James Purdey - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
Bone
პოსტი May 23 2012, 19:53
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მინდა შემოგთავაზოთ ნაშრომი, ერთი კეთილი ადამიანის, გლუვლულიანი თოფების უბადლო მცოდნის, მონადირის, მეძებარი ძაღლების მოყვარულის, ყველასთვის ცნობილი მონადირის (ჩემი მასწავლებლის) თეიმურაზ ლომინაძის ურიცხვი შრომიდან ერთ ერთი.

პ.ს. სტატია წარმოდგენილი იყო ჟურნალ "ნადირობაში".
დღეისათვის ინტერნეტ სივრცე ძირფესვიანად ცვლის პრესისა და საკითხავი ლიტერატურის ფუნქციას. ამიტომ გადავწყვიტეთ ბატონი თეიმურაზის ნაშრომი კიდევ ერთხელ გადავცეთ მკითხველს , ახლა უკვე ჩვენი ფორუმის საშუალებით.

საავტორო უფლებები დაცულია !

უფლება მოპოვებულია პერსონალურად, სტატიების ავტორისგან თეიმურაზ ლომინაძესგან.
უფლება მოპოვებულია პერსონალურად, ჟურნალი "ნადირობა"-ს დამფუძნებლისგან ბნ გოდერძი გურულისგან.





James Purdey


1970 თუ 1971 წლის დეკემბერი იდგა.ჩემს უფროს მონადირე მეგობრებტან ერთად ჩათმაში ვნადირობდით კაკაბზე.


ჩვენს ჯგუფში, ერთი ჩემთვის უცნობი,ხანდაზმული მონადირეც იყო.მე ტავიდანვე დამყვა სანადირო იარაღისადმი ინტერესი.ყველა თოფს ვაქცევდი ყურადღებას , ვაკვირდებოდი, ვიმახსოვრებდი...იმ მოხუცს "პერდე" ჰქონდა.
ძველი საკმაოდ პეძგაცლილი, მაგრამ მტკიცე და ლამაზი. ვიცოდი, რომ სადღაც ირეალურ სივრცეში,არსებობდა მსოფლიოში ყველაზე კარგი თოფი "პერდე" და აჰა, იგი ჩემს წინ არის , იგი რეალურობაა. თვალს ვერ ვაშორებდი - ეს არის ? უფრო ვიგრძენი, ვიდრე დავინახე, რომ იგი ჩვენს თოფებს არ ჰგავდა. თითქოს არაფრით გამოირჩეოდა სხვებისაგან მაგრამ მაინც სხვა იყო. ეჭვის თვალით დავხედე ჩემს ახალთახალ "იჟ-26" -ს .


