კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ?
troutbaiter
პოსტი Oct 16 2010, 07:38
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კალმახის ქვირითობა დაიწყო.

ცნობილია, რომ ქვირითობის დროს ადამიანები ცდილობენ თევზებს ნორმალური პირობები შეუქმნან. ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს ქვირითობაში ხელის არ შეშლაა. ამიტომაც შემოღებულია თევზჭერის პერიოდული აკრძალვები. ქვირითობა მხოლოდ ქვირითისაგან გათავისუფლება და მისი განაყოფიერება არაა. თევზს სჭირდება გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაამწიფოს ქვირითი, დაწყვილდეს, შესაბამისად მოამზადოს საქვირითო ადგილები (ბუდე).
ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ თევზის გამრავლებაზე. მდინარეებზე ხელოვნურად ქმნიან ბუნებრივთან დაახლოებულ საქვირითო მონაკვეთებს. ხელოვნურად ანაყოფიერებენ ქვირითს და ტოვებენ საქვირითოებზე. გარდა ამისა უშვებენ მდინარეებში გაზრდილ ლიფსიტებსაც...
ჩვენს ქვეყანაში ამის მსგავსი არაფერი კეთდება! კალმახის წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეყვანა მხოლოდ მისი ჭერის აკრძალვას როდი გულისხმობს! აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა?
არ უნდათ, არ შეუძლიათ თუ სახსრები ან კადრები არ ყავთ ამის ჩაძიება ამჯერად არ მაინტერესებს. მოდით იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად გავაკეთოთ კალმახის ქვირითობის ხელშესაწყობად

რა არის ჩვენი მწარე რეალობა? კალმახის პოპულაცია თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. მიუხედავად ამისა, ბევრი შეუგნებელი ვაი მეთევზე სპეციალურად ელოდება ქვირითობის სეზონს, რათა ადვილად მოიპოვოს თევზი სხვადასხვა აკრძალული მეთოდით. აკრძალულ მეთოდებსაც შევეშვათ - ანკესით თევზაობაც ყოვლად დაუშვებელია ქვირითობის პერიოდში! ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ამის შეგნება არ უნდა.

ვფიქრობ, კლუბ "ოჩოპინტრეს" ამ საქმეშიც შეუძლია თავისი დადებითი როლის შესრულება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. რამდენიმე ვარიანტს მე შემოგთავაზებთ.

1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში.

2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით:
ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია!

3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 16 2010, 09:20
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(troutbaiter @ 16th October 2010 - 08:38) *
თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია.


თითქმის ყველაგან არა, ეგ ხდება იქ სადაც დენს ურტყავენ და ეგ ჭირს არა მარტო კალმახს, არამედ სხვა ნებისმიერ თევზსაც, რომელიც დენის ბრახუნის ზონაში ხვდება.

ციტატა(troutbaiter @ 16th October 2010 - 08:38) *
1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში.


+1

ციტატა(troutbaiter @ 16th October 2010 - 08:38) *
2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით:
ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია!


+1 და ეს ფირნიშები არა მარტო კალმახზე სხვა რაღაცეებზეც არის გასაკეთებელი, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდი...

ციტატა(troutbaiter @ 16th October 2010 - 08:38) *
3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში.


2 და 3 თვე მუდმივი პატრულირება ცოტა არ იყოს არარეალურია კლუბისთვის... გდი თუ გააკეთებს ამას გასაგებია და კლუბს შეუძლია შიგა და შიგ შეეხიდოს გდი-ს თანამშრომლებს ან უბრალოდ დამატებითი პატრულირება აწარმოოს ისიც პერიოდულად და უფრო დასვენების დღეებში ალბათ (ჩვენი უმეტესობა მუშაობს დანარჩენ დღეებში)...

ციტატა(troutbaiter @ 16th October 2010 - 08:38) *
აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა?


PS. ბევრს ყავს საკალმახე მეურნეობაში წოთელ წინწკლიანი კალმახი და ეგენი უნდა დაავალდებულოს სახელმწიფომ, რომ მცირე ნაწილი კალმახის გაუშვან მდინარეებსი. ლიფსიტის გაშვება არც არანაირ ზარალს არ მიაყენებს მათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საჩხერე
პოსტი Oct 16 2010, 09:41
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: saCxere



შესანიშნავი ინიციატივაა, ალბათ რომელიმე მდინარის პატრონაჟი აჯობებს, დამხმარე ტბორებიც დაიხვეწება შემდგომში, მთავარია პროცესი დაიწყოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 16 2010, 11:25
პოსტი #4


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნამდვილად კარგი ინიციატივაა. სრულიაც ვეთანხმები და სიამოვნებით ჩავერთვები(შეძლებისდაგვარად) პრაქტიკულ ქმედებებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Oct 16 2010, 12:46
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, აუცილებლად მიმაჩნია გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად სისტემატიურად ჩატარდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი ხასიათის შეხვედრები. (განსაკუთრებით ქვირითობის პერიოდში)

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ყოველივე მოქმედების კანონიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურებტან შეთანხმებას.

ციტატა
2 და 3 თვე მუდმივი პატრულირება ცოტა არ იყოს არარეალურია კლუბისთვის... გდი თუ გააკეთებს ამას გასაგებია და კლუბს შეუძლია შიგა და შიგ შეეხიდოს გდი-ს თანამშრომლებს ან უბრალოდ დამატებითი პატრულირება აწარმოოს ისიც პერიოდულად და უფრო დასვენების დღეებში ალბათ (ჩვენი უმეტესობა მუშაობს დანარჩენ დღეებში)...


