იარაღის მოვლა და წმენდა, მოვლის საშუალებები ( ხსნარები ,სითხეები , ჯოხები, ჯაგრისები და სხვ.) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იარაღის მოვლა და წმენდა, მოვლის საშუალებები ( ხსნარები ,სითხეები , ჯოხები, ჯაგრისები და სხვ.) |
Jul 8 2011, 14:35
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 19-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბევრი ვეძებე ეს თემა მაგრამ ვერ ვიპოვე , არა და ჩემი აზრით აუცილებელია . აქ ყველას შეუძლია აღწეროს თუ ვინ როგორ წმინდავს იარაღს გამოყენების შემდენ ან თუნდაც დრო და დრო შენახვის დორს. რა საშუალებებს იყენებს , კერძოდ საწმენდი ჯოხი , ჯაგრისი , პაჩები , სითხეები , ზეთები და სხვ.
|
|
|
Jul 8 2011, 15:03
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა |
|
|
|
Jul 9 2011, 01:08
პოსტი
#3
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 19-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jul 9 2011, 01:18
პოსტი
#4
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 19-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
მეც დავწერ ცოტაოდენ ჩემს გამოცდიელაბს , იარაღის წმენდასთან დაკავშირებით
დავიწყოთ გლუვლულიანიდან . 1 . ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საწმენდი ჯოხის შერჩევა . მე უპირატესობას ვანიჭებ მთლიან ჯოხს , ანუ არა დასაშლელ ასაწყობს . თუმცა ეს უკანასკნელი დასაშვებია იშვიათი გამოყენებისთვის, მაგალითად საველე პირობებში კომპაქტურობის მხრივ . აქ რაც არ ვეძებე, რაც არ ვიყიდე , ნორმალური ჯოხი ერთი სიტყვით ვერ ვიშოვე . ამ ბოლო ხანებში გამოჩნდა რაღაც კაი ვარიანტები მარა 100 ლარზე ნაკლები მგონი არსად არ ღირს . მე შევიძინე აი ეს ვარიანტი . http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=369146 აი აქედან მაშინ ცოტა ძვირიც ღირდა ეხლა გაიაფებულია სადღაც 7$ ით. აქვს ორი საკისარი ხელის მოსაკიდზე , არის კარბონის და ერთი სიტყვით ნამდვილად კარგი ჯოხია ვინც შეიძენს არ ინანებს , მაგით წმენდა სიამოვნებასაც კი მოგანიჭებთ . ხო და უნდა გახსოვდეთ თუ ამ ჯოხს აირჩევთ, ანდა ნებისმიერ საწმენდ ჯოხს, რომელსაც გამოიწერთ, დაჭირდება შესაბამისად თავისი საწმენდი ჯაგრისები და პაჩების გასატარებელი, რადგანაც მასზე სხვა ზომის ხრახნია იმ ჯაგრისებთან შედარებით რაც აქ იყიდება . 2. ჯაგრისები და პაჩების გასატარებელი . საჭირო იქნება ბრინჯაოს ჯაგრისი და ნეილონის ჯაგრისი . მაგალითად . ასევე პაჩების გასატარებელი . არის ბევრი ვარიანტი 3. ქიმიური ხსნარები და გასანეიტრალებელი საშუალებები. ვინაიდან სროლის შემდეგ იარაღში რჩება მოგეხსენებათ წამლის ნამწვი , ტყვიის ნარჩენები და აგრეთვე პლასმასი (ზოგჯერ შეიძლება იყოს სპილენძიც . მაგ თუ მოსპილენძებულ კარტეჩებს გამოიყენებთ) ,უნდა მოხდეს ამ ზემოხსენებული ნარჩენების მოშორება ლულის ზედაპირიდან . ნუ პიველ რიგში ვიწყებთ წამლის ნამწვისგან ლულის გათავისუფლებას . არის უამრავი საშუალებები , ბატონ Shooter –ს აქვს თავის თემაში რამოდენიმე მაგალითი მოყვანილი . Hoppe's #9 მართლაც კარგი რაღაც არის .მე გირჩევთ იყიდოთ დიდი მოცულობის ბოთლით ფასი ბევრად ნაკლები გამოგივათ და კაი ხანიც გეყოფათ . http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=652259 არის კიდევ სხვა ვარიანტებიც ზოგი ყველაფერს აცილებს , ზოგიც გარკვეული ნადებს მარტო . გირჩევთ შეიძინოთ აგრეთვე კონკრეტულად უფრო აქტიური ტვიის ნადების მოსაშორებელი მაგალითად |
