თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფასიანი სათევზაო ადგილები / კერძო მეურნეობები _ საკალმახე მეურნეობა "სათევვზაო კლუბი"

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 16 2016, 12:48

1 სიტყვით ამ ფორუმზე არაა ნახსენები ეს ტბა, თუ არხი, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს 1 თემას და რატომ:
არის თბილისთან ახლოს
იჭირება კალმახი
იხდი კილოში 10 ლარს
მოდიხარ სუფთა და ნასიამოვნები
დამწყები სპინინგისტებისთვის და შოლტვის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია.
ოჯახთან ერთად წახვალ, ისიამოვნებ, ადგილზეც შეილება შეწვა და წამოხვიდე,
არხის სიგრძე 200 მეტრია სიგანე 20 მეტრი

დაიჭირე-გაუშვის პრინციპი სამწუხაროდ არაა.

ერთი სიტყვით გასართობად ღირს წასვლა და მომავალი თაობის "მოსაწამლად"



პოსტის ავტორი: საბო Feb 16 2016, 13:53

შოთა.03

კარგია, კარგი...........

გუგლე მაფი დადე რა სად არის ზუსტად, თუ შეძლებ.........

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 16 2016, 16:10

საბო

ციტატა(sabo73 @ 16th February 2016 - 14:53) *
გუგლე მაფი დადე რა სად არის ზუსტად, თუ შეძლებ........

42°03'48.9"N 44°02'15.2"E
ა ჯიმა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Feb 16 2016, 19:52

ციტატა(შოთა.03 @ Feb 16 2016, 17:10) *
საბო

42°03'48.9"N 44°02'15.2"E
ა ჯიმა newsmile05.gif


მადლობა ჯიმა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 16 2016, 19:54

რო დათბება, წავიყვან სანდროს...

ვიდეოს არ მიხსნის და პირობები როგორია

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 16 2016, 20:00

საბო

ციტატა(sabo73 @ 16th February 2016 - 20:52) *
მადლობა ჯიმა.

გეხარი newsmile05.gif

ნუკრიMax
ნებისმიერი მონტაჟით იჭერ კალმახს, თითოეულ კილოში იხდი 10 ლარს ბოლოს.
გაგისწორდება რა, სადღაც 5-6 თუმანი იქონიე, ხო იცი აზარტი რა უბედურებაცაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 16 2016, 20:59

მე არა, ბავშვი მინდა წავიყვანო
რამე დასაჯდომი და დასასვენებელი თუ არი
თუ დებედასავით ხრიოკია

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 16 2016, 21:13

ნუკრიMax
https://www.facebook.com/profile.php?id=100009170448208&fref=ts

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 16 2016, 22:58

კაი გასართობი იქნება

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 17 2016, 07:25

მარტო კალმახია, თუ სხვა ჯიშებიც მოძრაობენ?

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 17 2016, 08:23

მარტო კალმახია, გარემო ნორმალურია. სათევზაოთ მხოლოდ ერთი ნაპირი ვარგა, მეორე ნაპირზე და დამბის მხარეს მაღალი ძაბვის კაბელები გადის და საშიშია. ტერიტორიაზე ფაცხებია + მაგარი წყარო. მე ვითევზავე შარშან რამდენჯერმე და კარგად ვიკაიფე. ვთევზაობდი ტივტივით საკმაოდ თხელი ძუით. კარგი ზომის (დაახლოებით კილოიანი) კალმახი რომ ჯდება სერიოზული კაიფია იმის გამოყვანა, მაგრათ იბრძვის თავისი წყლიდან ამოხტომებით და რამე. გასაკვირია მაგრამ ჭიაზე უკეთ კონსერვის სიმინდზე და პურის გულზე მოდიოდა. სპინინგით არ მიცდია. ბავშვის "მოსაწამლათ" იდეალური ადგილია.
ერთი დიდი მინუსი: დაჭერილი თევზის გაშვება გასაგები მიზეზების გამო არ შეიძლება, წყალში ყველანაირი ზომის თევზია 100 გრამიდან 2 კილომდე (უფრო დიდებიც არისო დარაჯი იძახოდა) ასე რომ კაცზე მინიმუნ 60 ლარი უნდა იქონიოთ თუ უფრო მეტიც არა.
თევზი ძალიან გემრიელია (რამდენიმეს წითელი ხორცი ქონდა). მე იქვე ვასუფთავებდი წყაროზე და ისე მიმქონდა ჰოდა სახლში დიიდი მოწონება დაიმსახურა.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 17 2016, 08:29

