პოეზია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
პოეზია, ლექსები
Saba.S
პოსტი Feb 21 2013, 20:36
პოსტი #106


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბოლოს და ბოლოს შევხვდით ერთმანეთს,
სალამი ძაღლო სხვათა მსახურო,
შენ ახლა როგორ უნდა გაიგო
ჩემი ჯავრი და ჩემი საყმუვლო.
სხვა იქნებოდა თავისუფალი,
ჩემებრ სიზმარი რომ გადასიზმრა,
მე მომხვედრია ტყვია მრავალჯერ,
მაგრამ არასდროს წიხლი კაცისა.
ბევრჯერ მიჭერდა ყელზე ხაფანგი
მაგრამ არასდროს ტყავის საბელი.
შენ სხვის ჭუჭყიან ჭინჭებზე წევხარ,
თეთრი თოვლია ჩემი საფენი,
ღვიძლ ძმებს დადევ და უნგრევ ბუნაგებს
რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა.
გახუნძვლის ფასად არის ნაყიდი
ეგ ერთგულება და ვაჯკაცობა,
შიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს,
რა საცოდავად კნავი მურია.
ვერ გიტირია ერთხელ გემოზე,
ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია,
სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე
როცა ძარღვებში სისხლი იხუვლებს.
როცა გახრჩობს და გაწამებს ბოღმა,
და ბოღმაც თუ ვერ ამოუიყმუვლე,
მშვიდობით ძაღლო ჩემს ნაკბილარებს
როცა დახედავ ისიც გახსოვდეს.
კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ,
წიხლი კაცისა კი არასოდეს!


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Jul 23 2013, 14:56
პოსტი #107


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სკვითია
პოსტი Jul 23 2013, 16:53
პოსტი #108


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 283
რეგისტრ.: 26-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



Saba.S
კარგია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Jul 28 2013, 20:16
პოსტი #109


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



დაბერდა მთების არწივი ,
ას წელს არს მინატანები,
რო ბოინობდა, მის აჩრდილს
გულზე იხატდნენ ჭალები,

ზეციდან როგორც მზის სხივნი,
ყველგან უწვდოდნენ თვალები,
იყო ლაღი და ამაყი,
უჭრიდნენ ნისკარტ–ბრჭყალები,

თავისი ნანადირევის
სად არ ეფანტა ძვალები,
არწივს ნასუფრალითა
მუდამ ძღებოდნენ სვავები,

მას ეპყრა დაბლა ხევები,
მაღალი ზეცის კარები,
მგელნიც ისევე უფრთხოდნენ,
როგორც შუნნი და კრავები.

ახლა დაბერდდა, დაზანტდა,
მხრებით ამ ზეცის მტარები,
ბრჭყალნიც დაუცვდა და ფრთებშიც
დაუცხრა ნიავქარები,

სამი დღეა ფრენს მშიერი,
ლუკმასაც არ გამკარები,
მსხვერპლს ვეღარ იჭერს ხნიერი,
აღარ აქვს ძველი ძალები,

ნადირობს, ხევებს შამაფრენს
ამ ყოფით განაწამები,
ძირს, ხევში რაღაც დალანდა
საკბილოს მინამგვანები,

ჩაფრინდა ყინჩად მიმსვლელი,
არა ჩუმ–ჩუმად მპარები,
იქ დახვდა ლეში ჯიხვისა,
საშინლად ანამყრალები,

მეტად აწუხებს შიმშილი,
ლეშისკენ იწევს ბრჭყალები,
„შეჭამე!“ – კუჭი აცდუნებს,
წამებით გადის წამები,

ან უნდა მოკვდეს შიმშილით,
ან ძმად იგუოს ყვავები.
და უცებ ტოფმა იქუხა,
ბინდით დაუვსო თვალები,

ამაიყივლა არწივმა: –
„მსროლელო გენაცვალები,
მაინც არ მაკადრებინე
ვაჟკაცთა არსაკადრები,

არწივის ყოფით ვიცხოვრე
ღმერთსაც არწივად ვბარდები!“
და მოკვდა ბერი არწივი,

საკუთარ სისხლში ნაღები,
ზედ ესხა, როგორც ხმალ–შუბი,
დამცვდარი ნისკარტ–ჭანგები.


დედას ფრონტიდან

დედი იცი? აქ ძაან ცივა,
და თან მძვინვარებს სიკვდილის ცეცხლი.
იცი?ჭრილობები როგორა მტკივა..
ჩემი კი არა, ბიჭების დედი.