შესვენებაზე საშუალება მომეცა კარგად დამეთვალიერებინა ეს თოფი. იგი ჩვენს თოფებზე გაცილებით მსუბუქი და მოხდენილი იყო და ისეთი გრძნობა დმეუფლა თითქოს ვერასოდეს მოვიშორებდი ხელიდან. როგორი მიტანა აქვს მეთქი, არც თუ ტაქტიანად ვკითხე მოხუცს. მან შეამჩნია ჩემი ინტერესი და პასუხად ღვინის დაცლის ბოთლზე მიმითითა-აგე, იმ ქვაზე დადე და 50 ნაბიჯი გამოთვალეო. მერე ადგა და ჩემს მიერ მონიშნული ადგილიდან ბოთს 7 ნომერი საფანტი ესროლა. მომეჩვენა, თითქოს ქვას ელვა დაეცა და უთვალავ ნაპერწკლებად დაიშალა. თვალს არ ვუჯერებდი, ქვაზე შუშის ფქვლილი ეყარა და ზედ ბოთლლის წამტვრეული ძირი და ყელი ეგდო
XVII-XVIII საუკუნეების ინგლისში, სანადირო იარაღის წარმოაბაში, ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, რათქმაუნდა იყვნენ ცალკეული ოსტატები, რათქმაუნდა კეთდებოდა იარაღი, სანადიროც და სამხედროც, მაგრამ ინგლისელები საკუთარს კონტინენტიდან შემოტანილს ამჯობინებდნენ. ინგლისელი და შოტლანდიელი ოსტატებიც თავინთ თოფებს ევროპაში ნაყიდი ნაწილებისაგან აწყობნენ. ჩახმახებს გერმანიაში ყიდულობდნენ ზოგჯერ საფრანგეთშიც, ლულები კი უმეტესწილად ესპანეთიდან შემოჰქონდათ რადგან ესპანური ლულები იმ დროინდელ ევროპაში საუკეთესოდ ითლებოდა.
ამ ორი საუკუნის განმავლობაში, რაც ერთგვარ მოსამზადებელ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს , თიტქოს მწიფდებოდა მუხტი, გროვდებოდა ენერგია იმისათვის ,რომ შემ,დეგ ერთბაშად მომხდარიყო აფეთქება, ბუმი და XIX საუკუნის დასაწყისში, სულ რაღაც ორ ათეულ წელიწადში, წარმოჩენილიყო პირველზხარისხოვან მეიარაღეთა ის პლეადა, რომლებმაც თავიანთ შთამომავლებთან და მოწაფეებთან ერთად შექმნეს და განავოითარეს დღეს ასე ცნობილი ინგლისური საიარაღო სკოლა. XIX საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში სანადირო თოფის განვითარებამ და სრულყოფამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და შედეგად მივიღეთ ის ფენომენი, რასაც დღეს ეს გენიალური მანქანა - ორლულიანი სანადირო თოფი ეწოდება.
ისტორიამ ბევრი იმ დროინდელი მეიარაღის სახელი შემოინახა, მათ შორის ერთს, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, წინასწარ ჭვრეტით დაჯილდოებულ ადამიანს არგუნა ბედმა ხსენებული სკოლის მაგისტრალური ხაზის განსაზღვრის საქმეში გადამწყვეტი როლის თამაში.ეს იყო ჯოზეფ მენტონი - ოსტატი, გამომგონებელი, ნოვატორი, მასწავლებელი...ჯოზეფ მენტონი ჭეშმარიტად უნიკალური პიროვნება იყო:ენერგიული,დაუდეგარი,ნიჭი მუდამ რაღაცას იგონებდა და აუმჯობესებდა უკვე მოგონილს. მისეული თოფების ხარისსხზე, სიძლიერესა და გამძლეობაზე დღესაც, ორასი წლის შემდეგ ლეგენდებია შემორჩენილი. 1808 წელს მენტონს გაუკეთებია ერთი ორ ლულიანი 16 კალიბრის კაჟიანი თოფი ფრინველზე სანადიროდ (4673) სპეციალისტების აზრით, ეს ყოფილა ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო საფანტიანი თოფი. მასში განხორციელებულია მენტონის ყველა მაშინდელი მიღწევა. განგების ძალით ამ თოფმა დღემდე ხელუხლებლად მიაღწია. ორასი წლის მანძილზე მისგან არცერთხელ არ გაუსროლიათ (!?). 2002 ჭლის გაზაფხულზე ამერიკაში გამართულ უმაღლესი კლასის თოფების მესამე კონკურსზე ეს თოფიც წარადგინეს და მან ამერიკის სროლის ეროვნული ასოციაციის პრიზი მიიღო. მენტონისა და მისი მემკვიდრეების ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება ისიცაა, რომ მათ იქამდე არსებული საფანტის თოფი, დიდი და მოუხეშავი, რომლითაც შეუძლებელი იყო მოძრავ სამიზნეზე-ფრინველზე წარმატებით სროლა, გადააქციეს მსუბუქ, ადვილად მოსახმარ ორლულიან თოფად. სწორედ ფრინველზე ნადირობის პრაქტიკამ მისცა ბიძგი საფანტიანი თოფის ამგვარი სახით ჩამოყალიბებას და ამაში უპირველესი როლი მენტონს ეკუთვნის, მისმა მოწაფეებმა კი განავითარეს და დაასრულეს ეს პროცესი.
ჯეიმს პერდე-უფროსი, შოტლანდიიდან ჩამოსული მეიარაღის შვილი, 1803 წლიდან 1806 წლამდე ჯოზეფ მენტონთან სწავლობდა. თავიდან იგი მეკონდახე იყო, მაგრამ ნიჭიერმა ახალგაზრდამ სწრაფად შეითვისა მეთოფის ხელობის ყვლეა საიდუმლო და რაც მთავარია,ეზიარა სანადირო თოფის განვითარების მენტონისეულ იდეას, ამის შემდეგ, 1806 წელს მან მეორე ცნობილ მეიარაღესთან აბატ ალექსანდრე ფორსაიდთან იმუშავა. ამ ორი დიდი მეიარაღის მოწაფეობამ, მათ კლიენტურასთან მუდმივ კონტაქტმა, თავად მისმა უზადო ოსტატობამ მალე მოუხვეჭა სახელი. 1812 წლის 31 დეკემბერს მას "ლონდონის საპატიო მოქალაქის" ტიტული მიანიჭეს.
1814 წელს პერდემ საკუთარი საქმე წამოიწყო და შემკვეთთა საკმაოდ დიდი და სტაბილური წრე გაიჩინა. 1826 წელს მენტონი ხანდაზმულობის გამო აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა მისი ცონობილი სახელოსნო კი პერდემ შეიძინა და აქ გააგრძელა თავისი საქმე.
საინტერესოა, რომ პერდე უფროსი არ იყო ნოვატორი მეიარაღე. ის არაფერს ახალს არ იგონებდა. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე მხოლოდ ხვეწდა და სულყოფდა იმ ცოდნას, რაც მენტონისაგან შეიძინა. "მენტონი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ყველანი უბრალო ხელოსნებად დავრჩებოდით"-ამბობდა პერდე. მისი ღვაწლი იმაში გამოიხატა, რომ სრულყო მენტონის ზემოხსენებული იდეა სანადირო თოფის ახალი არქიტექტონიკის შესახებ და მოამზადა მყარი ნიადაგი შემდგომი ნახტომისათვის ახალი სიმაღლეების დასაპყრობად, რაც უკვე მისმა შვილმა ჯეიმს პერდე უმცროსმა განახორციელა.
1857 წელს პერდე უფროსი თავისი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, როცა მან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. მისი აზრით, სწორედ ახლა უნდა გადაეცა ფირმის მმართველობის სათავეები თავისი შვილისთვის, ჯეიმს პერდე უმცროსისათის, რომელმაც მამასთან სწავლის სრლი კურსი გაიარა და თავისი ნიჭით და ოსტადობით მშობლის სრულ ნდობას იმსახურებდა. საგულისხმოა, რომ მას ამ დროისათვის (1856) უკვე შექმნილი ქონდა თავისი ერთ-ერთი ბრწყინვალე ნამუშევარი რომელმაც დასაბამი მისცა აფრიკული და აზიური ნადირობისათვის გმოსადეგი იარაღის ახალ სახეობას. ეს იყო ორლულიანი შაშხანა-შტუცერი. პერდემ მას ინგლისის რკინიგზაზე ახლახან გამოჩენილი მძლავრ ლოკომოტივის(ექსპრეს ტრეინ ჩქარი მატარებელი). დარად "ექსპრესი" ეწოდება.


