სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  « < 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014
ჩელე
პოსტი Feb 21 2014, 08:48
პოსტი #91


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კაცოოო, ესა რეკომენდაციის თემაა თუ სეზონის დახურვის? თემატურად პოსტეთ ძალიან გთხოვთ.

ჰოდა ვისაც დასაწერი გაქვთ დაწერეთ რა იყო, როგორ იყო. გვიმალავთ თუ როგორ არის საქმე? მაინცდამაინც მხატვრულად ნუ დაწერთ ვისაც არ გეხერხებათ. გლეხურად უფრო კარგად იკითხება დამიჯერეთ. ჰოდა დაწერეთ რაა. დავიჯერო 32 კაცში მხოლოდ სამმა კაცმა ისიამოვნა ამ ნადირობით? ნუ ხართ ზარმაცები.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Feb 21 2014, 12:06
პოსტი #92


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



და მთელ 6 გვერდზე ვერსად წავიკითხე,ვინ რამდენი ტურის ცოდვა დაიდო D.gif

ჩამოწერეთ სია D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 21 2014, 13:16
პოსტი #93


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(megreli @ Feb 21 2014, 13:06) *
და მთელ 6 გვერდზე ვერსად წავიკითხე,ვინ რამდენი ტურის ცოდვა დაიდო D.gif

ჩამოწერეთ სია D.gif



უფრო მეტი მნნიშვნელობა სიმავნებას ქონდა, იმ დღისას, ვიდრე აღებული ტროფეის ინდივიდუალრ რაოდენობას. მაგრამ მაინც აჰა დავწერ.

1. საბო 1ცალი მოკლული, 1 ცალი ჩაჯმული (უსროლელად შეშინებული). newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Feb 21 2014, 13:23
პოსტი #94


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 588
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყველამ მოკლა ტურიკო.თითქმის ყველამ გაისროლა.ყველას ასეთი კმაყოფილი შეგრძნება ქონდა.და ვინ მოარტყა-ვინ დაჭრა მაგას არსებითი მნიშვნელობა ამ გასვლაზე ნამდვილად არ ქონია newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 21 2014, 13:38
პოსტი #95


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



დახოცილ ტურებს რა ბედი ეწით? მაპატიეთ თუ ტექნიკური წვრილმანებით დავინტერესდი. დამარხეთ საძმო საფლავში. საშაურმეებმა წაიღეს თუ როგორც იყო. f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Feb 21 2014, 13:51
პოსტი #96


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უიარაღო
მეურნეობის ადმინისტრაციამ მიხედა . დამარხავდნენ ალბათ , სახლში ანტისანიტარიას არავინ დაუშვებს newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 21 2014, 16:54
პოსტი #97


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები თორე დავიგინები უკვე D.gif D.gif D.gif D.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Feb 21 2014, 17:24
პოსტი #98


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩელე
დავსწერ დღეს საღამოს ან ზეგ დილით xexe.gif ვინ ხარ შენ ჰააა? რო გვაწერინებ ერთი

წამოსულიყავი და შენი თვალით ნახავდი xexe.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 21 2014, 17:30
პოსტი #99


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ალთაზარ

ბალღოო, მაიხედე აქეთა. ესა ჩემი ხუშტური კი არ არის? უბრალოდ რაც მეტს დაწერთ, მით ბევრს შემოინახავს ისტორია და 5-6 წლის მერე რომ გადახედავ შენს ნაწერს, გეამება და გულს მალამოდ დაგეფინება. შვილი რომ გეყოლება და გკითხავს ჩუკვნის გარდა რა გიკეთებიაო, ჩაურთავ ოჩოპინტრეს და თვალებზე ააფარებ. გაიგე შენაა???..... თორე მე ზეპირად ვიცი უკვე ვინ სად დააბრახუნა და რა დააბრახუნა.... ბიჯოოოს....

უნდა დაუღეჭო რაა....

