ნადირობა იხვზე და ქათამზე 2015-2016 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობა იხვზე და ქათამზე 2015-2016 |
Jan 4 2016, 09:54
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. წელს საუკეთესო ნადირობის სეზონი მაქვს. ეს ბოლო სამი წელია ტრადიციად ვაქციე 31 დეკემბერს ნადირობა. ამ ჯერზე ქათამზე წავედით სანადიროდ მე, ვანო და ხვიჩა. ქათამი იყო ნორმალურად. "ნახევარი ძალით" ვინადირეთ შემდეგ კი მივუსხედით ვერხვის ძირში და ღორის მწვადები ავაშიშხინეთ. ქეიფიც მსუბუქად ჩავატარეთ რადგან საღამოს გველოდა ძირითადი დატვირთვა.
ესეც 2015 წლის 31 დეკემბრის სურათები. ეს იყო პირველი ქათამი ასე გემრიელი ნადირობა და სუფრა გამოგვივიდა წინასაახალწლოდ. საფერავით ვადღეგრძელეთ ახალი წლის მობრძანები , წასული და ცოცხალი მონადირეები... და გამოვწიეთ სახლებში. პირველ და ორ იანვარს ხარკი მოვუხადე ახალ წელს და არამონადირე მეგობრებს და ნათესავებს. 3 იანვარს კი ისევ გავწიეთ მონადირეებმა სანადიროდ რათა გამოგვეცადა ახალი, 2016 წლის იღბალი. |
|
|
Jan 4 2016, 10:18
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
საახალწლოდ იმხელა თოვლი მოვიდა რომ 3 იანვარს გვეეჭვებოდა შევძლებდით თუ არა თოვლში სიარულს. მაინც წავედით და როგორც ხვიჩამ აღნიშნა მეკვლეები ვიყავით, რადგან არანაირი კვალი არ იყო თოვლზე და პირველები ჩვენ ვიყავით ვინც იქ გაიარა. მანქანის უკან თოვლის ბუქი დგებოდა ეს დალოცვილი ტოიოტა კი კვიცივით მიჭიხვინებდა გაუკვალავ თოვლში . მინდორში თოვლი უფრო დაბალი იყო, იმხელა რომ თუ ფრთხილად ივლიდი ჩექმის ყელს არ სცდებოდა. ადრიანად დავადექით ტბორებს და გაგვიმართლა საკმაოდ დიდი იხვის გუნდი იჯდა. ტბას გაშლით მივადექით და მე და ხვიჩას შეგვხვდა სასროლზე. პირველი რომ ვესროლე დავინახე რომ 2 იხვი მოსწყდა გუნდს შემდეგ კი თეთრი ნისლი გადამეკრა თალებზე და გონებაზე და აზრზე მაშინ მოვედი როცა სასხლეტი აღარ მომყვებოდა, გათავებულა 5 ვაზნა. 4 იხვი მე მოვხსენი ერთი კი ხვიჩამ თავისი ორლულიანით. ყველა იხვი წყალში ეყარა. სამის აღება შევძელით ჯოხების დახმარებით, ორი კი კუნძუკზე და მის იქით ეგდო. ძაღლი არ შევიდა გამოხატანად (არ მისწავლებია წყლიდან აპორტირება). -10 გრადუს ყინვაში დავიხადე და შევედი. თავიდან ღრმაში მოვხვდი და უკან მომიწია გამოსვლა, მაგრამ ფონი მოვნახე და ის ორი იხვიც გამოვიტანე. შემდეგ შევისვენეთ პურის საჭმელად და 3 არაყიც მივირთვი პროფილაქტიკისათვის. გადავინაცვლეთ ქათამზე. პირველივე ბუჩქიდან 3 ამოიწია. 2 მეგობრებმა მოხსნეს მესამე ჩემსკენ წამოვიდა, თოფში კი 4 ნემრები მეწყო ისევ , რადგან აქაც იყო ტყეში კარგი საიხვე ადგილი. თავიდან არ ვაპირებდი სროლას, შემდეგ კი მაინც ვესროლე 2 და უშედეგოდ. ამის შემდეგ კიდევ ორი ქათამი გავმაზე, საერთო ჯამში ქათამიც შეგვხვდა ნორმალურად და სამი ქათმით დავანთავრეთ ნადირობა.
