თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ საქართველოს კანონი იარაღის შესახებ

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 4 2009, 00:04

საქართველოს კანონი
იარაღის შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იარაღი - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი - იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის;

გ) ცივი იარაღი - იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის;

დ) ცივი სასროლი იარაღი - იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;

ე) გაზის იარაღი - იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;

ვ) საფანტის იარაღი - იარაღი, რომლის ვაზნები წარმოადგენს ტრავმული დაზიანების ვაზნებს და რომელიც გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ, ღია დაზიანებას;

ზ) ელექტროშოკური იარაღი - მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;

თ) პნევმატური იარაღი - იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;

ი) საკოლექციო იარაღი - იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება;

კ) საბრძოლო მასალა - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის;

ლ) ჯილდოდ მიღებული იარაღი - იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს განსაკუთრებული სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ანდა სპორტული მიღწევებისათვის;

მ) იარაღის ბრუნვა - იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, სერტიფიცირება, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ამოღება, განადგურება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; (23.06.2006 N 3378)

ნ) იარაღის დამამზადებელი - პირი, რომელსაც აქვს იარაღის დამზადების ლიცენზია;

ო) იარაღის მესაკუთრე - პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;

პ) იარაღით მოსარგებლე - პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.

მუხლი 3. იარაღის სახეები

1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) სამოქალაქო იარაღი;

ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.

3. იარაღი ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება იარაღის სახელმწიფო კადასტრით განსაზღვრულ შესაბამისი სახის იარაღის პარამეტრებს.

თავი II
სამოქალაქო იარაღი

მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები

1. სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.

2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:

ა) თავდაცვის;

ბ) სასპორტო;

გ) სანადირო;

დ) საკოლექციო.

მუხლი 5. თავდაცვის იარაღი

1. თავდაცვისაა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.

2. თავდაცვის იარაღის სახეებია:

ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის, საფანტისა და სხვა ისეთი იარაღი, რომლით სარგებლობისას გამოიყენება სახელმწიფო სტანდარტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი ტრავმული დაზიანების ვაზნები);

ბ) გაზის იარაღი - პისტოლეტი, რევოლვერი ან აეროზოლური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;

გ) ელექტროშოკური იარაღი - მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს.

მუხლი 6. სასპორტო იარაღი

1. სასპორტოა იარაღი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტებს და განკუთვნილია სპორტსმენების მიერ საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულებისათვის და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.

2. სასპორტო იარაღის სახეებია:

ა) სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სასპორტო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სასპორტო პნევმატური იარაღი.

მუხლი 7. სანადირო იარაღი

1. სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.

2. სანადირო იარაღის სახეებია:

ა) სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სანადირო პნევმატური იარაღი.

მუხლი 8. საკოლექციო იარაღი

იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს კულტურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

თავი III
სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.

2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

გ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

ვ) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილ მოხელეებს;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ მოხელეებს; (25.05.2006 N3166)

თ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;

ი) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;

კ) მოსამართლეებს;

კ1) სასამართლოს მანდატურებს; (25.11.2005 N 2132)

ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; (23.06.2005 N 1769)

მ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

ნ) ამოღებულია (30.06.2005 N 1848)

ო) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

პ) ამოღებულია (23.06.2005 N 1769)

ჟ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს;

რ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს;

ს) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;

ტ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.

3.სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან/და დათხოვნილი იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო. (14.07.2006 N 3454)

4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არა აქვთ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს.

5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა) ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი წარდგინებით.

მუხლი 10. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება

1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს გადაეცემა სარგებლობაში, ტარების უფლებით.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღს, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და შესაბამისი პირი ამ კანონით განსაზღვრული წესით იძენს მისი შენახვის უფლებას.

3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომში - მოძალადე) დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) ტარება. (25.05.2006 N 3144)

თავი IV
სამხედრო-საბრძოლო იარაღი

მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი

1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის. (29.12.2006 N 4270)

2. ამ კანონის მიზნებისათვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღად ჩაითვლება ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამხედრო მიზნებისათვის, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული, ქიმიური და სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის საშუალებების შექმნისას. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებულ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.

4. აკრძალულია დისლოკაციის ადგილების გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.

5. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გარდა, სამხედრო-საბრძოლო იარაღი ასევე მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას. (23.06.2006 N 3378)

თავი V
იარაღის ბრუნვა

მუხლი 12.სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და

ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამდამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;

ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

მუხლი 13. იარაღის სახელმწიფო კადასტრი

1. იარაღის სახელმწიფო კადასტრი არის სხვადასხვა სახის იმ იარაღის სისტემატიზებული ოფიციალური ჩამონათვალი კონსტრუქციის, სისტემის, მოდელის, ძირითადი ტექნიკური მონაცემების მიხედვით, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში.

2. იარაღის სახელმწიფო კადასტრის მიზანია, დაინტერესებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სახეებთან იარაღის შესაბამისობაზე, მისი დამზადების, რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესებზე კონტროლის განხორციელებისათვის.

3. იარაღის სახელმწიფო კადასტრს აწარმოებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. იარაღის სახელმწიფო კადასტრის შედგენის, წარმოებისა და კადასტრიდან იარაღის ამორიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

მუხლი 14. იარაღის სერტიფიცირება

1. ყველა სახის იარაღი, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას.

2. იარაღის სერტიფიცირებას ახდენს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

3. იარაღის სერტიფიცირების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება

1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები წარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე.

3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16.იარაღის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის გაცემის საფუძველი

იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებასა და შეკეთებაზე ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისათვის - ყველა დამფუძნებლის, ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:

დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);

დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ), რომლებიც დახმარებას გაუწევენ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში;

ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;

ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

მუხლი 17. იარაღით ვაჭრობა

1. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

2. პირები, რომლებიც ახორციელებენ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ვალდებულნი არიან:

ა) იქონიონ სარეალიზაციო საქონლის სერტიფიკატი;

ბ) უზრუნველყონ შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;

გ) მოახდინონ საქონლის რეალიზაცია მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც აქვთ იარაღის შეძენის ნებართვა;

დ) მოახდინონ მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელსაც აქვს ნომერი და სახელმწიფო სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უზრუნველყონ იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოება და რეალიზებული იარაღიდან ნასროლი მასრებისა და ტყვიების ნიმუშების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უწყებისათვის;

ვ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ყოველთვიურად წარუდგინონ მონაცემები რეალიზებული საქონლის, ასევე მყიდველების შესახებ;

ზ) სათანადოდ დაიცვან ის ადგილები, სადაც ინახება იარაღი და საბრძოლო მასალა.

მუხლი 18. იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზიის
გაცემის საფუძველი

იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობაზე ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისათვის - ყველა დამფუძნებლის, ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:

დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);

ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;

ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

მუხლი 181. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების,

შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით)

და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიები და მათი გამცემი

ორგანო (23.06.2006 N 3378)

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობა ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

4. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

5. შესაბამისი ლიცენზიების გარეშე სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიებში უნდა მიეთითოს, თუ რომელი სამხედრო-საბრძოლო იარაღის კონკრეტულ სახეობაზე ვრცელდება ლიცენზია.