|
|
Jul 9 2011, 01:25
პოსტი
#5
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 19-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=615682
ვინადიან ბევრი, ვინც ვაზნებს თვითონ ტენის, იყენებს აქ ჩამოსხმულ საფანტს , რომლის სიმკვრივეც არ არის სტაბილური და ზოგჯერ შეიძლება ზედმეტად რბილი იყოს და ზოგჯერ ზედმეტად რეხი . ნუ პირველ შემთხვევაში იგი ძაან ეგლისება ლულის კედლებს და ჯდება ფორებში საიდანაც , რაც არ უნდა ხეხოთ დამერწმუნეთ ვერ მოაცლით , თუნდაც საშუალო აქტივობის ტყვიის მოსაშორებელი სითხის გამოყენებით , ეს პირადად გამოვცადე . ტყვიის ნადები განსაკუტრებით მეტია შევიწროებაზე , ნუ ამას ყველა ხვდებით რატომაც . ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე ძაან ეფექტური ტყვიის ნადების მოსაშორებელი ინსტრუმენტი Tipton Metal Magic Rust and Lead Remover Gun Cleaning Cloth ესეც მისამართი http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=623952 მართლაც რო ძალიან მაგარი ეფექტი აქვს რამოდენიმე გასმით აშორებს ისეთ ნადებსაც კი რასაც საათობით წვალების შემდეგაც კი ვერ ვაცლიდი . 5 . გასანეიტრალებელი საშუალებები. კერძოდ ზეთები და შეგიძლიათ იხმაროთ აგრევე აცეტონიც გარკვეულ ეტაპზე, ამას წმენდვის აღწერისას დავწერ . შორს რო არ წავიდეთ მშვენიერი ზეთია გასანეიტრალებლად და არა კონსერვაციისთვის ოღონდ . და კიდევ დაგვჭირდება ეგრეთ წოდებული პაჩები http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=363844 ამის გამოწერა არ არის აუცილებელი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სხვა რამით . ეხლა თვითონ წმენდის პროცესს რაც შეეხება . თავდაპირველად ვიღებთ წამლის ნამწვის მოსაშორებელ სითხეს Hoppe's #9 სი იქნება ეს თუ რაც გვექნება ამ დანიშნულების და ვასველებთ 1 ან 2 ნაჭერს ამ სითხით და ჩავატარებთ ლულაში ერთი მიმართულებით და თითო ნაჭრის ერთჯერადად გამოყენებით . შემდეგ ბრინჯაოს ჯაგრისს დავასველებთ იგივე სითხესი და დავიწყებთ ლულის ხეხვას , ვამოძრავებთ ჯაგრის წინ და უკან ოღონდ არ გაგვყავს ლულის კიდეებს გარეთ . რამოდენიმეჯერ გატარებ გამოტარების შემდეგ (საშუალოდ 15) ლულას მივაყუდებთ ვერტიკალუარდ და დაველოდებით 10 წუთის განმავლობაში . შემდეგ ისევ დავასველებთ რამოდენიმე პაჩს და გავატარებთ ლულაში და ამას ვაკეთებთ მანამ სანამ ლულიდან არ გამოვა სუფთა ნაჭერი. თუ ვერ მივიღებთ სუფთა ნაჭრს პროცეს ვიმეორებთ . ამის შემდეგ გავატარებთ მშრალ ნაჭერს და შემდეგ კი უკვე ზეთში დასველებულ რამოდენიმე ნაჭერს და ისევ მშრალ ნაჯერს . ეხლა უკვე დავასველებთ ტყვიის მოსაშორებელ სითხეში პაჩებს და გავატარებთ რამოდენიმეს და აქაც შეგვიძლია დაველოდოთ 10 წუთამდე და შემდეგ ისევ ამ სითხეში დასველებულ პაჩებს