მართალია! სისტემატიურად გდი-მ უნდა იმუშავოს. ჩვენ კი ჩავერთოთ. ამაზე ალბათ ისევ სამინისტროსტან გადაუდებელი შეხვედრა და შეთანხმება იქნება საჭირო.

შესათანხმებელი იქნება აგრეთვე ფირნიშების განთავსების საკითხი, რადგან ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა ეგ საქმეც სამინისტროს ეგიდით გაკეთებულიყო. (იქნებ დაფინანსებასიც მიეღოთ მონაწილეობა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Oct 16 2010, 14:17
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



დენი არ დაარტყას არავინ და საცხოვრებელიარ მოუწამლოს ამაზე მეტს ვერავინ ვერასდროს ვერ დაეხმარება და არც აარსდროს დახმარებია საქართველოში კალმახს! მეტი არაფერი არ სჭირდება. მიხედავს თავის თავს ეგ დალოცვილი მარა არ აყენებენ და!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 16 2010, 15:06
პოსტი #7


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(troutbaiter @ 16th October 2010 - 13:46) *
შესათანხმებელი იქნება აგრეთვე ფირნიშების განთავსების საკითხი,

ისე ამ საკითხზე...ცოტა რაღაც მაფიქრებს... პირიქით რეკლამის სახე არ მიიღოს. შეიძლება ვინმემ..აღოაჩინოს..რომ "აქ კალმახი ყოფილა"-ო და დენით მიადგეს. თუ ნამიც განთავსება გადაწყვება....ალბათ აჯობებს....მკაცრი გაფრთხილება იყოს.. პასუხისგებასთან დაკავშირებით...და რომ ტერიტორიას ყურადღება ექცევა..რაც შეიძლება ძვირტად დაუჯდეთ. მაგას კი სამინისტროს გარეშე ვერ შევძლებთ....პირიქით..ეგ იმათ უნდა გააკეთონ და ჩვენ შევეშველოთ რითაც შევძლებთ. ეს ყველაფერი ჩემი აზრით რათქმაუნდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Oct 16 2010, 16:24
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ლევანი @ Oct 16 2010, 16:06) *
პირიქით რეკლამის სახე არ მიიღოს. შეიძლება ვინმემ..აღოაჩინოს..რომ "აქ კალმახი ყოფილა"-ო და დენით მიადგეს.

ამ საკითხზე ნაღდად დარდი არ გქონდეს newsmile05.gif ალბათობა ძალზე მცირეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 16 2010, 19:50
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




ამ საკითხზე ნაღდად დარდი არ გქონდეს ალბათობა ძალზე მცირეა.
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

შენ არ იყავი რომ გაჰკიოდი საკალმახე ადგილებს ნუ ამბობთო? newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საჩხერე
პოსტი Oct 17 2010, 09:33
პოსტი #10


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: saCxere



მე ფირნიშები მაქვს გამოკრული და აწერია*ტერიტორიას იცავს საეგერო სამსახური* მე მგონი ჯობია სხვა წარწერებს, ჩვენც ბევრი გვაქვს ნაფიქრალი, *თევზაობა აკრძალულია*ს ჯობია, მეტ კონტროლს შეიცავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 17 2010, 12:56
პოსტი #11


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




საჩხერე
dastur.gif ცოტა უფრო დამიმებაც არ აწყენდა..ჩემი აზრით..."კანონის დარღვევის შემთხვევაში...პასუხისგება და ა..შ.."
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 17 2010, 14:22
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საჩხერე

თქვენ გოჩა იქ აწყობილი გაქვთ ყველაფერი და სხვაგანაც რომ მასე იყოს რა უჭირდა ჩვენს ფლორა-ფაუნას.

ერთი გამაგებინე მერე ლიფსიტები თუ გამოიჩეკებიან და აქეთ ფლორა ფაუნას მე დავეხმარები მერე!! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Oct 17 2010, 14:54
პოსტი #13


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Beso @ 17th October 2010 - 15:22) *
ერთი გამაგებინე მერე ლიფსიტები თუ გამოიჩეკებიან და აქეთ ფლორა ფაუნას მე დავეხმარები მერე!!

ხო,წახვალ და გაუშვებ არა?! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Oct 17 2010, 20:51
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რა საღადაო გახადეთ ეს სერიოზული თემა?

საქმეზე ვილაპარაკოთ> რას ვშვებით? რით დავიწყოთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 18 2010, 00:22
პოსტი #15


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(troutbaiter @ 17th October 2010 - 21:51) *
საქმეზე ვილაპარაკოთ> რას ვშვებით? რით დავიწყოთ?

სიმართლე ითქვას...მართლა ბევრი ვიფიქრე თუ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ..და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე..ისეთი..რომ რამე შედაგი მოიტანოს. ჩვენ არ ვითევზაოთ გასაგებია და დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნება ჩვენებისგან. შეგვიძლია ამ ჩვენს არეალში სხვებსაც მოვუწოდოთ იგივე. მაგრამ პრაქტიკულად კიდევ რა შრგვიძლია..ცოტა გამიჭირდა მოფიქრება. აბრების განთავსება კი შეგვეძლო..მაგრამ უკუეფექტი არ მოიტანოს იმას ვფიქრობ. თუ ფაქტს გადავაწყდით..ისედაც შეგვიძლია დარეკვა და გამოძახება(ან დაფიქსირება) კიდე ალბათ შეგვიძლია დიდი პიარაქცია მოვაწყოთ...შევუთანხმდეთ სხვა კლუბებსაც ...გავიდეთ და დიდი მოწოდება გავაკეთოთ(ისე..რომ ტელევიზიით გაშუქდეს) "ჩვენ უარს ვამბობთ მაგაზე, სხვამაც კეთილი ინებოს და იგივე გააკეთოს"...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 17:59