თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები ნადირობაზე _ მუშაობს გარემოს დაცვა

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 10 2015, 13:55

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს.
სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი.
მათ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ კაკაბი წარმოადგენს ნადირობას მიუკუთნებელ სახეობას და მასზე ნადირობა კანონით დაუშვებელია.
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
დუშეთის რაიონის სოფელ ხომის მიმდებარედ მოქალაქემ, მის დროებით მფლობელობაში არსებული თოფით მოკლა არჩვი, რომელიც ჩამოიტანა ხევში წყლისპირას და გაატყავა.
სამართალდამრღვევს თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, იდენტიფიკაციის მიზნით მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანა მცხეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი და მოპოვებული ნანადირევი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

სტატისტიკა
http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

შველზე მანოკი რათუნდოდათ?
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებული იქნა რვა პირი, რომელთაც დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი, ე.წ."მანოკი", ორი ცალი გასანათებელი ხელსაწყო ე.წ."ფარი".

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სამმართველოს.
http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

ესეც კლიპი ნუ გახდები ბრაკონიერი
https://www.facebook.com/878983925449360/videos/1311635365517545/

ხოდა რისი თქმა მინდოდა აგე აკეთებს ხალხი რაც შეუძლია სტატისტიკაც დევს ზევით
ამ ფაქტების გარდა კიდე ასობით აქვთ სხვა ხოდა იქნება ჭუჭყის სროლას შევეშვათ

პოსტის ავტორი: gelka72 Nov 10 2015, 23:38

საქმე იქამდე მიდის რომ მალე საქართველოში ყველა ნადი-ფრინველი წითელ წიგნში შევა, ასე მგონია რატომგაც

პოსტის ავტორი: gelka72 Nov 11 2015, 00:02

ყველამ კარგად იცის ეს რატომაც ხდება

1. იმიტომ რომ კანონი არ კანონობს კარგად
2. არა აქვტ შიში არაფრის , იმიტომ რომ იციან, დარეკავენ, ხშირ შემთხვევაში და გამოუშვებენ (ზარი ახლობელთან) როგორც ხდება ხოლმე
3.ასეტ კაცს უნდა გაუკეტო კონფისკაცია იარაგის
4. მინიმუმ 4, 5, წლით აეკრზალოს ნადირობა
5. დაჯარიმდეს 1500 2000 ლარით
6. ჯარიმის არ გადახდის შემთხვევაში 2, 3, წელი ციხე
7. ეს იქნება ზალიან კარი მაგალითი სხვებითსვისაც
8. სხვა ვერაფრით ვერ გამოასწორებ ქართველ კაცს

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 11 2015, 00:47

gelka72
მე მაგალითად ეს ხალხი მეცოდება მაგრად
რათქმაუნდა კანონით დანაშაული ჩაიდინეს მაგრამ მიმიფურთხებია იმ კანონისთვის რომელიც ყველასთვის ერთი არარი
იმხელა ჯარიმებს დაუჭერენ ეხლა იმ კაცს რო მთელი ცხოვრება უნდა იხადოს მითუმეტეს რო პრ****ული და არაკაცური არაფერი გაუკეთებია
ჩემი აზრით დენით და მანოკით მოთევზავე მონადირე უფრო ბრაკონიერია ვიდრე ეს საწყალიკაცი

პ.ს უბრალოდ ეს ფაქტები იმიტომ დავდე რო რამდენჯერმე გაჟღერდა რო გარემოს დაცვა არაფერს აკეთებს არადა რეალურად ასე არარის

პოსტის ავტორი: gelka72 Nov 11 2015, 01:42

ვიდრე ეს საწყალიკაცი

არ მიწყინო მაგრამ, მე სასეტ საწყალ ხალხს პატივს არ ვცემ. დგეს პატარამაც კი იცის რომ კაკაბზე და ხოხობზე არ სეიზლება ნადირობა, აი მასეტ ვიტომ საწყალ კაცს დავარქმევდი ბოროტ ადამიანს.

პოსტის ავტორი: jorj Nov 11 2015, 06:17

თუ დაუთვლია ამ გარემოს დაცვას რამხელა ზიანს აყენებს ბუნებას პარაზიტი ტურა???რამდენ თევზს ანადგურებს ბაკლანი???თუ დაუთვლიათ საერთოდ რამდენი დარბის საქართველოში???ჩემი აზრით კანონი უნდა შეიცვალოს პირველ რიგში.მაგრამ ვინაა მაგის შემცვლელი სანამ თოფაძეები და ტყემალაძეები ყრიან პარლამენტში.

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 11 2015, 07:19

ციტატა(gelka72 @ 11th November 2015 - 02:42) *
დგეს პატარამაც კი იცის რომ კაკაბზე და ხოხობზე არ სეიზლება ნადირობა

როცა დაიჭერენ ამბობენ რომ არ იცოდნენ(იტყუებიან), ბრაკონიერობის ფაქტს სასამრთლო მოყვება ხოლმე, სადაც მოსამართლე წყვეტს სასჯელის ზომას. თუ პირველი შემთხვევაა მიდის წუწუნი , რომ არ იცოდა , მეტს აღარ იზავს და ა.შ. აი გამოცდა რომ ექნება ჩაბარებული მაგას ვეღარ იტყვის, რადგან ეს ერთგვარი ხელის მოწერაა სანადირო წესების ცოდნაზე

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 11 2015, 08:26

ბოლო 5 თვეა ყოველდღე ვხედავ ჩამორთმეული სანადირო ინვენტარით და ნანადირევით დატვირთული პიკაპებს.. კი მუშაობს ზედამხედველობის დეპარტამენტი, მაგრამ თუ ხალხის აზროვენება არ შეიცვალა , მანც არაფერი არ ეშველება... ანუ მარტო გდი-ის შიშით კი არ უნდა იცავდნენ სამონადირეო წესებს და ეთიკას, არამედ თავიანთი შეგნებით და ცოდნით ...

