ცვლილება კანონში!!!! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ცვლილება კანონში!!!!, მეთევზეებო გაიხარეთ :)
ჭალიმგელა
პოსტი Apr 28 2016, 16:17
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს მთავრობის დადგენილება №193
2016 წლის 22 აპრილი, ქ. თბილისი
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
+
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. რეკრეაციული თევზჭერა – სპორტული თევზჭერის სახე (მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე) – თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში.“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა და ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), რიონი (რიონის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;“.
4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ა“, „პ.ბ“ და „პ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ.ა) კეფალი (ლობანი) – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;
პ.ბ) კეფალი-პილენგასი – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;
პ.გ) ოქროსფერი კეფალი – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;“.
5. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის, თანჭერილშიც და სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისას), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობებისა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, სამინისტროს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) გაცემულია წერილობითი თანხმობა):
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის/ტბის) – მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
ე) ქამბალა-კალკანის – პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე;
ვ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიბოსნაირების – მთელი წლის განმავლობაში;
ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის სხვა სახეობების – მთელი წლის განმავლობაში;
თ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე რეკრეაციული თევზჭერა აკრძალულია პირველი ოქტომბრიდან პირველ იანვრამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში, მითითებულ ვადებში), ასევე რეკრეაციული თევზჭერისას საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის ინდივიდები თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას, რაც უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლისა და რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით.“.
7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით – პირველი ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი ზომები, მითითებულ პერიოდში და ადგილას ზღვაში ბანაობის აკრძალვის თაობაზე;“.
8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესი
1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზეც გარკვევით უნდა ეწეროს ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი. სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში, ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.
2. აუცილებელია წყალსატევში განთავსებული თევზის მოსაშენებელი კონსტრუქცია აღჭურვილი იყოს ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ კონსტრუქციის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.
3. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.“.
9. მე-13 მუხლს დაემატოს შემდგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის“ შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.
10. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) გარდა ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვებისა, რეკრეაციული თევზჭერისას აკრძალულია:
ზ.ა) ბუნებრივი სატყუარას გამოყენება;
ზ.ბ) არასპორტული (ენის მქონე), ასევე ორეული, სამეული და მეტი ნემსაკვის მქონე თევზსაჭერი იარაღის გამოყენება თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე;
ზ.გ) თევზზე მშრალი ხელით ან ხელთათმანით შეხება;
ზ.დ) თევზის ნაპირზე ამოყვანა და მისი ხელში აყვანა, თუ ქვემოთ წყალი არ არის;
ზ.ე) თევზის სიმაღლიდან გადაგდება წყალში დაბრუნების დროს;
ზ.ვ) თევზის წყალში დაბრუნება მანამ, სანამ არ მოძლიერდება იგი თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ მისი წინ და უკან წყალში მოძრაობებით, რაც საჭიროა თევზის ლაყუჩებში წყლის გასატარებლად.“.
11. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა, მათ შორის, თევზჭერა რეკრეაციული პრინციპით, დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულია მხოლოდ ამ დაცული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ ზონებში.“.
12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე
წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ დღე-ღამეში აუცილებელია აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.“.
13. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამრეწველო თევზჭერისას, ჭერილში ქაფშიის არსებობისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში, თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათისა.“.
14. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ტექნიკური რეგლამენტით თევზჭერისთვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე. ამასთან, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი აკრძალვა ელექტროდენით თევზჭერაზე არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაში დასაბუთებულია კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობით (თევზმიმზიდი მოწყობილობა, რომელიც ზიანს არ აყენებს თევზს) თევზჭერის ჩატარების მიზანშეწონილობა, ასევე დასაბუთებულია გამოსაყენებელი კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობის გამოყენების უსაფრთხოება და წარმოდგენილია მისი აღწერა. სამინისტრო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ პუნქტში მითითებული ელექტრომოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები, რომლითაც დაშვებულია სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა.“.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shotaa
პოსტი Apr 28 2016, 19:52
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 113
რეგისტრ.: 30-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვულოცავ ყველა სპორცმენს ძალიან კარგი ფაქტია, დიდი შრომა და მონდომება დაუფასდა ბიჭებს,ხიდის ქვეშ აკრძალვა მოიხნა? რაღაც ვერ ვიპოვე ეს პუნქტი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Che
პოსტი Apr 29 2016, 07:53
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 386
რეგისტრ.: 6-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



თ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე რეკრეაციული თევზჭერა აკრძალულია პირველი ოქტომბრიდან პირველ იანვრამდე.

რეკრეაციული თევზჭერა რას ნიშნავს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shotaa
პოსტი Apr 29 2016, 13:21
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 113
რეგისტრ.: 30-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



Che
დაიჭირე გაუშვი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ძირულა
პოსტი Apr 29 2016, 15:10
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni



სალამი ყველას. ერთი კითხვა მაქ, ერთ ადამიანს რამდენი ანკესით თევზაობა შეუძლია ჩვეულებრივ მდინარეში სადაც აკრძალული არაა თევზაობა, ვთქვათ წვერაზე ვთევზაობ მე 2 ჯოხით მიყვარს თევზაობა და თითო ჯოხზე ხან ერთი ხან 2 კავი მიგია ხოლმე, ხომ არ ვარღვევ წესებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 30 2016, 08:53
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძირულა
სულ შეგიძლია გამოიყენო 3 კავი. გინდ ერთ ანკესზე დააყენე 3 კავი და გინდა 3 ანკესზე თითო კავი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ძირულა
პოსტი Apr 30 2016, 20:55
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni



ციტატა(ჭალიმგელა @ Apr 30 2016, 09:53) *
ძირულა
სულ შეგიძლია გამოიყენო 3 კავი. გინდ ერთ ანკესზე დააყენე 3 კავი და გინდა 3 ანკესზე თითო კავი

მემგონი საკმარისია სრულიად მდინარეზე ყოველშემთხვევაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 01:41