თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ჯიშები _ კანე კორსო (Cane Corso)

პოსტის ავტორი: mixailo Mar 7 2010, 22:50

კანე კორსო
ამ ჯიშის სახელი ითარგმნება, როგორც “ძლიერი, ენერგიული ძაღლი”.

კანე კორსო იტალიანოს ჯიშის ძაღლები რუსეთში შედარებით ცოტახნის წინ გაჩნდა – 1994 წელს. თუმცა, ასეთი მოკლე პერიოდის განმავლობაშიც კი ამ ძაღლმა მოიპოვა ღირსეული პოპულარობა, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ამ შესანიშნავი ძაღლის ექსეპრტების, კინოლოგების, მწვრთნელებისა და რიგითი მფლობელების დადებითი შეფასებები გულგრილად არავის დატოვებენ!
კანე-კორსო – ღონიერი, საკმაოდ დიდი ძაღლია, რელიეფური მუსკულატურით, მშვენიერი მოძრაობებით, ღრმა და განვითარებული მკერდით, ძლიერი და ტანადი კიდურებით. თავი ტიპობრივად მოლოსურია, ფართო, კარგად გამოხატული გადასვლით ცხვირის ხაზიდან შუბლზე.

კანე კორსო, პირველ რიგში – დამცავი ძაღლია შესანიშნავი მუშა თვისებებით. გაწონასწორებული ფსიქიკა და დისციპლინირება გამოყოფენ კორსოს ძაღლებს სხვა დამცავ ჯიშებს შორის.

კანე კორსო ფლობს არაჩვეულებრივ პლასტიკას, ღონიერ ნახტომს და ელვისებურ შეტევას. თავდასხმელთა მიმართ კორსო ყოველთვის იქნება მრისხანე. დღე იქნება თუ ღამე, კორსო მუდმივად დაგიცავთ, ხოლო თუ იგი შავი შეფერილობისაა, მაშინ მეტად შემაშინებელი იერი გააჩნია. ძაღლი ერწყმის სიბნელეს და შეუმჩნევლად შეუძლია მიუახლოვდეს თქვენი სიმშვიდის დამრღვევთან.

ამ ჯიშის ძაღლების ხასიათის ძირითად თავისებურებებს მიეკუთვნება სიფხიზლე, შეცდომის დაუშვებლობის უნარი, არა მხოლოდ გაბედულად, არამედ ფრთხილადაც ყოფნა. თუმცა, ძაღლის ხასიათის ფორმირებას ახდენს არა მხოლოდ ბუნება, არამედ აღზრდაც.

კანე კორსოს ფსიქიკის თავისებურება გულისხმობს მის დიდ მოთხოვნილებას ადამიანთან ურთიერთობაში. ამიტომაც, კორსო ცუდად იტანს ყურადღების არარსებობას და ჯაჭვზე ყოფნას. იგი საჭიროებს თავისუფლებასა და ადამიანური სითბოს დიდ რაოდენობას, რასაც ძაღლი სიყვარულითა და ერთგულებით უპასუხებს. კანე კორსო – ძალიან ლამაზი ძაღლია. სეირნობისას იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სწრაფი მოძრაობების პლასტიკა (განსაკუთრებით შავი ძაღლის შემთხვევაში) მას პანტერასთან აიგივებს.

ბუნებრივი გამძლეობის, ინფექციური ავადმყოფობებისადმი სიმტკიცე, ცხოვრების ნებისმიერი პირობებისადმი ადაპტირების უნარის წყალობით კანე კორსოს გამოყენება ნადირობის დროსაც შეიძლება.

კანე კორსო არაა მოჩხუბარე, მაგრამ აგრესიულ თანამოძმეს ყოველთვის გასცემს საკადრის პასუხს. სისუფთავე და სუნის არარსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს კანე კორსოს ყოლა როგორც ქალაქგარეთა სახლში, ისე ქალაქის ბინაში. ეს იდეალური სახლის ძაღლია. საკმარისია შეხედოთ კორსოს თვალებში და მის მიმართ გულგრილი არასოდეს დარჩებით.

ამჟამად, ევროპასა და ამერიკაში კანე კორსო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ და პრესტიჟულ დამცავ ჯიშს.







ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აიყვანოთ სწორედ კანე კორსო.