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 11 2015, 09:58

ზოგ შემთხვევაში (მაგ. ტურაზე ნადირობის აკრძალვა) ვფიქრობ "არასწორი კანონი" გვაქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ფლორასა და ფაუნაში არსებული ცუდი სიტუაცია "არასწორი კანონის" ბრალი არ არის. ნებისმიერ სფეროში შეიმჩნევა დაბალი კულტურის და განათლების დონე, ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ.
ჩვენს ქვეყანას არაფერი არ ეშველება სანამ არ გავითავისებთ რომ კანონი რაც არ უნდა სულელურად გვეჩვენებოდეს არის კანონი და მისი დარღვევა არ შეიძლება.
ჩვენთან კი რა ხდება? უმეტესობა ფიქრობს რომ დენით თევზაობისთვის დახ**ეტა უნდა მიუსაჯონ, ვინც ფარით ნადირობს ყვერებით უნდა ჩამოკიდონ ადგილზევე თითონ კი თუ გონჩებით კურდღელი ან შველი მოინადირა ეს კანონის დარღვევა კი არაა, არამედ ამ შემთხვევაში კანონია ცუდი და უნდა შეიცვალოს. ანუ როდესაც პირადად ჩვენ გვეხება კანონი მაშინვე გავიძახით არასწორი და ხიხია კანონიაო. ვიძახოდით, ყველა ვისაც წამოუვლის ეგრევე მინდორში არ უნდა ხვდებოდეს თოფითო. აგერ ბატონო შემოიღეს გამოცდები და ცოტათი გართულდა იარაღის გაფორმება, ახლა გავიძახით ეგ როგორ შეიძლებოდაო, იმიტომ რომ ჩვენც შეგვეხო პირადად ეგ კანონი.
მოკლეთ ქვეყანა თუ გვინდა ავაშენოთ კანონები არ უნდა დავარღვიოთ. "სულელურ" კანონებს რაც შეეხება ისინიც არ უნდა დავარღვიოთ, უნდა დავასაბუთოთ რატომაა სულელური და შევაცვლევინოთ.
ესაა ჩემი კომენტარი.

პოსტის ავტორი: jorj Nov 11 2015, 17:17

ახალციხელი უკაცრავად მაგრამ ვერ დაგეთანხმები

პოსტის ავტორი: jorj Nov 11 2015, 17:26

ახალციხელი უკაცრავად მაგრამ ვერ დაგეთანხმები.კიბატონო კანონი კანონია მაგრამ მაგ კანონით ყველა ვისაც მდევარი ჰყავს ბრაკო გამოდის.რაც ტურას ზიანი მოაქვს კურდღლის პოპულაციისთვის თუ იციან სამინისტროს ჩინოვნიკებმა???თოფი რომელი მხრიდან ისვრის ის არ იციან !!!უცხოეთიდან მაინც მოიწვიონ სპეციალისტები.ჩვენ ხომ უცხოელმა თუ არ გვასწავლა როგორ ვიცხოვროთ ისე არაფერი გამოდის.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 11 2015, 18:15

jorj

რატო გამოდის ბრაკონიერი, ადევნინე გინდა კურდღელს და გინდა ტურაზე ვინ გიშლის? მდევრით ნადირობისას მთავარი მოკვლა არ არის მთავარი დევნის პროცესია. მერეც ინადირე კერძო მეურნეობაში, არც მაგას გიშლის ვინმე.

ზემოთ სულ სხვა რამე მიწერია თუ დაუკვირდები, საქმე იმაშია, რომ ვთქვათ მე ვთვლი რომ ტურაზე დაშვებული უნდა იყოს ნადირობა და ვარღვევ კანონს, სხვა ჩათვლის რო კურდღელი ბევრია და კურდღელზეც უნდა ინადოროს, კიდევ სხვა ჩათვლის რო კაკაბი უამრავია და ინადირებს, ვიღაცა ჩათვლის რო "მტკვარში თევზს რა გამოლევს" და არაფერი დაშავდება დენით თუ დაიჭერს და ა.შ.
დღეს ქვეყანაში არა მარტო ნადირობის არამედ ბევრ სხვა სფეროშიც ასეთი სიტუაციაა: საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ვიკიდებთ კანონს რომელიც არ მოგვწონს, ზოგი მეტად და ზოგიც ნაკლებად, ვიქცევით ისე როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორედ და ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ.

ტურაზე ნადირობის აკრძალვა ნამდვილად სისულელეა კი ბატონო, სწორედ ამიტომ ჩვენი კლუბი (და ალბათ სხვებიც) დასაბუთებულად ითხოვს სახელმწიფოსგან ტურაზე ნადირობის დაშვებას და ვფიქრობ ადრე თუ გვიან შეიცვლება ეგ იდიოტური კანონი. აი ესაა სწორი მიდგომა და არა ის რომ კანონი არ მომწონს და ვარღვევ.

პ.ს არ იფიქროთ ჩემი თავი მამა აბრამის ბატკანი გამომყავდეს, ბოლო წლებია აქტიურად ვნადირობ ტურაზე და ალბათ წელსაც ვინადირებ, მაგრამ გათვითცნობიერებული მაქვს რომ კანონს ვარღვევ და შესაძლოა დავისაჯო კიდევაც.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 11 2015, 18:24

ახალციხელი
100 % მართალი ხარ

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 11 2015, 22:05

ახალციხელი
animated smilies_006.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 12 2015, 01:05

ციტატა(Nukry @ 11th November 2015 - 20:24) *
ახალციხელი
100 % მართალი ხარ

100 ვერა. ალბათ 90%.
ციტატა(axalcixeli @ 11th November 2015 - 11:58) *
ვიძახოდით, ყველა ვისაც წამოუვლის ეგრევე მინდორში არ უნდა ხვდებოდეს თოფითო. აგერ ბატონო შემოიღეს გამოცდები და ცოტათი გართულდა იარაღის გაფორმება, ახლა გავიძახით ეგ როგორ შეიძლებოდაო, იმიტომ რომ ჩვენც შეგვეხო პირადად ეგ კანონი.

