შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის!
შადი შამოდი
პოსტი Aug 10 2013, 14:11
პოსტი #16


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიღაცამ კი არ შეაჯიბრა, ბატონმა კონოვალოვმა შეაჯიბრა, რომელიც წლებია უსირცხვილოდ და ცინიკურად დასცინის "ადგილობრივი"წარმომავლობის ძაღლებს და მათ მფლობელებს თავიანთი მეძებრების ხეებზე ჩამოკიდებას ურჩევს. რაც მთავარია, ამტკიცებდა, ( იმედია, აწი ცოტა ხნით მაინც დადუმდება) - ევროპელების მიერ სააქეთოდ გამომეტებული ლეკვები რომ დაძაღლდებოდნენ, აქაურებს ნებისმიერ პრაქტიკულ ნადირობაშიც ჯიბეში ჩაისვამდნენ. მოხდა კი აი, რა: ანტი და კონოვალოვის ძაღლები ერთად ანადირეს. კონოვალოვის ძაღლებმა ირბინეს 15-20 წუთი, ენები გადმოაგდეს, სტილი და სისწრაფე დაკარგეს, ბოლოს საერთოდაც დადგნენ და თავადაც ყურებჩამოყრილმა პატრონმა მანქანისკენ წააბუნძულა კუდამოძუებულები. ამ დროის განმავლობაში მათ არ უყნოსიათ, პოვნაზე და ნაბულზე ლაპარაკი არაა, არც ერთი (!) ფრინველი და სეკუნდირებაც კი არ გაუკეთებიათ არც ერთხელ. ამასობაში ანტის ნაბულებიდან ათზე მეტი მწყერი მოიპოვა სამართლიანად გაამაყებულმა ბატონმა აკოფმა. ეს იყო და ეს. ახლა გინდა თავად შეიტანეთ და გინდა თავად გამოიტანეთ... დასკვნები!
რა თქმა უნდა, ამ პატარა ინციდენტს ევრობული მოშენების ძაღლების იმ ელიტარულ 0,01%-თან, რომლებსაც "დიდი" და დიდში რომ ვერ ივარგეს, მაშინ "სანადირო" ძებნის ძაღლები ქვიათ, არავითარი კავშირი არა აქვს. ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Aug 12 2013, 02:20
პოსტი #17


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვერ ვხვდები, კონოვალოვის ძაღლები რა შესაჯიბრებელი იყო ძაან მაინტერესებს. მე გითხარით რა ძაღლებასაც უნდა შეაჯიბრონ სხვაობის ნახვა თუ გინდათ. რანდგან ძაღლმა 10 მწყერი იპოვა ე.ი. მაგარი სანადირო ძაღლია? მაგაზე მეტს ნახავდი კონსერვის ბანკებით ე.ი. იგივენაირი ლოგიკით შადიმან კონსევის ბანკებით ნადირობა ჯობია ვიდრე ძაღლით? თან კონსევის ბანკა საერთოდ არ იღლება და 100% შედეგი აქვს.


ისე ყელიხაშვილს საფრანგეთიდან ჩამოვანილი ძაღლი რო ყავდა-დედოფლისწყაროში ამ ძაღლს შეეძლო სიცხეში დილიდან საღამომდე 8 ზე ერბინა და ენადირა-მე მინახავს და მინადირია და ბევრ სხვას და დაადასტურებენ ჩემი თუ არ გჯერათ. იქნებ აქაური ძაღლი გამახსენო ერთი მაინც რომელიმე რომელსაც იგივენაირი მონაცემები ქონდა ამ ასპექტში?

თუ ფრინველის ნახვის რაოდენობაზეა ლაპარაკი ? აგერ ლევანი იხვეწება კედელაშვილი ჩემ იაგს შევაჯიბროთ თვენი სანაქებო ძაღლებიო. მაგრამ რადომღაც გამოწვევა არავინ არ მიიღო. რატომ?
იქნებ ისიც გაიხსენო რამდენი სანაქუბო თუ ისე მონადირე ძაღლი გინახია საველეზე ყნოსვის არგამოვლენის გამო მოხსნილი?
ისე აქაური ძაღლების 0.01% დიპლომს მაინც რო იღებდეს კარგი იქნებოდა. იქ ელიტაში მაინც მიდის ეგ რაოდენობა.

საერთოდ თემას ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს კონოვალოვის ძაღლს შეაჯიბრო . რა კარგი დონის ევროპული პოინტერები დაილია უკრაინაში?
პიონტერები თუ არა კურცჰაარები მაინც ყავთ ისეთი....

მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე: რადგან კონოვალოვის ძაღლმებმა ფრინველი ვერ ნახეს ესე იგი ევროპას ჭირდება დახმარება რადგან იქ სანადირო ძაღლები არ ყავთ, და იქნებ ჩვენ შევძლოთ მათი დახმარება და აქედან რამოდენიმე საუკეთესო ლეკვი გაუგზავნოთ საჯიშედ-ისინი ხომ ბევრ რამეში გვეხმარებიან და ჩვენც გაუწოდოთ დახმარების ხელი დროა უკვე, თორემ დაჩნენ ევროპელები მონადირე ძაღლების გარეშე D.gif

მე იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ევროპული ძაღლების სწრაფი სტილიანი სირბილი არ მოსწონს უმეტესობას.
მაშინ აქაურ წესებში შევიტანოთ ცვლილება და ნაბიჯით სიარულში ძაღლს დაუწეროთ 10 ქულა- კარიერით სირბილისას 1. რაც ჩქარა დარბის ხო სანადიროდ უფრო ცუდია? რადგანაც უფრო მეტს გამოტოვებს და მალე დაიღლება. სტილი კიდევ საერთოდ ამოვიღოთ შეფასების გრაფებიდან--მას ნადირობასთან არაფერი საერთო არ აქვს.

მე ბატონ აკოფს შევთავაზე დისკუსია გაგვემართა კონრეტულად საბჭოთა და ევროპული წესების შესახებ, თუ რაა არის მათში სანადირო და არასანადირო და ა.შ.
მან ეს მიპასუხა
ციტატა
Я к сожалению, как Вы, не смогу так уверенно утверждать, о приоритетности, одной системы над другой, так как, не являюсь профессиональным кинологом и в дебри западной кинологи, не лез и не вникал.


მე ლაპარაკი მაქვს კონკრეტულად წესებზე.

ამიტომ იგივეს ვთავაზობ ყველას ვისაც სურვილი აქვს გავაგრძელოთ იგივე დისკუსია ...





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Aug 12 2013, 08:43
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დისკუსია უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს ურთიერთ პატივისცემისა და ზრდილობის ფარგლებში

არასოდეს არაფერი არ კეთდება ექსპერიმეტებისა და ბევრი წარუმატებლობის გარეშე, წარმატება ერთია , წარუმატებლობა სამწუხაროდ უფრო მეტი

რა გგონიათ ლავერაკმა რომ სეტერი გამოიყვანე ერთი შეჯვარება იყო და მორცა, არაა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი წარუმატებლობა ქონდა და მხოლოდ ერთი წარმატება

ამიტომ ნუ დავიზარებთ, ვიკამათოთ, ვიმუშავოთ და აუცილებლად გვეყოლება საუკეთესო მეძებრები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 08:46
პოსტი #19


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



GIGO
ციტატა(GIGO @ 12th August 2013 - 03:20) *
ვერ ვხვდები, კონოვალოვის ძაღლები რა შესაჯიბრებელი იყო ძაან მაინტერესებს. მე გითხარით რა ძაღლებასაც უნდა შეაჯიბრონ სხვაობის ნახვა თუ გინდათ. რანდგან ძაღლმა 10 მწყერი იპოვა ე.ი. მაგარი სანადირო ძაღლია? მაგაზე მეტს ნახავდი კონსერვის ბანკებით ე.ი. იგივენაირი ლოგიკით შადიმან კონსევის ბანკებით ნადირობა ჯობია ვიდრე ძაღლით? თან კონსევის ბანკა საერთოდ არ იღლება და 100% შედეგი აქვს

გიგოს ვენაცვალე!
ხო იცი როგორ მიყვარხარ და პატივს გცემ!
გაკვირვებული ვარ,რატო გაცხარდი? სად არის შენი ცნობილი იმერული თავაზიანობა და ზრდილობა? რავა ერთ ჩვენ საერთო ძმაკაცებს დაემსგავსე ხისტ გამონათქვამებში?(სწორია რა,ხარი ხართან დააბიო D.gif )

გიგო,თემას ქვია ანტის და იური კონოვალოვის ევროპელების შეჯიბრი.
ეს ტემა იმიტომ გავხსენი,რომ გაგვეზიარებინა კლუბ "ოჩოპინტრეს"და პირადად ჩემი მეგობრის აკოპ კაზარიანის სიხარული.
შენც ადევნებ ალბათ თვალ უკრაინულ სამონადირეო საიტს. ხოდა ეს შეჯიბრიც იმიტომ ჩატარდა რომ ბატონი ი.კონოვალოვი ირონიულად ,უფრო მეტიც,ცინიკურად მოიხსენიებდა ადგილობრივი მოშენების ძაღლებს.რის გამოც აკოპმა შესთავაზა მას მინდორში გაერკვიათ მტყუან მართალი.
კონოვალოვი სიხარულით დათანხმდა და .......... ჩაისვარა!!!!!!!!!!!
არ დაგიმალავ დამისი ფიასკო მეც გამეხარდა გარკვეული მიზეზებია და გამო!

აკოპი ამბობს რომ იგი მზად არის შეაჯიბროს თავისი ანტი ნებისმიერ,ხაზგასმით ნებისმიერ იტალიურ,ფრანგულ,სერბულ ძაღლს ტყის ქათამზე .

