IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მთის კალმახის გამრავლება.ექსპერიმენტმა გაამართლა!!!, ლიპსიტების გაშვება 24.07.2011
გოგა
პოსტი Jul 25 2011, 22:16
პოსტი #61


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ კალმახის და საერთოდ ბუნების მოყვარულო ხალხო,მინდა გაგაცნოთ ერთი სასიხარულო ინფორმაცია.
წელიწადზე მეტია რაც ამ საქმეზე მიდის მუშაობა
კერძოდ საჩხერის რაიონში გაჩნდა იდეა,რომ მთის წითელწინწკლიანი კალმახი გაემრავლებინათ და გაეშვათ ისევ მდინარეში
ამ ამბავს ხელი მოჰკიდა ჩვენმა ფორუმელმა,ჩვენმა ახლობელმა,ბუნების მოყვარულმა და კარგმა ადამიანმა

თავიდან დაიწყო ინფორმაციის მოძიება,კითხულობდა საერთოდ ვინმეს თუ გაუმრავლებია თევზის ეს ჯიში.მაგრამ როგორც მახსოვს კონკრეტულ ფაქტს და ამის გამკეთებელს ვერ მიაკვლია.
ლაპარაკი კი იყო საკალმახეების მფლობელებთან,მაგრამ მოგეხსენებათ საკალმახეებში ამრავლებენ ცისარტყელა კალმახს,რომელიც უფრო ადვილად მრავლდება,
ზომაშიც მალე იზრდება და მეტ ქვირითსაც ყრის.გარდა ამისა უფრო ადვილად ეგუება თბილ წყალს
მთის კალმახს კი უყვარს ცივი და სუფთა წყალი,ძნელად ეგუება ტბის მდორე წყალს.

იმის და მიუხედავათ რო შანსი პატარა იყო გამართლების,გადაწყდა რო უნდა იცადოს ლიფსიტის გამოყვანა.
გაკეთდა ხელოვნური ტბა
ამ სურათში უკვე თითქმის დაცლილია(იმ დღეს მოხდა წყლის გაშვება რო ლიპსიტა გასულიყო)




ესაც ტბის ვიდეო და გვერძე მდინარე

http://www.youtube.com/watch?v=yTJXk0AhUhA


ტბას გაუკეთდა შემავალი და გამავალი მილები რომ ემოძრავა სუფთა წყალს
მაგრამ როგორც ჩანს ამის მიუხედავათ მცენარეები არ აკლდა
გაუკედა საქვირითე,ანუ სადაც შემავალი ტოტი იყო,იქ საჭირო იყო ქვიშიანი და კენჭიანი ზედაპირი.კალმახი ხომ ზემოთ მიიწევს ქვირითის დასაყრელად

http://www.youtube.com/watch?v=nkTnBWTdFRc


ამის შემდეგ კი მოხდა მდინარეში დაჭერილი თევზის გაშვება.როგორც მახსოვს ბოლო ინფორმაციით 80 თევზი გაუშვეს ტბაში
ტბის შუაში დაიკიდა განათება და ღამის განმავლობაში სინათლესთან მოგროვილი მწერით იკვებებოდა თევზი
ამას გარდა როგორც ვნახე ტბაში იყო თავკომბალები,ღორტავები









კარგა ხანი ველოდეთ ქვირითის დაყრას და ერთხელაც დამირეკეს საჩხერიდან კარგი ამბავის სახარებლად newsmile05.gif
მოკლეთ დაყარა ქვირითი,მაგრამ ცოტა არ იყოს დაჩეკვის გვეშინოდა,გვეგონა არ დაიჩეკებოდა(არ ვიცი,მე ეგრე მეგონა)
ამოიყვანეს დიდი თევზი ტბიდან და გადაიყვანეს იქვე მეორე ხელოვნურ ტბაში,მომავალი წლის პროცედურის ჩასატარებლად newsmile05.gif

კონკრეტული თარიღები აღარ მახსოვს,მაგრამ ის კი მახსოვს რო მითხრეს ლიპსიტაც გამოჩნდაო

დაიჩეკა ლიპსიტა და დაიწყო იმის ლოდინი თუ როდის გაიზრდებიან
ცოტა წამოიზარდნენ და ამ დროისთვის უკვე ამ ზომისები არიან










http://www.youtube.com/watch?v=4l2yWmMfi1A


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 06:09