საღამო კი განსაკუთრებულად ლამაზი და საინტერესო გამოვიდა. აქაც ცოტას დავწერ ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებზე |
|
|
Jan 4 2016, 10:26
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
უიარაღო
ერთი სიამოვნებაა თქვენი რეპორტების კითხვა მაგარი სეზონი გაქ ასე გააგრძელე !.. |
|
|
Jan 4 2016, 10:31
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
საღამოც ულამაზესი გამოგვივიდა, ტკბილ და მურაბა ხალხთან ერთად სუფრას ალამაზებდა იხვი შემწვარი და იხვის ჩახოხბილი და ჩემი ექსპერიმენტი ტყის ქათამი შქმერულად. ვინაიდან რამოდენიმე ფრონტზე მიწევდა ბრძოლა (რამოდენიმე ქვაბთან და ტაფასთან ერთდროულად) მაიონეზი შქმერულისთვის კარგად ვერ გავხსენი წყალში და ერთგვაროვანი მასა ვერ მივიღე , თუმცა ამას გემოზე დიდად არ უმოქმედია, ისეთი გამოვიდა თითებს ჩაიკვნეტდა კაცი.
ტყის ქათამი შქმერულად იხვი შემწვარი (ჯერ ვადუღე 15 წუთი და შედეგ შევწვი აერღუმელში) იხვის ჩახოხბილი ბლომად ხახვში, ახალი ქინძით და მწარე წიწაკით |
|
|
Jan 4 2016, 10:38
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga |
respect!
რომელ მხარეში ნადირობ? |
|
|
Jan 4 2016, 10:47
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
კახეთში MORGAN. ერთ ადგილს მივაგენით და აღარ ვეშვებით, იქნება სხვაგან უკეთესიც იყოს , ვინ იცის . შემოწმება უნდა ადგილებს და იპოვი რაღაცას, მაგრამ რადგან დრო ცოტა მაქვს და ძებნაში მენანები დროის კარგვა ამ ადგილს ვეღარ ვანებებ თავს.
|
|
|
Jan 4 2016, 10:48
პოსტი
#7
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 1-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
იფ, იფ ნერწყვი მომადგა, რამის ეხლავე გავიქცე სანადიროთ. საღოლ მაგარია ...
|
|
|
Jan 4 2016, 11:20
პოსტი
#8
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უჰ შენ გაიხარე. ვისიამოვნე
|
|
|
Jan 4 2016, 12:20
პოსტი
#9
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga |
უიარაღო
ერთ ადგილს მივაგენით და აღარ ვეშვებით, იქნება სხვაგან უკეთესიც იყოს , ვინ იცის . შემოწმება უნდა ადგილებს და იპოვი რაღაცას, მაგრამ რადგან დრო ცოტა მაქვს და ძებნაში მენანები დროის კარგვა ამ ადგილს ვეღარ ვანებებ თავს. მაგარ "კანალზე" ზიხართ ხო? )) მშვენიერი ადგილი ჩანს .. |
|
|
Jan 4 2016, 13:22
პოსტი
#10
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 167 რეგისტრ.: 27-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
ერთი სიამოვნებააა შენი პოსტბის წაკითხვა. ესე გააგრძელე. ყოჩაღ
|
|
|
Jan 4 2016, 15:25
პოსტი
#11
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მაგარია
მეორე სერიაც დიდებული გამოგდით ))))) |
|
|
Jan 5 2016, 14:40
პოსტი
#12
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 313 რეგისტრ.: 23-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მალადეცები თქვენ!!! მშვენიერ!!!!
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 22:36 |