საქმე იმაშია,რომ შენგან ჩამოთვლილი ძაღლების პატრონები რატომღაც არ ეხმაურებიან აკოპის ამ გამოწვევას!
ალბათ რირსეულ მეტოქეთ არ მიაჩნიათ newsmile045.gif

მე ასევე დავწერე რომ კონოვალოვი პატივისცემის ღირსია,რადგან გამოწვევა მიიღო.
მოდი ჩვენც ჩავატაროთ ანალოგიური ასპარეზობა სანადირო ფრინველზე!(მწყერი,ქათამი.აბა გნოლზე ნადირობა ჩვენთან აკრძალულია და! newsmile039.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 09:03
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(GIGO @ 12th August 2013 - 03:20) *
ისე ყელიხაშვილს საფრანგეთიდან ჩამოვანილი ძაღლი რო ყავდა-დედოფლისწყაროში ამ ძაღლს შეეძლო სიცხეში დილიდან საღამომდე 8 ზე ერბინა და ენადირა-მე მინახავს და მინადირია და ბევრ სხვას და დაადასტურებენ ჩემი თუ არ გჯერათ. იქნებ აქაური ძაღლი გამახსენო ერთი მაინც რომელიმე რომელსაც იგივენაირი მონაცემები ქონდა ამ ასპექტში?

აქაც არ ხარ მართალი!!!!!!!!!
ჩემი"ფანი" უარეს სიცხეში, ნადირობდა დერბიკას "ფრანგზე" მეტს თუ არა ,არანაკლებს!
და ამას აკეთებდა სისტემატიურად!ისეც კი მომხდარა,ჩვენ რომ დასასვენებლად დავმჯდარვართ ცოტა ხანს მოგიცდიდა და მერე მარტო ნადირობდა !
ახლა ეს რას დავაბრალო?
მის იტალიელ" მამას(ს,შაგინოვის "ბადი")რომელიც საქართველოში საერთოდ არ უნადირებიათ თუ მის ადგილობრივი მოშენების(ჯ.მინდორაშვილის"ლედი")დედას,რომელსაც პატრონი კვირაშისამჯერ ანადირებდა.


ციტატა(GIGO @ 12th August 2013 - 03:20) *
თუ ფრინველის ნახვის რაოდენობაზეა ლაპარაკი ? აგერ ლევანი იხვეწება კედელაშვილი ჩემ იაგს შევაჯიბროთ თვენი სანაქებო ძაღლებიო. მაგრამ რადომღაც გამოწვევა არავინ არ მიიღო. რატომ?
იქნებ ისიც გაიხსენო რამდენი სანაქუბო თუ ისე მონადირე ძაღლი გინახია საველეზე ყნოსვის არგამოვლენის გამო მოხსნილი?
ისე აქაური ძაღლების 0.01% დიპლომს მაინც რო იღებდეს კარგი იქნებოდა. იქ ელიტაში მაინც მიდის ეგ რაოდენობა.

ერთი რამე მაინტერესებს,რა "ევროპელებზე" მეტს ვერ იპოვის ?
თუ გინდა კედელაშვილის ძაღლს შევაჯიბროთ აქაური "ევროპელები" D.gif D.gif D.gif

გიგოს ვენაცვალე!
არ გინდა ჩვენი ძაღლების "კონსერვის ქილებთან" შედარება!
რამდენ მონადირეს ტკენ გულს ხო ხვდები!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Aug 12 2013, 16:45
პოსტი #21


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ციტატა
მათ მფლობელებს თავიანთი მეძებრების ხეებზე ჩამოკიდებას ურჩევს

ეს კაცი თუ მართლაც ამას წერს, რბილად რომ ვთქვათ ცუდი კაცი ყოფილა.
ელემენტარული ზრდილობა და სოლიდარობა არ ქონია სხვა მონადირეების მიმართ.


ისეკი როგორც მე მაქვს წაკითხულ-გაგებული ამ ფორუმზე, მაგ ანტს მამა თუ ბაბუა ევროპული მოშენების ძაღლი ყავს.ოღონდ ზუსტად არ მახსოვს ფრანგული თუ იტალიური.
იბადება მარტივი კითხვა, რატომ აიყვანა ბატონმა აკოფმა ასეთი სისხლის ძაღლი?
განა არ იყო იმის საშიშროება რომ არამონადირე ძაღლის შთამომავალი თვითონაც არამონდაირე გამოსულიყო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Aug 12 2013, 16:45
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




----
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 16:59
პოსტი #23


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



dato 85
ციტატა(dato 85 @ 12th August 2013 - 17:45) *
ციტატა
მათ მფლობელებს თავიანთი მეძებრების ხეებზე ჩამოკიდებას ურჩევს
ეს კაცი თუ მართლაც ამას წერს, რბილად რომ ვთქვათ ცუდი კაცი ყოფილა.
ელემენტარული ზრდილობა და სოლიდარობა არ ქონია სხვა მონადირეების მიმართ.

