კამბალა, როგორ მოვამზადო? :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კამბალა, როგორ მოვამზადო? :) |
Oct 24 2010, 20:01
პოსტი
#1
|
|
Administrator ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოკლედ, მაქვს 1 ცალი კამბალა, გაყინული. ნაყიდიაო გუდვილში.
ვნახე მაცივარში, გამოვიღე იქიდან და ახლა დავდე მაგიდაზე რომ გადნეს. მაინტერესებს, როგორ მოვამზადო? რამე სპეც რეცეფტი უნდა? თუ პირდაპირ ფქვილში ამოვავლო და ტაფაზე? |
|
|
Oct 24 2010, 20:15
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Power_VANO
ჩემ რეცეპტს გეტყვი. მე ვაკეთებ შემდეგნაირად: ვიღებ სიმინდის ფქვილს, შეიძლება პურისაც აიღო, მაგრამ სიმინდში ამოვლებული კარგ "კორაჩკას" იკეთებს. აიღებ სვანურ მარილს, ცოტა ბლომად შავ წიწაკას და კარგად გადაურევ. მერე იღებ კამბალას, ჭრი სასურველ ზომებად, კარგად ამოვავლებ ფქვილში, ოდნავ ჩამოფერთხავ ზედმეტისაგან და ეგრევ ზეთიან+ერბოიან ტაფაზე კარგად შეფიცხინებამდე, ცხიმი ცოტა ბლომად უნდა. გამზადებულს უკვე რაც გინდა ის უქენი, გარნირად ძალიან მომწონს კარტოფილის პიურე, ან კიდევ მაიონეზის ბაჟეში ვდებ, ოღონდ ბაჟეში თუ ჩადებ ეცადე ცხელივე ჩააწყო და ტაფაზე რა ცხიმიც დარჩება ისიც შიგნით ჩაასხა, თუ უბრალოდ რამე გარნირთან დააყოლებ ბევრი ლიმონის მოსხმა არ დაგავიწყდეს თეფშზე გადმოღებისას. თუ ბაჟე გადაწყვიტე რეცეპტს დაგიწერ თუ გნდა |
|
|
Oct 24 2010, 20:23
პოსტი
#3
|
|
Administrator ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვიტო
გაიხარე, წავიმზარეულებ ახლა ოღონდ სვანური მარილი არ მაქვს და ერბო არ მაქვს. სვანური მარილის ალტერნატივად რა შეიძლება გაკეთდეს? და ერბოს არქონის შემთხვევაში მეტი ზეთი რომ ვუქნა? აი კაკრაზ პიურეც მაქვს სახლში და იმას მივაყოლებ გარნირად ჰო, მართლა, გემრიელი თევზია? პირველად ვჭამ კამბალას |
|
|
Oct 24 2010, 20:54
პოსტი
#4
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Power_VANO
სვანური მარილი თუ არ გაქვს მაშინ სხვა სუნელიც რომ დაგისახელო ისიც არ გეექნება, ამიტომ შეეშვი და მარტო შავი პილპილი ჩაიჩვი, ან თუ გინდა შავი პილპილი პირდაპირ ტაფაზე რომ დადებ მერე დააყარე ზევიდან. ერბო თუ არ გაქვს იქნება ცოტა კარაქი გქონდეს, ეგეც თუ არ გავქს მარტო ზეთი და მისი ჯანი ჰო, მართლა, გემრიელი თევზია? პირველად ვჭამ კამბალა გაყინული ახალამოყვანილის გემოზე ვერ იქნება მაგრამ უკმაყოფილო არ დარჩები |
|
|
Oct 24 2010, 20:56
პოსტი
#5
|
|
Administrator ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კი, კი, სუნელები არის სახლში, სვანური მარილის კოლოფი აღმოჩნდა ცარიელი უბრალოდ
შეიძლება სხვა სუნელი, რომელსაც მეტყვი, იყოს მოკლედ, დიდი მადლობა ვიტო რეცეპტისთვის, თავიღა დარჩა გაყინული ამას, ესეც გაუდნეს და ავკუწავ |
|
|
Oct 24 2010, 20:58
პოსტი
#6
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Power_VANO
დანდური არის ეგეთი სუნელი რომელიც შენ არ გექნება |
|
|
Oct 24 2010, 20:59
პოსტი
#7
|
|
Administrator ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჰოო ეგ ნამდვილად არ მაქვს
მხოლოდ შაპი პილპილი მაშინ. |
|
|
Oct 24 2010, 21:23
პოსტი
#8
|
|
Administrator ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვიტო PM ნახე რა
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 17:15 |