ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
Davitus
პოსტი Jul 3 2015, 09:27
პოსტი #16


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბლექის აზრს ვემხრობი მეც, სხვანაირად ეფექტი მინიმალურია და ი ბრაკონიერობბოლომდე ჩაკვლა შეუძლებელია,(ბოლომდე, ყველაზე ცივილურ ქვეყნებშიც ვერ მოსპეს ბრაკონიერობა, მაგრამ აქ სხვა რამ იგულისხმება) ვთქვათ ეს ყველაფერი იმუშავებს 1 წელი, რა გარანტიაა, რომ 1 წლის მერე ვინმე არ შეიცვლება მთავრობაში და არ ჩაიფარცხება ეს ენთუზიაზმი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jul 3 2015, 09:34
პოსტი #17


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩემის აზრით, მივარდნა და ბადეების ამოღება საქმეს ვერ უშველის. ყველამ ვიცით სადაც არის ბადეები ჩადებული და სადაც ადუღებენ წყალს. სწორედ ჩასაფრებით უნდა მოხდეს, ბადის ჩამგებების დაკავება, ასევე ელკტრიკების ადგილზე დაკავება..
უნდა გაშუქდეს ყველა აღკვეთილი შემთხვევა ტელევიზიით და პრესი, ასევე სოციალური ქსელებით.დამრღვევევბს უნდა დაედოს სერიოზული სანქციები (ჯარიმა დიდი და ნადირობა -თევზაობის სამუდამო თუ არა მინ.5 წლიანი აკრძალვა.) დარწმუნებული ვარ საკმარისია თუნდა ხშირი ასეთი "პიარი"-ს გაშუქება, რომ სხვამ მიაყენოს შიშით ერთი ადგილი.
საჭიროა მინდვრებში გატარდეს რეიდები, სეზონის გახსნამდე ნადირობის აღსაკვეთად და სეზონის პერიოდში მანოკისტების მოსაჭიმად. ასევე გაკონტროლდეს, კანონით გაწერილი რაოდენობა.
დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს როგორც თანამდებობის პირების , ასევე მათი "ნაცნობები"-ს წინააღმდეგ.
ბრაკონიერული საშუალებების გამყიდველები როგორც მაღაზიებში, ასევე ინტერნეტ საიტებზე იქნეს გამოვლენილი და მოჭიმული მკაცრად.
დაჯარიმებული იქნენ არა მარტო აკრძალული მეთოდით მოპოვებული ნანადირევ ნათევზავების ბაზრებში შემტანები, არამედ მათი რეალიზატორებიც.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს თბილისიდან მოშორებით მყოფ რაიონებს, სადაც ვერ მოხერხდება თბილისიდან ოპერატიულად ჩასვლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 3 2015, 09:37
პოსტი #18


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საბო
ლეონ-ბლექი
ხოდა წარმოიდგინეთ რომ გდი ს უფროსი ან მინისტრი ხარ და გავაკეთოთ რასაც იტყვით. ისევ იგივეს ვამბობთ ესე არ ვარგა ისე გააკეთონ

მაგიტომ დაგვიძახეს და გვითხრეს: აგერ ბურთი და აგერ მოედანიო, ჰოდა კონკრეტულად დავწეროთ რა ვქნათ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 3 2015, 09:39
პოსტი #19


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა

იმ გეგმის საჯაროდ განხილვა თუ რა მეთოდით უნდა გაკვანძო ბრაკონიერი, სულ ცოტა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 3 2015, 10:19
პოსტი #20


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
დრო და ადგილს ნუ დავწერთ. თუ ვინმეს კონკრეტული გეგმა აქვს ცალკე შევიმუშაოთ, ან შევხვდეთ და ისე. მაგრამ მანამდე სადმე ხომ უნდა ვწეროთ რომ აზრი გავიგოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 3 2015, 10:30
პოსტი #21


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Davitus @ 3rd July 2015 - 10:39) *
იმ გეგმის საჯაროდ განხილვა თუ რა მეთოდით უნდა გაკვანძო ბრაკონიერი, სულ ცოტა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

elementarno-vatson.gif

ნება იყოს შსს ხრიდან და რა უნდა გამოვლენას ან აღკვეთვას newsmile05.gif ყოველ კუთხეში აგენტურა ყავთ შსს , ფინანსურს და ზ დ პ -ის newsmile045.gif