ეგეთ რაღაცეებს რომ წერდა ბატონი ი.კონოვალოვი ფორუმებზე,იმიტომაც გამიხარდა მისი ფუიასკო!
ციტატა(dato 85 @ 12th August 2013 - 17:45) *
ისეკი როგორც მე მაქვს წაკითხულ-გაგებული ამ ფორუმზე, მაგ ანტს მამა თუ ბაბუა ევროპული მოშენების ძაღლი ყავს.ოღონდ ზუსტად არ მახსოვს ფრანგული თუ იტალიური.
იბადება მარტივი კითხვა, რატომ აიყვანა ბატონმა აკოფმა ასეთი სისხლის ძაღლი?
განა არ იყო იმის საშიშროება რომ არამონადირე ძაღლის შთამომავალი თვითონაც არამონდაირე გამოსულიყო?

თუ არ მეშლება,"ანტის"ბაბუა"არან ჯანალუ"სერბული ძაღლი იყო.
მერე და ვინ თქვა რომ "ევროპელები"არამონადირეები არიან?
თუ დაგეშავ სანადირო ფრინველზე და არაფრისმომცემ ჭენებას არ მოსთხოვ,რაზეც დაგესავ იმაზე ინადირებენ.
მაგრამ ჩვენი მოშენების ძაღლებზე,ჩვენს პირობებში რამდენად უკეთესად ინადირებენეგ კიდევ საკითხავია.
მე მგონია რომ არავითარი განსხვავება სისწრაფის გარდა,არ იქნება.ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გუშინ,მჭადიჯვერში!!!!!!!!!!
ამიტომ ვამბობ,რომ სისხლების შესარევად და გასაახლებლად ეს დართვები აუცილებელია.
მაგრამ იმათ არ ღირს,უკანასკნელი კაპიკები შეაგროვო,ძაღლი ჩამოიყვანო და მერე იმ ძაღლმა ჩვენებურივით ინადიროს............!!!!!!!!!!!!!
ანდა სულაც ვერ ინადიროს და მოსაცილებელი შეგექმნას! newsmile045.gif
დამიჯერეთ,არავითარი ნიშნის მოგებით და ირონიით ამას არ ვწერ. სანამ ევროპელების და ჩვენებურების მიმდევრებათ დავიყოფოდით უამრავი ნადირობები ჩაგვიტარებია ერთად და მეგობრები და ძმაკაცები ვართ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 17:15
პოსტი #24


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



იმ ფორუმის ლინკი იმიტომაც დავდე რომ იქ მივადევნოთ თვალი "ევროპელების" და "ჩვენებურების" კამათს!
იქ გამოითქვა აზრი,რომ პოინტერი თავიდანვე შექმნილია გნოლზე(გრაუსზე)სანადიროთ და სწორედ მასზე მუშაობისას ავლენს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს(სტილი,სისწრაფე)
ტყის ქათამზე და მწყერზე ნადირობა,მითუმეტეს ჩვენს პირობებში,საგრძნობლად განსხვავდება ყირიმის სტეპებში გნოლზე მუშაობის პირობებისგან.
გნოლზე დაგეშილ"სპორტსმენს",რომელსაც არ უნადირია სხვა ფრინველზე,ნამდვილად არ აქვს შანსი "მუშასთან"
აკოპი არ ერიდება და პირდაპირ აცხადებს რომ გნოლზე შეჯიბრში მის ძაღლს რაღაც განსაკუთრებული შანსები "სპორტსმენებთან"შედარებით არ გააჩნია.
ბატონი კონოვალოვი და მისი თანამოაზრეები იქაც და ჩვენთანაც,კი ამტკიცებდნენ რომ ერთი და იგივე ძაღლით ფ.ტ. შეჯიბრშიც მიიღებდნენ კვალიფიკაციას და წარმატებითაც ინადირებდნენ მწყერზე!
არ ხდება ასე!
რაღაც რომ გეძლევა,სხვა რაღაცაში გაკლდება!
ჩვენი ძაღლები იმიტომაც ნადირობენ ნებისმიერ ფრინველზე მეტ ნაკლები წარმატებით რომ ჩვენ შეგნებულად თუ შეუგნებლად ნადირობის სამსხვერპლოზე დავდეთ სისწრაფეც და ხშირ შემთხვევაში სტილიც!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Aug 12 2013, 18:10
პოსტი #25


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ბაბუ

ციტატა
ეგეთ რაღაცეებს რომ წერდა ბატონი ი.კონოვალოვი ფორუმებზე,იმიტომაც გამიხარდა მისი ფუიასკო!