ბლიაძ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Feb 21 2014, 17:35
პოსტი #100


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ციტატა(chele @ 21st February 2014 - 18:30) *
შვილი რომ გეყოლება და გკითხავს ჩუკვნის გარდა რა გიკეთებიაო

newsmile015.gif newsmile015.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Feb 21 2014, 19:08
პოსტი #101


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ესეიგი რა ხდება... ჩელეს დაჯინებული მოთხოვნა სრულდება ashh.gif
ჭიაურში ჩავედით ცოცხლები newsmile090.gif დაგვხვდა დიდი მოგიზგიზე კოცონი,რომლის გარშემოც ყველანი მოვკალათდით და დილის სუსხს კოცონის მეშვეობით ვებრძოდით. რამოდენიმე წუთში წინასანადირო ინსტრუქტაჟი, ჩავსხედით მანქანებში და შევედით წყნარად ტყეში სადაც ჩვენ ჩვენს ნომრებში გადავნაწილდით, ნორმალური ნომერი შემხვდა მხედველობაც ასე თუ ისე არ იყო შეზღუდული და რაც მთავარია დიდი ხის წინ კუნძი იყო რომელზეც მშვენივრად მოვკალათდი და ხეს მივეყუდე. იდეალურად მოვეწყვე, ვაზნები ჩავაწყე იარაღში და გავისუსე. რამოდენიმე წუთში ატყდა მარეკების შეძახილები და თოფის სროლები. ტანში ჯრუანტელმა დამიარა... სადღაც 7 წუთში ჩემს წინ მდებარე ბუჩქებიდან პოტლების შრაშუნის ხმა გაისმა, მოვემზადე იარაღი შევმართე და იმ წამს გამოვარდა 2 ტურა, ერთი წინ გარბოდა შედარებით დავუმიზნე მცირე წინსწრება ავიღე და გავისროლე გადაყირავდა და ხეს მოეფარა, შემოვბრუნდი მეორე ტურისკენ (რომელიც პირდაპირ ჩემზე მორბოდა) უკვე ძალიან ახლოს მოსულიყო სადღაც 7 მეტრში შემოვბრუნდი თუარა ვესროლე და თითქმის ფეხებში შემომვარდა, ჩაჯდა და საკუთარ თავზე კბენა დაიწყო გადავხსენი იარაგი ამოვყარე ვაზნები და ახალი ვაზნით ბოლო მოვუგე მის ტანჯვას. პირველ ტურას ჩემს გვერდით მდგომმა მამუკამ გაუკეთა კონტროლკა. უცებ ვერ აღვიქვი რა მოხდა, მაგრამ როცა ჩემს კუნძზე ჩამოვჯექი და გავაანალიზე ყველაფერი ვიგრძენი ადრენალინის მოზღვავება, წინ წარმომიდგა ლამაზი დუპლეტი და სიხარულმა პიკს მიაღწია.. როდესაც სარეი დამთავრდა ერთად შევგროვდით და აღმოჩნდა რომ მშვენიერი შედეგით დაგვესრულებინა. 11 ტურა და ერთი მელა. ასე აჟიტირებულები წავედით მეორე სარეკის მოსაწყობად. მეორე ტყე შედარებით პატარა აღმოჩნდა, ამიტომ ნომრებში ახლო ახლოს მოგვიწია დადგომა. მარეკების ხმაურის შემდეგ სადღაც 10 წუთში გვერძე მდგომმა მარკო პოლომ მანიშნა რომ ტურა მოდიოდა, მეც გაფაციცებით დავიწყე ჩემს წინ ტყის თვალიერება და მართლაც შევამჩნიე ბურდებში მოძრავი ტურა. კარგად დავუმიზნე და ვესროლე. ადგილზე ტრიალი დაიწყო და წკმუტუნი მეორე აღარ ვესროლე ვეღარსად წავიდოდა, მაგრამ კაჯუბერმა მოუთავა სიცოცხლე. 3 გასროლა 3 ტურა ძალიან მიხაროდა და მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. მესამე სარეკი ჩემთვის უშედეგო აღმოჩნდა. ასე დასრულდა ნადირობა რასაც მოჰყვა ისევ კოცონი, ქეიფი როგორსაც მე პირადად ვერც ვინატრებდი, მხიარულება სუფევდა ჭიაურში. ყველანი ბედნიერნი ვიყავით თან იმ დღეს ჩვენი პრეზიდენტის დაბადებისდღეც დაემთხვა ჭალოსი რამაც კიდევ მეტი მხიარულება შემატა სუფრას. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ეს დღე იყო იდეალური დღე, ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. სადღაც 10 საათისთვის ჩავჯექით მანქანებში და გამოვსქურეთ თბილისსა შინა.........
ესიყო რაც შევძელი დგადმომეცა ჩემი განცდებიდან, იმედია მოგეწონებათ. newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 21 2014, 19:21
პოსტი #102