http://up.ochopintre.ge/image/BS

http://up.ochopintre.ge/image/BC

მანდაა გადაღებული

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 17 2016, 16:57

ახალციხელი
ვაახ, 60 ლარი ბავშვთან ერთად არ გეყოფა.....

აზარტი რო გაეხსნება, როგორი სათქმელია, მორჩი თევზაობას, ფული მითავდებაო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 17 2016, 17:51

ციტატა(ნუკრიMax @ Feb 17 2016, 17:57) *
ახალციხელი
ვაახ, 60 ლარი ბავშვთან ერთად არ გეყოფა.....

აზარტი რო გაეხსნება, როგორი სათქმელია, მორჩი თევზაობას, ფული მითავდებაო newsmile05.gif


თუ პატარები მოყვა არა უშავს რა. აი თუ დიდები ამოყვა მერე ხარ შარში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 17 2016, 18:40

სასწავლოდ არის ძაან კაი ადგილი, დაჟე ძაან დიდიც არის, 2 კვირის წინ სპინინგი გადამილეწა და კატუშკის პაჩებნიკები ჩამიშალა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 17 2016, 19:19

ციტატა(შოთა.03 @ Feb 17 2016, 19:40) *
სასწავლოდ არის ძაან კაი ადგილი, დაჟე ძაან დიდიც არის, 2 კვირის წინ სპინინგი გადამილეწა და კატუშკის პაჩებნიკები ჩამიშალა

მაგარი რიბაკი ყოფილხარ partyFishing.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 17 2016, 19:27

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 17th February 2016 - 20:19) *
მაგარი რიბაკი ყოფილხარ

შენ რო ხარ ოფროუდერი იმიტომაც არ ამდიდრებ ჯუბას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 17 2016, 21:10

ახალციხელი
ჩემი ბავშვი რომ მიუშვა, საღამომდე არ გაჩერდება...

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 17 2016, 21:39


ნუკრიMax

ჩვენს იქ ყოფნაში 11-12 წლის ბავშვი მოიყვანა მამამისმა. თითონ გარტყმაში არ იყო თევზაობის, რაღაცა იაფიანი ანკესი ქონდა ნაყიდი და ჩვენ გვთხოვა ბავშვს იქნებ აუხსნათ რა და როგორო. ჩვენ უკვე დამთავრებული გვქონდა თევზაობა, უფრო სწორედ ფული აღარ გვქონდა და წამოსვლას ვაპირებდით. ბავშვის პონტში გავჩერდით, კარგად გავუმართეთ ანკესი, ავუხსენით რა როგორ, უცებ აუღო ალღო და შეუბერა და შეუბერა. 3 კილომდე კი დაიჭირა საათნახევარში, მამამისს გაუმართლა საღამო იყო და მალე დაღამდა თორე ბავშვი ისეთ მუღამში ჩავარდა იქედან წამსვლლი არ იყო newsmile05.gif
ამ ზაფხულში მეც უნდა ვატარო ჩემი უფროსი ბავშვი, რაც იქნება იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 17 2016, 22:03

ციტატა(შოთა.03 @ Feb 17 2016, 20:27) *
T A M P L I E R

შენ რო ხარ ოფროუდერი იმიტომაც არ ამდიდრებ ჯუბას newsmile05.gif

ჯუბა რა ჩემი იგია?

