IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მიკრო-ჯიგი, მიკრო-ჯიგი
LeoTaso
პოსტი Mar 9 2015, 01:14
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




მიკრო-ჯიგი (ჯიგი) სპინინგში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდად მიიჩნევა. არის ძალიან აზარტული , სპორტული და საინტერესო.
ამ მეთოდით შეგიძლიათ ითევზაოთ მთელი წლის მანძილზე, ვიდრე ყინული არ დაფარავს წყლის ზედაპირს, მაგრამ განსაკუთრებულ უპიტატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით ავლენს გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე, როცა წყალი ცივია, თევზი კი პასიური და „მიჯაჭვული“ წყალსატევის ფსკერს.



რას წარმოადგენს მიკრო-ჯიგი (რისგან შედგება)

ეს არის ჯიგთავისა და სატყუარის ტანდემი. ჯიგთავი თავის მხრივ იყოფა 2 სახეობად :
კლასიკურ (ნემსკავზე მყარად დაფიქსირებული სიმძიმის (ტყვიის, ვოლფრამის) )



და ე.წ. „ჩიბურაშკად“. ამ უკანასკნელში სიმძიმე ნემსკავთან დაკავშირებულია მავთულით (ყურით) სახსარული კავშირით .






ამ ორივე სახეობას აქვს თავისი დანიშნულება და + - ები.
მაგალითად ჩიბურაშკიანი სატყუარა ბევრად უკეთ მიფრინავს და თავისუფალი , სახსარული კავშირის ხარჯზე მეტ ანიმაციას (თამაშს) აძლევს სატყუარას.
„მყარი“ (კლასიკური) ჯიგთავი მიზანშეწონილია გამოვიყენოთ პასიურ სატყუარებთან ერთობლიობაში.

სატყუარები

ეს არის სილიკონისგან (რეზინისგან) დამზადებული სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერის სიმპატიური სატყუარები, ერთი შეხედვიტ არც კი გავს სატყუარას newsmile05.gif
სატყუარებიც თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად ; აქტიურ :

ვიბროკუდი, ტვისტერი






და პასიურ: კიბოები, სლაგები (ჭიაყელები) და ათასი მაიმუნობა...









დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა ჯიშის თევზი მათზე რეაგირებს სხვადასხვანაერად, ამიტომ ჭეშმარიტ სპინინგისტს არსენალში უნდა ქონდეს ორივე newsmile045.gif

ნუ ზოგადად სილიკონი არის უბრალო და ატრაქტანტიანი (съедобны), რათქმაუნდა უპირატესობა უკანასკნელს ენიჭება, თევზი კონტაქტისას აღიქვამს მას როგორც საკვებს, რადგან აქვს სუნი და გემოც.


ჯოხი, კოჭა, ძუა.

ამბობენ მიკრო-ჯიგში ყველაზე მეტად მოეთხოვება ჯოხს მგრძნობელობა და ამავდროულად სიმსუუქე, პრინციპში აუცილებელი პირობაა ეს ორი.
ტესტი 0,5-5 გრამი ან მაქსიმუმ 7 გრამამდე, რადგან მიკრო-ჯიგში გამოიყენება სატყუარბი (ჯიგთავთან ერთად) 5 გრამამდე. ამის ზემოთ უკვე მსუბუქი ჯიგია.

კოჭაც შეძლებისდაგვარად კომპაქტური, მსბუქი. კარგად უნდა მუშაობდეს წვრილ ძუებთან, წნულებთან.
ძუას ზოგი მონოს ხმარობს, ძოგიც წნულს 0,12-0,16 მმ

მონოს პლიუსი ის არის რომ წელვადია და პასიური თევზი კონტაქტისას წინააღმდეგობას ვერ გრძნობს და ხარბად იღებს სატყუარას. მაგრამ ეს ამავდროულად მინუსიცაა; ნაკლები ინფორნაციულობა კონტაქტისას. მე პირადად ორივეს ვხმარობ და ბედნიერი ვარ newsmile05.gif

წნულის შემთხვევაში რეკომენდირებულია 50-100 სმ -იანი ფლუროკარბონის სადავე (პავადოკი) .

ორივე შეთხვევაში თუ კარგი ჯოხი გაქვთ კონტაქტს ხელშიც გრძნობთ და ვიზუალურადაც ამჩნევთ ძუის დაჭიმულობა-მოშვებით, ამიტომ სასურველია ძუა იყოს შეფერილი, ვიზუალური კონტროლისთვის.


გატარების ტექნიკა

ვაგდებთ სატყუარას წყალში, ველოდებით მის ძირზე დაცემას. შემდეგ ორი ამოხვევა----პაუზა----ძირზე კონტაქტი, ორი ამოხვევა----პაუზა----ძირზე კონტაქტი .... (ამოხვევებს და პაუზებს ძირზე დაცემის შემდეგ ვარეგულირებთ შეხედულებისამებრ ).
ეს მეთოდი მუშაობს აქტიურ სატყუარებზე. კონტაქტი ხდება ძირითადად პაუზაზე სატყუარის ვარდნისას და ვარდნის შემდეგ ძირიდან.

ზემოთ მოყვანილი ტექნიკა (კლასიკა) ერთ-ერთია იმ უამრავს შორის , რომელსაც პრაქტიკის მატებასთან ერთან ითვისებს სპინინგისტი.