აი აქ.ძალიან დიდი შეცომაა დაშვებული. ისე გამოდის..თოთქოს მთელი ერი ვიძახდით მაგას და მერე აღარ მოგვეწონა. უი რანაირი ხალხი ვართ ეს ქართველები. კი არ ვიძახდით.. ზოგს ეგრე უნდოდა და დღესაც უნდა..ზოგს არ გვინდოდა თავიდან და არც ეხლა გვინდა. ეს სხვა რამეა. მონადირეების 98% საერტოდ გარტყმაში არ იყო..მინდორში ტუ თოფიანი კაცები ხვდებოდნენ. D.gif

ციტატა(axalcixeli @ 11th November 2015 - 11:58) *
უნდა დავასაბუთოთ რატომაა სულელური და შევაცვლევინოთ.

გაფიცებ.ამისი მართლა გჯერა?.. D.gif მე რომ დაგისაბუთო..მოახერხებინებ შეცვლას?.. D.gif

ახალციხელი
დანარჩენში გეთანხმები. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 12 2015, 08:36

კანონი რომ უნდა კანონობდეს სადავო არაფერია და ამ კანონის აღსრულებაზე რომ ზრუნავს სახელმწიფო (გ.დ.ი). რა თქმა უნდა ყველას არ მოგვეწონება შეზღუდვები მაგრამ მოსათმენი იქნება თუ ეს კონტროლის გამკაცრება შედეგს გამოიღებს. ანუ შედეგად უნდა მომრავლდეს კაკაბი, ხოხობი , კურდღელი, შველი არჩვი.... და გარკვეულ დროის შემდეგ (ვფიქრობ 2-3 წელი საკმარისია) უკვე ნელნელა, სახეობების მიხედვით, შეიტანონ სანადირო ობიექტების ნუსხაში. თუ კანონი ყველასთვის ერთი იქნება მივესალმებით და სიამოვნებით მოვიცდით ის რამოდენიმე წელი. მაგრამ თუ ეს იმიტომ ხდება რომ ვისაც კრიშა აქვ მათ მოუმრავლონ და ხოცონ ეს აკრძალული ობიექტები აი ეს იქნება ცუდი. ამის კონტროლი კი მხოლოდ სამოქალოქო საზოგადოებას თუ შეუძლია. ისე ამ ქვეყანაში ხომ არაფერი იფარება და ცოტა ხანში გამოჩნდება ეს კონტროლის გამკაცრება მხოლოდ უპატრონოებისთვის არის თუ ყველაზე ერთნაირად ვრცელდება.

ამა წლის ოქტომბერს ცხოვრებაში პირველად შემხვდა გარემოს დამცველი. გზა გადამიჭრა (თუმცა ამის გარეშეც გავაჩერებდი მანქანას) საბუთები, ნანადირევი (მწყრები) შეგვიმოწმეს, მანქანაც მსუბუქად გაგვიჩხრიკეს და გაგვიშვეს. მუშაობს ნამდვილად, გარემოს დაცვა.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 12 2015, 09:40

ციტატა(ბლექ-ხასან @ Nov 12 2015, 02:05) *
აი აქ.ძალიან დიდი შეცომაა დაშვებული. ისე გამოდის..თოთქოს მთელი ერი ვიძახდით მაგას და მერე აღარ მოგვეწონა. უი რანაირი ხალხი ვართ ეს ქართველები. კი არ ვიძახდით.. ზოგს ეგრე უნდოდა და დღესაც უნდა..ზოგს არ გვინდოდა თავიდან და არც ეხლა გვინდა. ეს სხვა რამეა.


მთელი ერის სახელით ლაპარაკი რომ შემეძლოს პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი უნდა ვიყო (ღმერთმა დამიფაროს) newsmile05.gif,

როგორც ჩანს ბუნდოვნად დავწერე რას ვგულისხმობდი, დავაზუსტებ: მე სულაც არ მიგულისხმია, რომ ყველა მეგობრულად ვითხოვდით ტესტებს და ეხლა ასევე მეგობრულად უარზე ვართ, ამ ტესტირების წინააღმდეგი რომ ხარ ეგ უკვე მთელმა გალაქტიკამ იცის D.gif.

ციტატა
მონადირეების 98% საერტოდ გარტყმაში არ იყო..მინდორში ტუ თოფიანი კაცები ხვდებოდნენ. D.gif


დღეს ვინც საქართველოში თავის თავს მონადირეს უწოდებს იმათმა 98% საერთოდ არ იცის რას ნიშნავს სიტყვა მონადირე newsmile05.gif რას იზამ ეს საქართველოა newsmile05.gif

ციტატა
გაფიცებ.ამისი მართლა გჯერა?.. D.gif


მჯერა თუ არა, ეგაა ერთადერთი სწორი გამოსავალი, აბა რა ვქნათ მივდგეთ და ვარღვიოთ კანონები?

ციტატა
მე რომ დაგისაბუთო..მოახერხებინებ შეცვლას?.. D.gif


შენ ხომ ჩემზე კარგათ იცი, რომ მარტო კაცი, ვერც შენ და ვერც მე ვერ მოვახერხებთ ვერაფრის შეცვლას. კანონის შეცვლა ანუ გაუმჯობესება თუ გინდა ამისათვის აუცილებელია საზოგადოების გარკვეული, ანგარიშგასაწევი ნაწილი გიჭერდეს მხარს.
მაგალითად მარიხუანას მოხმარებისთვის ხალხს ლამის მკვლელებზე მეტ სროკებს აძლევდნენ, მოინდომა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და ისეთი პირი უჩანს მეც და შენც მოვესწრებით მალე დეკრიმინალიზაციას.

ციტატა
დანარჩენში გეთანხმები. newsmile05.gif


პრინციპში ეგ დანაჩენი იყო ჩემი პოსტების შინაარსი haied.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 12 2015, 10:41

ციტატა(axalcixeli @ 12th November 2015 - 11:40) *
გაუმჯობესება თუ გინდა ამისათვის აუცილებელია საზოგადოების გარკვეული, ანგარიშგასაწევი ნაწილი გიჭერდეს მხარს.

