http://pix.ge - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

http://pix.ge, სურათების უფასო ჰოსტინგი
Sikvdila
პოსტი Apr 4 2010, 09:23
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 134
რეგისტრ.: 1-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით

წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://serv.ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

სერვისის დეტალების შესახებ:

1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები);
2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები);
3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება;
4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა);
5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება;
6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს;
7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე;
8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი.

ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება.

გისურვებთ წარმატებებს,
http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ღლიღვა
პოსტი Oct 25 2010, 10:58
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო
მადლობა. საკუთარი თავის მასეთი გაპიარებისგან თავს შევიკავებ )))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Sikvdila   http://pix.ge   Apr 4 2010, 09:23
- - Davitus   დაერხათ სხვა იმიჯჰ...   Apr 4 2010, 15:24
- - Sikvdila   Davitus გმადლობთ. პროგ...   Apr 4 2010, 16:01
- - ლევანი   იქნებ ჩვეულებრივ მ...   Apr 4 2010, 19:09
- - Davitus   ლევანი რატქმაუნდ...   Apr 4 2010, 19:54
- - Sikvdila   ლევანი ბევრი ისეთ...   Apr 5 2010, 12:14
- - კუდიგორელი   პიქსელები რამდენი ...   Apr 8 2010, 10:29
- - Davitus   კუდიგორელი სიგან...   Apr 8 2010, 19:22
- - ვიტო   Sikvdila მე არდადეგებზე...   May 18 2010, 15:30
- - ჰერცოგი997   აუ კარგა ხანს ვიჩა...   May 18 2010, 15:32
- - შადი შამოდი   შანსი არ არი მე ამე...   May 18 2010, 16:30
- - ზაზა   მეც ეგრე მეგონა და ...   May 18 2010, 16:53
- - ლეკი   pix.ge ბევრად მარტივი ...   May 18 2010, 18:07
- - ვიტო   ხალხებო რატომღაც ს...   Sep 21 2010, 11:46
- - ვიტო   შემოიხედეთ რა კომპ...   Sep 21 2010, 19:52
- - gacho   5 წუთის წინ ავტვირთ...   Sep 21 2010, 19:54
- - ვიტო   ეხლა pix.ge გათიშულია ...   Oct 24 2010, 20:47
- - Power_VANO   ვიტო მუშაობს, აი სკ...   Oct 24 2010, 21:29
- - ვიტო   ვა ეხლა ვნახე და ექ...   Oct 24 2010, 21:47
- - გიორგი   მეც ეგრე დამიწერა ...   Oct 24 2010, 22:50
- - ღლიღვა   ვიტო სალამი ადმინ...   Oct 25 2010, 10:46
- - ვიტო   ღლიღვა youtube-ზე უნდა ...   Oct 25 2010, 10:53
- - ღლიღვა   ვიტო მადლობა. საკუ...   Oct 25 2010, 10:58


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 23:59