კერძები გარეული მტრედისგან, ძირითადი რეცეპტები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კერძები გარეული მტრედისგან, ძირითადი რეცეპტები |
Oct 13 2009, 23:48
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
NO.1
კლასიკა - მტრედი მონასტრულად გასუფთავებულ მტრედს (2 ცალი მტრედი) დაზილავთ მარილით დაუმატებთ პილპილს. საშუალო სიღრმის ქვაბში ჩაამატეთ 5-6 კოვზი კარაქი, ზეთი ან ერბო მტრედის ოქროსფრამდე შესაბრაწად. შემდეგ ჩაამატეთ 18-20 თავი პატარა ზომის ხახვის ბოლქვები. ცალკე ტაფაზე შეწვით სოკო და ჩაამატეთ მტრედის ქვაბში, ჩაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და დააფარეთ თავსახური. მომზადების თანავე მტრედი გაჭერით შუაზე... ბონ აპეტიტ მონ ამი! newsmile045.gif NO.2 მტრედი რძეში. 2-3 მტრედს მოათავსებთ საშუალო სიღმის ჭურჭელში. დაასხით რძე. გააჩერეთ 3 საათი. ამოიღეთ რძიდან და აცალეთ დაწურვა. ათქვიფეთ 3-4 კვერცხი. დაწურული მტრედი დაზილეთ ხრეში მარილით. ჩააწეთ მტრედები ათქვეფილ კვერცხში, რის შემდეგაც ამოსვარეთ საფანელში (დაფშნილ ორცხობილაში). შეწვით მტრედი დიდი რააოდენობით ერბოში. NO.3 მტრედი ბეკონით აიღებთ გსაუფთავებულ გამოშიგნულ მტრედს აზილავთ ხრეში მარილით. თუ ღვიძლი არ არის დაზიანებული და ნაღველი დაღვრილი ჯიგარსაც ტოვებთ მუცლის ღრუში. შემდე მაღაზიაში იყიდეთ შინჰოფერის დაჭრილი ბეკონი (ასე კაკაბსაც ვამზადებდით შუააზიაში) თუ ბეკონი არ არის მაშინ "გრუდინკა" ისევ შინჰოფერის, რომელსაც დაჭერით თხელ ლენტებად. გაამზადე ძაფი და ძაფის მეშვეობით შემოახვიეთ ბეკონი მტრედებს. შემდეგ კარგად გაახურეთ ღუმელი (დუხოვკა) და ე.წ. ჟაროვნაზე მოათავსეთ მტრედები. როგორც კი ბეკონი შეიბრაწება, ახსენით ძაფი და შეინახეთ (ბეკონი) თბილ ადგილას. მანამდე კი ერბოში გადაზელილი წითელი წიწაკის ფხნილის მასა გადაუსვით მტრედებს. მტრედები მადისმომღვრელად დაგებრაწებათ 10-15 წუთში... გამოღებისთანავე შემოულაგეთ თბილად გადანახული ბეკონი |
|
|
Oct 15 2009, 12:23
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
მტრედისა და სხვა ფრინველის საველე პირობებში მომზადებისათვის
აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტების ნუსხა: 1. მარილი 2. შაქარი 3. პილპილი 4. სვანური მარილი 5.წითელი წიწაკა 6. ერბო ან ღორის მკერდის წილი (გრუდინკა) 7. ნიორი 8. ხახვი 9.აჯიკა 10. მდოგვი 11. ძმარი 12. სოდა (სუფრის) 13. ლუდი ან ღვინო (ნებისმიერი სახეობის) მოწყობილობები და ჭურჭელი 1. 2ცალი (მინიმუმ) შამფური 2. საშუალო სიღრმის საველე ქვაბი (საკიდით) ე.წ. კოტელოკი 3. "იზგარა" 2 ფრთიანი რკინის ან უჟანგავი ფოლადის ბადე 4. რკინის მოხერხებული შურდულები თუ ორკაპები 5. დიდი ჩანგალი 6. დიდი კოვზი ან ქაფქირი ამ ყველაფრის წამოღება რა თქმა უნდა მაშინ ხდება, როდესაც საკულინარო ღონისძიება წინასწარ არის დაგეგმილი |
|
|
Oct 23 2009, 16:08
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,630 რეგისტრ.: 6-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Oct 23 2009, 17:58
პოსტი
#4
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 138 რეგისტრ.: 15-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
NO.1 კლასიკა - მტრედი მონასტრულად გასუფთავებულ მტრედს (2 ცალი მტრედი) დაზილავთ მარილით დაუმატებთ პილპილს. საშუალო სიღრმის ქვაბში ჩაამატეთ 5-6 კოვზი კარაქი, ზეთი ან ერბო მტრედის ოქროსფრამდე შესაბრაწად. შემდეგ ჩაამატეთ 18-20 თავი პატარა ზომის ხახვის ბოლქვები. ცალკე ტაფაზე შეწვით სოკო და ჩაამატეთ მტრედის ქვაბში, ჩაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და დააფარეთ თავსახური. მომზადების თანავე მტრედი გაჭერით შუაზე... ბონ აპეტიტ მონ ამი! newsmile045.gif გიგ ეს პირველი მგონი ის მეთოდია ხო ქესალოში როგორც დაამზადეთ? (ოღონდ იქ 2 ცალი მტრედი არ იყო რათქმაუნდა) |
|
|
Oct 24 2009, 17:57
პოსტი
#5
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Oct 25 2009, 12:09
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
დაიმახსოვრეთ, რაც უფრო დაანაწევრებთ ნანადირევს,
მით უფრო ხარისხიანად და სწრაფად შეიწვევა. ხორცის სტრუქტურის გამო, ფრინველი მკერდის ძვლისა და ხერხემლის ხაზზე უნდა გაიჭრას და არა ტაბაკად შეიწვას... მე ვთვლი, რომ მწყერი ძვლიანად უნდა იჭმეოდეს... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 13:31 |