ხოდა სწორედ მაგიტომ..ძალიან აუცილებელია მაგ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს სწორი აზრი. სწორედ მაგიტომ გამოვდივარ ხოლმე ეგეთი რეჩებით. თუ ავყევით მცდარ აზრს..მერე ყველა ერთად ვიღებთ მცდარ შედეგს. მერე გამოვასწოროთ და ა..შ..
აი მაგიტომ ვშპაგაობ და აქაც მაგიტომ დავწერე მცირედი შენიშვნა..თორემ სხვა კი არაფერი მინდა. D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 12 2015, 11:02

კნიაზ ახალციხსკი სწორედ აზროვნებ აჩუ

ბლექ-ხასან
შენი არ ვიცი მაგრამ მე მჯერა რომ ამ მთავრობის ხელში თუ სწორ რამეს სწორად მივაწვდით მინისტრს გამოვა ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 12 2015, 11:35

ციტატა(levani @ 12th November 2015 - 02:05) *
მონადირეების 98% საერტოდ გარტყმაში არ იყო..მინდორში ტუ თოფიანი კაცები ხვდებოდნენ.

და ვინ დათვალა ეს სტატისტიკა ??? newsmile05.gif))))))))
ციტატა(levani @ 12th November 2015 - 02:05) *
უი რანაირი ხალხი ვართ ეს ქართველები. კი არ ვიძახდით.. ზოგს ეგრე უნდოდა და დღესაც უნდა..ზოგს არ გვინდოდა თავიდან და არც ეხლა გვინდა.

რაღაც არ მახსენდა ამდაგვარი კანონის მიღების წინ გამოკითხვა ჩაეტარებინოს რომელიმე მთავრობას newsmile045.gif
რემნების კანონის გამკაცრებაზეც მახსოვს პროცენტულად უკმაყოფილო " ერი " newsmile05.gif

არ არსებობს და არ მახსენდება რაიმე კანონი ყველა რომ კმაყოფილი იყოს newsmile05.gif რადგან ყველა თავისებურად უყურებს და აღიქვავს ამ ყველაფერს ...

მეც მინდა გამარტივებული შერბილებული კანონები , აყვავებული ეკონომიკა , მოწესრიგებული სანადირო და სათევზაო სავარგულები თავისი კანონმდებლობით , გაერთიანებული საქართველო და ქვეყანაში დაწყნარებული მოსახლეობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 12 2015, 15:21

ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 13:35) *
და ვინ დათვალა ეს სტატისტიკა ???

უი ღმერთო..რა ვერაგულად ჩამიჭერ ხოლმე სიტყვაში. D.gif
მე დავთვალე..ჩემთან მიმომსვლელ მონადირეებში. ხოდა იცი რა არმოვაჩინე?.. სავარაუდოდ სწორედ მაგ პროცენტი..საერთოდ არ სარგებლობს მონადირული ფორუმებით. ეზარებათ ”კლავიშზე ტყაპუნი”..როგორც ჩვენში იტყვიან. D.gif მოკლედ..ნუ იფიქრებთ..რომ ვინც ფორუმებზე აქტიურობს..მხოლოდ ეგ ვართ მონადირული საზოგადოება. პირიქით..გაცილებით დიდი ნაწილი იქეთ არის.

ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 13:35) *
რემნების კანონის გამკაცრებაზეც მახსოვს პროცენტულად უკმაყოფილო " ერი "

აბა ერთი გამკაცრებული კანონი შემახსენე..მე სულ პირიქით მახსოვს იმ ავად სახსენებელ 9 წელში. მთელი ეგ ძალით შეთითხნილი კანონები..რომელიც მხოლოდ ფულის მახეს წარმოადგენდა..როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ..მოსრეს და აოტნეს. D.gif ნუ იკლავთ თავებს რიგებში დგომით..მიდით და პირდაპირ აიღეთ რაც გეკუთვნითო. მაგას რა ნებართავა ჭირდებოდა არ ვიცი. ”ხალხნო..ნებას გვაძლევთ წამებას და ფულის მახეს აგარიდოთო?..” D.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 12 2015, 15:38

ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 13:35) *
არ არსებობს და არ მახსენდება რაიმე კანონი ყველა რომ კმაყოფილი იყოს

ზახარ..რატომ ნაყავ წყალს და ამტვრევ ღია კარებს?.. სადმე მიწერია..რომ ისეთი კანონი მოიგონეთ..რომელიც ყველას მოეწონებათქო?.. თუ რადგან ყველას არ მოეწონება..ამიტომ ყველაზე დიდი სირობა უნდა მოვიგონოთ და მერე მაგ მოტივით გავამართლოთ?.. კანონი კანონია..რას ვიზამთ ძმაუ?..

ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 13:35) *
რადგან ყველა თავისებურად უყურებს და აღიქვავს ამ ყველაფერს ...

ხოდა მაგდენი თუ გესმის. მაშინ ისიც უნდა იცოდე..რომ მაგ შემთხვევებში ხმათა უმრავლესობით წყდება საკითხები..რომელსაც დამარცხებული აღიარებს. აი ეგ არის სწორი. მაგას ეწოდება ლეგიტიმაცია. მარტო მაგ შემთხვევაშია კანონი ხელშეუხებელი. თუ ჩუმად დამიწესებ..ბევრი სირობა რომ მოყვება..არ არის რთული მისახვედრი.

ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 13:35) *
მეც მინდა გამარტივებული შერბილებული კანონები , აყვავებული ეკონომიკა , მოწესრიგებული სანადირო და სათევზაო სავარგულები თავისი კანონმდებლობით , გაერთიანებული საქართველო და ქვეყანაში დაწყნარებული მოსახლეობა

მაშინ წადი არჩევნებზე და ხმა მიეცი დასავლურ კურს..მხოლოდ ეგენი იცავენ იმ პრინციპებს..რასაც ეგ ყველაფერი მოაქვს. სხვებსაც მოუწოდე. გადაწერე 7-ჯერ და გაავრცელე. D.gif

ხო..და თან გაიაზრე..რა შემთხვევაში შეიძლება ეგ ყველაფერი შესრულდეს. დააფსკვენი რა არის სწორი და უკეთესი. აი მერე წადი და მიაწოდე მთევრობას.