მონადირე რომელიც სხვა მინადირეს ასეთ "რჩევებს" აძლევს თვითონ არის ხეზე დასაკიდი.
კრიტიკა და კონსტრუქციული დიალოგი გამიგია, მაგრამ ასეთი რამეების დაწერა ჩემამდე არ დადის, თუნდაც სულ ეზოს ფინია ძაღლით ნადირობდეს კაცი.

ციტატა
თუ არ მეშლება,"ანტის"ბაბუა"არან ჯანალუ"სერბული ძაღლი იყო

ხო აქ შევცდი, თუმცა სრებების ძაღლებიც ძირითად ფარნგულ-იტალურ ძაღლებიდან მოდის.
ამას გიგო უფორ გვეტყვის. მე არვიცი ზუსტად.
სიმართლე რომ ვთქვა მე მაგათი კურცჰაარები უფრო მაინტერესებს ვიდრე პოინტერები.

ციტატა
მერე და ვინ თქვა რომ "ევროპელები"არამონადირეები არიან?

სამწუხაროდ არის ასეთი "ვარაუდები" ხოლმე.

ციტატა
მაგრამ ჩვენი მოშენების ძაღლებზე,ჩვენს პირობებში რამდენად უკეთესად ინადირებენეგ კიდევ საკითხავია.

ყოველთვის ვიბნევი ამ სიტყვების გამო,
რას ნიშნავ ჩვენი პირობები უნდა დავაკონკრეტოთ.
გეოგრაფიული?
ლანდშაპტი?
ფრინველის რაოდენობა?
ტრადიცია? (რომელიც გულახდილად რომ ვტქვათ არ გაქვს, თუნდაც იგივე რუსებთან შედარებით)

გეოგრაფიით და ლანდშაფტით, ლამის ერთი ერთზე გავს ის აადგილები ჩევ ადგილებს. ჭალები, გორაკები, სათიბები და ასე შემდეგ. ხორვატია და სერბეთი ხო საერთოდ გორაკების და ჭალების ქვეყნაა.
სანადირო ობიექტებიც იგივეა, უბრალოდ ერთი და ძალიან დიდი სხვაობაა ის რომ საქართველოში ბრაკონირების გამო შემცირებულია ფრინველი. იმათ მეტი ფრინველი ყავათ, და მეტი მეურნეობები აქვთ.
თქვენ თუ ამას გულისხმობთ მაშინ მეც გეთანხმებით.

ასევე იმათ იმდენი სანადირო გამოცდაა აქვთ რომ ჩვენც არც დაგვესიზმრება.
ერთი ერთზე გავს ნამდვილ ნადირობას, თავისი მოკვლით, მოტანით, პოვნის და მოკლული რაოდენობით და ასე შემდეგ.
თქვენ როდისმე გინხავთ ასეთი ტიპის საველე საბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული?
მე არ მინხავს, თუ ვინმეს უნახავს დაწეროს და ვილაპარაკოთ.

ციტატა
თუ დაგეშავ სანადირო ფრინველზე და არაფრისმომცემ ჭენებას არ მოსთხოვ,რაზეც დაგესავ იმაზე ინადირებენ.

ბატონო თენგო, ასეთი მიდგომით ჩვენ ვიწვევთ პოინტერის გადაჯიშებას, რადგან პოინტერი და ინგლ. სეტერი სწორედ რომ ასეთი ძებნისთვის გამოჯიშეს.
სწორედ ამას წერენ ამ ჯიშის კორიფეები.
რას ქვია არაფრის მომცემი ჭენება?
ეს ჭენება ჯიშის თვისებაა! ისევე როგორც ნაბულია ჯიშის თვისება!

აბა მაშინ რაღად გვინდა იგნლისური სეტერი თუ ის კატასავით არ დასრიალებს მინდორში?
იგივე ფუნქციას ბრეტონიც ასრულებს და არა ნაკლები წარმატებით.

არ მინოდა ამის დაწერა მაგრამ დავწერ,
გადახედეთ დღევანდელი შეჯიბრის მონაცემებს, პოინტერები და კურცჰაარები ერთი სისწარფით დარბიან. მგონი ყველას 7 უწერია.
ეს არის ჩვენი მეძაღლეობის მიზანი?
მართლაც რომ ლამის ქარივით მორბენალი ძაღლი ჩორთით მოსირულედ ვაქციოთ?

ვისაც მოსწონს ნელი ძაღლები, და მიაჩნია ჩქარი ძებნა ხელის შემშლელია, არაფერი ცუდი არ არის ამაში, უბრალოდ არსებობს შებამისი ჯიშები რომლებიც ბრიწყნავლედ ართმევენ თავს ყველ სახის ნადირობას.