ახალციხელი
რაც იქნება კი არა გაიჭირვე ცოტა მაგაზე კარგ საქმეს ვერ უზავ შვილს!
რამის დავიწყო ბიჭის კეთება რო სათევზაოთ წავიყვანო და სანადიროთ xexe.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 18 2016, 08:33

ციტატა
ახალციხელი
რაც იქნება კი არა გაიჭირვე ცოტა მაგაზე კარგ საქმეს ვერ უზავ შვილს!
რამის დავიწყო ბიჭის კეთება რო სათევზაოთ წავიყვანო და სანადიროთ xexe.gif



100 %.
შარშანაც მყავდა რამდენჯერმე სათევზაოთ, მარა კარგი კენკვა არ დაემთხვა და მალე მოწყინდა, კალმახებზე გვიან შემოდგომით ვიარე და დედამისი არ მატანდა ცივაო newsmile05.gif.
ამ სეზონზე მწყერზეც მყავდა, გვერდში დამყვებოდა და მაგრად გაუსწორდა, ასე რომ "მოწამვლის" პროცესი უკვე დაწყებულია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 18 2016, 08:41

ახალციხელი
newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 18 2016, 09:25

T A M P L I E R
რა და ევაკუატორია D.gif

ახალციხელი
მაგაზე კარგ საქმეს რპს გააკეთებ. მე ჩემი გოგოები მყავდპ და მაგარი მუღამი აუღეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 18 2016, 09:54

T A M P L I E R
http://juba.ge/

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 18 2016, 10:54

ციტატა(შოთა.03 @ Feb 18 2016, 10:25) *
T A M P L I E R
რა და ევაკუატორია D.gif

სად ნახე შე ბნელო მე სამაშველო გამომეძახებინოს და თან ჯუბა D.gif
მაგრამ შენ ანკესი როორ გატეხე და კატუშკა როგორ ჩაშალე კილოიან თევზთან ჭიდილში სირცხვილია პირდაპირ!
დავურეკავ ბესომასწს და ორიანს დავუწერ xexe.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Feb 18 2016, 12:04



newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 18 2016, 14:20

ციტატა(kardinal84 @ Feb 18 2016, 13:04) *


newsmile035.gif

ეს სადღა იპოვნე?

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 19 2016, 21:12

kardinal84
აი ზუსტად ამ ვიდეოს ვგულისხმობდი და ვეძებდი newsmile05.gif
T A M P L I E R
სულ ცოტა 5კილო იქნებოდა.... ეს ისე რო იცოდე....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 19 2016, 21:24

შოთა.03
მერე ფრიქციონი არ უმუშავებადა იმ კატუშკას?თუ არ იცი რას აკეთებს ფრიქციონი
ნავიჩოკი ხარ რა მოკლედ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 20 2016, 13:08

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 19th February 2016 - 22:24) *
შოთა.03
მერე ფრიქციონი არ უმუშავებადა იმ კატუშკას?თუ არ იცი რას აკეთებს ფრიქციონი
ნავიჩოკი ხარ რა მოკლედ

უმუშავებდა, მაგრამ არ მქონდა კარგად მოშვებული.....
ნავიჩოკი და ბულკიც შენა ხარ თუ კაია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Feb 20 2016, 19:05


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 20 2016, 23:58

შოთა.03
ხოდა ჩემი ბულკი ხარ newsmile029.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 21 2016, 11:06

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 21st February 2016 - 00:58) *
ხოდა ჩემი ბულკი ხარ

სადაც გინდა როცა გინდა და როგორც გინდა, ჩათვალე ხელთათმანი გესროლე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 21 2016, 19:22

შოთა.03

ციტატა(SHOTA @ 21st February 2016 - 12:06) *
ჩათვალე ხელთათმანი გესროლე

ზამთრის თუ ქირურგიული xexe.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 21 2016, 22:27

T A M P L I E R
ეგ შენ აირჩიე newsmile05.gif დუელში გიწვევ ქართველო... D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 22 2016, 10:57

T A M P L I E R
შოთა.03

ოეეეეე, ალიოო, ვისი ბიჭები ხართ თქვენა? საფიხვნოში ხართ თუ რა ხდება? დაგფლათ ორივე?....

ეეე....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 22 2016, 14:15

ჩელე

ციტატა(chele @ 22nd February 2016 - 11:57) *
ოეეეეე, ალიოო, ვისი ბიჭები ხართ თქვენა? საფიხვნოში ხართ თუ რა ხდება? დაგფლათ ორივე?....