ციტატა(nika @ 12th November 2015 - 13:02) *
ენი არ ვიცი მაგრამ მე მჯერა რომ ამ მთავრობის ხელში თუ სწორ რამეს სწორად მივაწვდით მინისტრს გამოვა ყველაფერი.

ღმერთმა ქნას. სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი და ალბატ გაგიკვირდება..ამ კანონების მიღებას..სულაც არ ვაბრალი ხელისუფლებას. რაცთხოვეს..პატიოსნად გააკეთა. უბრალოდ..ხელისფლებას სვა ცოდვები აქვთ..(ზოგგა ძალიან მძიმეც)რაზეც აქ თავს შევიკავებ რათქმაუნდა. D.gif მოკლედ..ოღონდ მაგათმა რამე გააკეტონ და ჩემდათავად ხმის ამომღებლისაც. D.gif

ციტატა(nika @ 12th November 2015 - 13:02) *
თუ სწორ რამეს სწორად მივაწვდით მინისტრს

ვაგლახ.. სწორედ აქ მგონია პრობლემა. ეხლა წავიდეტ ზევით და გავარკვიოთ..რა არის სწორი.

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 12 2015, 15:43

ყველგან პოლიტიკა არ შეიძლება!!!

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 12 2015, 16:17

ციტატა(jola @ 12th November 2015 - 17:43) *
ყველგან პოლიტიკა არ შეიძლება!!!

კიბატონო..მაგრამ თვითონ თემაა შემხებლობაში და ვერ ვფილტრავთ. ქვეყნის კანონზეა საუბარი. თუნდაც მონადირულზე..მაგრამ მაინც კანოპნზე..რომელიც მთელ ქვეყანას ეხება..ეხებოდა ადრეც და შეეხება მომავალშიც. მანდედან მოდის.. ”მასინ ესე იყო..დღეს ასეა” ეგ უკვე პოლიტიკაა.

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 12 2015, 16:35

ციტატა(levani @ 12th November 2015 - 16:21) *
უი ღმერთო..რა ვერაგულად ჩამიჭერ ხოლმე სიტყვაში.

D.gif D.gif

ციტატა(levani @ 12th November 2015 - 16:21) *
მოკლედ..ნუ იფიქრებთ..რომ ვინც ფორუმებზე აქტიურობს..მხოლოდ ეგ ვართ მონადირული საზოგადოება. პირიქით..გაცილებით დიდი ნაწილი იქეთ არის.

და ვინ ფიქრობს მერე ? newsmile05.gif)))))) ან ნუ იფიქრებთ რა მაფიაა ??? შორიდან გვიყურებ ? D.gif
შენ თუ მომსვლელებით ითვლი უმრავლესობას ფილარმონია არ გეყობა მისაღებად newsmile05.gif)))))) ნახევ მილიონზე(დაახლოებით) და მეტი ადამიანი ცდილობს რომ ინადიროს .. ყველას აზრი არც შენ იცი და არც მამაზეციერმა newsmile05.gif))))) ჩემი აზრით , ახალი ხილი და სირთულე , რა თქმა უნდა უმრავლესობას არ ენდომება ეგ ფაქტია ... რადგან მარტივად გვინდა ყველაფრის მოგვარება ქართველებს newsmile05.gif))

ციტატა(levani @ 12th November 2015 - 16:38) *
ხოდა მაგდენი თუ გესმის. მაშინ ისიც უნდა იცოდე..რომ მაგ შემთხვევებში ხმათა უმრავლესობით წყდება საკითხები..რომელსაც დამარცხებული აღიარებს. აი ეგ არის სწორი. მაგას ეწოდება ლეგიტიმაცია. მარტო მაგ შემთხვევაშია კანონი ხელშეუხებელი. თუ ჩუმად დამიწესებ..ბევრი სირობა რომ მოყვება..არ არის რთული მისახვედრი.


დარწმუნებული ვარ უმრავლესობიდან(მაგ კატეგორიის მომპოვებლების) ყველას არ მოსწონს და არ უნდა დღევანდელი აკრძალვები რაც არის მოსანადირებელ ინდივიდებზე newsmile045.gif და რა გამოდის ?? ესეიგი რაც უმრავლესობას უნდა რომ მივუშვათ დედა აღარ ეყოლება ფლორა ფაუნას newsmile05.gif არ მითხრა ეხლა სადიან მოგაქვს ეგ ფაქტიო newsmile05.gif))))))) შენ თუ მომსველებით ითვლი მე ბავშობიდან ვიცნობ ამ სფეროში მოტრიალე ხალხს და შენც ძალიან კარგად იცი მათი ფსიქლოგია უბრალოდ ეხლა სხვანაირად მიგყავს საუბარი newsmile05.gif))

უბრალოდ ეს ისეთი სფეროა აქ რომ უმრავლესობას აზრები , რეფერენდუმები და გამოკითხვები ვატაროთ დედა მოედღნება რაც ფეხზე დადგა , მომრავლდა და მოშენდა იმასაც !!!!!

რატომ ??? გითხრა აქტუალური შთაგონება უმრავლესობა " მონადირეების?? " აი ლოგიკა : მე არ მოვკლავ სხვა მოკლავს ... ერთი მაგის დედაც მე უდნა შემხვდეს და ვისიამოვნო ... მე თუ მოვკვდები ვის რას დარჩება სულ ღლეზე მკიდია ... მიანც უცხოელებზე იყიდება ყველაფერი და დედა არმოუტყან ბუნებას ... სეზონო რომ გაიხსნება მერე რაღა შემხვდება და ასე შემდეგ ..... შორს წავალ უარესები მაქვს გაგონილი და პირადათ მოსმენელი და ჩემი თვალით დანახულებს ნუ მომაყოლებთ რაც ამ ბოლო წლებში ვნახე ............ newsmile05.gif)))) დარწმუნებული (ყველა არა რა თქმა უნდა) ესეთ კატეგორიას არ ენდომება გართულებული რეგულაციები

შთაგონება , კულტურა , ბუნების და ფლორა - ფაუინის სიყვარული , ქვეყნის სიყვარული და ურთიერთ პატივისცემა თუ არ იქნება ამ სფეროში უმრავლესობის აზრი დამღუპველია !!!