ტყვია წვიმასავით გვსეტყვავს და ცვივა,
უკუღმა დაბრუნდა დღეს ჩვენი ბედი.
ხან წარღვნა მოვა წითლად ნაღები
და ხანაც გვანგრევს,გვახელებს მეხი.

ვდგევართ ურყევად და მაინც ვიბრძვით,
ტყვიით გვენგრევა ბეჭები,მკერდი.
მერე რა,თუკი დღეს ან ხვალ მოვკვდი,
ჩემს გარდა იცი ბევრია მკვდრები.

დე ..უკვე ბევრი ჩამაკვდა ხელში,
სისხლად დაცლილებს ვერაფერს ვშველი.
იცი?მე თავად დავმარხე ძმები
და ეს სიცოცხლეა? სიკვდილის ფერი.

მოგვიმარტოვეს ალყაში მტრებმა,
როგორც ტურებმა ბებერი მგლები.
სიცოცხლის მჯერა სიკვდილის შემდეგ
ამიტომ სიკვდილსაც ამაყად ველი.

დედი,ქუხს ირგვლივ,გვწვავს ცეცხლი ომის
ვგრძნობთ რომ სიკვდლი ახლოა ჩვენთან.
არ ვიცით მოვა,როგორ ან როდის
ეს შეკითხვა მაქ დე მაღალ ღმერთთან.

დედი..ვიცი რომ სიკვდილის შემდეგ
მაინც ვიცოცხლებ შენს გულში,შენთან.
და იცი დედა მე ეხლა მივხვდი
რომ მე მებრძოლი არა ვარ მტერთან.

კაცი არაა აქ ჩემი მტერი,
მე უფრო ვიბრძვი უჩინარ ბედთან.
არ შეგეშინდეს, მარტო არა ვარ
მე მიღამდება ცოცხლებთან,მკვდრებთან.

და დედა იცი?მე მინდა გითხრა,
მივდივარ რადგან მოგვადგა მტერი.
არა..წასვლით კი არ მივდივარ
უბრალოდ შენთან საუბარს ვრჩები.

ბოლოს კი მინდა,მინდა რომ გითხრა!
მტრის ხელით სიკვდილს ვერ ვეღირსები.
ხომ გახსოვს დედი როგორ მიყვარდა
ვაჟკაცობა და დაცვა ღირსების.

ამიტომ სიცოცხლეს თავად ვასრულებ,
სიტყვებიც მელევა უკვე რითმების.
დეე..იამაყე მე ავასრულე,
რწმენა,იმედი თქვენი და მთების.

მე მიხარია ვკვდები გმირულად,
ტყვია არა მკლავს ნასროლი მტრების.
ვკვდები და მიმყვება სურნელი შენი,
კალთის,ხელების და შენი თმების.

და თუ მიპოვეთ ოდესმე გვამი,
დაჯიჯგნული და ნაოხრი მგლების.
დამასაფლავეთ დე ახლოს თქვენთან,
რომ მონატრება არ გაჩნდეს წლების.

და..გაზაფხულდება ოდესღაც ქვეყნად
ია,ენძელა ამოხეთქს მიწას.
ვიცი ,რომ მოხვალ,რომ კვლავ დამტუქსო
და თან მომიტან უამრავ მიხაკს.

მხოლოდ ჩურჩულით მომეფეროდე,
ცრემლს ნუ მაპკურებ მდუმარედ მძინარს.
და როცა ალერსით გამომაღვიძებ,
დედი გთხოვ ნურაფერს,ნურაფერს მკითხავ.

ახლა კი მართლა მივდივარ დედა,
დეე..მართლა ვრჩები საუბარს შენთან.
გახსოვს პატარას მიყვარდა დედი
თამაში ძილისწინ შენ გაშლილ თმებთან.
აი ამ ლამაზი ფიქრებით ვკვდები,
ვრჩები საუბარს და..მივდივარ ღმერთთან!!!..........



............................


მთას მივაღწიე წვალებით
ვკრიფე და ვკრიფე შალშავი
ფერი მაგ შავი თვალების
ეშხიანი და შავშავი

გზები დავლახე იმდენი,
აღმართ-დაღმართი ცერ-ცერა,
მაგ ტუცებივით წითელი
ვკრიფე და ვკოცნე კეწერა.