გავატარებთ სანამ ლულიდან სუფთა პაჩი არ გამოვა . ამის შემდეგ ვატარებთ მშრალ ნაჭერს და მერე ზეთიან ნაჭრებს და მერე ისევ მშრალ ნაჭერს . ეცადეთ , ლულის მოვარაყებულ ადგილებზე ეს სითხე არ მოგიხვდეთ , თუ მოგიხვდებათ კიდე დიდი ხნით არ გააჩეროთ და ზეთით გაანეიტრალეთ . ეხლა კი ზემოთ ხსენებული Tipton Metal Magic Rust and Lead Remover Gun Cleaning Cloth ეფექტი . ანუ ლულას მოვაშორე რა წამლის ნამწვი და ამასთანავე ეს სითხე აშორებს პლასმასის ნარჩენებს და ტყვიის ნადებსაც , მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს რო ტყვია ბოლომდე არ მოშორდა აი ისიც და ესეც ტყვიის მოსაშორებელი წამოვაცვი იგი პაჩების გასატარებელზე და ვითომ გაწმენდილი ლულიდან გამოვიდა შავი ნაჭერი გავატარეთ რამოდენიმეჯერ და ბოლოს გავანეიტრალე ზეთით რის შემდეგაც არც ლულაში და არც შევიწროებაზე ტყვიის კვალი არ აღინიშნებოდა . ეს კი უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის . |
|
|
Aug 7 2012, 09:43
პოსტი
#6
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 52 რეგისტრ.: 3-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
იქნებ განაახლოთ სურათები არ იხსნება არცერთი
|
|
|
Aug 7 2012, 09:48
პოსტი
#7
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
Jack_Sparrow
ჩემთან ყველა გაიხსნა |
|
|
Aug 7 2012, 09:51
პოსტი
#8
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჩემთანაც, სხვა ბრაუზერი სცადე აბა
|
|
|
Aug 7 2012, 16:41
პოსტი
#9
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ავიაციონი ნავთი სად შეიძლება კაცმა იშოვოს ხო არავინ იცით?
|
|
|
Aug 8 2012, 00:11
პოსტი
#10
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 8 2012, 08:17
პოსტი
#11
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ციტატა ავიაციონი ნავთი სად შეიძლება კაცმა იშოვოს ხო არავინ იცით? ნავთლუღში მომიკრავს თვალი მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რომ გაიკითხო მიგასწავლიან ასევე საბურთალოზე (ბაზრის გაყოლებაზე) ანაგის ქუჩაზე, ყვავილები რომ იყიდება კერძო სახლებთან იქ ერთერთ სახლში იყიდება, რომ იკითხო იქაც მიგასწავლიან ეგრევე |
|
|
Aug 9 2012, 10:48
პოსტი
#12
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
მე ერთი ვიცი თუ გულმოდგინედ და დროულად გაწმენდავ ესა თუ ის პრიბამბასები და ჰაი დედამოუა მოწყობლობები არაა აუცილებელი ლულის საწმენდად ჯაგრისს ბალისტოლს რობლას ან ვდ 40 ვხმარობ წლებია და არც სიპი აქვს ჩემ თოფის ლულებს და არც დენთის ნამწვავის კვალი ! |
|
|
Aug 10 2012, 00:05
პოსტი
#13
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 52 რეგისტრ.: 3-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
hunter777
დაწერე მერე რას როდის და როგორ იყენებ და გვეცოდინება ახალბედებს როგორ მოვუაროთ... თან წლების გამოცდილება გაგვიზიარე |
|
|
Aug 10 2012, 06:28
პოსტი
#14
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
1) ნადირობის შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა გაიწმინდოს თოფის ლულა.
