IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

იჟ - 27 (ИЖ-27)
HUNTER FREDY
პოსტი May 19 2009, 22:53
პოსტი #421


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



იჟ-27 არის იჟ- 12 ის ბაზაზე აწყობილი და წარმოებაში ჩაშვებული ერთ ერთი ყველაზე პოპულარული რუსული სანადირო თოფი, ვერტიკალურად განლაგებული ლულებით ავტომატური მცველით იწარმოება ამ მოდელის შემდეგი მოდიფიკაციები! იჟ-27, იჟ-27E , იჟ-271C. იჟ-27E- 1C, იჟ-27M-1C, იჟ-27EM -1C, და რაღათქმაუნდა იჟ-27 sporting. არსებობს იჟ-27 შემდეგი კალიბრებით კალიბრებით: 12, 16, 20, სავაზნის სიგრძე 70მმ და 76მმ მაგნუმის ტიპის ვაზნებისათვის, იწარმოება როგორც იჟექტორიანი ისე ექსტრაქტორიანი მოდელები. (ინდექსით E იჟექტორიანი მოდელები ინიშნება.) დამცემ სასხლეტი მექანიზმი შეიძლება იყოს ორ სასხლეტზე ან ერთ სასხლეტზე სელექტორით, ( ინდექსით 1C). ლულის სიგრძე 675 მმ დან 750 მმ მდე. ლულის ჩოკური შევიწროვება შეიძლება იყოს 0,4 დან 1,0 მდე ჩოკები ახალ მოდელებს აქვთ ჩასახრახნი ძველ მოდელებს ფიქსირებული. ჩაკეტვის სისტემა მარტივია მხოლოს პერდეს ჩარჩო და ვესტლი რიჩარდსის ზედა გადასახსნელი. კონდახი ამ მოდელს აქვს ან წიფლისა ან კაკლისა პიტჩზე შეიძლება მიკრული ჰქონდეს რეზინის ამორტიზატორი ან პლასმასი, საინტერესოა იჟ-27 sporting-ი ეს მოდელი შეიქმნა სტენდზე სასროლად ოდნავ მძიმეა და ჩაკეტვის სისტემაც გამყარებულია ლულები ჩოკის უკან დახვრეტილია ჭარბი აირების გამოსასვლელად რაც ხელს უწყობს საფანტის შეჯგუფების გაზრდას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
5 გვერდი V  « < 4 5


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 16:36