მთის კალმახის გამრავლება.ექსპერიმენტმა გაამართლა!!! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
მთის კალმახის გამრავლება.ექსპერიმენტმა გაამართლა!!!, ლიპსიტების გაშვება 24.07.2011
გოგა
პოსტი Jul 25 2011, 22:16
პოსტი #1


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ კალმახის და საერთოდ ბუნების მოყვარულო ხალხო,მინდა გაგაცნოთ ერთი სასიხარულო ინფორმაცია.
წელიწადზე მეტია რაც ამ საქმეზე მიდის მუშაობა
კერძოდ საჩხერის რაიონში გაჩნდა იდეა,რომ მთის წითელწინწკლიანი კალმახი გაემრავლებინათ და გაეშვათ ისევ მდინარეში
ამ ამბავს ხელი მოჰკიდა ჩვენმა ფორუმელმა,ჩვენმა ახლობელმა,ბუნების მოყვარულმა და კარგმა ადამიანმა

თავიდან დაიწყო ინფორმაციის მოძიება,კითხულობდა საერთოდ ვინმეს თუ გაუმრავლებია თევზის ეს ჯიში.მაგრამ როგორც მახსოვს კონკრეტულ ფაქტს და ამის გამკეთებელს ვერ მიაკვლია.
ლაპარაკი კი იყო საკალმახეების მფლობელებთან,მაგრამ მოგეხსენებათ საკალმახეებში ამრავლებენ ცისარტყელა კალმახს,რომელიც უფრო ადვილად მრავლდება,
ზომაშიც მალე იზრდება და მეტ ქვირითსაც ყრის.გარდა ამისა უფრო ადვილად ეგუება თბილ წყალს
მთის კალმახს კი უყვარს ცივი და სუფთა წყალი,ძნელად ეგუება ტბის მდორე წყალს.

იმის და მიუხედავათ რო შანსი პატარა იყო გამართლების,გადაწყდა რო უნდა იცადოს ლიფსიტის გამოყვანა.
გაკეთდა ხელოვნური ტბა
ამ სურათში უკვე თითქმის დაცლილია(იმ დღეს მოხდა წყლის გაშვება რო ლიპსიტა გასულიყო)




ესაც ტბის ვიდეო და გვერძე მდინარე

http://www.youtube.com/watch?v=yTJXk0AhUhA


ტბას გაუკეთდა შემავალი და გამავალი მილები რომ ემოძრავა სუფთა წყალს
მაგრამ როგორც ჩანს ამის მიუხედავათ მცენარეები არ აკლდა
გაუკედა საქვირითე,ანუ სადაც შემავალი ტოტი იყო,იქ საჭირო იყო ქვიშიანი და კენჭიანი ზედაპირი.კალმახი ხომ ზემოთ მიიწევს ქვირითის დასაყრელად

http://www.youtube.com/watch?v=nkTnBWTdFRc


ამის შემდეგ კი მოხდა მდინარეში დაჭერილი თევზის გაშვება.როგორც მახსოვს ბოლო ინფორმაციით 80 თევზი გაუშვეს ტბაში
ტბის შუაში დაიკიდა განათება და ღამის განმავლობაში სინათლესთან მოგროვილი მწერით იკვებებოდა თევზი
ამას გარდა როგორც ვნახე ტბაში იყო თავკომბალები,ღორტავები









კარგა ხანი ველოდეთ ქვირითის დაყრას და ერთხელაც დამირეკეს საჩხერიდან კარგი ამბავის სახარებლად newsmile05.gif
მოკლეთ დაყარა ქვირითი,მაგრამ ცოტა არ იყოს დაჩეკვის გვეშინოდა,გვეგონა არ დაიჩეკებოდა(არ ვიცი,მე ეგრე მეგონა)
ამოიყვანეს დიდი თევზი ტბიდან და გადაიყვანეს იქვე მეორე ხელოვნურ ტბაში,მომავალი წლის პროცედურის ჩასატარებლად newsmile05.gif

კონკრეტული თარიღები აღარ მახსოვს,მაგრამ ის კი მახსოვს რო მითხრეს ლიპსიტაც გამოჩნდაო

დაიჩეკა ლიპსიტა და დაიწყო იმის ლოდინი თუ როდის გაიზრდებიან
ცოტა წამოიზარდნენ და ამ დროისთვის უკვე ამ ზომისები არიან










http://www.youtube.com/watch?v=4l2yWmMfi1A


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Jul 25 2011, 22:24
პოსტი #2


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მაგრამ ერთი ცუდი რამ ახლდა თან,როგორც ჩანს 3 თევზი გაეპარათ დიდების ამოყვანის დროს და ამ ხნის განმავლობაში ტბაში იყო
რა თქმა უნდა ეს დიდი თევზი საკმაო რაოდენობის ლიფსიტას გაანადგურებდა




http://www.youtube.com/watch?v=98rDribJJ3c


http://www.youtube.com/watch?v=lLO0yKHR_uE


http://www.youtube.com/watch?v=_UtG188c3ZQ



ზუსტ რაოდენობას ვერ დაითვლი,მაგრამ მაინც იყო საკმაო რაოდენობის ლიფსიტა დარჩენილი
დაცურავდნენ თავისთვის
ვიდეოებიც კი მაქვს მაგრამ არ ჩანს კარგათ და რომელზეც ცოტა მაინც გაირჩევა იმას დავდებ

http://www.youtube.com/watch?v=06OgN1cTLBk


ხოდა კი მოხდა ამ თევზის ბუნებაში გაშვება და საკმაოდ კარგი დახმარება გამოვიდა იმ პატარა მდინარეებისთვის!!!
მომავალ წელს ალბათ უფრო დახვეწილად მოხდება იგივე პროცედურის ჩატარება და ლიფსიტაც უფრო მეტი იქნება გასაშვები