უხეში ჯაგრისით რამდენიმე გატარებით ვაცლით დენთის ნამწვავს და ვნამავთ ლულას ტუტე შემცველობის ზეთით ან რაიმე საწმენდი სითხეებით (WD -40, რობლა, ბალისტოლი ან რაიმე სხვა ) მერე ვატარებთ რბილ ნეილონის ჯაგრისს რომ ეს საპოხი სითხე თანაბრად განაწილდეს ლულის კედლებზე და ვტოვებთ ასე 30 წუთის განმავლოვაში ( გააჩნია რომელ სითხეს ვხმარობთ დრო მის შესაბამისაც ინიშნება ძალიან აგრესიული სითხების დიდხანს გაჩერება ლულაში არა რეკომენდირებულია ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც თუ როგორი ლულა იწმინდება ხრომირებული თუ შავი) 2) ვიღებთ ბრინჯაოს ჯაგრისს და საწმენდი ჯოხის დახმარებით ვხეხავთ ლულას სავაზნიდან ჩოკამდე კარგად გულმოდგინეს ყურადღებას ვაქცევთ განსაკუთრებით სავაზნის წინა ძირითად ლულაში გადასასვლელ კონუსს და ჩოკურ შეევიწროებას. 3) ვწმენდავთ ლულას სუფთა ნაჭრით ვათვვალიერებთ ლულის შიდა კედლებს თუ გვაკმაყოფილებს ხო კარგი თუ არადა იგივე პროცედირას ვიმეორებთ რამდენჯერმე მანამ სანამ ლულიდან არ გამოვა სუფთა ტილო და სანამ არ იქნება მოცილებული სიპი და ლაქები. შემდეგ უკვე თუ შედარებით დიდხანს ვინახავთ თოფს ვპოხავთ ნეიტრალური ზეთით ლულის შიდა კედლებს ერთხელ ან ორჯერ კიდევ სუფთა ტილოთი გავაცილებთ ამ ნეიტრალურ ზეთს რომ გავანეიტრალოთ და გავაცალოთ ლულას შიგნით დარჩენილი ტუტეშემცველი ხსნარი ისევ ვპოხავთ ნეიტრალური ზეთით და ვინახავთ თუ სეზონია და რამდენიმე დღეში ისევ უბნდა იხმაროთ თოფი მაშინ დატოვებტთ მშრალად ლულას და ეგაა. P.S ჩემი რეკომენდაციაა ნახევრად ავტომატური გაზგადამრენი ემქანიზმის მქონე გლუვლულინაი სანადირო თოფიდან ხელით დატენილი და მიტ უმეტეს უკონტენეირო ვაზნების ხმარებისგან თავი შეიკავოთ. |
|
|
Aug 10 2012, 15:23
პოსტი
#15
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 52 რეგისტრ.: 3-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
hunter777
ააჩნია რომელ სითხეს ვხმარობთ დრო მის შესაბამისაც ინიშნება ძალიან აგრესიული სითხების დიდხანს გაჩერება ლულაში არა რეკომენდირებულია ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც თუ როგორი ლულა იწმინდება ხრომირებული თუ შავი შეგიძლია ამაზე უფრო კონკრეტულად? თქვენი აზრით რომელი სითხე ჯობია ხრომირებულ ლულებზე და რამდენი ხანი უნდა გავაჩეროთ? ვხეხავთ ლულას სავაზნიდან ჩოკამდე და აქ კიდე რა მაინტერესებს სადღაც ამოვიკითხე რო ჯაგრისი უნდა გამოვიდეს ბოლომდე , ანუ ბოლომდე რო მივიყვანთ უკანა მოძრაობით არ ვაბრუნებთ ჯაგრის არამედ ლულიდან ვიღებთ და ისევ სავაზნიდან შეგვყავს ... ეგრეა? |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:35 |