1.ფინანსურმა აკონტროლოს თევზის წამომავლობა ბაზარზე(რესტორანი , დახლები ასე შემდეგ )

2.გ . დ .ს მოამზადოს კანონპროქეტი პარლამენტისთვის , სადაც ნათლად დაიწერება ყველა ის მოწყობილობა რაც გამოიყენება ბრაკონიერულ მეთოდით და დიდ ზარალს აყენებს ბუნებას აიკრძალოს მისი დამზადება გაყიდვა ნებისმეირ ადგილას !! ხო იტყვიან მანოკი დაკვირევბებითვისაც გამოიყენებაო და ვერ დაუშლიო newsmile05.gif) კარგი ... იმედია მაკონტროლებლები სანადირო აღჭურვილობას და მეცნიერულს გაარჩევენ და ისე მოიქცევიან მაგ კერძო შემთხევვაში ჯარიმა იქნება თუ ჩამორთმევა newsmile05.gif უნდა ქონდეთ სრული(და არა დათვალიერება) ჩხრეკის უფლება სადაც კი საჭვო ეკიპაჯს ნახავენ , აგრეთვე საჭიროა ზ დ პ -ეს ქონდეთ ყველა რაიონში(სათაო ოფიშებში) ლაბორატორიები სადაც დაადგენენ ჩხრეკისგან ნაპოვნ ხორცის წარმომავლობას newsmile05.gif
მოკლული ვიპოვე და წამოვიღე ეგეთი არ უნდა განიხილებოდეს სასამართლოზეც კი newsmile05.gif იპოვის დარეკოს შასაბამის ორგანოებში და გამოავლინოს ფაქტი newsmile05.gif . მოკლედ კანონში ბევრი რამ არის დასამატებელი შესასწორებელი newsmile05.gif

3. რაც შეეხება შსს ზემოთაცას დავწერე აგენტებს ავლენენ და იჭერენ და იმას ვერ გაიგებენ ვინ რითი მოიპოვებს თევზს ან ნანდირევს ??? newsmile045.gif


ნუ ფარული კამერები ძალიან კარგად მუშაობს აღკვეთილებში და უნდა გაიზარდოს მისი საკონტროლი არეალი ცხელ წერტილებში სადაც მკვეთრი სიგნალები იქნება .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 10:38
პოსტი #22


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Chalimgela @ 3rd July 2015 - 11:37) *
წარმოიდგინეთ რომ გდი ს უფროსი ან მინისტრი ხარ და გავაკეთოთ რასაც იტყვით.

ხოდა ხომ ვთქვი?.. ეხლა მაგისი მუხლებით და პუნქტებით მიმოხილვა გამიჭირდება..არ ვიცი მაგდენი იურიდიული კუთხით..მაგრამ მთავარი ეგ უნდა ოყოს. უბრალოდ... გადავხედოთ რეალობას. 1 სამართალდამცავზე.. ალბათ 500 ბრაკონიერი მოდის. მაგ 500-დან.. 200-ს ეგრედ წოდებული "კრიშა" ყავს. რომელიღაც მიჩქმალული ჩინოვნიკი..რომელც ხელს ითბობს იმ ბაზრებიდან იქნება თუ რესტორნებიდან. მოკლედ.. კი შეგვიძლია მივარდნა და დაწიოკება..რომელიმე კონკრეტული ბრაკონიერის. მაგრამ ეგ დიდხანს არ იმუშავებს. მაგ მეთოდით რომ გააკონტროლო ყველა.. უბრალოდ იმხელა რესურსი და ფინანსები დაჭირდება.. შანსი არ არის ეგ გამოვიდეს. ქარის წისქვილებთან ბრძოლა გამოვა. ხერხი რომ ჯობია ხონესა..ეგ კი დიდიხანია ვიცით. ჩემ ვერსიაში.. გაცილებიტ მარტივად არის საქმე. ბრაკონიერს ეკარგება ბრაკონიერობის სურვილი. უფრო სწორად აკარგინებენ ძალით. ეგ ხდება უმტკივნეულოდ. დიდი დანახარჯების გარეშე და ადვილად საკონტროლებელიც არის. ისე გაქრებიან თვითონვე..არ წავა იმისი ქექვა..ვინ რას აფუჭებდა აქამდე. სხვათაშორის..ეგ ყველ;აფერი..გადასარევია ეკონომიკის ამბავშიც. ის რესტორნები და ბაზრობები..კერძო მეურნეობებიდან იყიდიან იმ თევზს და ბრაკონიერებს აღარ დაელოდებიან. უკეთესად ამუშავდება თევზის მეურნეობებიც. ბიუჯეტშიც მეტი ფული შევა და შავი ბაზარიც შევიწროვდება მაქსიმალურად. აი მერ ომ მინისტრი ვიყო..ამას ვიზავდი რა იავიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 11:00
პოსტი #23


