თევზის შენახვა თევზაობის შემდეგ, თევზის გამზადება ტრანსპორტირებისათვის. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თევზის შენახვა თევზაობის შემდეგ, თევზის გამზადება ტრანსპორტირებისათვის. |
May 16 2010, 02:11
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Ukraine |
ალბათ ბევრს გასჩენია ეს პრობლემა და არც მე ვარ გამონაკლისი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზაფხულობით ცხელ ამინდებში, დაჭერილი თევზი ხანდახან სახლამდეც ვერ აღწევს და სიცხისაგან გზაში ფუჭდება ან სუნს იღებს. თევზის გაფუჭების ალბათობას ისაც ზრდის რომ ზოგჯერ 3-4 საათი ჭირდება ადამიანს სახლში დასაბრუნებლად, ეს დრო კი საკამარისია რომ თევზი გზაში გაგვიფუჭდეს. მოკლედ ვისაც რა გაუგია ან უცდია რაიმე ტექნოლოგიები თევზის შენახვის გაუზიაროთ ერთმანეთს.
აგერ მე რაც გამიგია და მიცდია იმას გაგიზიარებთ: თუ სახლიდან არც ისე შორს ვიმყოფებით გამოწალვა და ლაყუჩების მოჭრაც საკმარისია, მაგრამ უმჯობეისა თუ დავამარილებთ. 1. თევზების "სადოკი" თუ ბადე სადაც დაჭერილ თევზს ვინახავთ მინიმუმ 1,5 მეტრი წყლის სიღრმეში უნდა იყოს ჩაგდებული, რომ თევზი წასვლამდე არ მოკვდეს. 2. ყველაზე მალე ფუჭდება თევზის შიგნეულობა და ლაყუჩები (შინდისფერი სასუნთქი ორაგანო). აქედან გამომდინარე თევზი უნდა გამოიწალოს ლაყუჩები დაეჭრას. რაც მთავარია ფერფლი არ უნდა მოვაცალოთ იგი იცავს ცხელ ამინდში თევზს გაფუჭებისაგან. 3. ამის შემდეგ ვამარილებთ სათითაოდ ყველა თევზს და ვაწყობთ გინდა ქაღალდზე გინდა გაზეთზე, 5-10 წუთი ვაჩერებთ ჩრდილში ისეთ ადგილზე რომ ნიავი მოძრაობდეს და თევზი შეშრეს. 4. ვალაგებთ ისეთ ჭურჭელში რომ ჰაერი მოძრაობდეს ტრანსპორტირებისას, ამასთან ერთად მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ. არ შეიძლება ცელოფანში ჰერმეტიულად შეფუთვა. მე არ მიცდია მაგრამ გამიგია რომ ძმრიან მატერიაშიც ახვევნ და ისე ინახავენ სახლში მიტანამდე. არის კიდევ მანქანის მაცივრები, რაც ცოტა ძვირი სიამოვნებაა. კაროჩე ვინ რაიცის ყველამ თავისი გამოციდილება დაწეროს და გაგვიზიაროს. |
|
|
May 16 2010, 10:18
პოსტი
#2
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
საჭირო თემაა და კარგი იქნება თუ ვინმეს უფრო განსხვავებული და ტრადიციული წესით შენახვაზე აქვს რამე ინფორმაცია.
მე ცოტა უფრო იოლ ხერხს მივაგენი,რომელიც ყველას ეცოდინება. ნაყინი რო დააქვთ ხოლმე,იყიდება ალბათ ის ყუთები ყველგან. ამასთან ერთად დავითრიე სპეციალური ხსნარი,რომელიც პლასმასის კონტეინერშია დალუქული და მეტ ხანს ძლებს გაყინულ მდგომარეობაში რო მოვიტანე სახლში გაყინული ჩავდე და უკვე მესამე სუტკაა დღეს,რო ვნახე კიდე არ იყო დამდნარი. ასე რომ მე კმაყოფილი ვარ. |
|
|
May 16 2010, 10:55
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
მე ვიცი ჭინჭრის ფენების გაკეთება, ანუ ვალაგებთ ჭინჭრის ფენას ზემოდან თევზის ფენა, მერე ისევ ჭინჭრის ფენა და ასე შემდეგ...
აპრობირებული მეთოდია, არც გამოწელვა გინდა და არც მარილი... 6-7 საათი თავისუფლად ძლებს თევზი.. |
|
|
May 16 2010, 12:18
პოსტი
#4
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მე ვიცი მარილიან წყალში უნდა ჩააწყო და კაი ხანი ძლებს..
|
|
|
May 16 2010, 12:43
პოსტი
#5
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Ukraine |
მოგესალმებით ყველას ახალი დარეგისტირირებული ვარ ამ ფორუმზე.