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მარდი

კარგი ბიჭი ხარ შენა... ხუთიანი პირად საქმეში შეტანით....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Feb 21 2014, 19:22
პოსტი #103


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩელე
d778bc34f693c93907196ff195628213.gif kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Feb 21 2014, 20:06
პოსტი #104


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მარდი
აეგრე რა გაიხარე. რო ვკითხულობდი ლამის მეც იმ ამბავში მეგო newsmile041.gif small3d018.gif ნა თავი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Feb 21 2014, 20:06
პოსტი #105


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩელე ოი დიდო ჩელე

მოგიყვებით ეხლა ჩემსა ზღაპარსა newsmile05.gif

მცირე მონოლოგი
დილის 5 საათზე ვურეკავ ფიშმენას ვეკითხები რას შვები მოდიხარ თუ არა , პასუხი: მამაჩემმა ძაღლს მე დილით ვერ გავიყვანოო , ხოდა მე მომიწია გაყვანაო კაი მეთქი შევთანხმდით , რომ ჯერ ჩიკას გაუვლიდა შემდეგ მარდის და ბოლოს მე newsmile05.gif როგორც იქნა მოაღწია ჩემამდე , ჩავჯექით ჩავასხით ბენზინი და გავეშურეთ სასტუმრო რედისონისკენ სადაც უკვე გველოდებოდნენ აბჯარ ასხმული რაინდები , მივესალმეთ ერთმანეთს , მოვიკითხეთ .... 10 წუთი ველოდეთ ძილისგუდა რაზმაძე-ს ,გავსკდით რეკვებით მარა სამწუხაროდ ვინ გიპასუხა , ჩვენს ნიკუშას ეძინა გემრიელად სიზმარში ხედავდა ალბათ როგორ კლავდა ტურჩიკებს და მგლებს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

როგორც იქნა დავიძარით , გავეშურეთ კახეთსა შინა , ფიშმენა აღმოჩნდა მაგარი დრიფტერი , რატომღაც მოგვისრიალდა პაწია მანქანა და ფიშუმაც არ დააყოვნა და დრიფტაობ-დრიფტაობით ვიარეთ 15 წამი newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif .

ჩავედით ჭიაურში , ოდნავ ციოდა , თუმცა ვატყობდი მზიანი ამინდი გველოდა , მანქანებიდან გადმოსვლისთანავე მივედით კოცონთან სადაც უკვე გველოდნენ ეგერები, მივესალმეთ ერთმანეთს როგორც გვჩვევია ნამდვილ ქართველებს და ასევე მონადირეებს newsmile05.gif ბატონმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი არა თვით ბატონმა გიორგი მეტრეველმა კლუბ ოჩოპინტრეს პრეზიდეტნმა წარმოსთქვა : დავიცვათ წესები , ვიყოთ ფრთხილად, უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ და შევასრულოთ ყველაფერი საუკეთესოდ .