მუხლი 182. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების,

შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით)

და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გაცემის საფუძველი

(23.06.2006 N 3378)

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება შესაბამისი ლიცენზიის მიღების მოთხოვნით;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ასევე ნასამართლობის არარსებობის და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ შეიარაღებისა და სამხედრო მასალის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მათით ვაჭრობასთან;

დ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;

ე) შესაბამის შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) შენობა-ნაგებობების სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;

ი) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობების დაცვაზე უფლებამოსილი (პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).

მუხლი 19. იარაღის შეძენა

1. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ:

ა) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის დამზადებასა და რეალიზაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;

ბ) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;

გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს;

დ) პირებს, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სპორტულ, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობას;

ე) საქართველოს მოქალაქეებს;

ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს.

2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სასპორტო და სანადირო იარაღისა (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა"-„ი" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.

4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას შეძენიდან 10 დღის ვადაში.

5. მოძალადეს დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა. (25.05.2006 N 3144)

მუხლი 20. იარაღის შენახვა

1. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. (23.06.2005 N 1769)

2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გადაადგილების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა

1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.

მუხლი 22. იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი

1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:

ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტი (ხელშეკრულება);

ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

გ) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი;

დ) იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;

ე) საბოლოო მოხმარების სერტიფიკატი, თუ ნებართვის მაძიებელი არ არის მომხმარებელი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედროტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლებს.(11.11.2005 N 2091)

3. სანადირო გლუვლულიანი, სასპორტო, ჯილდოდ მიღებული, გაზის, საფანტის, საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედროტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე. (11.11.2005 N 2091)

4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს საბაჟო ორგანოებს.

5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. (30.06.2004 N 284)

მუხლი 221. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი,

რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა (23.06.2006 N 3378)

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული ნებართვის მისაღებად შესაბამისი პირი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის ასლს;

ბ) საბოლოო მოხმარების სერტიფიკატს (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მეორე მხარეა საქართველოს ან უცხო ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციას;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს საბაჟო ორგანოებს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზია და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მოდერნიზებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაკეთობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოებს წარუდგენს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებულ ლიცენზიას და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.



მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება

იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.



მუხლი 24.იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა (გარდა ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

2. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. (25.05.2006 N3166)



მუხლი 25. იარაღის გამოყენება

1. იარაღის გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.

2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

4. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.



მუხლი 26.უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის

საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან

გატანა

1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. შესყიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სასპორტო იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილ უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.

3. ამ მუხლის მე2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.



მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა

1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას;

ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;

გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას;

დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ:

ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად;

ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;

გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;

დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი;

ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა განზრახ ჩადენილი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულისათვის;

ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში;

ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს 18 წელი არ შესრულებია.

თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი - ამ ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში. (25.05.2006 N 3144)

მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა

1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:

ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;

ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;

გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების საკითხის გარკვევამდე, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განაცხადებს მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შესახებ.

2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.

მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი

სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს - ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.

თავი VI
იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლის უფლებამოვალეობანი

მუხლი 30. იარაღის დამამზადებლის უფლებამოვალეობანი

1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;

გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;

დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.

2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა;

ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები;

გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა;

დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დაცვა.

მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლებამოვალეობანი

1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:

ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში.

2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) რეგისტრაციაში გაატაროს საკუთრებაში არსებული იარაღი;

ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი;

გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;

დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;

ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო მოხელეთა დაშვება და მათთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;

ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.

მუხლი 32. იარაღით მოსარგებლის უფლებამოვალეობანი

1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.

2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;

ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;

გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.

თავი VII
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა, პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

მუხლი 33. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 34.პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევისათვის

იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VIII
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 35.გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს შემდეგი ბრძანებულებები:

ა) „იარაღის სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის შესახებ";

ბ) „იარაღის სერტიფიცირების წესის შესახებ";

გ) „იარაღის ჩამორთმევის წესის შესახებ";

დ) „უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ";

ე) „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის შესახებ";

ვ) „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ";

ზ) „იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება";

თ) „იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა".

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ:

ა) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ";

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ";

გ) საქართველოს კულტურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ".

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა.

მუხლი 351. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი

შეიარაღების საქართველოდან ექსპორტის სანებართვო

მოსაკრებელი (30.06.2004 N 284)

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

თავი IX
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ".

მუხლი 37. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
N 2264 - IIს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 19 2014, 23:55

ამ კანონის მიხედვით ვერ მივხვდი თუ შეიძლება გაფორმდეს ტარების უფლებით საფანტის ან გაზის იარაღი!?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 23 2014, 16:44

??

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 19 2014, 12:50

http://www.interpressnews.ge/ge/politika/297688-ceckhlsasroli-iaraghis-shedzenisthvis-nebarthvis-misaghebad-shemotsmebis-gavla-iqneba-satciro.html


ცვლილებები შედის კანონში newsmile027.gif

განსაკუთრებით ბოლო აბზაცი მომეწონა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 19 2014, 13:03

jaba_gugesha
რამხელა სირობა წერიათ ხალხო აზრზე ხართ? ძმაკაცები მყავს 17 წლისები და დეებს ითვლიან რომ იარაღის გაფორმება შეძლონ და თამამად ინადიროს ამათ 21 წელიო
თან მამები სად უნდა ატარონ ყველა ნადირობაზე? newsmile042.gif newsmile042.gif
კიდე ერთი 20 წლის ვარ და მაქვს იარაღები კუთვნილებაში მათ შორის ორი ნარეზიანი და რა უნდა ვქნა თუ გარეთ გატანა ამიკრძალეს newsmile019.gif newsmile019.gif
სწავლაც მაინტერესებს და ოჯახიც მაგრამ რავი რა
ისე გამოცდის იდეას მივესალმები

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 19 2014, 13:35

http://postimage.org/
http://postimage.org/

აუ რაა ყველას ფეხებზე კიდია მონადირეები რა, უმცირსობაში ვართ რააა თავს არავინ იწუხებს
ვიღაცა ანალური სექსის მოყვარული "ვაჟკაცისთვის" ხომ მიიღეს კანონი მათი უფლებები ირღვევა თურმე ჩვენ უფლებებზე რატო არაფერს იძახიან

პოსტის ავტორი: muska1978 Sep 19 2014, 14:14

სერიოზულად მკაცრდება კანონები და ნამდვილ მონადირეებს რა გვეშველება ნეტა.

