თევზაობის პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
თევზაობის პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი"
akela1954
პოსტი Apr 2 2010, 13:16
პოსტი #31


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



(dila)adriano
კითხვას, რომ დაიწყებ და თავს აღარ დაანებებ ე.ი. კარგია!!!!! ერთი ძველი, წიგნად გამოქვეყნებული ნაშრომი მაქვს (ან მაქვს ან არა, ვეღარ ვპოულობ) ნადირობა და თევზაობა ქართულ ფოლკლორში, 60-70 წლებშია გამოცემული. თანამედროვესაც შეგროვება და მოვლა სჭირდება. მითუმეტეს, რომ ხელგემწიფება და გეხალისება, კარგადაც გადმოსცემ. სამეგობროც პარნასის მაცქერალი გყავს. ვისიამოვნე დასურათებული ანგარიშის ხილვით.ერნესტ ჰემინგუეის ნათქვამი აქვს; მწერალი მეძავ ქალსა ჰგავსო. მეძავს თავისი სხეულის გაშიშვლება, მწერალს კი სულის გაშიშვლება უხდებაო. სანამ ადამის მოდგმა არსებობს წამკითხავი არცერთს არ მოაკლდება.
დაიჭირე და გაუშვის პრინციპის წარმოშობა კულტურული სათევზე მეურნეობებიდან წამოვიდა. დიდი ეგზემპლარების წყალსატევში არ გამოლევის მიზნით.
ჩვენს სინამდვილეში მეტნაკლებად ყველა მივდევთ მაგ პრინციპს. მაგრამ, ერთი, მაგრამ არსებობს; რა ვუყოთ ფიროსმანის ცოცხალს რომელიც მხოლოდ ერთი ციდაა thinking.gif (კილოიანი, სამად დაჭრილი კაპოტი, სუფრაზე ცოცხლად აღარ მოიხსენიება) newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif ასეთია ქართული სინამდვილე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი May 13 2010, 18:33
პოსტი #32


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ყველა მთევზემ კარგად იცის:
"ყველაზე დიდი თევზი იქაა, სადაც ჩვენ არ ვართ"
ყველაზე დიდი სიხარულიც ჩვენ გარეშე არსებობს
და სანამ ცოცხლები ვართ - სიკვდილიც შორსაა.

როცა ვიხსენებ
რამდენჯერ დამიჭირა სიკვდილმა და უვნებლად გამიშვა
ვხვდები
ადამიანზე მიმტევებელი ყოფილა
ის
სიკვდილი
ჩვენზე სულგრძელი
ჩვენზე შორსმხედველი

ფოკას მონასტერი
ბერების მეგობარი კალმახები
მათი ხელისგულების მკოცნელი კალმახები

ვრინდავანი
კრიშნას ერთგული თევზები
ვაიშნავების სიზმრებში მცურავი ლოქოები

ფსორიაზიანი ფეხები
მკურნალი ლიფსიტები
და...........

ინდური მანუ
ნოეს პროტოტიპი
ბავშვობაში გაშვებული თევზი რომ ვეშაპად დაუბრუნდა
და წარღვნის დროს ზურგით ატარა
ის და მისი ოჯახი

ყველა მთევზემ კარგად იცის:
ყველაზე დიდი თევზი მის დაბადებამდე რომ შეჭამეს
ზოგს წაუკითხავს კიდეც
ვოლგაზე დაჭერილი 800 კილოიანი ბელუგა 150 კილო შავი ქვირითით
ბიბლიური ვეშაპი იონა რომ გადაყლაპა
ან ბათუმის მუზეუმში შენახული "შავი ზღვის ვეშაპის ჩონჩხი"
ვერავინ რომ ვერ გაუბედა შეჭმა
ჩაქვში
1880 წლის მაისში

ზოგი მეტყვის
განა ვეშაპი თევზიაო?
გიპასუხებთ:
ის იმ ადამიანს გავს მიწიერს რომ განერიდა
და წყალში სუნთქის შეკვრა ისწავლა
უკაპიტნო და უმეზღვაურო წყალქვეშა ნავს გავს
საბოლოოდ რომ ისევ ხმელეთს უბრუნდება.

ყველა მეთევზემ კარგად იცის:
ადამიანსაც რომ ყავს პატრონი
ვერ ხედავს და სახელსაც ვერ არქმევს
მაგრამ...

იყოს მისი სახელი "მიტევება"
იყოს მისი სახელი " ვითარცა ჩვენ მივუტევებთ"
იყოს ჩვეეეენი პასუხი :
ამინ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი May 13 2010, 18:40
პოსტი #33


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



(dila)adriano
ეხლა მოიცააა
ლამისაა ანკესები ფანჯრიდან გადავყარო, რეებსა აქ რო წერ?
newsmile035.gif
აუ ჯრუანტელმა დამიარა!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი May 13 2010, 18:50
პოსტი #34


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(შოთა.03 @ May 13 2010, 19:40) *
(dila)adriano
ეხლა მოიცააა
ლამისაა ანკესები ფანჯრიდან გადავყარო, რეებსა აქ რო წერ?
newsmile035.gif
აუ ჯრუანტელმა დამიარა!!!