შემდეგ რა თქმა უნდა პატარა სუფრაც გაიშალა ტყეში და დავლოცეთ მომავალი თაობაც newsmile05.gif

კლუბ ოჩოპინტრეს სადღეგრძელოც დაილია,მაგრამ ვიდეო ცუდი ხარისხის არის და დადებას აზრი არ აქვს

















ესაც იქვე გადაღებული სურათები

















იშრომა ამ ხალხმა და როგორც ჩანს უშედეგოდ არ ჩაუვლია მათ შრომას

მადლობა მინდა მოვუხადო ამ კოლექტივს მთელი თავისი უფროსიან ეგერებიან და ყველა ხელის შემშველებლიანად newsmile05.gif
ჩვენთვის კეთდება ეს ყველაფერი,ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ბუნებისთვის
გაიხარეთ ხალხო და ღმერთმა მეტის გაკეთების შესაძლებლობა მოგცეთ!!!

ისე ვისაც საშუალება აქვს იგივე რამის გაკეთების,მემგონი ღირს გარჯად!!!
რამოდენიმე მდინარეს რო გაუკეთდეს პატარა ბასეინები,ყურადღების მიქცევის შემთხვევაში შევინარჩუნებთ ამ ულამაზეს თევზის ჯიშს!!!
პ.ს. წესით არ უნდა გვჭირდებოდეს ამის გაკეთება,ისედაც მდიდარი მდინარეები გვაქვს,მაგრამ ბრაკონიერების ხელში კიდევ კარგათ არის საქმე!!!

ეხლა ისე მეძინება ვერ მომდის თავში ბევრი რამ,თორე ბევრი რამის აღწერა შეიძლება.
დანარჩენს,თუ რამე გამომრჩა,თითონ დაამატებს ამ საქმის ორგანიზატორი
და დეტალებშიც უფრო თუ გაგვარკვევს კარგი იქნება newsmile05.gif


უი ხო,ერთი ცუდი ამბავი ვნახეთ
ამ ტყეში ხდება უკვე გადაშენებული სახეობების აღდგენა
მაგალითად ჩამოიყვანეს გარეული ღორები და და გაუშვეს ტყეში.
უკვე გოჭებიც ყავთ როგორც ეგერებმა ნახეს
მაგრამ იმ დღეს უპოვნიათ ერთი გოჭი მკვდარი









ულვე წაყვანილი ყავთ ექსპერტიზაზე რო გაარკვიონ რამე ავადმყოფობა ხო არ შეეყარა
გარეგანი დაზიანებები არ ეტყობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 25 2011, 23:10
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მადლობები გოჩას და ყველა იმ ხალხს ვინც მას გვერდზე უდგას...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Jul 25 2011, 23:48
პოსტი #4


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jul 26 2011, 00:11
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



კარგი საქმე კეთდება საღოლ იქნებ გაირკვეს მაგ გოჭს რა დაემართა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 26 2011, 08:28
პოსტი #6


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ეგეთ ადამიანს, მაგარ საქმეს აკეთებენ და დაუფასდებათ კიდეც.......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 26 2011, 09:58
პოსტი #7


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მადლობა მინდა მოვუხადო ამ ხალხს , ღმერთმა ხელი მოუმართოს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Jul 26 2011, 10:07
პოსტი #8


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jul 26 2011, 10:38
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



დიდი მადლობა ასეთი კარგი საქმის წამოწყების და განხორციელებისთვის small3d018.gif ღმერთმა ხელი მოგიმართოთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jul 26 2011, 11:40
პოსტი #10


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოკლედ რა მაგრები ვართ ეს საჩხერლები!!! newsmile027.gif
ძალიან მაგარი და სერიოზული საქმე კეთდება როგორც რაიონისათვის,
ასევე კარგი და დადებითი მაგალითი საქართველოს სხვა კუთხეებში
მცხოვრები ბუნების მოყვარულთათვის (ახლა თქვან მარტო დაჭერა და მოკვლა გაინტერესებთო!
)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Jul 26 2011, 13:17
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ღმერთმა გვიმრავლოს ასეთI კარგი ხალხი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jul 26 2011, 15:19
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თვალს და გულს უხარია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jul 26 2011, 15:24
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაგარია small3d018.gif წინ სვლა და წინ სვლა!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საჩხერე
პოსტი Jul 26 2011, 15:30
პოსტი #14


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 152
რეგისტრ.: 8-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: saCxere



როგორც მახსოვს ოჩოპინტრეს სადღეგრძელო სკამზე ასვლით იყო. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

რავა დავდო მაი ვიდეოოც??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jul 26 2011, 15:36
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ კარგი საქმის ყველა მოთავეს და შემსრულებელს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:28