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 19 2014, 14:34

ესეც მეორე ნაწილი



ნასამართლობა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ხელისშემშლელი წინაპირობა იქნება
14:31 19-09-2014




ნასამართლობა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ხელისშემშლელი წინაპირობა იქნება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ვერავინ მოიპოვებს ნებართვას, თუკი ის წარსულში მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი ცვლილებების თანახმად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლებას ვერ მოიპოვებს პირი, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, იარაღის გამოყენებით ან ძალადობით არის ბრალდებული. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კანონში ამ სიის ჩამონათვალი იქნება. მისივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლებას ვერ მოიპოვებს ის პირი, რომელიც არის ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა, საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ჯდომა, ან როდესაც პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა.
"ეს პირები, მიუხედავად იმისა, აქვთ მოხსნილი და გაქარწყ**ბული თუ არა ნასამართლობა, ვერ მიიღებენ ნებართვას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, შესაბამისად, შს სამინისტროს სერვისების მომსახურების სააგენტო ამ კანონის ძალაში შესვლიდანვე გასცემს ახალი ტიპის ცნობებს, რომელიც არ იქნება ნასამართლობის ცნობა, არამედ ეს იქნება ცნობა მსჯავრდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, პირს აქვს მოხსნილი, გაქარწყ**ბული თუ არა ნასამართლობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუკი პირი იქნა დეპორტირებული საზღვარგარეთიდან იმ მიზეზით, რომ საზღვარგარეთ ჩაიდინა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული, მას საქართველოში არ ექნება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლების მოპოვების საშუალება.

წყარო :http://www.interpressnews.ge/ge/samartali/297698-nasamarthloba-ceckhlsasroli-iaraghis-shedzena-shenakhva-tarebisthvis-khelisshemshleli-tsinapiroba-iqneba.html

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 19 2014, 14:43

მშრალ კანონს მგონი აპრავებენ ლუდის სმის საბაბით !!!

ჯერ შეიცადეთ !!! ეს მგონია დასაწყისია newsmile090.gif newsmile090.gif

მემგონი ამ ტლეებს ხალხის გამოყვანა უნდათ ქუჩაში !!!!

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 19 2014, 14:51

ერთი კაი დათრობა უნდათ მაგათ D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 19 2014, 15:03

მიანც ვერ გავიგე !!
წარსულში თუ ნასამართლევი ხარ და შემდგომ გაქარწყლებული გაქვს ნასამართლეობა , მაინც გადაგაფორმინებენ იარაღს სხვაზე(იამედია არ ჩამოათმევენ კუთვნილებას) ????

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 19 2014, 15:09

ზახარა
წინ რა დაუდგებათ რომ არ ჩამოგართვან
სანახია რა კანონი ყველა ვარიანტში თუ უკვე შევიდა ძალაში და წერია სადმე
ან ის მაინც დაეწერათ ვინც უკვე ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს რა უნდა ქნან?

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 19 2014, 15:13

ციტატა(zaxara @ 19th September 2014 - 15:43) *
მემგონი ამ ტლეებს ხალხის გამოყვანა უნდათ ქუჩაში !!!!

ამაზეც ჯარიმა როა იცოდით? D.gif ეხლა იღებენ კანონს რომ სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაწყოფაც დასჯადიაო D.gif

მალე საზოგადოებრივ ადგილას გაზების გაშვებაზეც ჯარიმა იქნება D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 19 2014, 15:48

assassin29
სად არის შეურაწყოფა მერე ???
ლექსიკონში მოიძიონ სიტყვა ტლეს ახსნა და მერე დამაჯარიმონ newsmile05.gif

იქნებ პოზიტიური სიტყვაა ???

პოსტის ავტორი: გურგენა Sep 19 2014, 15:56

ციტატა(ზახარა @ Sep 19 2014, 16:48) *
assassin29
სად არის შეურაწყოფა მერე ???
ლექსიკონში მოიძიონ სიტყვა ტლეს ახსნა და მერე დამაჯარიმონ newsmile05.gif

იქნებ პოზიტიური სიტყვაა ???



ტლე - სიცხიანის სადები წამალი ZAB.
სიცხიანის წამალი სადებად შემზადებული C. განუმარტავია DE.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=42604 newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 19 2014, 16:06

ციტატა(ალეკო @ 19th September 2014 - 16:56) *
ტლე - სიცხიანის სადები წამალი ZAB.


(ხელების აწევის სმაილი) D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 19 2014, 17:37

assassin29
ესეგი ვერ დამაჯარიმებენ D.gif მთლად შეურაწყოფა არ ყოფილა ... პირიქით გაირითმა ჩემი დაწერილი D.gif


პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 19 2014, 19:49

ვაააახხხ... გილოცავთ ქართველებო გამარჯვებას. ტირანის მოცილებას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას. ფხხუუუუკ. newsmile035.gif newsmile035.gif
ეხლა აბარეთ გამოცდები..თუ ვერ ჩააბარებთ..ეგეც არაფერი..ვინმეს გამოძებნით..პატარას გამაზავთ და მოაგვარებენ. D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 19 2014, 20:23

ლეონ-ბლექი
ვისაც ნადირობა უყვარს ყველა მოინდომებს და ჩააბარებს. ბოლო ბოლო პრავა ჩავაბარეთ და იმაზე უბედური რაღა იქნება
მაგრამ ეს ასაკობრრივი ზღვარი რა ჯანდაბაა რა 3 წელი კიდე თოფი ვერ უნდა ვიყიდო? bliadzl.gif

პოსტის ავტორი: beqa10 Sep 19 2014, 20:40

D.gif ვერგავიგე მონადირემ რა გამოცდა უნდა ჩააბაროს D.gif დღეებს ვითვლიდი 18 წლის როდის გავხდებოდი. ძლივს თოფი დავითრიე და ეხა მოუნდებათ *ველაფერი D.gif

პოსტის ავტორი: საბო Sep 19 2014, 20:41

ეხლა გავიგე სანდო წყაროდან:

41 წლის ქვემოთ ყველა გამოცდას ჩააბარებსო. კარგად დაუკვირდით 41 წელს............... არ გაგონებთ არაფერს?
მეტი ტვინი არ ყოფნით ხომ ხედავთ.

პოსტის ავტორი: PREDATOR Sep 19 2014, 21:35

მოიცა მოიცა მე რომ კანონიერად ვფლობ იარაღს უკვე კაი ხანია ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გამოცდა უნდა ჩავაბარო რომ არსებული იარაღის შენარჩუნება შევძლო ? მოკლედ უკმაყოფილო ვარ სასტიკად წინააღმდეგიც. თუ როდესმე ვინმე გააპროტესტებს ამ მარაზმს მეც შემატყობინეთ აუცილებლად შევუერთდები პროტესტს......!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: OQRO444 Sep 19 2014, 22:18

ესეც კიდევ ერთი უცოდინრობის და უნიათობის ზეიმი და კიდევ ერთი ფულის კეთების საშუალებააააა.......ესენი მართლა გაგიჟდნენ ........კანონის ნორმალურად წერაც კი არ შეუძლიათ ..... ფუუუუუუ :(

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 20 2014, 01:24

ციტატა(levani mgebrishvili @ 19th September 2014 - 22:23) *
ვისაც ნადირობა უყვარს ყველა მოინდომებს და ჩააბარებს. ბოლო ბოლო პრავა ჩავაბარეთ და იმაზე უბედური რაღა იქნება