"მსხვარპლი"

რათქმაუნდა უპირველეს ყოვლისა მტაცებელი (ქარიყლაპია, ქორჩილა, ფარგა, ქაშაპი, ღორჯო, ლოქო ... ) , მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხშირია „მშვიდობიანი“ თევზის ჯიშები, განსაკუთრებით კარპისებრთა ოჯახისანი, კობრი, კარჩხანა, ამური, სქელშუბლა, ფარფლწითელა, კაპარჭინა ...







აქვე დავსძენ ეს მეთოდი მეტწილად სპორტული ხასიათისაა ვინემ მომპოვებლური ! დაე ეს თემაც ერთ აგურად დაედოს იმ კედელს, რასაც კულტურული, სპორტული თევზაობა ქვია !



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- LeoTaso   მიკრო-ჯიგი   Mar 9 2015, 01:14
- - ახალციხელი   LeoTaso ძალიან საინტ...   Mar 9 2015, 08:56
- - LeoTaso   ესეც ქორჩილა "პარ...   Mar 9 2015, 10:10
- - LeoTaso   ააა კიდო   Mar 9 2015, 10:18
- - smekosmeko   LeoTaso ჯიგარი ხარ, ძლივ...   Mar 9 2015, 11:30
- - ჭალიმგელა   LeoTaso ეგ იყო ზუსტა...   Mar 9 2015, 11:35
- - smekosmeko   ჯიგთავებს და ტვისტ...   Mar 9 2015, 11:40
- - ჭალიმგელა   ეს ჩიბუკა სად ვიყი...   Mar 9 2015, 11:45
- - HUNTER FREDY   LeoTaso ერთი ორი მასტე...   Mar 9 2015, 11:59
- - დაქსი   HUNTER FREDY ციტატა(irakli fofxadze ...   Mar 9 2015, 14:26
- - დაქსი   LeoTaso ეს ვიდეოები სა...   Mar 9 2015, 14:40
- - LeoTaso   smekosmeko ჭალიმგელა შე...   Mar 9 2015, 14:40
- - LeoTaso   დაქსი HUNTER FREDY იკა გ...   Mar 9 2015, 14:47
|- - jaba_gugesha   LeoTaso სიამოვნებით ...   Mar 9 2015, 17:25
|- - HUNTER FREDY   ციტატა(LeoTaso @ Mar 9 2015, 15...   Mar 9 2015, 17:27
- - დაქსი   LeoTaso როდისთვის ახვ...   Mar 9 2015, 17:25
- - ნუკრიMax   LeoTaso შენ გაიხარე, რა...   Mar 9 2015, 19:28
- - დაქსი   მგონი ყველა ამ მეთ...   Mar 9 2015, 19:30
- - ნუკრიMax   მე პირადად ვიდეოს ...   Mar 9 2015, 19:49
- - დაქსი   ნუკრიMax ციტატა(Nukry ...   Mar 9 2015, 19:55
- - LeoTaso   გამოთბებეა ცოტა და...   Mar 9 2015, 19:57
- - ნუკრიMax   LeoTaso სატყუარები მე მ...   Mar 9 2015, 20:03
- - ნუკრიMax   ბასს პროს ანკესი დ...   Mar 9 2015, 20:09
- - დაქსი   LeoTaso კი ბატონო მოვი...   Mar 9 2015, 20:12
- - LeoTaso   ნუკრიMax ქარიყლაპი...   Mar 9 2015, 20:14
- - ნუკრიMax   LeoTaso მოკლედ, ველოდებ...   Mar 9 2015, 20:19
- - LeoTaso   აი ქარიყლაპია 2 სან...   Mar 9 2015, 20:34
- - ნუკრიMax   რაც მაგარია, მაინც ...   Mar 9 2015, 21:36
- - LeoTaso   კარპი მიკრო-ჯიგზე   Mar 16 2015, 17:37
- - jorj   LeoTaso გაუვარდა ყარაუ...   Mar 16 2015, 20:34
- - დაქსი   jorj ციტატა(jorj @ 16th March 20...   Mar 16 2015, 21:35
- - LeoTaso   jorj ციტატა(jorj @ 16th March 20...   Mar 16 2015, 22:42
- - LeoTaso   jorj ... და დაამატე რაც...   Mar 16 2015, 22:50
- - დაქსი   LeoTaso ციტატა(LeoTaso @ 16th Ma...   Mar 16 2015, 22:55
- - jorj   LeoTaso ნუ მაწითლებ ამდ...   Mar 17 2015, 07:29
- - LeoTaso   jorj ციტატა(jorj @ 17th March 20...   Mar 17 2015, 08:20
- - LeoTaso   RE: მიკრო-ჯიგი   Apr 4 2015, 10:34
- - ნუკრიMax   LeoTaso სად იყავი? მოკლ...   Apr 4 2015, 12:05
- - LeoTaso   ნუკრიMax ლანჩხუთში ...   Apr 4 2015, 12:13
- - smekosmeko   LeoTaso მაგ ტბაში ფსკერ...   Apr 4 2015, 12:43
- - jorj   smekosmeko არ არის აუცილე...   Apr 4 2015, 13:40
- - smekosmeko   აბა ჯიგი შუა წყალშ...   Apr 4 2015, 13:57
- - LeoTaso   smekosmeko არსებობს ოფსე...   Apr 4 2015, 17:01
- - smekosmeko   ბალახსაწინააღმდე...   Apr 4 2015, 17:32
- - jorj   smekosmeko საერთოდ ძალია...   Apr 5 2015, 11:18
- - LeoTaso   დიდები არც გვიძებნ...   May 28 2015, 19:23


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 19:38