1858 წლის პირველ იანვრიდან პერდე უმცროსმა ხელში აიღო საქმის წარმოება. მამის ამ მართლაც ბრძნულმა ნაბიჯმა ფირმას ლონდონის საიარაღო ბომონდის ლიდერის პოზიცია შეუნარჩუნა. მამისაგან განსხვავებით იგი ნოვატორიც იყო, გამომგონებელიც, უმაღლესი კლასის ოსტატიც და შესანიშნავი ორგანიზატორიც.
პერდე უმცროსს ბედმა წილად არგუნა ემუშავა დედოფალ ვიქტორიას მართველოსბის დროს (1837-1901) ბრიტანული ცხოვრების წესის გაფურჩქვნის ხანაში როცა ინგლისმა მთელ მსოფლიოში უდეიდესი სახელი და გავლენა მოიხვეჭა. კაპიტალიზმის სწრაფმა განვითარებამ ინგლისში ტექნიკური ბუმი გამოიწვია. ვითარდებოდა ყველაფერი: მრეწველობა,რკინიგზა,ზღვაოსნო
ბა, მეკობრეობაც კი. ახალ სიმაღლეებს ეზიარა ლიტერატურა, ხელოვნება ,მეცნიერაბა... ფართოვედბოდა ინმპერიის საზღვრები, ამ დროს ინგლისს დედამიწის ზურგზე ხმელეთის ერთი მეშვიედი ეკავა.
მშინდელი თოფები , რა თქმა უნდა, ზუმბიანი იყო, მათ შორის პირველი შტუცერიც. უნიტარული ვაზნებით გასატენი პირველი თოფიც პერდემ 1858 წლის მაისში გააკეთა.