კი..მაგრამ რატომ?... რა გამოცდა უნდა ჩააბარონ ნადირობაში..საველეზე გაიყვანენ?... მოიგონებენ რაღაც იდიოტურ კითხვარს..რომელსაც ყველა დაიზეპირებს და გამოცდას გაივლის. მერე გავა მინდორში და ისევ ისე დაგვახლის საფანტს პრაქტიკაში. მაგ კიხვარზე კიდე..ვიღაცას რაღაცა თუ შეეშლება.. ჩაჭრიან.. მერე ის ვირაცეები დაიწყებენ ჩალიჩს..შემოვლითი გზით დაითრიონ ნებართვა. მოკლედ..შევარდნაძის დრო ბრუნდება. აუ..როგოე მეზარებოდა ისევ რევოლუცია რაა... bliadzl.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 20 2014, 08:50

ლეონ-ბლექი
ჩვეულებრივი მოკვდავი მაინც ვერაფერს იზავს და ვისაც ვლასტი აქვს კიდე იმას სულ არ სჭირდება ნებართვა

გააკეთებენ რამე კითხვარ მარტივს აბა მაგათ სადააქვთ მაგდენი ტვინი სერიოზული რამე მოიგონონ, ან ვაფშე თეფშების აპარატი იეზდის პონტში D.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 20 2014, 11:33

ციტატა(levani @ 20th September 2014 - 02:24) *
. მოკლედ..შევარდნაძის დრო ბრუნდება. აუ..როგოე მეზარებოდა ისევ რევოლუცია რაა.

ლეონ ბლექი აღარ ხარ შენ.
შენ ხარ ლეონ ჩე გევარა!!!!!!!!!!!!! D.gif D.gif newsmile045.gif newsmile045.gif


პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 20 2014, 11:58

ციტატა(qarqashadze @ 20th September 2014 - 13:33) *
შენ ხარ ლეონ ჩე გევარა!!!!!!!!!!!!!

მე... ჩე გევარა.. 1983 წლიდან ვარ. D.gif უარი ვთქვი კომკავშირზე.. ვემხრობოდი საქართველოს დამოუკიდებლობას. ვაპროტესტებდი საბჭოთა აზროვნებას(გაქანების ფარგლებში რათქმაუნდა) და კიდევ ერთხლელ აღვნიშნავ დიდი სიამაყით... ვეკუთვნი ჯინსების თაობას. არ მაინტერესებს ვინ იქნება ხელისუფლებაში.. მინდა ისეთი მთავრობა იყოს..ვინც დემოკრატიას განავითარებს და თავისუფალს გახდის საქართველოს. კანონებს დაწერს ხალხზე მორგებულს და არა ჩინოვნიკებზე. მოკლედ..თავისუფლება მიყვარს. ვინც მაგას შემიზღუდავს..ყველას წინააღმდეგ ჩავებმევი ბრძოლაში.. ვარდით იქნება თუ ხიშტიანი თოფით.

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 20 2014, 14:38

ლეონ-ბლექი
გენაცვალე შენ
ამ უბედურ დროში ისედაც ცოტა სიხარული დაგვრჩა და იმასაც გვართმევენ კაცო, ეშინიათ საკუთარი ხალხის არადა რო რამე ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანა, აუ ტეხავს რაა ძაან ტეხავს
23 წლამდე ოჯახი და სწავლა უნდა აინტერესებდესო ბიჭსო, რა ცინიზმია, ჯარშიც ნუ წაიყვანენ თვრამეტი წლისებს მაშინ

იქნება ეხლა მაინც გაატოკონ ხელი მაღაზიებმა, მაგათაც ხო ერხევათ მოაკლდებათ კლიენტი

http://postimage.org/
http://postimage.org/
ვოტ ტაკ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 20 2014, 23:49

ციტატა(levani mgebrishvili @ 20th September 2014 - 16:38) *
გენაცვალე შენ

გაიხრე.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Rey - Sep 21 2014, 08:54

გამარჯობათ მეგობრებო..

როგორც ჩანს მომდევნო "მჭერმეტყველურ-გააზრებულ-ნაფიქრი" კანონი მიიღეს..როგორ ეტყობათ რომ აზრზე არ არიან ნადირობა-თევზაობის და ზოგადად ბუნების.

ვინმეს დაზუსტებული ინფორმაცია თუ გაქვთ უკვე ვისაც გაფორმებული გვაქვს იარაღი და 23 წელს ზემოთ ვართ,მაინც ვაბარებთ გამოცდას?.

(ეს რა უბედურებაა,17 წლის მერე სულ გამოცდებში ვარ . newsmile039.gif newsmile039.gif D.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 21 2014, 09:20

18 წლის ვარ იარაღი ჩვეულებრივად მაქვს გაფორმებული და ამ კანონს მოვკარი ყური და განმანათლეთ რა რაარი და როგორ ?

პოსტის ავტორი: Sergi88 Sep 21 2014, 09:21

ფუ..... საით მიექანები ჩემო ბეტკრულო საქართველო

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 21 2014, 12:18

Gcckoka
რაო და 21 წლამდე მოგიწევს მშობელთან (მეურვესთან) ერთად ინადირო
საიგები ვზორები და მისთანები არლბათ სხვა კატეგორიაში გავლენ რომელთა შეძენა 23 წლიდან შგეძლება

პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 21 2014, 12:18

თეა წულუკიანის გადასაწყვეტი რომ გახდება იარაღის საკითხი.... იქ სხვა არავინ მოიძებნა რომელიც სატავეშიო ჩაუდგება ამ საქმეს, მაგრამ საიდან მოიძებნება ყველა ან პიდა.....ია ან ქა.....სია. ხრენ სნიმ. რა მაგარია უცხოეთში ნახეთ, ოპტიკით ჩვეულებრივ ნადირობენ და იმენა მაღალ დონეზეა იარაღს პატივს ცემენ. პნევმატური რომ პნევმატურია ისიც კი 4.5 კალიბრის ზემოთ აკრძალულია ჩვენთან.... სანადიროში კი შედის წერია კანონში მაგრამ სანადიროდ რომელიც გამოდგება მაგათ ღია სამიზნე არ აქვს და უოპტიკოდ რანაერად უნდა ინადიროს მონადირემ? ჯერ ერთი 4.5 კალიბრი სანადირო არაა, მინ 0.25 ან 0.357 უნდა იყოს რომ ნადირობას აზრი მიეცეს. რატო არ უშვებენ ამ კალიბრებს კანონში? ცეცხლსასროლზე თუა დიდი კალიბრები პნევმატური საერთოდ რა პრობლემა უნდა იყოს. კაროჩე რა, რატო ვიშლი ტყუილად ნერვებს D.gif კაი კაი იმ ასაკს მაინც ვცდები.

პოსტის ავტორი: simona Sep 21 2014, 14:38

assassin29
საით მიექანება და ვაზისუბანში რომ ძმაკაცებიყავს იმათ კითხე და გეტყვიან საით. ashh.gif

პოსტის ავტორი: simona Sep 21 2014, 14:51



და ეს სიმღერა მიუძღვენი ჩემგან. ვინმემ გაასწორეთ გთხოვთ რააა

ციტატა(simona @ Sep 21 2014, 15:38) *
საით მიექანება და ვაზისუბანში რომ ძმაკაცებიყავს იმათ კითხე და გეტყვიან საით. ashh.gif



ციტატა(simona @ Sep 21 2014, 15:38) *
საით მიექანება და ვაზისუბანში რომ ძმაკაცებიყავს იმათ კითხე და გეტყვიან საით. ashh.gif



Sergi88
მივწერე და შემთხვევით შენი სახელი მიუთითეეეassassin29


ციტატა(simona @ Sep 21 2014, 15:38) *
assassin29
საით მიექანება და ვაზისუბანში რომ ძმაკაცებიყავს იმათ კითხე და გეტყვიან საით. ashh.gif


პოსტის ავტორი: PREDATOR Sep 21 2014, 16:58


პოსტის ავტორი: assassin29 Sep 21 2014, 19:08

PREDATOR
კარაბინები რომელ კატეგორაში გადის ხო არ იცით?

პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 21 2014, 21:15

სანადიროში გადის. ისაც უკვე აქვს იარაღი იმას რა მოელის? მაინც გამოცდები უნდა აბაროს? : D

ისე რავიცი სანადირო ხრახნილლულიანებიო კი წერია მაგრამ რომელი კალიბრები იგულისხმება ვინიცის.

პოსტის ავტორი: kardinal84 Sep 21 2014, 21:37

ისე თქვენი არ ვიცი ყველა წინააღმდეგი ხართ მაგრამ მე რაღაც მომენტში მომხრე ვარ რომ შეძენა გამოყენებაზე წესები გამკაცრდეს, ბევრს დაუწერია აქ რომ სანადიროდ ვიყავი და ამდენი თოფიანი კაცი და ამდენი გამოყ.....ული მონადირე შემხვდაო ზუსტად მასეთების გამოსავლენად კეთდება ეგ ყველაფერი წინასწარ რატო ვტეხავთ ერთ ამბავს ვნახოთ წესები რა იქნება და მერე ვილაპარაკოთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ნადირობის ნებართვა რომ აიღო დაახლოებით 6 საგანში აბარებ გამოცდას და მე თუ მკითხავთ სწორიც არის. მაგარმ ეს წესები უნდა შედგინოს ისეთმა კიარა კაბინეტს რო არ გაშორებია უნდა შედგეს ყველა სამონადირეო კლუბის წევრებთან შეხვედრა და კომპეტენტური ხალხის ვინც წლებია ამ საქმეშია და იმათი აზრის გათვალისწინებით ჩამოყალიბებული და შეჯერებული კანონის გამოშვება, მე ვფიქრობ რომ მერე იმ მანოკებსაც და ბრაკონიერობასაც მოეღება ბოლო ნაწილობრივ მაინც. ახლანდელი კანონი ხო სულ მთლად უაზრობაა გახდი 18 წლის გაქ ფული იყიდე თოფი აიღე 11 ლარიანი ლიცენზია და უკვე მონადირე გქვია აბა ეს არის სწორი?

პოსტის ავტორი: საბო Sep 21 2014, 21:44

ციტატა(PREDATOR @ Sep 21 2014, 17:58) *



მე ერთი რაღაც არ მესმის, თუ მაგალითად ადამიანი 150 ლარიანით არის დანაჯარიმები ლუდის სმაზე, ან საჭესთან არის დაფიქსირებული ნასვამობის ჯარიმა აქვს გადახდილი , მაშინ არ მიეცემა იარაღის შეძენის უფლება?

პოსტის ავტორი: kardinal84 Sep 21 2014, 21:49

ადმინისტრაციულზე არა სისხლის სამართალზე არ უნდა იყოს

პოსტის ავტორი: ალთაზარ Sep 21 2014, 22:32

საბო
გასროკილი არ უნდა იყოს გასროკილი ....

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 22 2014, 09:21

ზოგადად ეს ვიდეო ასახავს საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას..... სამწუხაროდ....


პოსტის ავტორი: საბო Sep 22 2014, 09:28

ალთაზარ

შენ ბიჟო ბრუციანი ხომ არ ხარ?

გარკვევით წერია: "ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მოხმარების გამო არის დაჯარიმებული"-ო ებალაიტუნგ ვააააააააააა................

პოსტის ავტორი: jola Sep 22 2014, 09:41

რამოდენიმეჯერ ვარ დაჯარიმებული ნასვამი მანქანის მართვაზე და ვეღარ გავიფორმებ იარაღს??? რაც გაფორმებული მაქვს იმასაც ემუქრება რამე???

პოსტის ავტორი: Rey - Sep 22 2014, 09:45

ესიგი ნახევარი საქართველო ვერ გაიფორმებს,იმტომ რომ დაჯარიმებულია ნასვამობის გამო. :(

პოსტის ავტორი: jola Sep 22 2014, 09:49

დასალევად რო მიდიხარ და იქიდან მეუღლეს მოყავხარ ნასვამი მანქანით , ესე მოგვიწევს სანადიროდ სიარული D.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 22 2014, 12:55

არმგონია ასეთი სიშტერე რო იყოს, ნასამართლეობა ქარწყლდება და იმას უფორმებენ იარაღს და როგორ შეიძლება ნასვამობაზე დაჯარიმებულმა კაცმა იარაღი ვერგაიფორმოს.ეგ შეიზლება რაღაც ვადაში მოქმედებდეს,მაგამ მუდმივი არიქნება,თუარა მაგის მიბმა გაზიზე ნაგვის მიბმაზე ვარესია D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 22 2014, 13:19

კაცი ბჭობდა, წულუკიანი იცინოდა-ო უთქვამთ რომაელებს ძველ საბერძნეთში....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 22 2014, 14:16

ციტატა(PREDATOR @ Sep 21 2014, 17:58) *

დიდი ბოდიშით უცენზურო სიტყვებისთვის, მაგრამ............. სულ გამოყლევდნენ ეს დედა მოტყნულები?????

სიმთვრალეზე მართლა ნახევარი საქართველოა დაჯარიმებული და თოფი ვეღარ უნდა გაისროლონ?

პოსტის ავტორი: aragveli Sep 22 2014, 14:22

სანადირო თოფზე არ იქნება ეგ იქნება პატარა იარაღზე. ქვეშ იმიტომ უწერია ცალკე.

პოსტის ავტორი: PREDATOR Oct 15 2014, 22:41

http://www.fmabkhazia.com/news/9240-thavdacvisthvis-iaraghi-saxlshi-dashlil-mdgomareobashi-ar-unda-idos.html

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 16 2014, 21:42

გეუბნებოდით..ნუ აღვიძებთ მძინარე ლომსთქო..მაგრამ სულ პოლიტიკურად ანგაჟირებული მეძახეს ვიღაც-ვიღაცეებმა. აჰა...ეს გინდოდათ?.. " წესები გვინდა".."გამოცდებია საჭირო" და რავიცი... დავდგეთ ეხლა რიგში და ვაბაროთ გამოცდები.

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 16 2014, 21:53

ლეონ-ბლექი
იყოს გონივრული ტესტები და ჩავაბარებთ ყველა არარის პრობლემა. აბა პრავაზე როა იზუთხავენ და 2 დღეში ავიწყდებათ ტიპებს ეგეთი არაფრის მომცემი ტესტები არ გვჭირდება

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 16 2014, 22:12

დაააა............... ხუიოვო რებიატა. ხუიოვო.

ის კი არ არის ხუიოვი რომ გამოცდა იქნება ან მსგავსი, ისაა ღლეური რომ მცოდნეებს არაფერს ეკითხებიან. როდესმე აღიარონ რომ არ შეუძლიატ და დავუწერთ კანონს, ან აიღონ ის რაც უკვე დავუწერეტ და ხუი ივო ზნაეტ სად უგდიათ.