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(zaxara @ 3rd July 2015 - 12:30) *
მოკლედ კანონში ბევრი რამ არის დასამატებელი შესასწორებელი

ზახარ..კანონში ეხლა იმდენი წერია..თუ შეძლებენ..დედას უტირებენ ბრაკებს. კანონის არ არსებობა არ არის დღეს პრობლემა. აღსრულება რომ ვერ ხერხდება..ეგ არის პრობლემა. მაგას დიდი რესურსები(ფინანსები) ჭირდება..რომელიც უბრალოდ ვერ მოიძებნება.. საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე. არ ვამბობ მაინცდამაინდ დღევანდელ მთავრობაზე..ზოგადად ვამბობ. ედიკას დროსაც ეგრე იყო..მიშას დროსაც.. ეხლაც ეგრეა და მომავალშიც ეგრე იქნება.. სანამ ქვეყანას არ გაუჩნდება სოლიდური რესურსები. ანუ.. სხვა ამაზე ბევრად რთულ პრობლემებს არ მოაგვარებს ქვეყანა და სანამ სოლიდური ბიუჯეტი არ დაიდება ამ ყველაფრის მოსაგვარებლად..ეგ ვერ გამოვა. მოკლედ..კიდე კაი ხანი ესე დარჩება რაა. სხვა რამეა მოსაფიქრებელი. მაქსიმალური ეფექტი..მინიმალური დანახარჯით. ქართული მენტალობის გათვალისწინებით და მაქსიმალურად უმტკივნეულო. აი ეგ თუ იმუშავებს.

ციტატა(levani @ 3rd July 2015 - 12:57) *
მაქსიმალური ეფექტი..მინიმალური დანახარჯით. ქართული მენტალობის გათვალისწინებით და მაქსიმალურად უმტკივნეულო.

აი ეს უნდა იყოს ამომავალი წერტილი.. თუ გვინდა რამე გამოვიდას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 3 2015, 11:01
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ალბათ არავისთვის უცხო და გასაკვირი არაა რომ უფრო ხშირად სწორედ ის ადამიანები ბრაკონიერობენ ვისაც ევალებათ ბუნების დაცვა და ბრაკონიერობის ფაქტების აღმოჩენა. ამიტომ მთლიანად მათ დავალდეს ბრაკონიერობის აღმოფხ**ა ნაკლებეფექტური იქნება ჩემი აზრით.

ეფექტური იაფი და მარტივი მგონია შეიქმნას ჯგუფი (სახელმწიფო სტრუქტურაში. სასურველია თუ იმ რაიონის მკვიდრები არ იქნებიან სადაც მათი სამუშაო ზონა იქნება) და ამ ჯგუფის ფუნქცია იყოს ფოტოხაფანგების მონტაჟი და შემდეგ ინფორმაციის მოგროვება. საკმაოდ მცირე ადამიანური რესურსით და მატერიალური დანახარჯებით შესაძლებელი იქნება დიდი საქმის გაკეთება. წარმოიდგინეთ მდინარის პირას დამონტაჟებული ფოტოხაფანგი. ერთი კვირის განმავლობაში ყველა ბრაკონიერი იქნება ფირზე თუ ვიდეოში აღბეჭდილი. გაცილებით იაფი არ დაჯდება ფოტოხაფანგი ვიდრე 24 საათიანი გარემოს დამცველების რეოდები? თან აპარატი ადამიანზე უფრო კეთილსინდისიერად ხომ შეასრულებს თავის საქმეს.
ასე მგონია რომ გარემოს დაცვის სამინისტროში პატარა ასეთი ჯგუფის შექმნით ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეიძლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 11:29
პოსტი #25


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 3rd July 2015 - 13:01) *
ასე მგონია რომ გარემოს დაცვის სამინისტროში პატარა ასეთი ჯგუფის შექმნით ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეიძლება.

