IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016"
ლაშა თევზაძე
პოსტი May 22 2016, 21:53
პოსტი #31


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2016.


შეჯიბრი ჩატარდება მჭადიჯვრის მიმდებარე მინდვრებში 27-28-29 ან 28-29 მაისს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე.

ზოგადი წესები:
1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია:
1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა
1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია;

2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად;
3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად.
3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ.
თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან.
ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც
4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც;
5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან;
6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე.
7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით;
8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები;
9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე;
10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე;
11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას.

ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან იქნებიან:

1. გია ადიკაშვილი;
2. რამაზ კენჭიაშვილი
3. ნოდარ როსტიაშვილი


კენჭისყრა ჩატარდება ოთხშაბათს 25 მაისს 20:00 საათზე ყოფილი იპოდრომის შესასვლელთან (სადაც გამოფენები ტარდებოდა)

მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !!



წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით
„ოჩოპინტრე“-ს გამგეობა



წამსვლელთა შეკრება, ბარამბოსთან


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Fishman   საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016"   May 22 2016, 21:53
- - ნუკრიMax   samsoni777 სად დადიხარ რო...   May 25 2016, 10:40
|- - samsoni777   ციტატა(ნუკრიMax @ May 2...   May 25 2016, 12:06
- - ჭალიმგელა   1. გიორგი შეყილაძე - ...   May 25 2016, 11:56
- - ოთო.   ფიშუ დაწერე რა მერ...   May 25 2016, 18:22
- - Fishman   პირველი ძაღლი მინდ...   May 25 2016, 20:06
- - nik@a   სამწუხაროდ ჩემი წა...   May 26 2016, 08:12
- - simona   წარმატებას უსურვე...   May 26 2016, 09:21
- - megreli   ციტატა(khmaltevza @ 25th May 2016...   May 26 2016, 13:41
- - ოთო.   8 ძაღლის გამოცდა ერ...   May 26 2016, 14:23
- - ნუკრიMax   ოთო. სიგრილეა, პრობ...   May 26 2016, 14:35
- - Fishman   RE: საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016"   May 26 2016, 21:10
- - apxazi   მაყურებლები ხო შეი...   May 27 2016, 08:12
- - Fishman   apxazi რა თქმა უნდა!   May 27 2016, 08:21
- - apxazi   იქნებ googla mapდან დამი...   May 27 2016, 09:07
- - achiko-l   apxazi ნატახტრიდან რო ...   May 27 2016, 09:31
|- - jaba_gugesha   ციტატა(achiko-l @ May 27 201...   May 27 2016, 09:40
|- - ჯოლა   ციტატა(jaba_gugesha @ May 27 2016...   May 27 2016, 09:49
- - general   დაჯილდოვება რომელ...   May 27 2016, 10:14
- - ჯოლა   general კვირას 9–10 მდე   May 27 2016, 10:28
- - Davitus   შეკრების ადგილი   May 27 2016, 10:33
- - ჩელე   5:30-ზე თუ გადის პირვე...   May 27 2016, 12:02
|- - საბო   ციტატა(ჩელე @ May 27 2016...   May 27 2016, 12:35
- - ჩელე   საბო ციტატა(sabo73 @ 27t...   May 27 2016, 12:46
- - ოთო.   ღრუზინული პუნქტუა...   May 27 2016, 13:32
- - ჯოლა   ჩელე ციტატა(chele @ 27th...   May 27 2016, 14:20
- - ჩელე   ჯოლა ციტატა(jola @ 27th ...   May 27 2016, 15:26
- - ოთო.   კი ვიცი გაგონილს ნ...   May 28 2016, 18:56
|- - samsoni777   ციტატა(ოთო. @ May 28 2016, ...   May 28 2016, 20:12
- - თაზო   დამთავრდება ხვალ ყ...   May 28 2016, 21:48


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 07:56