სანადირო იარაღზე მაინც გვკითხონ სხვათუ არაფერი

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 16 2014, 22:49

ვის რაში აინტერესებს ეგ ყველაფერი. ყველაზე რთული კანონები..შევარდნაძის დროს იყო. ყველა პირობა იყო იმისთვის შექმნილი..რომ "ახლობელი" გამოგეჩხრიკა და შემოვლითი გზით..იოლად გამომძვრეალიყავი. თავიდან მკაცრად იქნება..მაგრამ მერე...მოიშვებს სიტუაცია და ბოლის იქამდე მივა.. ძველ სანებართვოში რომ იყო. ჩაუკუჭავდი ყოველგვარი ნაცნობობის გარეშეც და ვადას გაგირძელებდნენ ცალხაზიან რვეულში. მინდორიც სავსე იყო გამოსირებული თოფიანი კაცებით და არც ერთმანეთისთვის საფანტის ტრაკში მიყრა იყო იშვიათი შემთხვევა. სამაგიეროდ... ვიღაცეები...კაი მაყუთს ჭრიდნენ. აი..საით წავა ეს ყველაფერი.

ვერ შევიშვნეთ კაი ცხოვრება.

პოსტის ავტორი: Davitus Oct 17 2014, 02:05

დაუშვან რელოუდინგი, დაუშვან უპრობლემოდ იარაღის შემოტანის უფლება, დაუშვან ყველანაირი ცეცხლსასროლი იარაღის ტრაების გონივრული წესი და 10 გამოცდა დანიშნონ თუ უნდათ, ვისაც უნდა ყველაფერს ჩააბარებს, ვისაც არ უნდა კი იქნება ბედნიერად.

უბრალოდ აქ ახალი ნომრებისა არ იყოს, ფულის საკეთებელი მანქანის, ვაი პროტოტიპია შექმნილი.

პოსტის ავტორი: general Oct 17 2014, 11:14

ეხლა არ გინდათ სააკაშვილი ხო........ newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 17 2014, 12:25

ციტატა(giorgi491 @ 17th October 2014 - 13:14) *
ეხლა არ გინდათ სააკაშვილი ხო...

შენ იღადავე და თოფის ნებართვის რიგში..80 წლის ბაბუა რომ ნახა... მოიკითხა აქ რა ხდებაო. რომ უთხრეს რაც ხდებოდა... 1 ხელის მოსმით მოაშთო მთელი კორუფციული სისტემა. საერთოდ გააუქმა ბიუროკრატიული ბარიერები. მაგის მიუხედავად..აბა ერთი ვინმეს რამე გაებედა და თოფი სადმე ცუდად გამოჩენილიყო. ეხლა... ის..რომ მონადირული კულტურა ამაღლდს..ეგ უკვე ჩვენი(კლუბების) ამბავია.

პოსტის ავტორი: rezident Oct 18 2014, 11:13

ციტატა(Chalimgela @ 22nd September 2014 - 15:16) *
სულ გამოყ**ვდნენ ეს დედა მოტ**ულები?????

მარტო დედის გინებით წყვეტთ პრობლემებს? კანონში თუ სისულელე წერია ის კანონი არ მუშაობს. მთვრალზე დაჯარიმების გამო იარაღს თუ ვერ იფორმებ ჩნდება კითხვა რა ბედი ეწევა უკვე გაფორმებულ იარაღს რომელიც პარალელურად კერძო საკუთრებაა. ეგ სირული ნორმა თავისთავად არ იმუშავებს და კანონიდანაც გაქრება. ტეხასმოტრებისა არ იყოს....

პოსტის ავტორი: rezident Oct 18 2014, 11:29

ციტატა(giorgi491 @ 17th October 2014 - 12:14) *
ეხლა არ გინდათ სააკაშვილი ხო

ფორუმის ხელმძღვანელობისგან რო ავიღო მაგალითი და ეს არსება იგივე ეპითეტებით მოვიხსენიო, იუზერის დასჯის სიყვარულში ორმაგი სტანდარტი იქნება? სააკაშვილის დროს ღია ვიწროსპეციფიკურ ფორუმზე მთავრობა ფორუმის ხელმძღვანელობას დედამოტ**ულად მოეხსენებინა და იმ ფორუმის ბურდღა აღარ იქნებოდა. თოფები კი არა საკუთარი სახლებიდან ყრიდნენ ხალს ეგ მართლა დედამოტ**ულები.

პოსტის ავტორი: rezident Oct 18 2014, 11:42

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად: არსებაში ყოფილი "პრეზიდენტი" ვიგულისხმე. დასაკონკრეტებლად პოსტს ვეღარ ვასწორებ და იმიტომ ვაკეთებ განმარტებას.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 19 2014, 01:12

rezident
კი..მაგრამ ეგ რომ სიმართლე არ არის?.. მთელი წინა გვერდები..სავსეა იმ მთავრობის გინებით. არც დედის ტრიალი დაუკიათ და არც არაფერი. უბრალოდ..სავსეა ეს ფორუმი მაგისი დამადასტურბელი ფაქტებით. მაგრამ ფურუმს..არანაირი პრობლემა არ ქონია.
მეორეც...ისინი არს აკეთებდნენ..არ ამართლებ ამ სირობას.. რასაც ესენი აკეთებენ. თუ ესენი უარესს იზავენ..რითი ჯობიან იმათ?.. თუ ისინი დედამოტ***ბი იყვნენ..ესენი 2-ჯერ უფრო დედამოტ***-ბი გამოდიან.

პოსტის ავტორი: nik@a Oct 19 2014, 01:35

მაგარი უცნაური ხალხი ვართ. კანონი არ მოგვწონს იარაღის შესახებ და მთავრობის ავკარგიანობაზე ვსაუბრობთ, ნაცვლად იმისა რომ მოვიძიოთ ინფო კანონს ინიციატორზე და ვაკრიტიკოთ უშუალოდ ის პირი ვინც განაგებდა ამ კანონპროექტის გატანას.

პოსტის ავტორი: jola Oct 19 2014, 07:39

nik@a
ნორმალურ ქვეყანაში ალბათ კი, მართალი ხარ, მაგრამ აქ ყოველთვის ერთი კაცი იღებდა გადაწყვეტილებებს და ეხლაც ეგრეა :( ითქვა და უნდა გაკეთდეს :(

პოსტის ავტორი: PREDATOR Oct 19 2014, 09:14

ციტატა(jola @ Oct 19 2014, 08:39) *
nik@a
ნორმალურ ქვეყანაში ალბათ კი, მართალი ხარ, მაგრამ აქ ყოველთვის ერთი კაცი იღებდა გადაწყვეტილებებს და ეხლაც ეგრეა :( ითქვა და უნდა გაკეთდეს :(



+1000

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 19 2014, 09:19

მთავრობები სულ ურევდა და აურევს ყოვეთვის. აი ძალადობრივი რეჟიმი და მკვლელების ბანდა იშვიათობაა ყველგან. ეს მთავრობებს რაც შეეხება, მეორე მხარეა რომ იმ შავბნელ პერიოდში იყო მართლად რაღაც რაღაცა მოწესრიგებული და იმის ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდენს ნორმალური სტრუქტურა. ბაზაზე იმიტომ რომ ადამიანი სიკეთეზე და სიცოცხლის ხარჯზე დაყენებული წესრიგი და სისტემა არავის უნდა თუმცა წარსულს ვერ დავაბრუნებთ და მხოლოდ მოდიფიკაცია თუ შეგვიძლია. კანონის შეცვლას კიდევ ხელმოწერების შეგროვება უნდა და უნდა დავუცაცხუნოთ ამათ რომ ზღვარს არ გადავიდნენ. პ.ს უვიცი ჯობია განათლებულ ნაბოზარს!!!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 19 2014, 12:46

ციტატა(giorgixomeriki @ 19th October 2014 - 11:19) *
პ.ს უვიცი ჯობია განათლებულ ნაბოზარს!!!