ეგ კი არის ნამდვილად ეფექტური და კიდეც უნდა გაკეთდეს. უბრალოდ მთელ საქართველოს ვერ გაწვდება ეგ ჯგუფი. თან..მარტო მდინარეებს და ტბებს გააკონტროლებს. ისე კი..დასამონტაჟებლად არც ეგ არის ცოტა. ძალიან ბევრი ვიდეოკამერის მონტაჟი გახდება საჭირო. თუმცა..რაც მოხერხდება..კარგი იქნება რათქმაუნდა თუ ეგეც გაკეთდება. ბევრად მარტივი და იაფი იქნება მაგითი კონტროლი. აი მონადირეების კონტროლი კი მეეჭვება მაგითი მოხერხდეს. ვინ სად ჩადგავს მანოკს და ვინ რომელ მთაზე მორეკავს შველს...მაგას ვინ დაუმონტაჟებს კამერებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 3 2015, 12:01
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მდინარეების და ტბების კონტროლიც არ იქნება ცუდი საქმე. თან საჭირო არ არის ყველგან ერთდროულად დაიდგას ფოტოხაფანგები. ერთი-ორი კვირა რომ ერთგან იდგმება შემდეგ გადაანაცვლებენ. მოგეხსენებათ ბრაკონიერი რის ბრაკონიერია კვირაში 2-3 ჯერ მაინც არ იბრაკონიეროს. ასე რომ 2 კვირით დამონტაჟებულ ხაფანგში ბრაკონიერების 90 პროცენტი მაინც გაებმება მინიმუმ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 3 2015, 14:35
პოსტი #27


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხო.. ერთი რამის მიწერაც დამავიწყდა იმ ჩემ ვერსიაზე. ეგ ვარიანტი რომ გაკეთდეს..საერთოდ გადაკეტავს ყველაფერს. ამიტომ..მაგის პარალელურად..საჭირო იქნება გარკვეულ ნადირ-ფრინველზე..ოფიციალური ნებასრთვების გაცემაც. რატომ?. იმიტომ..რომ მაგალითად კურდღელზე და კაკაბზე ნადირობა ყველას გვიყვარს. ეგ ოფიციალურად დაშვებულიც იყო არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ამიტომ.. კარგი იქნებოდა ეგ საკითხიც მოწესრიგდეს. დაბირკვით იქნება თუ რა მეთოდით..სუ ერთია. რომელიც აჯობებს ის იყოს. მთავარია პატიოსანი მონადირეები ბრაკონიერებად არ ვიქცეთ.. სრული აკრძალვის გამო. თან..რაც არ უნდა პარადოქსულად მოეჩვენოს ვინმეს.. დიდი ალბათობით..ეგ კურდღელიც და კაკაბიც..მომრავლებაზე წავა.. რადგან ეხლა..ყოველგვარი აკრძალვის მიუხედავად.. ყველა ნადირობს და ბევრად მეტი იხოცება..ვიდრე მერე დაიხოცება. თუ სპეციალური გადასახადი იქნება ეგეთ ნადირ ფრინველზე(ალბათ გონივრული ფასი იქნება დასადგენი) ეგ ფულიც მაგათ(და არა მარტო) მომრავლებას მოხმარდეს. ბიუჯეტში მაინც შევა ფული. ანუ..ეხლა იხოცება ბევრად მეტი და უფასოდ..მერე დაიხოცება ბევრად ნაკლები და ფასიანად. ოღონდ კანონდარღვევის და ბრაკონიერის იარლიყის გარეშე. მერე აღარც ის თემა დაგვჭირდება "მდევრებით მოინადირეებმა რა ვქნათ?" ოფიციალურად ინადირებენ ბატონო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jul 4 2015, 00:59
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



1-რიგში კანონია შესაცვლელი,რომლის მიხედვით ყველა მონადირე მთელ საქართველოში ,,ბრაკონიერია,,

და მერე უკვე ფიქრია საჭირო...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 4 2015, 07:45
პოსტი #29