რავიცი რავიცი...
მე ჩემი აზრი მაქვს, სხვას თავისი.
"ევროპულების" და "შინაურების" გზები არ იკვეთება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 19:07
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



dato 85
"აპიატ პრო მორე!!!!!"
წავალთ,წამოვალთ ისევ იმ რელსებზე ვდგებით რა!
რა მოხდება რომ ადამიანის დაწერილი ბოლომდე წაიკითხოთ და სწორად გაიგოთ!
ციტატა(qarqashadze @ 12th August 2013 - 18:15) *
რაღაც რომ გეძლევა,სხვა რაღაცაში გაკლდება!
ჩვენი ძაღლები იმიტომაც ნადირობენ ნებისმიერ ფრინველზე მეტ ნაკლები წარმატებით რომ ჩვენ შეგნებულად თუ შეუგნებლად ნადირობის სამსხვერპლოზე დავდეთ სისწრაფეც და ხშირ შემთხვევაში სტილიც!

გასაგებად ვწერ,რომ უნივერსალ,ყველაფერზე და ნებისმიერ პირობებში მონადირე ძაღლის მისაღებად,რაღაც უნდა დათმო!
უმეტეს შემთხვევაში ეს ზუსტად ის არის,რაც პოინტერს პოინტერად,სეტერს სეტერად აქცევს!ანუ სტილი!!!!!!!!!!!
მთელი ჩხუბი და დავიდარაბა მქონდა სულ რაღაც ერთი თვის წინ,როდესაც ვამტკიცებდი რომ ჩვენი არც პოინტერია პოინტერი და მითუმეტეს სეტერი ხო საერთოდ არ პასუხობს სტილის მოთხოვნებს!
იმას რომ ამბობ ჩვენი სანადირო პირობები ევროპულისგან არ განსხვავდებაო,ან დიდი ხანია წასული ხარ და დაგავიწყდა,ან არ გინადირია მწყერზე კახეთში!!!!!!!!!!
ერთ ევროპულ ქვეყანას თუ დამისახელებ,სადაც კუნძულელებით 2 მეტრიან სიმინდში,ბურიანში ან ნასემიჩკარში ნადირობენ-საერთოდ აღარაფერს ვიტყვი ძაღლების შესახებ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 12 2013, 19:11
პოსტი #27


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბევრს ვაწყენინე და ბევრმაც მე მაწყენინა,აღარ მინდა ყველაფრის თავიდან დაწყება!
კიდევ ერთხელ ,ხაზგასმით,ვაცხადებ რომ ძალიან გამიხარდა ჩემი მეგობრის,აკოპ კაზარიანის,"ანტის" უპირობო გამარჯვება!!!!!!!!!!!!!
მრავალ ასეთ გამარჯვებას ვუსურვებ მომავალშიც!!!!!!!!!


ბრავო ანტ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Aug 12 2013, 20:47
პოსტი #28


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(GIGO @ Aug 12 2013, 03:20) *
ვერ ვხვდები, კონოვალოვის ძაღლები რა შესაჯიბრებელი იყო ძაან მაინტერესებს. მე გითხარით რა ძაღლებასაც უნდა შეაჯიბრონ სხვაობის ნახვა თუ გინდათ. რანდგან ძაღლმა 10 მწყერი იპოვა ე.ი. მაგარი სანადირო ძაღლია? მაგაზე მეტს ნახავდი კონსერვის ბანკებით ე.ი. იგივენაირი ლოგიკით შადიმან კონსევის ბანკებით ნადირობა ჯობია ვიდრე ძაღლით? თან კონსევის ბანკა საერთოდ არ იღლება და 100% შედეგი აქვს.


ისე ყელიხაშვილს საფრანგეთიდან ჩამოვანილი ძაღლი რო ყავდა-დედოფლისწყაროში ამ ძაღლს შეეძლო სიცხეში დილიდან საღამომდე 8 ზე ერბინა და ენადირა-მე მინახავს და მინადირია და ბევრ სხვას და დაადასტურებენ ჩემი თუ არ გჯერათ. იქნებ აქაური ძაღლი გამახსენო ერთი მაინც რომელიმე რომელსაც იგივენაირი მონაცემები ქონდა ამ ასპექტში?

თუ ფრინველის ნახვის რაოდენობაზეა ლაპარაკი ? აგერ ლევანი იხვეწება კედელაშვილი ჩემ იაგს შევაჯიბროთ თვენი სანაქებო ძაღლებიო. მაგრამ რადომღაც გამოწვევა არავინ არ მიიღო. რატომ?
იქნებ ისიც გაიხსენო რამდენი სანაქუბო თუ ისე მონადირე ძაღლი გინახია საველეზე ყნოსვის არგამოვლენის გამო მოხსნილი?
ისე აქაური ძაღლების 0.01% დიპლომს მაინც რო იღებდეს კარგი იქნებოდა. იქ ელიტაში მაინც მიდის ეგ რაოდენობა.