უვიც ნაბოზვარზე რას იტყვი?.. D.gif თანაც ზიზღისგან თვალებდათხრილზე?.. D.gif

პოსტის ავტორი: ლონგი Nov 30 2014, 14:30

სულ ავიბენი და დავიბენი რა რა მაინტერესბს ეხლაnewsmile05.gif ეგ კანონი როდის შედის ძალაში?
ანუ ეხლა18 წლისას შეუძლია გაიფორმოს სანადირო თოფი?

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 30 2014, 15:51

ლონგი
შესულია უკვე ძალაში, გაიფორმებს უპრობლემოდ

პოსტის ავტორი: beqa10 Dec 1 2014, 09:43

ვეღარ გავიგე D.gif 21 წლის პირს შეუძლია გაფორმებაო. და 18 ისაცო D.gif D.gif ავირიე D.gif

პოსტის ავტორი: jorj Dec 1 2014, 12:13

beqa10
რა ვერ გაიგე კაცო D.gif 18 წლის ასაკში შეგიძლია შეიძინო და გაიფორმო სანადირო იარაღი vot-tak.gif

პოსტის ავტორი: მარდი Dec 1 2014, 20:27

assassin29
beqa10
jorj
და ნარეზიანი?

პოსტის ავტორი: gurulo88 Dec 22 2014, 16:33

არა კანონი კანონია და ვიღაცამ უნდა შეადგინოს მაგრა ისეთმა არა ვისაც თავში ტვინის მაგივრად ანტიფრიზი უსხია. ქვის ხანა ხომ არ არის, ოჯახებით რომ ინადიროს ხალხმა? ეგ ალბათ ისეთმა ნიჭიერმა შეადგინა ვისაც ბუნება მხოლიოდ ფორთოჩკიდან აქვს ნანახი სხვა შემთხვევაში მაგას არ იკადრებდა. ბრაკონიერობაზე რომ მაგდენ ყურადგებას აქცევდნენ რაც მაგ პროეკტს დაუთმეს ნადირიც მეტი იქნება ფრინველლიც და თევზიც ეგ ზემოტ კი არ უნდა აწიონ და გაართულონ პირიქით უცვლელლი უნდა დატოვონ და იმ შემთხვევაში როცა არასრულწლოვანი იჩენს ნადირობის სურვილს უფროსი ადამიოანის თანხლებით მასაც უნდა მისცენ ნადირობის უფლება რადგან სწორი და ჯანსაღი მომავალი გვეყოლება!

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 23 2014, 10:03

ციტატა(მარდი @ Dec 1 2014, 21:27) *
assassin29
beqa10
jorj
და ნარეზიანი?


ნარეზიანი იარაღი უფრო მეტად სახიფათო და საფრთხილოა ვიდრე გლუვლულიანი (გაუფრითხილებელი გასროლისას მისი ტყვია უფრო შორს და მეტად აზიანებს ცოცხალ არსებას) ამიტომაც კომუნისტების დროს მონკავშირის წევრობის (და გლუვლულიანის ქონის) სამწლიანი სტაჟი უნდა გქონოდა ნარიზიანი იარაღი რომ გაგეფორმებინა.

პოსტის ავტორი: dato76 Jan 20 2015, 15:04

მოგესალმებით ფორუმელებო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ოჩოპინტრეზე.
მე ძირითადათ მკითხველის როლი მიკავია, თუმცა გამიჩნდა კითხვა, რომელზეც კომპეტენტურმა სამსახურმა ამომწურავი და დაბეჯითებითი პასუხი ვერ გამცა. ამიტომაც გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი აქ და კითხვაზე პასუხიც ფორუმზე მომეძიებინა.
მაქვს თოფი, გლუვლულიანი. შესაბამისად ტარების უფლებით. რამდენიმე თვის წინ შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი, ამოვეწერე ძველი მისამართიდან და ჩავეწერე ახალზე. მომსახურების სააგენტოში მითხრეს, რომ უნდა ავიღო ახალი მოწმობა, რაშიც უნდა გადავიხადო 80 ლარი. ეს გასაგებია და დაუშვათ მისაღებია, მაგრამ მე მაინტერესებს სანამ არ ავიღებ ახალ მოწმობას ვითვლები თუ არა კანონ დამრღვევათ ან მაქვს თუ არა უფლება ძველი მოწმობით გავიტანო იარაღი გარეთ? მოგეხსენებათ მოწმობაზე დატანილია საცხოვრებელი მისამართი, ჩემს შემთხვევაში ეს მისამართი არ ემთხვევა იმ მისამართს, რომელზეც მე ვარ ჩაწერილი.
წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: Davitus Jan 20 2015, 16:36

dato76

სალამი. შენ თუ აფიშირებას არ გაუკეთებ მაგ ყველაფერს, კიდევ დიდხანს შეგიძლია მისი გამოყენება, კანონის დარღვევას რაც შეეხება, იარაღი შენახვის და ტარების უფლებით, არ არის აუცილებელი იმ მისამართზე ინახებოდეს რომელიც საბუთში წერია, მე ეგ კანონი ვერსად ვერ ვიპოვე, რომელიც მავალდებულებს იარაღის შენახვას, მოწმობაში დატანილ საცხოვრებელ ადგილზე. ნუ ასევთქვათ ცალსახად არღვევ კანონს. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავებს დასჭირდებათ თოფის პატრონის იდენტიფიკაცია, მონაცემთა ბაზის საშუალებით, მათ არ ექნებათ საშუალება მონახონ, მფლობელის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი. თუმცა ეს უფრო ბიუროკრატიული მხარეა და მეპატრონის მოძიება მაინც არ წარმოადგენ პრობლემას, თუნდაც ძველი მისამართის ცოდნით.

პირველი ზემოთხსენებული მდგომარეობით, მე არ შემიძლია ჩავიდე სოფელში და იქ, სხვა მისამართზე მქონდეს შენახული იარაღი. რაც აფსურდია

პოსტის ავტორი: achiko-l Jan 20 2015, 18:43

არანაირად არ ხარ კანონდამრღვევი,არსად არ წერია ,რომ თოფი უნდა ინახებოდეს მეპატრონის რეგისტრაციის მისამართზე.და არც არის აუცილებელი საბუთის შეცვლა,რადგან იარაღი ტარების უფლებითაა სადაც გინდა იქ შეინახავ.