აღწერა ნადირობის

სანამ ტყეში შევიდოდით პაწას ვხმაურობდით , მაგრამ აი შიგნით რომ შევედით თითქოსდა მარტო ვიყავი , ისეთი სიჩუმე ჩამოწვა .
ეგერები მიდიოდნენ და სათითაოდ აყენებდნენ ჩვენს მეგობრებს პოზიციაზე და ეუბნებოდნენ თუ საიდან გამოვიდოდა ნადირი . მე თაზო და გოჩა 15-20 მეტრის დაშორებით ვიდექით ერთმანეთთან თაზოს ვხედავდი გოჩას ვერა , ბოლოს როგორც იქნა ატყდა ხმაური მარეკები თოფს ისროდნენ ახმაურდა ყველაფერი , საიდანღაც გასროლა 1 გასროლა 2 , ზემოთა მხრიდან კიდევ რამოდენიმე გასროლა , გასუსული ვდგევარ , აი საიდანღაც გამოვა აი გამოვა , როგორც იქნა გამოვიდა მაგრამ სამწუხაროდ მე გამოუცდელმა პირველად წასულმა ნადირზე სანადიროდ იმ წამსვე მივიდე ლულა მხარზე , შემამჩნია იმ ოხერმა და ცოტა მანძილი გაირბინა თაზოს ვანიშნე , თაზომ გოჩას მერე უკვე რა და როგორ მოხდა არ მახსოვს მაგრამ სროლები არ წყდებოდა , მეც იმედი მიცრუვდებოდა უკვე მეთქი აი ეხლა გამოვა კიდე ან რატო ვიჩქარე მაშინ თქო , უკვე ისე ვიყავი რომ ჩამოჯდომა გადავწყვიტე მივიხედ მოვიხედე მარა სადაა კუნძი თაზოს გავხედე და ის კუნძზე იჯდა ეხხ მეთქი ამაშიც არ გამიმართლდა თქო , მუხლ მოდრეკილი ვიჯექი და ძალიან ძალიან გავისუსე , საერთოდ არ მოველოდი და მარცხენა მხრიდან გამოჩნდა ტურა , ამან ვერ დამინახა კაი ფერებში ვიყავი ეტყობა , რეზკად მოვტრიალდი დავუმიზნე და ვესროლე კიდეც , საწყალი 10 მეტრში იქნებოდა საფანტმა გაშლა ვერ მოასწრო მგონი და ყველა მაგას მოხვდა , ბეჭი გემრიელად ავუწითლე D.gif . ეს გახლდათ ჩემი პირველი ნადირი newsmile05.gif , მოვიდნენ ბიჭები მომილოცეს , ეხლა კი ფიქრებში ჩავვვარდი როცა გავიგე რომ ეს ტურა უნდა მეთრია , თან მცხელა თან ბუშლატი მაცვია , გადავიგდე მხარზე თოფი , კანაფით ფეხები შევუკარი ამ ტურიკოს და მიმაქ და მიმაქ არ ჩერდება ეს ოხერი გზა ბოლოს როგორც იქნა ხმაური შემომესმა და აი მეშველა მივედი ადგილამდე თქო , მივედი შევხედე ბიჭების ნანადირებს გამეხარდა , ჩემიც მივმატე , და გამოვიდა 11 ტურა და 1 მელა newsmile05.gif ძალზედ ნასიამოვნები დავრჩი newsmile05.gif
გადავედით შემდეგ ნომერში შემოგვემატნენ სტუმრები , და გავაგრძელეთ ერთად ნადირობა . ისევ ჩავლაგდით ნომრებში დავიკავეთ პოზიციები , სადღაც 10-15 წუთის შემდეგ გამოჩნდა ჩემს პირდაპირ ტურჩიკა , ვუყურებ მიყურებს თან არ ვინძრევით , კიდე მიყურებს მეთქი რა ვუყო ეხლა , თავი ჩაღუნა და წავიდა ძუნძულით , მეც ეგრევე მოვიმარჯვე თოფი და ვესროლე 1 გასროლა 000 ით დაიჭრა ფეხებსა და მუცელში აწივდა აკივდა და წამოდგომა გადაწყვიტა და მაგ დროს მოხვდა თავსა და ბეჭებში მეორე გასროლა 00000 ამოყირავდა და დაეცა , ველოდეთ მარეკების შეძახილებს და შეძახილებით გვეუბნებოდნენ რომ ისინი ახლოს იყვნენ და დაგვეშვა თოფები და ფრთხილად ვყოფილიყავით , გამოვათრიე ეს მეორე ტურაც "იგორამ ვაა დავით კიდევ ერთი ? როდესაც დაინახა რომ კიდევ ერთს მოვათრევდი" . თუ არ ვცცდები მეორე ნომერში 6-7 ტურა შევმატეთ newsmile05.gif გადავედით მესამე ნომერში მაგრამ სამწუხაროდ უშედეგო აღმოჩნდა ჩემთვის თუმცა 2-თუ-4 ბიჭებმა შემატეს .