ხვდები, ჩემო გიგო, როგორ ვერ ხვდები... მაგრამ არ გინდა კია უელემენტარულესი ფაქტები დაინახო, და რატომ იბრმავებ ასე ძალისძალათი თავს (იწვალებ, რაც მთავარია), ეგ კი მართლა გაუგებარია. ძაღლების შეჯიბრზეა ლაპარაკი და ვინ მეტი ნახა და ვინ ნაკლები? თუ აკოფმა უკეთესად ესროლა, ვიდრე კონოვალოვმა? კარგი, რა...რისი ბანკები? რა 100%-იანი შედეგი? საქილიკოა ვითომ ეს ამბავი? ორმა პოინტერმა, ევროპული სწორუპოვარი სელექციის ნაყოფმა, სასახელო მშობლების ნაშიერებმა, ერთი მანქანის ფული რომ ჯდება ჯერ ლეკვი და მერე ჩამოყვანა, 20 წუთის მეტი ვერ ირბინეს, ენები გადმოაგდეს, ნაბული კი არა, პრიხვატკის ცდაც არ ქონიათ ფრინველით სავსე მინდორში, უკანაც არ დაუდგნენ სეკუნდირებაზე და სასაცილოდა გვაქვს ვითომ საქმე? სამწუხაროდ, პირიქით მგონია. რადგან პირადადაც დიდი იმედი მაქვს, ევროპული სისხლის ძაღლები აუცილებლად კეთილ გავლენას მოახდენენ ადგილობრივებზე(მას შემდეგ, რაც ამ საყმაწვილო სენს - თითქოს მათი ერთმანეთთან დართვა დანაშაული იყოს - მშვიდობიანად მოიხდით, უტოპიურ ამოცანებს შეეშვებით და რეალობას თვალს გაუსწორებთ). ღმერთმა ნუ ქნას, თქვენც კონოვალოვის მეძებრებისნაირი "ევროპელები" გამოგადგეთ. ღმერთია მოწამე, ნამდვილად ძალიან მეწყინება.
სხვა "უზუსტობებზეც" მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა:ყელიხაშვილის ფრანგი ძაღლების ჩვენთვის არნახულ დაუღლელობაზე, (ცნობილი ლექსის სტრიქონებია: "მაგრამ მტერს ისიც შეაშინებდა, ერთხელ ხმამაღლა, რომ ვთქვა - მარაბდა!" ჰოდა,ხმამაღლა არა, ჩუმად ვიტყვი, ჩურჩულითაც საკმარისია - ჯიმი!! newsmile01.gif აფსუს, ცხონებულო, ხედავ, რასა უბნობენ?ამ ასპექტშიო, იგივე მონაცემებიო D.gif ...თუ გინდა დღევანდელობა ავიღოთ, ვისზე ნაკლებია მაგ მხრივ ტოშკას პოინტერი, ან ვანოს ძუ ინგლისური? მაგრამ ეგენი თქვენ აღარ გაინტერესებთ) აქაური ძაღლების 0.01%-იც კი დიპლომს ვერ იღებსო, და ეს არგუმენტი, მთავარი: მაშ, ევროპელებს რატო არ მიყავთ აქედან ძაღლები და პირიქით რატომ ხდება?
ამ დონეზე ვიდისკუსიოთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Aug 13 2013, 02:04
პოსტი #29


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შადიმან ეტყობა სხვა რამეზე ვლაპარაკობთ. თუ არ ვარგიან ევროპელები რა კარგი გაველენა უნდა მოახდინინ აქაურ მონადირე ძაღლებზე ვერ ვხვდები.

რა უნდა გააუმჯობესოთ ევროპული ძაღლზე დართვით აქაურებს? სისწრაფე ? რომელის არ გჭირდებათ, თუ სტილი რომელის საერთოდ არ გაინტერესებთ(და მონადირე ძაღლს არაფერში არ ჭირდება) თუ შორს გასვლა რომელიც აქურ ნადირობის პირობებთან ჰარმონიაში ვერ მოდის. ძაან მაინტერესებს?
ჰოდა მაგ საყმაწვილო სენით მონადირე ძაღლებს უფრთხილდებით სპორტულებად არ გადაიქცნენ.
ჯიში და სტილი საერთოდ დაივწყეთ? შენი ჩამოთვლილი ძაღლებიდან რომელს ჰქონდა თუ აქვს თავისი ჯიშის შესაბამისი სტილი და ძებნის მანერა? კარგი მონადირე ძაღლი- შეფასების კრიტერიუმი როა იმიტომ გვაქვს კარგად საქმე დღეს სანადირო მეძაღლეობაში. სეტერი სეტერს არ გავს და პოინტერი პოინტერს ჩვენ კიდე ვდგავართ და ევროპელებისაკენ ვიშვერთ ხელს.
კარგად ნადირობს ყველა ძაღლი თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. მაგრამ ნადირობს განა თავის ჯიშის შესაბამისად?
მე ევროპიდან რო ამყავს ძაღლი იმიტომ ამყავს რომ იმედი მაქვს პოინტერი გაიზრდება ნამდვილად. თუ არ ივარგა ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, და ძაღლში ფულის გადახდაც არ მენანება. არ ივარგებს? არ დაირთვება -ძალიან მარტივია. შეიძლება მოვიშორო კიდეც თუ პოინტერს არ დაემსგავსა მინდორში.
აქ რო ავიყანო იაფი დამიჯდება და რას უნდა ველოდო? პოინტერს მინდორში? წვალება უფრო ესაა მგონი - ამის შანსი ხომ 0.01 % არაა.