სხვა სფეროს არ ვეხები ლევან და არც პოლოტიკა მაინტერესებს newsmile05.gif არჩევნებზეც სხვაგან ვილაპარაკოთ newsmile05.gif რა მინდა და როგორი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა კი დავწერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 12 2015, 18:13

ზახარა
აუ..რამდენი დაგიწერია.შეგარცხვინა ღმერთმა. D.gif

ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 18:35) *
და ვინ ფიქრობს მერე ? )))))) ან ნუ იფიქრებთ რა მაფიაა ??? შორიდან გვიყურებ ?

არა..მაგას პირადად მოგახსენებ მერე.
ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 18:35) *
შენ თუ მომსვლელებით ითვლი უმრავლესობას ფილარმონია არ გეყობა მისაღებად

ნუ ეხლა..მასე ითვლიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები. აბა 5 მილონ კაცს ვინ რას ეკითხება..რეფერენდუმი თუ არ ჩატარდა. გამოკითხავენ 2-3 000 კაცს 5 მილიონიდან და ზოგადი წარმოდგენა გასაგები ხდება. თან არ მაქვს პრეტენზია საყოველთაო აღიარებაზე. ის ვიცი..რომ საკმაოდ ხალხთან მიწევს საუბარი და ყველა წრიდან. ანუ..ზოგადი განწყობა ვიცი. სულ არ ემთხვევა აქოურს.
ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 18:35) *
რადგან მარტივად გვინდა ყველაფრის მოგვარება ქართველებს

მარტივად კი არა..სწორად და სამართლიანად მინდა მე. თან ლეგიტიმურად.
ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 18:35) *
უბრალოდ ეს ისეთი სფეროა აქ რომ უმრავლესობას აზრები , რეფერენდუმები და გამოკითხვები ვატაროთ დედა მოედღნება რაც ფეხზე დადგა , მომრავლდა და მოშენდა იმასაც !!!!!

ნუ მაშინ მე შევთავაზებ სახელმწიფოს ჩემ ვერსიას და ის მიიღონ. მერე შენ დაემორჩილე. კანონი მერეც კანონი იქნება. D.gif
ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 18:35) *
დარწმუნებული ვარ უმრავლესობიდან(მაგ კატეგორიის მომპოვებლების) ყველას არ მოსწონს და არ უნდა დღევანდელი აკრძალვები რაც არის მოსანადირებელ ინდივიდებზე და რა გამოდის ?? ესეიგი რაც უმრავლესობას უნდა რომ მივუშვათ დედა აღარ ეყოლება ფლორა ფაუნას

ნუ ეგ საერთოდ შეურაცხყოფაა ხალხის..მაგრამ მე გავატარებ. უმრავლესობა თუ ბრაკონიერი და მეხორცეა..მიხედოს გარემოს დაცვამ. მგონი კი გააქტიურებულან. ეგ სხვანაირად გვარდება და არა ჩემი წატისკვით. მითუმეტეს..იმათთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 18:35) *
რატომ ??? გითხრა აქტუალური შთაგონება უმრავლესობა " მონადირეების?? " აი ლოგიკა : მე არ მოვკლავ სხვა მოკლავს ... ერთი მაგის დედაც მე უდნა შემხვდეს და ვისიამოვნო ... მე თუ მოვკვდები ვის რას დარჩება სულ ღლეზე მკიდია ... მიანც უცხოელებზე იყიდება ყველაფერი და დედა არმოუტ*** ბუნებას ... სეზონო რომ გაიხსნება მერე რაღა შემხვდება და ასე შემდეგ ..... შორს წავალ უარესები მაქვს გაგონილი და პირადათ მოსმენელი და ჩემი თვალით დანახულებს ნუ მომაყოლებთ რაც ამ ბოლო წლებში ვნახე .........

მერე მიხედონ მაგ ხალხს..ვინმემ დაუშალა?.. თუ კანონი არ აძლევდა საშუალებას..რომ ეგენი წაეკუზათ?.. რომელიმე მუხლი იცავდა ბრაკონიერს?.. სწორედ მანდ ვარ მეც..რომ მაგ ადამიანების ტვინი რომ შემობრუნდეს სწორი მიმართულებით..სხვა რამეა გასაკეთებელითქო და მთელი გეგმა დავდე. ეს კანონი..კიდე ერთ მიზეზს აძლევს მაგ ადამიანებს..საერთოდ დაიკიდონ თოფის გაფორმება და სწორად ნადირობა. პახოდუ ჩვენც ვიტანჯებით. შეცომაა.

ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 18:35) *
შთაგონება , კულტურა , ბუნების და ფლორა - ფაუინის სიყვარული , ქვეყნის სიყვარული და ურთიერთ პატივისცემა თუ არ იქნება ამ სფეროში უმრავლესობის აზრი დამღუპველია !!!

გამუუუმარ.... ჯოს..ჯოს...ჯოს.. D.gif
ამ სფეროში?... ბიჯო..მთელი ქვეყანა დაღუპა უმრავლესობამ და შენი ხმა არ გამიგია. რაღა ნადირობაზე გაგახსენდა ეგ სიბრძნე?. D.gif
ციტატა(zaxara @ 12th November 2015 - 18:35) *
მინდა და როგორი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა კი დავწერე

ებიჯო..თუ კარგ ქვეყანაში გინდა ცხოვრება.. გააკეთე კარგი ქვეყანა. ეგ ნიშნავს..რომ არ უნდა იცავდე იმას..რაც ცუდია. და ნუ გგონია ეგ არის კარგი..რადგან შენ მოგწონს. ხიხია ეგ ხიხი... D.gif

პოსტის ავტორი: dima71 Nov 12 2015, 19:06

ციტატა(uiaragho @ 12th November 2015 - 09:36) *
ანუ შედეგად უნდა მომრავლდეს კაკაბი, ხოხობი , კურდღელი, შველი არჩვი


ისე რა ამ პოლემიკის პასუხია და რამდენი ხანია აკრძალულია ამათზე ნადირობა?..და იქიდან მოყოლებული მრავლდებოდა ნეტა? როგორც აქ იტყვიან ...ია ვიცი, ია ვიცი!!! wtfg.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 13 2015, 17:03

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე 168 ცალი ფრინველის ხმის იმიტატორი ე.წ. მანოკი ამოიღო.