სევდის წიგნს ყდები შევხიე,
ვნახე ყინულნი დნებიან
დეკის ყვავილებს ვემთხვიე
შენსავით ცივს და ვნებიანს

სული სილაღეს მილანდავს
შორეულსა და უცნობელს,
ქარაფებს მკერდი მივადე
შენი გულივით უგრძნობელს

გზა ჩანჩქერისკენ გავლიე
მივაბიჯებდი ჩქარ-ჩქარა
და მერე წყაროც დავლიე
შენი სულივით ანკარა.


.......................................

ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"

მე კი ვაგრძელებ :

მას ათი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, ახალ ნაკრეფს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს..

კარებს გავაღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...

ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მომენატრე ნეტა იცოდე,
დღეს იუბილის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე....................
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Jul 28 2013, 20:20
პოსტი #110


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



..................


აი ის ხევსურები ორთ,
დრომ რომ ვერ შერყვნა გენია.
ქებული წინაპრები გვყავს,
სამასი არაგველია.

ჩვენ ბარშიც ხევსურები ორთ,
თოფებით, ხმლებით, ფარებით.
საქართველოვ შენს მოშუღლეს
მკერდებით ავეფარებით.

ჩვენ ყველგან ხევსურები ორთ,
ქვეყნის კიდიდან კიდემდე,
თუ გინდ გაგვწირე იღბალო,
ფეხებზე დაგვიკიდებდე.

სახელად ხევსურები ორთ,
კოშკნი ნაგები ლოდებით.
ჯიშით ბევრია ხევსური,
მაგრამ ცოტაა წოდებით.

და მაინც ხევსურები ორთ,
ამაყები და ლაღები.
წუთისოფელმა ჩვენ გულებს,
ვერ დაამჩნია დაღები.
........................................


შატილ, პირქუში კოშკები
კლდეს მძივებივით ასხმია
გვიდგას სურები, კოკები
ჟიპიტაური ასხია

ვლოცავთ ვინც ცოცხლობს, ზოგები
ცოცხლობენ, მაგრამ მარხიან...
ვაჟკაცურად რომ მოჰკვდები,
მტრისთვის აისიც ახია


...................................



თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც იყო მისი ქმარი?

– რომ გიყვარდეს ქუჩა,სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს,ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც გულით სჩადის,
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?

თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუარადა გეშინოდეს ძილის?

ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,
– თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო” ?

თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?

თანახმა ვარ! მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი ,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც ვიყო შენი ქმარი.......


.....................................


ხე და მე

მამაჩემმა სახლთან ბაღში
დარგო ნერგი-ვაშლის ხე
დილით ადრე ბაღთან სახლში
დავიბადე თურმე მე
ორნივ ერთად ვიზრდებოდით
ბაღში ხე და სახლში მე
ერთმანეთთან ვმეგობრობდით
ერთად ვიყავთ ხე და მე
ხე მცხუნვარ მზეს მიჩრდილავდა
წყალს ვუსხამდი მიწას მე
გაზაფხულმა ნექტრად დაგვმყნო
მწვანით ხე და ვნებით მე
აყვავილდა,დამშვენდა ხე
დავაჟკაცდი უკვე მე
ხემ ნაყოფი ინაყოფა
დავცოლშვილდი უკვე მე
ვაშლი შვილებს ახარებდა
შვილები კი მე
ხე ავდარს და ქარს ებრძოდა
ცხოვრებას კი მე
უკეთესად რომ აგვეწყო
ჩვენ მომავლის დღე
დრომ და ჟამმა თავისი ჰქმნა
გატყდა ხე და გავტყდი მე
მასაც კანი დაეღარა
ისე როგორც სახე მე
აი ასე შევაბერდით
ამ ცხოვრებას ხე და მე
ბაღში გაველ მომენატრა
მეგობრის ნახვა მე
თურმე უკვე წაქცეულა
საყვარელი ჩემი ხე
გული დამწყდა,ვიგრძენ მაშინ
მეც მომელის იგივ დღე
ეს რა შრიალი მომესმა
ვინ მეძახის ამ დროს მე?
გავიხედე,დაკოჟრილ ხეს,
უყლორტია ნორჩი ხე
სახლიდანაც მეძახიან
დღეს ბაბუა გახდი შენ
ო,განგებავ დაილოცოს
შენი ძალა,შენი ზნე
სიცოცხლე რომ უკვდავყავი
თუმც შეგვცვალე ხე და მე
ახლა ვიცი,ახლა მჯერა
სიცოცხლეა მძლეთა მძლე
არასოდეს წაიშლება
ბაღში ხე და სახლში მე.