ამას მოჰყვა სხვადასხვა სისტემის რამდენიმე მოდელი, მაგრამ ამით ზუმბიანი თოფი "სცენიდან არ ჩამოსულა" . უკანასკნელი ასეთი თოფი პერდემ XX საუკუნის დასაწყისში დაამზადა თავისი ძველი კლიენტისთვის. გადასახსნელი თოფები თავიდან გარეჩახმახიანი იყო , მალე კი შიდა ჩახმახიანებმაც დაიმკვიდეს ადგილი.მათ შორის ენსონისა და დილეის სისტემა იყო ყველაზე სრულყოფილი . ამ წლებში პერდე 150დან 300მდე სხვადასხვა სისტემის თოფს აკრთებდა ყოველწლიურად. ამავე დროს პერდე უმცროსი ბევრს მუშაობდა ლულების და კალაპოტის შეერთებისა დაჩაკეტვის უფრო სრულყოფილ და საიმედო სისტემაზე. მან ამ სისტემის რამდენიმე ვარიანტი გამოსცადა და დააპატენტა უნიკალური მექანიზმი, რომელიც "პერდეს ჩარჩოს" სახელით გახდა ცნობილი. მას შემდეგ დღემდე არც ერთი ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი, გარდა ფრანგული დარნეს სისტემისა, პერდეს ჩარჩოს გარეშე არ კეთდება . ამავე ჩარჩოთია აღჭურვილი ზოგიერთი ბოკფლინტიც. მაგალითად : "მერკელი - 303" ესპანური "აია" , ყველაზე ძვირადღირებული თოფი "ლებო" -ს ერთ ერთი ბოკფლინტი და სხვა.
ეს ჩარჩო თავიდან კალაპოტის ქვეშ, სასხლეტების წინ მოთავსებულ, გამხსნელ ბერკეტთან "უნდერ ლეველთან" იყო შეერტებული. ამასობაში, ბირმინგემელმა ვესტლი რიჩარდზმა დააპატენტა თოფის გადამხსნელი ზედა ბერკეტი, ყველასთვის კარგად ცნობილი ტოპ ლევერ -I , რომელიც ცხადია, სხვებთან შედარებით, უფრო საიმედო და მოხერხებული მოწყობილობაა. 1870 წლს პერდემ თავისი ჩარჩო ამ საკეტს შეუერთა . თავდაპირველად ეს სიტემა ორმაგ საკეტს წარმოადგენდა და ზოგიერთი დანიშნულების თოფზე დღესაც ამ სახით კეთდება. მაგალითად : მეძებრით სანადირო მსუბუქ თოფებზე, რომლებიც 70 მმ ვაზნებს ისვრიან, მეტი საიმედოობისათვის საჭირო იყო ჩაკეტვის კვანძის გაძლიერება და 1878 წელს პერდემ მას მესამე , ასევე "ტოპ ლევერ" თან შეერთებული ზედა საკეტი დაუმატა. ასე შეიქმნა ეს ზესაიმედო შემაერტებელი ჩამკეტი მექანიზმი, რომელსაც დღეს პერდეს სამმაგი საკეტი ეწოდება.
1869 წელს უნიჭიერესმა ლონდონელმა მეიარაღემ, ფრედერიკკ ბიზლიმ პერდესთან დაიწყო მუშაობა. 15 წლის იყო , როცა მან სწავლა დაიწყო იმ დროს ცნობილ ლონდონურ ფირმაში "მური და გრეი". ისინიც ლეგენდარული მენტონის მოწაფეები იყვნენ . ახალგაზრდა ბიზლიმ მათგან ოსტატობასთან ერთად მენტონის სტილის საიდუმლოებანიც შეითვისა . ამ ფირმაში მუშაობის დროს ჩამოყალიბდა იგი როგორც უმაღლესი კლასისი პროფესიონალი. ბიზლი იყო ნოვატორი, გამომგონებელი,წარმოების სრული ციკლის ბრწყინვალე მცოდნე. პერდესთან გატარებული წლები, სადაც მან მეკონდახეობით დაიწყო, ამის ნათელი დადასტურებაა. ბიზლის თავის გამოგონებებზე 20 ზე მეტი პატენტი აქვს აღებული . 1878 წელს ის დაეთხოვა პერდეს და საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზლის უმაღლესი კლასის თოფები ცალკე თემაა. ახლა კი, შეძლებისდაგვარად, დაწვრილებით ვისაუბროთ მის უმთავრეს გამოგონებაზე, რომლმაც მასაც და პერდესაც მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ამავე წელს დაასრულა მან სრულიად ახლებურ ორიგინალურ მექანიზმზე მუშაობა. ეს იყო კალაპოტის გვერდით დაფებზე მოთავსებული სისტემა, რომელსაც, აგერ უკვე 125 წელიეადია, მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მსგავსი მექანიზმი, ე.წ. "სრული საკეტები" , 70იან წლებში ლონდონელმა მეთოფემ, სკოტმა გამოიგონა და შემდეგ იგი სხვა ოსტატებმა განავითარეს და დაასრულეს, მაგრამ ბიზლის სისტემა პირველია საუკეთესოთა შორის.