მოდი გეჟოო newsmile05.gif დამფლე მიწა მამაყარე D.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Apr 18 2016, 09:38

გუშინ გავასეირნე ცოლ-შვილი ვარიანში. 4 საათისთვის ვიყავით ადგილზე. ჩვენს გარდა არავინ თევზაობდა, ქარი იყო თუმცა არც ისეთი რომ ვერ გვეთევზავა. დაახლოებით 2 საათი გავჩერდით, თევზი კარგად აქტიურობდა. მოკლედ ბავშვები "მოვწამლე" კი არა "დავწამლე" newsmile05.gif მაგრად გაუსწორდათ ორივეს, უფროსმა უცებ დაამუღამა, დამოუკიდებლად იჭერდა, ტივტივის ჩაგდებიდან დაწყებული თევზის ამოყვანით დამთავრებული. მაგარ აზარტში იყო, რომ წამოვედით კიდევ როდის დავბრუნდებითო წუწუნებდა newsmile05.gif 5,3 კგ გამოვიდა საერთო ჯამში ჩვენი ნადავლი, ძირითადად 250-300 გრამიანი ეგზემპლარები იყო ორი თუ სამი დაახლოებით 700 გრამამდე იქნებოდა.
პ.ს თევზი ძალიან გემრიელია.







პოსტის ავტორი: general Apr 18 2016, 10:00

newsmile027.gif ტივტივაზე მოდის კარგად ხო ? ისე შაბათის ქარიშხლის მერე კვირას სიო იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Apr 18 2016, 10:02

general

კი ტივტივაზე, სიმინდს და პურს იღებს კარგად. მართლა სიო იყო შაბათის მერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 18 2016, 10:10

ახალციხელი

მშვენიერია. ის პატარა მაგარი კაცია ძალიან... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Apr 18 2016, 10:21

ციტატა(ჩელე @ Apr 18 2016, 11:10) *
ახალციხელი

მშვენიერია. ის პატარა მაგარი კაცია ძალიან... newsmile05.gif



ვერ მოისვენა ერთ ადგილზე კინაღამ ჩავარდა წყალში, ბოლოს ჩოგანბადე მივეცი ხელში და ძლივს დავაშოშმინე newsmile05.gif
თევზი რომ გამოყავდა თან უყვიროდა: თევზო დაგამარცხებო!!! ნაპირზე ამოყვანილს რო ნახავდა სიხარულით რა ექნა აღარ იცოდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 18 2016, 13:30

ახალციხელი
ვაახ, მაგარია...
ჩემ გიჟს კიდე ეგ უნდა?!
სულ გადამერევა

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 18 2016, 13:47

ახალციხელი

რამდენი გადაიხადე საბოლოო ჯამში?

პოსტის ავტორი: ახალციხელი Apr 18 2016, 13:58

ნუკრიMax

კი კარგია. რო მოთბება ადგილზე მწვადის და შენივე დაჭერილი თევზის მომზადება და კარგად დასვენება შეიძლება.

ჩელე

53 ლარის გამოვიდა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 18 2016, 14:07

ახალციხელი
მემგონი დაბადების დღესაც მანდ გადამახდევინებს

პოსტის ავტორი: neytiri Apr 18 2016, 16:36

ძალიან მაგარი ადგილია, ერთხელ ვიყავი და დიდი სიამოვნებით ვესტუმრები კიდევ partyFishing.gif

პოსტის ავტორი: masterjoni Apr 19 2016, 06:58

53 ლარის გამოვიდა

ნორმალური ფასია

პოსტის ავტორი: dori Oct 19 2018, 11:46

რეკლამაში იმედია არ ჩამეთვლება, გვერდის ადმინი ვარ. რადგან დაინტერესებაა გადავწყვიტე დამედო newsmile05.gif ბევრი რამე შეიცვალა ვარიანში, თევზი ისევ ბევრია და გელოდებით newsmile05.gif https://www.facebook.com/profile.php?id=100029296294841

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)