთმა წვიმამ დაუშვა, ვიღას აღსოვდა იხვის პერელიოტი, ყველა თავკამუფლიაჟმოგლეჯილი გარბოდა მანქანისკენ


ასე და ამგვარად, გავერთეთ, წალკაში და გავხსენით, წყალმცურავებზე ნადირობის სზეონი.






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
nik@a
პოსტი Nov 5 2012, 20:53
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ოო მაგ კუხნა მართლა საოცარი რამეა... newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 5 2012, 23:03
პოსტი #17


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვააახ კარგად ვიხალისე რააა, შენ გაგახარებს მამაზეციერი ჩემო დავით რააა. ეგ ძაღლი, ფაიზაღი ჩაქირა იქნებოდა და დროა მაგ ძაღლის ლეკვებზე იჩალიჩოთ.... D.gif D D.gif D.gif D.gif კარგი იყო....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Nov 6 2012, 00:15
პოსტი #18


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხო მართლა, ის ხვლიკი მიწეპებულია მაგ მარკეტს თუ სულ მანდ როგორ ზის? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Nov 6 2012, 01:11
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვაა, ესე მალე გამოაცხვე ეს გემრიელი რეპორტი? მალადეც, კარგი ღუმელი გაქვს D.gif

მეც მაქვს ვიდეო გადაღებული იმ საოცარი ცუგრიკასი, კვატა რომ გამოგვიტანა წყლიდან და ხვალ ავტვირთავ.

ისე სამი კვატა რომ გიწერია, დილით 4 ცალი მე ავიყვანე მარტო, 2 ზახარამ და 2 თუ 3 ჭალომ და რათ გვაკლებ ხიხვუნიებს? რახან შენ ვერ აიყვანე? newsmile05.gif

ეგოისტ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Nov 6 2012, 07:49
პოსტი #20


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მშვენიერი რეპორტია, გასვლაც კარგი გაგიკეთებიათ, ყოჩაღ თქვენ

QUOTE
და 1 შეკითხვა თქვენი 2 ცუგრია რას აკეAთებდა?



ჰაერი გამოიცვალეს D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 6 2012, 10:16
პოსტი #21


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ცუგრიებთან დაკავშირებით, არ დამიწერია, ერთი იყო ჭალოს გუფი, მეორე ილარიონასი, სახელი აღარ მახსოვს, ილარიონას კურცხარი, საკმაოდ კარგად ეძებდა ნაპირებში იხვებს, მართალია ბლომად ვირთხებიც იყვნენ და ტყუვდებოდა ძაღლი, მაგრამ გამოტანითაც პრობლემა არ ქონია ილარიონას ძაღლს

იმ მომენტში ძაღლები მანქანაში იყვნენ და ჩვენ ფეხით გავედით რომ გვენახა რა სიტუაცია იყო, მაგ დროს ამოფრინდა ის უბედურ დღეზე დაბადებული, ხოდა, მომენტის ამბავი იყო მანდ, თორემ, მაგას რომ წყალში არ დავტოვებდით რათ უნდა ბევრი ბაზარი newsmile05.gif

ilariona

ხო უცებ ამერია, მე როგორც მახსოვს სულ 6 იხვი იყო სათვალავში, 2 მოზრდილი და 4 არც ისე მოზრდილი newsmile05.gif

მერე რომ პოზიორობთ მანდ, სურათში რათ არ გამოაჩინეთ ყველა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Nov 6 2012, 10:18
პოსტი #22


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი გასვლა გქონიათ newsmile05.gif ყოჩაღ ბიჭებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 6 2012, 10:31
პოსტი #23


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



Davitus
ციტატა(Davitus @ 6th November 2012 - 11:16) *
იმ მომენტში ძაღლები მანქანაში იყვნენ და ჩვენ ფეხით გავედით რომ გვენახა რა სიტუაცია იყო, მაგ დროს ამოფრინდა ის უბედურ დღეზე დაბადებული, ხოდა, მომენტის ამბავი იყო მანდ, თორემ, მაგას რომ წყალში არ დავტოვებდით რათ უნდა ბევრი ბაზარი

მაშინ უთანხმოებაში მოდის აი ეს
ციტატა(Davitus @ 5th November 2012 - 18:06) *
ჩავარდა წყალში და იმის გამო რომ საკმაოდ ღრმა იყო, ყველა ჩაფიქრებული ჩუმად ვიდექით თუ როგორ უნდა გამოგვეტანა ნადავლი და წყლისკენ არც არავინ დაძრულა

D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Nov 6 2012, 10:40
პოსტი #24


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



სიტყვას არ შეგარჩენენ რა D.gif

ძაღლები უკვე მაბქანაში იჯდნენ და ფეხით ვიყავითო კაცოოო გასული newsmile05.gif ისვენებდნენ ცუგები, დაიღალნენ და მანქანიდან გადმოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ!

Davitus
რავი აბა რათა!? newsmile05.gif ეტყობა არაფოტოგენიურები იყვნენ დანარჩენები და კადრს ემალებოდნენ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 6 2012, 10:42
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ციტატა(ilariona @ 6th November 2012 - 11:40) *
ისვენებდნენ ცუგები, დაიღალნენ და მანქანიდან გადმოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ!

პასპორტიანები იყვნენთქო?
D.gif D.gif D.gif
სანამ არ მიმვორნავენ მემგონი არ გავჩერდები D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Nov 6 2012, 10:45
პოსტი #26


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



შოთა.03
ორივეს აქვს პასპორტი, პროსტა მე არ ვრისკავ გავიგო რამხელაა ეგ პასპორტი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 6 2012, 10:48
პოსტი #27


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ilariona
საგვარეულო უნდა დამეწერა ალბათ D.gif

ციტატა(ilariona @ 6th November 2012 - 11:45) *
პროსტა მე არ ვრისკავ გავიგო რამხელაა ეგ პასპორტი

უფ არ გინდა მაინც, რა იცი რა ხდება, ცხოველია მაინც... D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Nov 6 2012, 10:51
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



რავი მამაც ყავდა და ბაბუაც, ისტორიები დადის ბაბუა კომუნისტების დროს გააკულაკესო, რავიცი რავიცი.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 6 2012, 10:52
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ilariona
ბატონი თუ ყავს მოკლული ბატონი?
D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Nov 6 2012, 18:18
პოსტი #30


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მშვენიერია. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 12:04