უცნაურია, რომ ბიზლიმ რატოპმრაც არ ისურვა თავისი გამოგონება თავიდანვე გამოეყენებინა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა. იგი მან სწორედ პერდეს შესთავაზა. აი იმ წერილის ნაწყვეტი, რომელიც მან 1879 წლის 18 დეკემბერს პერდეს მისწერა: " მოწყალეო ხელმწიფევ, მაქვს პატივი მოგახსენოთ , რომ მე მოვიგონე მექანიზმი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საუკეთესოა დღემდე არსებულთა შორის. ჩემი სურვილია მისი გამოყენების უფლების მყიდველთან შეხვედრა. ეს მექანიზმი დღემდე არსებულთაგან სრულიად განსხვავებული პრინციპით- ფუნქციონირებს და მათთან შედარებით დიდი უპირატესობა გააჩნია .... მე გთავაზობთ თქვენ პირველმა შეაფასოთ იგი და თუ მისი ღირსებები თვქენ ყურადღებას მიიქცევენ, მე შევძლებ მის თქვენი სურვილისამებრ შესწორებას. თქვენი უმორჩილესი მსახური ფრედერიკ ბიზლი." გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ეს შესწორება უფრო სწორედ შესწორებები შეტანილ იქნა : ტავდაპირველად ამ მექანიზმს არ ჰქონდა ინტერსეპტორები ანუ მოწყობილობა: რომელიც თოფს უნებლიე გასროლისგან იცავს. 1888 მას დაემატა ეჟექტორები, ისინი ფირმის თანამშრომელმა უილიამ ვემმა დააპროექტა და ამით თოფმა საბოლოო სახე მიიღო.
პერდემ უმალ შეაფასა ამ შემოთავაზების ყველა უპირატესობა და დაუყოვნებლივ შეიძინა იგიო ბიზლისაგან 35 გირვანქა სტერლინგად. ეს იმ დროსითვის მნიშვნელოვანი თანხა იყო. იმ დღიდან ხსენებულ მექანიზმს პერდეს სისტემა ეწოდება. პერდეს უფლება ამ შენაძენზე 14 წლის განმავლობაში იყო დაცული. პირველი საცდელი ეგზემპლარი 1880 წელს გაკეთდა და მისი ნომერი 10743. ამ თოფის გამოშვება 1881 წლიდან დაიწყო და პერდეს მსოფლიო აღიარება და დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. საგულისხმოა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის არცერთი სხვა სიტემის თოფი პერდეს სახელით არ გამოდიოდა. გამონაკკლისს შეადგენდა მხოლოდ რამდენიმე ძველი მეტად პატივსაცემი კლიენტი, ვისთვისაც პერდე თითო ოროლა გარეჩახმახიან თოფს ამზადებდა.