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 20 2015, 19:11

achiko-l
ხო მაგრამ იქ ხოომ უნდა ცხოვრობდე მაინც. ეხლა სხვის სახლში რომ თოფი დავტოვო და იქ პოლიციამ იპოვოს არამგონია გაგებით მოეკიდონ

პოსტის ავტორი: ნოსო Jan 20 2015, 19:15

უფრო არა სანადირო იარაღზეა აქ საუბარი. ისინი ნამდვილად უნდა ინახებოდეს რეგისტრაციიის მისამართზე

პოსტის ავტორი: Davitus Jan 20 2015, 19:34

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 20th January 2015 - 20:15) *
უფრო არა სანადირო იარაღზეა აქ საუბარი.


ცოტა ყურადღებით წაიკითხე ჭაბუსო newsmile045.gif newsmile05.gif

ციტატა(dato76 @ 20th January 2015 - 16:04) *
მაქვს თოფი, გლუვლულიანი. შესაბამისად ტარების უფლებით.


პოსტის ავტორი: დაქსი Jan 20 2015, 22:21

dato76
არანაირი პრობლემა არ გაქვს, შენ პირად ნომერს ამოწმებენ და შენს ვინაობის იდენთიფიკაციას შენივე პირადი ნომრით ადგენენ და ამავე ნომრით გებულობენ არის თუ არა იარაღი შენს სახელზე გაფორმებული, სხვას ამ შემთხვევაში ყურადღება არ ექცევა.
შენ იარაღის კანონიერი მფლობელი ხარ და კანონიერად შენ გაქვს მისი ტარების და გამოყენების უფლება და არა შენ მისამართს, იარაღიც რომ დაიკარგოს ან ამ იარაღის მოძებნა რომ უნდოდეთ შენს პირად ნომერს ამოიღებენ და შენივე პირადი ნომრით მოიძიებენ შენს მისამართს.
ასე რომ შეგიძლია უპრობლემოდ.

პოსტის ავტორი: dato76 Jan 21 2015, 14:45

მადლობა ყველას, გაიხარეთ. არ ვიჩქარებ მოწმობის გამოცვლას, 80 ლარი ნამდვილად არ მაქვს გადასაყრელი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: general Jan 21 2015, 15:26

dato76

მე მაგალითად რა მისამართიც მიწერია იქ არ მაქვს თოფები, უბნის ინპექტორიც იყო და ნახა რომ თოფი მქონდა საბუთიც, არავითარი პრობლემა არ შემქმნია ამაზე. ასე რომ ინადირე მშვიდად და შეინახე თოფი ახალ მისამართზე. მსგავსი კანონები დასახვეწია და თვითონაც არ იციან რა პასუხი გაგცენ სამინისტროსში

პოსტის ავტორი: muska1978 Aug 1 2015, 21:40

რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი და რეგულაციები დიდი ალბათობითაც იქნება გამოცდები,ანუ რა სახის იარაღსაც იყიდი იმისდა მიხედვით ჩააბარებ გამოცდას. ვინმემ იცით უFრო დეტალურად რა ხდება?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 1 2015, 21:45

muska1978
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12623

აქ ნახე
კონკრეტულად გამოცდებზე არ წერია არაფერი, მარა რა უნდა იყოს ისეთი
მე ველოდები კიდეც

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 2 2015, 00:07

იცით რა მაინტერესებს მე კანონებიდან ძალიან შორს ვარ და ვინმემ თუ იცით სასიგნალო პისტოლეტებიროა ეგ რო ვიყიდო და შიგნით ჩავდო ადაპტორი 12 კალიბრი 22ზე რო ვისროლო ( რათქმაუნდა გართობის მიზნით ტირში) რამე კანონს დავარღვევ?

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 2 2015, 14:46

ციტატა(dato76 @ Jan 20 2015, 16:04) *
მოგესალმებით ფორუმელებო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ოჩოპინტრეზე.
მე ძირითადათ მკითხველის როლი მიკავია, თუმცა გამიჩნდა კითხვა, რომელზეც კომპეტენტურმა სამსახურმა ამომწურავი და დაბეჯითებითი პასუხი ვერ გამცა. ამიტომაც გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი აქ და კითხვაზე პასუხიც ფორუმზე მომეძიებინა.
მაქვს თოფი, გლუვლულიანი. შესაბამისად ტარების უფლებით. რამდენიმე თვის წინ შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი, ამოვეწერე ძველი მისამართიდან და ჩავეწერე ახალზე. მომსახურების სააგენტოში მითხრეს, რომ უნდა ავიღო ახალი მოწმობა, რაშიც უნდა გადავიხადო 80 ლარი. ეს გასაგებია და დაუშვათ მისაღებია, მაგრამ მე მაინტერესებს სანამ არ ავიღებ ახალ მოწმობას ვითვლები თუ არა კანონ დამრღვევათ ან მაქვს თუ არა უფლება ძველი მოწმობით გავიტანო იარაღი გარეთ? მოგეხსენებათ მოწმობაზე დატანილია საცხოვრებელი მისამართი, ჩემს შემთხვევაში ეს მისამართი არ ემთხვევა იმ მისამართს, რომელზეც მე ვარ ჩაწერილი.
წინასწარ გიხდით მადლობას.


კანონი არ ავალდებულებს იარაღის მფლობელს მისი კუთვნილი იარაღი შეინახოს მეპატრონის რეგისტრაციის ადგილას მაგრამ თუ შენ კუთვნილ იარაღს შეინახავ მეგობრის სახლსი მაშინ აუცილებელია გაკეთდეს მინდობილობა იმ სახლის მეპატროეზე ვის სახლშიც შეინახება შენი კუთვნილი იარაღი.


რაც შეეეხება შენს შემთხვევას მაგაზე მოდავებას არავინ დაგიწყებს თუ პირადობის მოწმობაში ასებული მისამართი და შენი იარაღის სარეგისტრაციო საბუთში არსებული მისამართი ერთმანეთს დაემთხვევა, თუ გამოჩნდება უზუსტობა პირადობასა მართვის მოწმობასა და იარაღის სარეგისტრაციო საბუთს შორის ეს იქნება უკვე ეჭვის საბაბი დაწვრილებით გამოირკვეს ეს უზუსტობა და შესაბამისად ან გაფრთხილება ან ჯარიმა შეიძლება დაგიწერონ შინგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა.

პოსტის ავტორი: Nikoloza-niko Jul 9 2020, 12:18

გამოცდა მოიცავს სულ 150 კითხვას, როგორც ამ არაჩვეულებრივ გვერდზე ვნახე. რამე ხომ არ შეცვლილა? ხომ არ დაუმატებიათ?
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამოცდის საბუთს ააქვს მოქმედების ვადა?

პოსტის ავტორი: ოთო. Jul 9 2020, 22:28

დიდად არაფერი არ შეცვლილა ვადა არ აქვს ჩააბარებ და შეგიძლია თამამად იყიდო იარაღი .

პოსტის ავტორი: Nikoloza-niko Jul 9 2020, 23:01

ოთო.

კარგი ინფორმაციაა, დიდი მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bondoshondo Jun 27 2023, 13:17

რა ბევრი კანონი ყოფილა არც კი წარმომედგინა.

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 15 2023, 08:16

ახალ კანონზე ვინ რა აზრის ხართ ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)