რაც შეეხება რექაციას ,ემოცია , პირველი ტურა რო დავინახე რომელმაც შემამჩნია მაშინ წავიდა ჩემში ადრენალინმა მუშაობა სულ , დაძაბული ვიყავი , სულ ლოდინში , გაფაციცებით ვადევნებდი თვალს არე მარეს , ხოლო როდესაც პირველი მოვკალი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოსდა დამცხა , გავოფლიანდი არადა არ მირბენია , უბრალოდ მაგ შეგრძნებას გავდა , და უცებ ცივმა ნიავმა გადამიარა newsmile05.gif ძალიან მაგარი შეგრძნება იყო , რთულია მგონი ასე ზუსტად გადმოიტანო მთელი ემოცია . მეორე რომ მოვკალი უკვე მაგრა მესიამოვნა , აღარც ოფლი მასხავდა და არც ნიავი მიბერავდა D.gif

ნადირობის მერე გადავინაცვლეთ დანიშნულების ადგილზე სადაც უკვე გამზადებული იყვნენ ტურჩიკები გადავიღეთ ტრადიციულად სურათები , კოლექტიურად და ცალ-ცალკეც , სხვადა სხვა პოზაში D.gif , როგორც იქნა დაგვიძახეს საჭმელად , შევედით სუფრა იყო გაშლილი , ღვინოც ბევრი გვქონდა ...
ჩვენს პრეზიდენტს მივულოცეთ დაბადების დღე , გადავეცით საჩუქარი , ვკოცნეთ და ვადღეგრძელეთ , შემდეგ მივიღეთ კაი ხალხი კლუბში წარმატება ვუსურვეთ კლუბთან ერთად .... შემდეგ არ მახსოვს რა ხდებოდა , აა გამახსენდა ძაან დავიღალე ეტყობა ემოციებისგან და წავედი ჩავწექი მანქანაში , მარა ვინ მოგასვენებდა ? ხან ფიშუ მაღვიძებდა ხან მარდი ხან კიდე ვინ იცის D.gif ხან კიდევ ყველა ერთად D.gif

მოკლედ 10 საათისთვის როგორც მარდიმ ბრძანა ჩავჯექით მანქანაში და წამოვედით მარა მერეც არ მახსოვს არაფერი თბილისამდე 10-15 კმ ში გამეღვიძა D.gif

მინდა მადლობა გადავუხადო , კლუბ ოჩოპინტრეს პრეზიდენტს და გამგეობის წევრებს რათა ასეთი საქმის ორგანიზება გააკეთეთ , მადლობა კლუბ ოჩოპინტრეს კლუბის წევრებს რომ სრულად დაიცავით წესები და უსაფრთხოების ნორმები , ახალ კლუბის წევრებს ვუსურვებ ხშირ გასვლებს ბუნებაში და კაი კაი საქმეების კეთებაში კლუბთან ერთად newsmile05.gif

მადლობა ჭიაურის მეურნეობის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს ასეთი კარგი დახვედრით და გაცილებისთვისაც newsmile05.gif

ნამდვილად კარგი დღე მქონდა და მემგონი თქვენც
დამატყდა თითები xexe.gif
გკოცნით თქვემი ალთაზარა




--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  « < 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 06:50