შადიმან რა უნდა დავინახო ანტის მუშაობაში ის რომ 10 მწყერი ნახა? და კონოვალოვის ძაღლებმა კიდე ტყუილად ირბინეს და 15 წუთში დაიღალნენ? კი დავინახე
მერე აქედან როგც გავიგე შენ გამოგაქ დასკვნა რომ ევროპული ძაღლები 15 წუთზე მეტს არ დარბიან და თან ფრინველს არ ეძებენ? მე ეგეთ დასკვნას ვერ გამოვიტან რადგან უამრავი სხვა რამ მაქვს ნანახი. მაგაზე მეტ მწყერი პირატას რომ ეპოვა მაგ მინდორში და მეტი ხანი არ დაღლილიყო-იმას ნიშნავს რომ დრათჰაარი ჯობია პოინტერს?
კონსევის ქილებთან ასოცირება სწორედ თქვენმა შედარებამ წამოიტვტივ იმან 10 იპოვა იმან 0 კონსევმა სუყველა))) მარტო პოვნაზეა საქმე?

ერთი კი რჩება გამოცანად-ამ სანადირო ქვეყანაში სადაც ამდენი მონადირე ძაღლია 1 შეჯიბრი არ ჩატარებულა ნადირობაში-მოკვლა მოტანით. ევროპაში კიდევ სადაც საერთოდ მონადირე ძაღლები არ ყავთ უკვე რამდენი წელია ამდაგვარი შეჯიბრები უამრავი ტარდება-ნეტავ რატომ?

თენგო მე კამათის დროს არასოდეს ვცხარდები ხოლმე პირიქით უფრო სახალისო საქმეა ჩემთვის-ცოტა წერა რო არ მეზარებოდეს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ კონკრეტულად წესებზე ვილაპარაკოთ- შევადაროთ ევროპული და აქოური- რის მიხედვითაც განისაზღვრები როგორი უნდა იყოს ძაღლი. გინდაც ცალკე თემა გავხსნათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Aug 13 2013, 06:07
პოსტი #30


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე არც ექსპერტი ვარ და არც ვაპირებ ვიყო,მაგრამ 1-სმეც ვიტყვი თუ შეილება:

ძაღლს რომელთანაც თოფით გახვალ მინდორში (ფრინველზე მონადირე) რა თვისებები უნდა გააჩნდეს?!:
1.დამჯერობა 2.გამძლეობა 3.ყნოსვა ---ეს სამი ძირითადი კომპონენტია,რომელიც თუ ძაღლს აქ ინადირებ,ხოლო ამის მერე მოდის უკვე ხარისხის მაჩვენებელი 1.სტილი .

სიმართლე გითხრათ ამ ვიდეოების ყურების შემდეგ მე დიდი აღფრტოვანება ვერცერთმა ძაღლმა მომანიჭა,მაგრამ ყველაფერი შედარებითია: ევროპულმა აშკარად ,,ჩაისვარა,, აკოპას ძაღლთან. ეს თუ ამ ვიდეომასალაში კაცმა ვერ დაინახა,ან არ უნდა დაინახოს ან არ იცის რა უნდა დაინახოს!!!


და ის არ მესმის კიდე
ციტატა(GIGO @ 13th August 2013 - 03:04) *
რა უნდა გააუმჯობესოთ ევროპული ძაღლზე დართვით აქაურებს? სისწრაფე ? რომელის არ გჭირდებათ, თუ სტილი რომელის საერთოდ არ გაინტერესებთ(და მონადირე ძაღლს არაფერში არ ჭირდება) თუ შორს გასვლა რომელიც აქურ ნადირობის პირობებთან ჰარმონიაში ვერ მოდის. ძაან მაინტერესებს?


აი ეს კი ჩემი აზრით გაუგებარია,და რატომ არა? ან ვინ თქვა,რომ ჩვენ მეხორცეობით ვართ დაკავებულები და ესთეტიკა და სილამაზე არ გვაინტერესებს????სისწრაფეც გვჭირდება,სტილიც გვაინტერესებს და შორს გასვლაც ზომიერების ფარგლებში ბატონო ჩემოnewsmile05.gif არც მასე საქმე ყველაფერი ევროპულმა მიცეს აქაურებს,ეგება აქაურებმაც ქნან რაცხაnewsmile045.gif
ბოლო - ბოლო სხვა რომ არაფერი ახლაი სისხლი არავის და არაფერს აწყენს D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 02:50