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ფრინველის მოზიდვა დასჯადია და აღნიშნული ქმედება დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება.

ე.წ. მანოკის გამოყენების გარდა, ამ დროისთვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია ნადირობის წესების დარღვევის 473 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს და მოუწოდებს ყველას დაიცვან ნადირობის წესები. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 153.
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/
მერე კიდე გვიკვირს მწყერი რატო არარიო

პოსტის ავტორი: chipo_20 Nov 13 2015, 19:46

მე რო მკითხო ეხლა რაც ამ მთავრობამ გააკეთა და მადლობელიც ვარ ეს გარემოს დაცვაა მაგრად მიხარია რო ასე კარგად მუშაობენ .მაგრამ ეს საქართველოა და მაინ არაფერი ეშველება ქართველ მონადირესსს .და რო მკითხოთ რატო არ ეშველებაო ბარემ გიპასუხებტ აიხედედ ჩემი ნაწერის ზემოთ რო სურათები დევს და გადათ პირველ გვერდზე და ნახეთ ყველა სურათი და ეგ იკნება ჩემი პასუხი კითხვაზე რატომ არ ეშველება.

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 13 2015, 23:24

chipo_20
იქნებ ლინკი დადო უსაშველობის , ვერ გავიგე რას გულისხმობ.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 14 2015, 01:22

ციტატა(chipo_20 @ 13th November 2015 - 21:46) *
აიხედედ ჩემი ნაწერის ზემოთ რო სურათები დევს და გადათ პირველ გვერდზე და ნახეთ ყველა სურათი და ეგ იკნება ჩემი პასუხი კითხვაზე რატომ არ ეშველება.

ავიხედე..პირველ გვერდზეც გადავედი. ვერაფერი ვერ გავიგე და უკან გადმოვედი. ანუ რისი თქმა გინდა?..
ისე..მე მაინც ოპტიმისტად დავრჩები და ”არაფერი გვეშველებას” გვერდს ავუვლი. რათქმაუნდა გვეშველება..უბრალოდ დროის საკითხია. რამდენხანში?.

პოსტის ავტორი: chipo_20 Nov 14 2015, 09:29

გეტყვით ჩემ აზრს მაგის შესახებ თუ რატო არ გვეშველება.რად უნდა იმას გარემოს დაცვა რო მანოკით არ უნა ინადირო არჩვი არ უნდა მოკლა შველი არ უნად მოკლა ფანრით არ უნდა ინადირო .და ყველაზე მეტად რაისთვისაც ჯარიმდებოდნენნ 10 ლარიანი კვითარი რო უნდა აიგოო.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 14 2015, 10:10

chipo_20
ნუ ეხლა ეგ კი მართალია..მაგრამ ეგრე კიდე იმდენი რამე გვეხერხება ქართველებს. ეგ სხვა და გაცილებით მძიმე თემაა. 40 წელი უდაბნოსი ხეტიალი ჭირდება მაგის გამოსწორებას.

პოსტის ავტორი: kupra Nov 14 2015, 20:04

გვეშველება თუ კარგად და უკეთესად დაიჭირეს ეგეთი განდონები ჯარიმები დიდი უნდა იყოს და ვინც კიდე ძაან თავზე გადაიჯვამს იმას ციხე და მერე ეშველება ყველაფერს უბრალოთ მტაცებელზე უნდა დაუშვან ნადირობა და რატო არ უშვებენ ჩემამდე არ დადის

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 16 2015, 13:58

მეგობრებო ერთი რამე მაინტერესებს.
ფანრით არ ვნადირობ არც ლიცენზიის გარეშე მინდარია და არც აკრძალული რაც არის იმ ფრინველზე. უბრალოდ ტყისქათმის "პერელიოტზე" რომ ვდგები პატარა ფანარი მაქვს და ლულაზე ვამაგრებ იმ მიზეზით რომ სადაც ვნადირობ ძაან დაბალზე გადმოდის ხოლმე და არ ჩანს ნორმალურად.
ცაზე როცა არის ჩანს მაგრამ როგორც კი დაიწევა ვკარგავ.
რო შემხვდეს გედეი დამაჯარიმებს მაგის გამო?
აი ესეთი ვარიანტია.
მუდმივი ჩართვაც კი არ აქვსnewsmile05.gif
ფირფიტაზე დააჭერ გაანათებს აუშვებ ჩაქვრება.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 16 2015, 14:10

პ.ს
ზოგადად ბრაკონიერობას რაც შეეხება: შსს თანამშრომლები და ბობოლა სასტავები ვისაც აქვს "ზადნიცა" ისინი ხოცავენ თუ ხოცავენ თორე უბრალო მოქალაქეები ისე არიან დაშინებული ერთეულები თუ ბედავენ ან მანოკით ნადირობას ან აკრძალული ნადირ/ფრინველის მოპოვებას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 16 2015, 15:41

Aslan Memishishi
კანონით აკრძალულია და დაგაჯარიმებენ

კანონით ნებისმიერი ელექტრო ხელსაწყოს გამოყენება იკრძალება როგორც ვიცი. მანოკი, პროჟექტორი, პაიალნიკი, სინხროფაზატრონი და სხვა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 16 2015, 16:46

ჭალიმგელა
პერელიოტის დროს რომ დავამაგრო წამოსვლისას კი მოვხსა რა უჭის ვითო newsmile019.gif

მართლა არ ჩანს ეს დედააფეთქებული რა newsmile05.gif

ზოგადათ ვიცი რომ ნებისმიერი სახის ფანრით ნადირობა აკრძალულია მაგრამ მე ხომ არ ვნადირობ ამით უბრალოდ პერელიოტზე სროლის დროს ვაჭერ ამ ღილაკს რომ საქმე გავიმარტივოnewsmile05.gif თუნდაც იმ პონტში რომ სად ჩამოვარდა ან საერთოდ ჩამოვარდა თუ არა რომ დავინახო.