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით. ეს ყველაფერი რეგიონებში როგორ გამოვა? მაგალითად, ოზურგეთის რაიონში საერთოდ არ არის გდის ადგილობრივი წარმომადგენლობა! და გდი ძირითადად ქუთაისიდან ჩამოდის პერიოდულად, ისიც გაბაზრებულ საიხვე ადგილებში, სადაც მონადირეების დიდი რაოდენობა იყრის თავს! მწყერზეც მასეა, გახურებულ სეზონზე, ერთ ადგილას დადიან ხანდახან, სადაც ყველაზე მეტი ხალხი დადის! მე მაქვს მკაფიო გეგემა როგორ შეიძლება ბრაკების გასკვანჩვა, შესაბამის სეზონზე და დროს, მაგალითად თევზზე ბრაკობა ახლაა ზენიტში, მწყერზე მანოკით ბრაკობა სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება, ტყის ქათამზე ფარით ბრაკობა კი ცოტა მოგვიანებით, და რა უნდა ვქნათ? კონკრეტულ შემთხვევას რომ წავაწყდებით, გდის ვაცნობოთ? სანამ გდი ან სხვა რომელიმე სამართალდამცავი უწყება რეაგირებას მოახერხებს ბრაკები უკვე სახლში იქნებიან! ასე რა გამოვა? ამიტომ თავის დროზე, როცა სეზონია და ბრაკობა ზენიტშია მაშინ უნდა მოხდეს უწყვეტი კონტროლი, შემოვლა სავარგულების! ისე არანაირი აზრი არ აქვს! ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლებს ჩვენი კლუბი და ყველანაირად დავეხმარებით, ადგილებს და ყველა ჩორნი ხოდს ვასწავლით, სად და როგორ ხდება ბრაკობა ავუხსნით, მაგრამ რეგულარული კონტროლის გარეშე კაპიკია ამ ყველაფრის ფასი! აქ, გურიაში სერიოზულად მურდალი სიტუაციაა! ხალხს ეზოში უდგას მანოკი! და იმათ თი იმის არ შეეშინდათ, რომ ყოველდღიურად შეიძლება ახდენდეს გდი შემოვლა-შემოწმებას, ისე არ მოიშლიან თავისას! მოკლედ, აგერ ვარ ძამა მე და ყველანაირად ვითანამშრომლებთ ყველასთან, ბრაკობის დასაძლევად! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giohunt-1982
პოსტი Jul 4 2015, 08:14
პოსტი #30


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 28-May 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ, მე მაქვს ასეთი შეთავაზება ხსენებულ სამინისტროებთან: ყველა მონადირეთა კლუბი, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და წარმოადგენს იურიდიულ პირს, ყველა ეს კლუბი შეარჩევს რამოდენიმე მონადირეს, რომელიც ლოკალურად( კონკრეტულ რეგიონში) ითანამშრომლებს იმ უწყებებთან რომლებსაც დაევალებათ ბრაკონიერობასთან ბრძოლა! უნდა შეიქმნას "საზოგადო ეგერის" მსგავსი ინსტიტუტი! სხვაგვარად ვინ იქნება მონადირე რომელიც ითანამშრომლებს გდისთან? არამკითხე მოამბე! ჰოდა ასეთი ინსტიტუტი გარკვეულ სტატუსს მისცემს ამ მონადირეს! ეს ხალხი არ იქნება რომელიმე უწყების თანამშრომელი და არ ექნებათ ხელფასი! უბრალოდ, ექნებათ "საზოგადო ეგერის" (თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ) ქსივა! დაახლოებით ისეთივე ქსივა, როგორც კლუბის წევრ მონადირეებს აქვთ! ყველ მონადირულ კლუბში არის ხალხი, რომელიც ენთუზიაზმით ებრძვის ბრაკობას! ვისაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უყვარს ბუნება და გული შეტკივა მასზე! ერთი სიტყვით მე არ გამიჭირდება ასეთი ხალხის მოძიება ჩემს კლუბში( კლუბი "ბაზიერი") და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს კლუბშიც ისევე როგორც სხვა კლუბებში არ არის პორბლემა ასეთი ხალხის შერჩევა! თან როცა, ეს ყველაფერი კონკრეტულ რაიონში მცხოვრებ მონადირეს დაევალება, რომელმაც ხუთი თითივით იცის ყველა სანადირო-სათევზაო ადგილი და რომელიც მართლა მოწადინებულია ბრაკობის აღმოსაფხ**ელად, მასზე უკეთ ამას, სხვა რეგიონიდან ჩასული გდის წარმომადგენელი იქნება ეს თუ სხვა უწყების, ვერ მოახერხებს! ამ თემის გაშლა უკეთაც შეიძლება და რავიცი.... თქვით თქვენც, თქვენი აზრი!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია giohunt-1982: Jul 4 2015, 08:16
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:24