დღევანდელ მსოფლიო სანადირო იარაღის წარმოებაში 2 სრულსაკეტიანი მექანიზმი ანუ "საიდლოკია" მიჩნეული პერდესი და ჰოლანდ - ჰოლანდისა. ეს უკანასკნელი ტიპიურია თითქმის ყველა მაღალი და უმაღლესი კლასის თოფებისათვსი. იგი ძალზე საიმედო მოწყობილობაა და ტექნოლოგიურადაც ადვილი დასამზადებელია. მექანიზმის ფეხზე შეყენაბ აქ თოფის გადახსნისას ხდება, ამავე დროს იჭიმება ეჟექტორის ზამბარებიც. პერდეს მექანიზმის მოქმედების სქემა ჰოლანდისეულისაგან პრინციპულად განსხვავდება. აქ ტოფის გადახსნისას ფეხზე მხოლოდ ჩახმახები დგებნა, ანუ ის "აუჩები", რომლებიც ფეხის გამოშლის სემდეგ ნემსებს ეცემიან, ყველა დანარჩენი კი მათი მოქმედობაში მომყვანიო მთავარი მშვილდები ინტერსეპტორის მშვილდები და ეჟექტორის ზამბარები თოფის დაკეტვისას აქტიურდება. ამ სისემას არააქვს ჩახმახების "რბილად" დაშვების მექანიზმი, რადგან ლულების კალაპოტიდან მოხსნის შემთხვევაში მთელი მექანიზმი ავტომატურად ეშვება და საწყის მდგომარეობას უბრუნდება. შეყენების ეს სქემა ძალზე მნიშვნელოვანია ნადირბისა და სპორტული სროლის პროცეშში, რადგან ამ დროს თუ თოფი გადახსნილია, მექანიზმი მუდმივად დაშვებულ მდგომარეობაში იმყოფება და უშუალოდ სროლის წინ სულ რამოდენიმე წამით არის დსაჭიმული.მეძებრით ნადირობისას მონადირეს საშუელება ეძლევა, გადახსნილი თოფი მხარზე ან მოხრიოლ მკლავზე გადადებული ატაროს და მხოლო უკან მომენტში, ფრინველის აფრენის წინ ჩაკეტოს და გაისროლოს იგი.


ამრიგად, გარკვეულწილად, უსაფრთხოებაც დაცულია. ამ სისტემას ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია გაჩნია, ურომლისოდაც დღევანდელი ორლულიანი თოფი სრულოფილად ვერ ჩაითველაბ. ეს არის თოფის თვითგადამხსნელი მოწყობილობა , რომელიც ჩახმახების შეყენბასთანაა დაკავშოირებული და გამხსნელი ბერკეტის " ტოპ ლევერის" გადაწევით მოდის მოქმედებაში. იგი ძალდატანების გარეშე , თავისთავად ხსნის ლულებს და აამოქმედებს ეჟექტორებს. ეს მექანიზმი ერთ მთლიან სისტემას წარმოადგენს და პრინციპულად განსხვავდება დღეს არსებული ყველა ანალოგიური ფუნქიის მქონე სქემისაგან. მაგალითად:ჰოლანდ ჰოლანდს საამისოდ ტიპჟირის ფუძეში ჩამონტაჟებული, ავტონომიურად მოქმედი რთული მექანიზმი აქვს.
ეს "მანქანაც" , მძიმე ისე როგორც ყველა გენიალური სისტემა , დეტალების მინიმუმს შეიცავს და მარტივი მოქმედების სიტემა აქვს თუმცა მისი დამზადება და გაწყობა მეტად რთული საქმეა და ამიტომ ძვირი ჯდება. მისი თითოეული დეტალი უზუსტესად უნდა იყოს გამოზონილ გამოწონილი, რათა მასზე მოქმედი ძალები თანაბრად განაწილდეს და მექანიზმმა ხანგრძილვად და შეუფერხებლად იმუშაოს.
საგულისხმოა , რომ ამ მექანიზმის დამზადებისა და გაწყობის სირთულის გამო იგი თავად ინგლისშიც , ერთეულმა ფირმნებმა თუ გაიმეორეს, დღეს არც ბელგიაში, არც საფრანგეთში, იტალიასა თუ ესპანეთში, რომ არაფერი ვთვქავთ გერმანიაზე , არ მეგულება მწარმოებელი, რომელიც ამ სისტემას იმეორებდეს. რას იზამ , მისი უდიდებულესობა კომერცია კარნახობს მოდას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი უდიდესი მეიარაღის გენიამ შექმნა ჰორიზონტალურ ლულებიანი სრულყოფილი თოფი, რომელიც მსოფლიო იარაღმცოდნეთა მარავალი თაობის მიერ დღემდე არსებულ ყველა თოფს შორის საუკეთესოდაა მიჩნეული. ეს კლსიკაა და დღემდე ამ მოსაზრებას ალტერნატივა არ გააჩნია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 24 2012, 18:01
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი ნაშრომია newsmile05.gif მადლობა ავტორებს small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი May 24 2012, 18:04
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



იფფფ, აი ვისიამოვნე რა!
მართლა იდეალური ნაშრომია, დიდი მადლობა....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 24 2012, 18:20
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საავტორო უფლების მოპოვებას ველოდე 6-7 თვე !