გოგა ეგ კარგი იდეაა და არც მიცდია, წამიკითხია თერმო-ჩანთებზე და მაგ ყინულის აკუმლიატორებზე, და შენახვის ვადა სადღაც 12 საათამდე იყო, რაც არ არის საკმარისი რამოდენიმე დღით თუ მიდიხარ სათევზაოდ. აგერი ლინკსაც დავდებ http://www.picnicmaker.com.ua/thermo-bag/3...-dark-blue.html, შენ თუ გამოგიცდია ეგ ნაყინის ყუთი რამოდენიმე დღით ? |
|
|
May 16 2010, 13:00
პოსტი
#6
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მე ვიცი ჭინჭრის ფენების გაკეთება, ანუ ვალაგებთ ჭინჭრის ფენას ზემოდან თევზის ფენა, მერე ისევ ჭინჭრის ფენა და ასე შემდეგ... აპრობირებული მეთოდია, არც გამოწელვა გინდა და არც მარილი... 6-7 საათი თავისუფლად ძლებს თევზი.. ხოლო თუ გამოწლავ და მუცლის ღრუსაც ჭინჭრის ფოთლებით გაუტენი, დღე-ღამესაც იოლად აიტანს! ეტყობა რაგაც მაკონსერვირებელი ან ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისება აქვს... |
|
|
May 16 2010, 14:33
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
troutbaiter
ხოლო თუ გამოწლავ და მუცლის ღრუსაც ჭინჭრის ფოთლებით გაუტენი, დღე-ღამესაც იოლად აიტანს ვაა ეგ არ ვიცოდი... რაც შეეხება ამას ეტყობა რაგაც მაკონსერვირებელი ან ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისება აქვს.. მოვიძიებ ამ მასალას და გავარკვევ რის საფუძველზე ხდება ეს,... |
|
|
May 16 2010, 14:52
პოსტი
#8
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
May 16 2010, 15:05
პოსტი
#9
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
გამოწელვა აუცელებელი პროცედურაა, რაც მთავარია მეთევზეს იცავს
ოჯახის ქალების რისხვისაგან, რომლებსაც როგორც მოგეხსენებად საშინლად ეზარებათ თევზის გაწმენდვა... ისე ლაყუჩემის და შიგნეულობის ამოღების შემდგომ თევზის ღრუებში ხრეში-მარილის ჩაყრაც უხდება. ჭინჭრის ჩაფენა კი ჟანრის კლასიკაა! გოგას მიერ ხსენებული მაცივარი კი სუპერ გამოგონებაა, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ თევზს არ გავყინავთ ანუ მხოლოდ გავაციებთ, გემოვნური მახასიათებლები გაცილებით მაღალი დარჩება (ვიდრე გაყინულ თევზს. მაგრამ აქვე ავღნიშნავდი, რომ გაყინული თევზი გაცილებით მარტივი გასაწმენდაი ფხებიუსაგან, რა თქმა უნდა ოდნავ გალღობილ მდგომარეობაში! ზოგიერთ სახეობას კი უხდება თავის მოკვეთა თუ რა თქმა უნდა უხას არ ვხარშავთ. ეს არ ეხება კალმახსა და ხრამულს, ლოქოსა და ორაგულს, ამურსა და სუდაკს... |
|
|
May 16 2010, 15:18
პოსტი
#10
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
919
ამ მაცივრით ტრანსპორტირებისას გამოშიგნვა უნდა?თუ არ გაფუჭდება მაინც? გიგა ეს არ გაყინავს მაინცდამაინც.მაგრამ თუ ამის საშიშროება არის,მაშინ ქვევით შეიძლება თევზის ჩაყრა,შემდეგ კარდონი,ან რამე ერთი ფენა რო დაედოს და მერე ყინული,ამ შემთხვევაში არ მგონია გაყინოს. ოღონდ თევზი ძალიან კარგათ უნდა შეიფუთოს ცელოფანში,თორე წვენმა თუ გაჟონა მერე სუნს ვეღარ გააცლი |
|
|
May 16 2010, 17:44
პოსტი
#11
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
გოგა
თუ არ გეზარება, გირჩევ გამოშიგნო, თავს დაიზღვევ და კიდევ გემოზეც ვეღარ იმოგმედებს თევზის შიგნეულობა. ახლა ტბის თევზს გემო ისედაც არ გაუვა (შლამს ვგულისხმობ), მაგრამ მთავარია, რომ არ გუმძაფრდეს... ისე ძმრიანი ტილოც საკმაოდ კარგი საშუალება იქნება მაგრამ შენი ხერხი ყველაზე კომფორტულია. |
|
|
May 16 2010, 19:29
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
ერთ შესწორებას შევიტან, ყველგან შეიძლება ვერ მოიძიო ჭინჭარი ,ამიტომ კინძი და კამა რომ წაიღო თან , რომ წახვალ სათევზოად ანალოგიური ეფექტი აქ თბილისში ასე მომაქ კეფალი ფოთიდან ანუ 5 საათის ტრანსპორტირების ამბავში შველის
|
|
|
May 16 2010, 19:57
პოსტი
#13
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
|
|
|
May 16 2010, 20:00
პოსტი
#14
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
შოთა.03
რა იცი ჩემი მოფიქრებული არააა რატომ იცი მეთევზეები ვინაა გამყიდველი ქალები ისინი დებენ და |
|
|
May 16 2010, 20:13
პოსტი
#15
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
შოთა.03 რა იცი ჩემი მოფიქრებული არააა რატომ იცი მეთევზეები ვინაა გამყიდველი ქალები ისინი დებენ და ძია, ისინი ქინძსა და კამას იმიტომ დებენ, რომ ბაზარში იქვე იყიდება, თან კოლეგებს საქონელს ასაღებინებენ. არავითარი ეფექტი! სად ქინძი და სად ჭინჭარი! შედარება არაა! ცადე, ჯერ შეადარე და მერე გააკეთე დასკვნები. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 21:19 |