რას ქვია გადაყარო?
სასროლი ბადე ჩამომდის დღე-დღეზე სენაკიდან
კბილებამდე შეიარაღებული უნდა დავხვდე ივნისს newsmile027.gif

სავარაუდო რეისი:
იორი და მისი შენაკადები
ალგეთის სათავეები
და მდ. ჭერმისხევი. (მანდ თუ თევზი ვერ დავიჭირე - მე ვყოფილვარ ღამეგვიანო) newsmile027.gif
-
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი May 13 2010, 18:52
პოსტი #35


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



(dila)adriano
ციტატა((dila)adriano @ 13th May 2010 - 19:50) *
სავარაუდო რეისი:
იორი და მისი შენაკადები
ალგეთის სათავეები
და მდ. ჭერმისხევი

უჩემოდ თუ წახვალ იცოდე ლექსს დაგიწერ და აქ დავდებ
newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი May 13 2010, 19:04
პოსტი #36


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(შოთა.03 @ May 13 2010, 19:52) *
(dila)adriano

უჩემოდ თუ წახვალ იცოდე ლექსს დაგიწერ და აქ დავდებ
newsmile035.gif

ნოსოს თემაშიო დადე newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 13 2010, 20:52
პოსტი #37


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ერთი ამ სურათს შეცვლიდე რააააააააააააა ehh.gif ესეთი ლექსების ავტორს ეგ სურათი უნდა გედოს???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი May 13 2010, 20:59
პოსტი #38


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ჭალიმგელა @ May 13 2010, 21:52) *
ერთი ამ სურათს შეცვლიდე რააააააააააააა ehh.gif ესეთი ლექსების ავტორს ეგ სურათი უნდა გედოს???

ა ტი ლუჩშე ნა სვოი ნოს პოსმოტრი newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი May 13 2010, 21:01
პოსტი #39


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა((dila)adriano @ 13th May 2010 - 21:59) *
ა ტი ლუჩშე ნა სვოი ნოს პოსმოტრი

newsmile035.gif
ეგ ხო,მაგრამ ამ სურათით რო იმსჯელო არ გიხდება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი May 13 2010, 21:06
პოსტი #40


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(გოგა @ May 13 2010, 22:01) *
newsmile035.gif
ეგ ხო,მაგრამ ამ სურათით რო იმსჯელო არ გიხდება newsmile05.gif

მაშვინ მათხუე შენი ლეჟანკა newsmile040.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი May 13 2010, 21:10
პოსტი #41


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



(dila)adriano
გათხუებ გათხუებ რა პრობლემაა newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მამუ
პოსტი May 23 2010, 23:05
პოსტი #42


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 507
რეგისტრ.: 25-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მივესალმები ამ ყველაფერს და უმჯობესი იქნება თევზაობას თუ შევხედავთ და დავინახავრთ როგორც სპორტი და არა მუცლის და მეზობლების დასანაყრად.
თევზაობაში რაც მიზიდავს არის თევზთან ჭიდილი მისი ამოყვანა აწონვა,სურათის გადაღება და ცოტა ხანი თვალიერება.
არასდროს მითევზავია და არასდროს დამიჭერია თევზი იმის გამო რომ მერე შემეწვა ან მომეხარშა newsmile035.gif ვთევზაობ და ვიჭერ გასართობად. (გულით ვიძახი ამას)
და რაც შეეხება დაჭერას და სხვა წყალსაცავებში გაშვებას ძაან ფანტასტიური იდეაა.small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი May 24 2010, 00:15
პოსტი #43


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
რაც შეეხება დაჭერას და სხვა წყალსაცავებში გაშვებას ძაან ფანტასტიური იდეაა

ძალიან საფრთხილო საქმეა. ყველა წყალსატევს თავისი მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, ჩხირები, პარაზიტები და ა.შ. ჰყავს და ამ ყველაფერთან ერთად არის ბალანსი დაცული. როდესაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაგყავთ თევზი, მას მიყვება ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპონენტი, რამაც შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს ჩვენდაუნებურად. ინერნეტში მრავლად არის ინფორმაცია ამის შესახებ და კარგი იქნებოდა გაცნობოდით სანამ კონკრეტულ ქმედებებზე გადახვალთ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 24 2010, 00:24
პოსტი #44


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



wtfg.gif
აქ პირველად შემოვიხედე...და გაოცება როდის გამივლის....არც კი ვიცი.....
ციტატა((dila)adriano @ 13th May 2010 - 19:33) *
ყველა მთევზემ კარგად იცის:
"ყველაზე დიდი თევზი იქაა, სადაც ჩვენ არ ვართ"
ყველაზე დიდი სიხარულიც ჩვენ გარეშე არსებობს
და სანამ ცოცხლები ვართ - სიკვდილიც შორსაა.

როცა ვიხსენებ
რამდენჯერ დამიჭირა სიკვდილმა და უვნებლად გამიშვა
ვხვდები
ადამიანზე მიმტევებელი ყოფილა

მაგარი გამოსვლაა... სერიოზული შთაბეჭვილების ქვეშ აღმოვჩნდი.... small3d018.gif
თევზს რო ვიჭერდე....მართლა გაუშვებდი....მაგრამ ძირითადად..ანკესი მიზეზად მიმაქვს ხოლმე... წყალში ვაგდებ და ვისვენებ..პეიზაჟის ყურებაში.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი May 24 2010, 00:31
პოსტი #45


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბატონო პენდრაგონ
აქ ჩევენ სრულიად სხვა წყალსატევებზე ვსაუბრობთ
ვთქვათ:
თბილისისზღვის ირგვლივ
რამდენიმე დაჭაობებული ტბაა
მათი ფაუნა ძირითადად ამფიბიებისაგან (ბაყაყები) და მდორე წყალში მობინადრე მწერებისგან შედგება

მასში თაღლითას ან ღორჯოს გაშვებით
ნეტა რა ეკოლოგიური კატასტროფა უნდა დაემართოს სამყაროს?????
არ მოეწონებათ ტბორი და წამოვლენ სახლში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 13:17