1.თუ გსურთ, რომ თქვენი ოჯახი და ქონება საიმედოდ იყოს დაცული, მაშინ კორსო – ნამდვილი ცოცხალი ფარი და ხმალია;
2.თუ თქვენ გყავთ პატარა ბავშვები, მაშინ კორსო გახდება მათი საუკეთესო ძიძა და აღმზრდელი;
3.თუ თქვენ უფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას, გარეგნობას და ეწევით აქტიურ ცხოვრებას (ველოსიპედი, სირბილი, ცურვა და ა.შ.), მაშინ კორსო სიამოვნებით იქნება თქვენს გვერდით;
4.თუ თქვენო ჰობი – თევზაობა ან ნადირობაა, კორსო სიხარულით შემოგიერთდებათ;
5.თუ თქვენ გყავთ სხვა ცხოველები – ძაღლები, კატები და ა.შ. – კორსო ღირსეულად შევა მათ “ხროვაში

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: 919 Mar 7 2010, 22:50

newsmile05.gif)))) გვყავს უბანში 2 ცალი...
1 დებილი
მე2 იდიოტი newsmile05.gif))))

პოსტის ავტორი: mixailo Mar 7 2010, 23:01

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ციტატა(Gigs13 @ 7th March 2010 - 23:50) *
)))) გვყავს უბანში 2 ცალი...
1 დებილი
მე2 იდიოტი ))))

ალბათ აღზრდის ბრალია, მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ეს ჯიში, და რაც მთავარია სჭირდება სწორი აღზრდა.. ძალიან ლამაზი ძაღლია არა?

პ.ს. პირველი პოსტის ინფო მოპოვებულია ერთ-ერთი კინოლოგიური საიტიდან

პოსტის ავტორი: 919 Mar 7 2010, 23:12

გეთანხმები, ლამაზი ძაღლია, მაგრამ ქართველებისათვის,
როგორც პიტი, სტაფი და ბული უნდა აიკრძალოს...
მადლობა ღმერთს, რომ ბირთვული იარაღი არაგვაქვს ქართველებს!
საერთოდ მოლოსოიდები მხოლოდ გამოცდილმა მეძაღლეებმა უნდა
აიყვანონ.
ჩემი უბნელი კანე კორსოები კი გადაგდებული სათამაშოებივით არიან. newsmile038.gif

მე პირადათ 2 ლაბრადორის პატრონი ვარ და ვიცი რომ ეს ჯიში ყველაზე
პოპულარული მსოფლიოში და ამას უამრავი მიზეზი აქვს. newsmile05.gif


პოსტის ავტორი: mixailo Mar 7 2010, 23:15

ციტატა(Gigs13 @ 8th March 2010 - 00:12) *
მაგრამ ქართველებისათვის,
როგორც პიტი, სტაფი და ბული უნდა აიკრძალოს

+10000000000000000000

პოსტის ავტორი: KING Feb 6 2011, 23:45

ესეც ჩემი კანე კორსო!
ტიტულები : Ch. Georgia, Ch. Azerbaijan, Ch. FCG, 2XCacib, RCacib, Caucasian Winner 2010






პოსტის ავტორი: თენგო Feb 7 2011, 09:18

KING
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif მეტი რაღა ვთქვა! newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: noniko Jan 28 2012, 18:02

lotebo.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 28 2012, 18:06

noniko
ესეთი უაზრო პოსტებისგან თავი შეიკავეთ

პოსტის ავტორი: inspeqcia Apr 30 2012, 14:19

შეგიძლიათ მითხრათ დეტალურად კვება და მოვლა როგორ რეჟიმში უნდა მოხდეს და კუდი როდის უნდა დაიჭრას

პოსტის ავტორი: თამრო Dec 27 2015, 11:32

ახლახანს ავიყვანე კანე კორსო. ძალიან ვღელავ, მეშინია, შეცდომა არ დავუშვა. აღზრდასთან დაკავშირებით, რამე სფეციფიკური დეტალები ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: game 91 Dec 27 2015, 19:14

იქნება და თქვათ რა საერთო აქვს კანეს პიტთან ან სტაპთან. არც ლაბრადორს ჩამოუვარდება ჭკუით და გონებით ან ერთგულებით კიდე.
მითუმეტეს ქართულ "გაკატებულ" ლაბრადორებს ასითავით მირჩევნია.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 27 2015, 19:27

ციტატა
კანე კორსო არაა მოჩხუბარე,

ჩემს პოინტერს იმიტო ეცა რომ სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ხო ? xexe.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)