..............................


სულ რომ არაფერი!...

სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი, სულს აგიწიოკებს,
სამშობლო არხვატი, მტირსათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი, გული მაქვს იმხელა,
რწმენა მაქვს ისეთი, მთებს შეაზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი, ისეთი სიმღერა,
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!

სულ რომ არაფერი, ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილები, კოხტა და მზიანი,
როგორ ვთქვა - ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!..
ასეთი ზღაპრული, მთა-გორებიანი!

"სულ რომ არაფერი", იქით, რომ იყოს და,
ღმერთი მყავს ისეთი სრული და ნათელი,
ყველაფერს ედრება, მეტია კიდეც და
სულ რომ არაფერი, მე მქვია ქართველი!

თორრნიკე ნაროზაული
................................................


დაიწყე? - რახან დაიწყე,
ბოლომდე უნდა გახვიდე,
თოკი ცხრაჯერ რომ ჩაგიწყდეს,
მეათედ უნდა ახვიდე.

ჩანაცრდი? - უნდა აალდე,
არ იცნობ? - უნდა გაიცნო,
ჭირია? - უნდა გამაგრდე,
გტკივა და უნდა გაუძლო.

დაეცი? - უნდა წამოდგე,
დამარცხდი? - უნდა იბრძოლო,
გაჭირდა? - უნდა გამოდგე
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Sep 12 2013, 19:36
პოსტი #111


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





როგორც კომენტარებიდან ჩანს ეს კაცი თათარში აჭარელ ქალს გულისხმობს

კარგი ლექსია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Dec 1 2013, 11:57
პოსტი #112


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



გორგილაძე ზურაბ

ჩაუმქრალი სანთლები (ჰოიდა ნანა)


ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა,
ხულო შუახევ ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა,
დიდიგოროზი მთები თანა,
მთები! - ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული,
გორით-გორზე გადეყვანა,
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული ქვები წვანან,
მთებში ჩუმად დაქვითინებს,
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული,
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზღველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს,
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბანალივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ქოჩახელას ქარჩხი განა,
უსულ-უსულ, ლოცვა-ლოცვით
ქარმა ნისლებს გაატანა.
ფიჩხიფუტთან გამჭვარტლული
ერთს ვცეკვობდი განდაგანა,
თვარა ისე დუშმნის თვალებს
მიბჯგენილი ვიყავ მარად,
მიბჯგენილი ვით ამ მთებზე
ლოდიძირის ძვლების ძალა,
მიბჯგენილი ვით ჯარგვალზე
დირეები კოჭბორჯგალა,
მიბჯგენილი ვით ჭალიქვით
გაჯანდრული დედეს ნანა,
ჟამმა ბევრი მაბოჯირა,
მომბეჟა და მავალალა,
მომთიკრა და მამუმნათა,
დამინდო და დამავალა.
სისხლში სისხლი!
მხოლოდ სისხლი!
"აჭარელი ვიყავ განა".

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი,
ბალახები შემრჩა თანა,
მთაპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმარყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
- გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, -
ჩემებურა ვკადრე მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა,
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება,
შატბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემი სისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა,
რაც დამფლა და რაც დამგმანა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის,
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ,
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე რომ ამფერი
აჭარელი გყავდა განა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Dec 2 2013, 11:12
პოსტი #113


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნადირო ტყეტყე წანწალი ოი რა მძიმე ყოფილა
მე კიდე არა მიშავს რა ასე თუ ისე
თოფი მაქ
შენ შენ კი რა გეშველება
დადიხარ დედიშობილა.


/მუხრან მაჭავარიანი/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Dec 2 2013, 11:19
პოსტი #114


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მთის ჩიტი მთას შააკვდაო თოვლი თოვს არ ჩანს საფრენი
მთას ჰკითხეს რა დაგაკლდაო მთამ დიდი არც არაფერი
ვა ბეჩავ მაგას სტყუვდები არ გაცოცხლდება ბედკრული
მაგრამ შენც გამოჰყრუვდები გამოგელევა ერთგული.




/მურმან ლებანიძე/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Dec 2 2013, 11:25
პოსტი #115


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



საზიზღარია ჩემო ალექსი უგულისძირო ვითომ ღრმა ლექსი
ნახელოსნები და ნაწვალები ტვინით ნაჭყ**ტი ჩალა ბწკარები
მე მიყვარს ლექსი შიგ გულში გლიჯო გამოვარდნილი როგორც ზვიგენი
რომელიც ყვირის მაცადე ბიჭო მე თვითონ ვიცი გზა გავიგენი.