ისე გედეი მართლა აქტიური იყო წელსnewsmile05.gif მწყერის სეზონზე აჭარაში საკმაოდ ბევრი დაშტრაფეს ღამე ფანრით და საჩოკით ვინც დადიოდა მაგრამ დღისით არასდროს შემხვედრიანnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Nov 16 2015, 17:49

ორი კვირის უკან ლოჭინის ხეობაში გაჩეხილი მუხები გადავიღე ვიდეოზე და გადავაგზავნე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში რა რეაგირება მოყვა?
საერთოდ მიაგნეს იმ ადგილს? კაციშვილი არ დაინტერესებულა ამ ფაქტით, რას ეზახით მუშაობას მემანოკე და რეფლექტორით მნადირე რო უნდა დააჯარიმო მაგაზე ორი აზრი არასებობს მაგრამ თბილისიდან 10 კილომეტრსჰი რო მუხნარს გაჩეხავენ და ყველას კიდია ეს ფაქტი ის არაა სქმე? ეხ!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 16 2015, 21:15

ციტატა(Aslan Memishishi @ Nov 16 2015, 17:46) *
ჭალიმგელა
პერელიოტის დროს რომ დავამაგრო წამოსვლისას კი მოვხსა რა უჭის ვითო


D.gif D.gif D.gif

პერელიოტზეა აკრძალული თორემ გზაში რამდენიც გინდა ანათე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 16 2015, 21:49

ციტატა(Chalimgela @ 16th November 2015 - 16:41) *
სინხროფაზატრონი

ტექნოპლანქტონი?

პოსტის ავტორი: giuli Nov 16 2015, 23:36

გდი რო მუშაობს ძაან კარგია რო დაიჭირეს ფაქტზე ესეც კარგია მარა უფრო საინტერესოა მერე რა ბედი ეწიათ დაურეკეს და გააშვებინეს თუ ფული აიღეს და გაუშვეს ეს ყველაფერი უნდა გაატელევიზორონ რომ მავანს და მავანს ხასიათი გაუფუჭდეს ისე 21 მწყერის მოკვლაც ბრაკონიერობაა და მაკე შველის მოკვლაც?

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 17 2015, 00:30

giuli
გეთანხებით ბატონო გიული ერთი არარის და არც ისჯება ერთნაირად
მაგრამ კიდევ ერთი საკითხია ჩემთვის მაგალითად მანოკისტი და დენით მოთევზავე უფრო ბრაკონიერია ვიდრე შველზე მონადირე რადგან კანონის გარდა არსებობს ნადირობის დაუწერელი წესები. ხოდა მდევრებით ნადირზე მონადირე არაფერ ამორალურს არ სჩადის განსხვავებით მანოკისტის და ელექტრიკისგან
კანონი როგორ უყურებს ამას ეგ კიდე სსვა საკითხია

პოსტის ავტორი: საბო Nov 17 2015, 12:04

გუშინ მებლატავა ერთი. კახეთში ფარზე 6 კურდღელი, 12 ქათამი მოვკალითო. მერე ალაზანი ავაფეთქეთ და 70 კგ თევზი წამოვიღეთო. გარემოს დაცვის უფროსი (რაიონის) საქმის ყურში იყოვო და იმან გვითხრა როდის უნდა გავსულიყავით, არავის რომ არ დავეჭირეთო. თუ ამ საქმით დაინტერესდება ვინმე ( ნუ ეხლა ფაქტზე დაჭერა უკვე ვერ მოხერხდება, მაგრამ გაიმეორებებნ სავარაუდოდ კიდევ ), შემიძლია ტექნიკურად გავარკვიო, რომელ რაიონზეა საუბარი.

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 17 2015, 12:27

ციტატა(sabo73 @ 17th November 2015 - 13:04) *
გუშინ მებლატავა ერთი. კახეთში ფარზე 6 კურდღელი, 12 ქათამი მოვკალითო. მერე ალაზანი ავაფეთქეთ და 70 კგ თევზი წამოვიღეთო.

აუ პროსტა რა დონეზეა გაუნათლებელი ხალხი წარმოგდგენია? აბა მაგას რო ცოდნოდა რას ჩადიოდა კაკ მინიმუმ შერცხვებოდა მაინც რო თქვა ეგეთი რაღაც
კურდღელი შეიძლება მოეკლათ მაგდენი მე სადაც ვენახები მაქ იმდენია ღამე ფარით რო იაროს კაცმა ექვსაც მოკლავს და 10 საც მაგრამ საბედნიეროდ არ შემინიშნავს იქ ფარით მონადირეები
აი 70 კილო თევზი რაამბავია ან როგორ ამოიღეს გრადით უნდა დაბომბო მაშინ მდინარე

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 17 2015, 13:44

ცოტას წაამატებდა D.gif
ისე მართლა რა მეხორცე უნდ აიყო რო მაგდენი დახოცო newsmile05.gif თან მეთოდზე იკაიფე რა ბლინnewsmile05.gif

ეს კურდღელი თუ მაგდენია დაუშვან ლიცენზიით ნადირობა რა მოხდება?
იყოს თითო კურდღელზე 50ლარი ან რავი დაადგინონ ლიმიტი + ფასი და კაცი ისიამოვნებს რა.
თურქულ ნადირობებს ვუყურებ ხოლმე და კაკაბზეც ნადირობენ და კურდღელზეც.
შველი და კიდე ბევრი ჩლიქოსანი იქაც აკრძალულია.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)