ფერადი ზღვები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ფერადი ზღვები
Caldera
პოსტი Jul 14 2011, 11:06
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რომ არსებობს 5 ფერის ზღვა, ესენია: თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე.

თეთრი ზღვა - ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შიგა ზღვა. გაწოლილია ბარენცის ზღვის სამხრეთით.

შავი ზღვა - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის.

წითელი ზღვა- (ვარაუდობენ, რომ სახელი ეწოდა ზღვაში მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალმცენარეების Frishodesmium erythraeum-ის არსებობის გამო, რომლებიც ზოგჯერ მოწითალო ფერს იღებენ), მდებარეობს ინდოეთის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვა არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. სუეცის არხით უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას, ბაბ-ელ–მანდების სრუტით - ადენის ყურესა და არაბეთის ზღვას. ფართობი შეადგენს 438,000 კმ²-ს. სიგრძეში დაახლოებით 2250 კმ-ია, ხოლო სიგანეში 355 კმ. მისი მაქსიმალუირი სიღრმეა 2211 მეტრი, ხოლო საშუალო - 490 მეტრი.

ყვითელი ზღვა— ნახევრად-შიდა ზღვა წყნარი ოკეანის აუზში, აზიის სანაპიროებთან. ეკუთვნის 3 ქვეყანას: ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა. ფართობი — 416000 კმ², ყველაზე ღრმა ადგილი — 106 მ. ტემპერატურა წყლის ზედაპირზე თებერვალში 0-+8 C°, ხოლო აგვისტოში +24-28 C°. მარილიანობა — 24-36‰.

მწვანე ზღვა - სარგასოს ზღვა მდებარეობს ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, შემოსაზღვრულია დინებებით. დასავლეთით გოლფსტრიმის დინებით, ჩრდილოეთით ჩრდილოატლანტიკური დინებით, აღმოსავლეთით კანარის დინებით, სამხრეთით ჩრდილოეკვატორული დინებით. ზღვის სახელწოდება მოდის წყალმცენარე სარგასო-დან რომელიც ზღვას მწვანე შეფერილობას აძლევს.


შეიძლება დიდი არაფერი მაგრამ საჭირო ინფოა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 14 2011, 18:39
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სულ მაინტერესებდა, ზღვის ფერის სახელწოდებები საიდან მოდიოდა


და... მეწამული ზღვა (მკვდარი ზღვა) ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 17 2011, 22:24
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Davitus @ 14th July 2011 - 19:39) *
და... მეწამული ზღვა (მკვდარი ზღვა) ?


არა

წითელი newsmile05.gif

მეწამული ფერი არის წითელი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 03:40