/მურმან ლებანიძე/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Jan 8 2014, 16:01
პოსტი #116


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ყრუ ბებერივით ხმაური სოფლის
აღარ ესმოდა უკაცურ ყრუ სახლს
კედელზე თასმით ეკიდა თოფი
წელში ღუნავდა დაჟანგულ ლურსმანს
როგორც ზამთარში შერჩენილ ფოთოლს
ყინვა ერევა თანდათანობით
ვეღარ გაუძლო ჟანგმა სიმძიმეს
ძორს დავარდნილი გავარდა თოფი
ხმაურზე კარი გააღო ხალხმა
სიცოცხლე ახლად დაიწყო სახლმა.

ოთარ ჭელიძე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Jan 8 2014, 16:14
პოსტი #117


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



რა გირჩევნია მთაწმინდის პლატო
ბანკეტის ზრინვა ქილიკი, ჭორი
იქ იმ ზიაქში შენ შენთვის მარტო
და შენს გარშემო ათასი მძორი
თუ ყრუ სოფელში ნამცხვარი ქატო
მჟავე ღვინუკა, რაჭული ლორი
სამფეხა ტაბლა კაცები საძმო
კუბოს ფიცრამდე შენსავით სწორი.

მურმან ლებანიძე.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Jan 9 2014, 16:09
პოსტი #118


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(giuli @ 8th January 2014 - 17:14) *
რა გირჩევნია მთაწმინდის პლატო
ბანკეტის ზრინვა ქილიკი, ჭორი
იქ იმ ზიაქში შენ შენთვის მარტო
და შენს გარშემო ათასი მძორი
თუ ყრუ სოფელში ნამცხვარი ქატო
მჟავე ღვინუკა, რაჭული ლორი
სამფეხა ტაბლა კაცები საძმო
კუბოს ფიცრამდე შენსავით სწორი.

მურმან ლებანიძე.

small3d018.gif უმაგრესია!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Jan 10 2014, 19:43
პოსტი #119


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



თოფით ხელში შეუყევი აღმართს
რათქმა უნდა წინ გამისწრო ძაღლმა
არ ველოდი ამიფრინდა მწყერი
შევიკურთხე ჩავიქნიე ხელი
ავივაკე ქვაზე ვზივარ ახლა
რა კარგია აქ რომ დამასახლა.



მუხრანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Jan 11 2014, 14:29
პოსტი #120


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



მალე ზამთარი დადგება,
ჰაერი უკვე გაცივდა.
გუბეში წყალი ჩადგება,
ხეებს ფოთლები გაცვივდა.
ტყეს მწვანე ფერი მოსწყდება,
და შეიცვლება ხედები.
სულ თეთრად შეიმოსება,
ირგვლივ მდუმარე ქედები.
მზე თითქოს ცდილობს მიმალვას,
არც ცხელია და არც ცივი.
ამედევნება მიმავალს,
ჩემი ოთხფეხა აჩრდილი.
თვალებით ამბობს საყვედურს,
ალბათ შემატყო მოწყენა.
კისერზე შევხსნი საყელურს,
და ადგილიდან მოწყდება.
ჩემი ჭაღარა მთა ბარი,
მინდა რომ გულში ჩავმალო.
ჩემი სამოთხე აქ არი,
შენ ჩემო გულის წამალო.
ნეტავ რამდენ ხანს ვიცოცხლებ,
დრო კიდევ რამდენს გვატარებს.
ჩვენც გვიხრია სიცოცხლე,
დიდებიც ცგავართ პატარებს.
მეც დამერქმევა წარსული,
წლები რა სწრაფად გაფრინდა.
და მე ფიქრებში წასული,
სიმღერამ გამომაფხიზლა.
ნეტავ დაგვაცდის დრო რამდენს,
დროის სისწრაფე გულს მიკლავს.
რა შეედრება ჟრუანტელს,
რაც მოაქვს მდევრის მუსიკას.
და ისვე ყეფენ მდევრები,
მოსდევენ ნადირს დაზაფრულს.
მე უფალას შევევედრები,
ისევ მოგვასწროს გაზაფხულს.


ესეც ჩემი გაფრენა თქვენ გეძღვნებათ გონჩავიკებო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2024 - 03:50