არ გავაკეთე უნამუსოდ და დაუკითხავად თორემ კი დავწერდი შმონადირის გზამკვლევს მეც D.gif D.gif D.gif

newsmile015.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 24 2012, 18:31
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(niko @ 24th May 2012 - 19:20) *
თორემ კი დავწერდი შმონადირის გზამკვლევს მეც

ჰა ჰააა მალადეც ბაბუ მაგარი იყო D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 24 2012, 20:49
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჰე ჰეე მიხარია რო ეგეთი შემართებითა ხარ ბაბუ გაიხარე კარგი იყო ყველაფერი D.gif განსაკუთრებით ბოლო ფრაზა

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი მეგობარი სერ ბონეჰილ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 24 2012, 20:58
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგი სტატიაა, მადლობა ავტორებს და მპოსტავს

მიყვარს პერდე, თითქოს მოკრძალებული, სხვებს მიმსგავსებული და არაფრით გამორჩეული მაგრამ სრულყოფილი, ელეგანტური თოფია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 24 2012, 21:01
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



პერდე უძალიანმაგრესია ამას კაი ხანია ვამბობ, ჰოლანდს მირჩევნია ბევრი რამის გამო თუმცა უარს არცერთზე არ ვიტყოდიD.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GELGURU
პოსტი May 24 2012, 21:18
პოსტი #9


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 21-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ვანი



აღფრთოვანებუულ , კარგი იყოsmall3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი May 24 2012, 21:38
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunter777
პერდე უძალიანმაგრესია ამას კაი ხანია ვამბობ, ჰოლანდს მირჩევნია ბევრი რამის გამო თუმცა უარს არცერთზე არ ვიტყოდი

მე კარგად ვერ ვერკვევი, უბრალოდ ვიცი, რომ ეს ორი ბრენდი ყველაზე გამორჩეულია სანადირო იარაღის მწარმოებელთა შორის. ზოგი ერთს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც მეორეს. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რა კრიტერიუმებით ჯობია პერდე ჰოლანდს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 24 2012, 22:02
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ორივე ბრენდი საუკეთესოა მე პერდე მისი სისტემის მოქმედების პრინციპით მირჩევნია ანუ ზამბარები იარაღის აკეცვის ( დაკეტვის) დროს აქტიურდება და არა იარაღის გადახსნისას ასევე თვითგადამხსნელი მექანიზმის სიმარტივის გამო, გენიალური გადაწყვეტილებაა!

ბიზლის სისტემა ძალიან გამძლე და მუშა აგრეგატია ნასროლის ხარისხი და შლადობაზე არაფერს ვამბობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი May 24 2012, 22:42
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ერთი შემთხვევა გამახსენდა პერდეზე, კახეთში ქონდა ერთს 9000 მანეთად უყიდა მამამისმა კომუნისტების დროს ხოდა მაგ თოფის გულიზე მოკლეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 25 2012, 07:05
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter777
"სელფ ოპენინგის" სისტემით, თუ არ ვცდები; ორივე ფირმის თოფებია აღჭურვილი


ციტატა(irakli fofxadze @ 24th May 2012 - 21:49) *
ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი მეგობარი სერ ბონეჰილ

რას ბრძნანებთ ბატონო ფრედი რა პრობლემაა D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 25 2012, 21:56
პოსტი #14


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
ყოჩაღ ბენი..მაგრად გიღვაწია. მაგრამ მარტო ძველი მოდელები რომ გამოფინე(ინტერსეპტორების გარეშე)... გაუმჯებესებული და ყველაზე აღიარებული ვერ დაურთე??... სორე მთავარი პერდე??... ისე ბატონი თემური მართლა ლეგენდა ადამიანია. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 25 2012, 22:24
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლევანი
გეთანხმები , მაგარი ლეგენდა ავტორიტეტი ადამიანია

იქნება ყველაფერი ბლექ, სამი ამდენია ჯერ ადასწერი, გაგრძელება რა.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 20:01