პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
Jul 28 2009, 17:38
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
მოგესალმებით ყველა მონადირესა და მეთევზეს,
მითუმეტეს ძაღლზვოდებს ვარ თქვენი ფორუმის ახალი წევრი. ვიტომ თავის დროზე მთხოვა, რომ გამეზიარებინა ის ცოდნა ძაღლის გადარჩენის საკითხში რაც თავის დროზე ერთმა ექიმმა და ვეტერინარმა გამიზიარეს. გიურზა, ამ სიტყვის გამოგონს ტანში ჟრუანტელი გასდის (ოღონდ მე გამონაკლისი ვარ). ნებისმიერი გასვლის დროს, იქონიეთ თან მცირე ე.წ. აპტეჩკა ანუ სამოგზაურო აფთიაქი. რომელშიც გექნებათ ხსნარის სახით, ამპულებში 1. ათროპინი; 2. სუპრასტინი; 3. ნო-შპა. სუპრასტინისა და ათროპინის შეყვანა ხდება ერთდროულად, დოზირება დამოკიდებულია მედიკამენტის კონცენტრაციაზე და ძაღლის წონაზე (ჩვეულებრივად სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე ; ათროპინი კი - 1მგ ერთჯერად დოზად). ნო-შპის შეყვანა, ესეც კუნთში, ხდება პირველი ინიექციიდან რამოდენიმე წუთში. არ დავიწყებ პრეპარატების ფიზიოლოგიური ზემოქმედების აღწერას, ექიმები მიხვდებიან. ნაკბენის გარშემო საჭიროა გამწმენდი ღონისძიებების ჩატარება, კომპრესების (გიპერტონიული) ვიშნევსკის მალამოს სახით. პოინტერი, ნაკბენი იყო დრუნჩის არეში, 3 წლის, გადარჩა. 10-14 დღე ძაღლი დამოკიდებული იყო პატრონზე. ახლა კი ძველი ხალხური მეთოდი, რომელიც თუ არ ვცდები ჩეხოვს ჰქონდა აღწერილი. ამით არჩენენ გველგესლის ნაკბენს, თუმცა გიურზა გველგესლის ნათესავია. ვეძებთ ახლო-მახლო ნემსიწვერას, ვსრისავთ ან ვღეჭავთ და ვადებთ ან ვიდებთ ნაკბენზე. კარგი იქნება თუ ამ მცენარეს მოვაგროვებთ და პროცედურას დღეში რამოდენიმეჯერ გავიმეორებთ. ნემსიწვერა სწრაფმოქმედი საშუალებაა. აი შესაბამისი ბმულიც, რომ შეხედოთ ამ საოცარ მცენარეს: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%A0%E1%83%90 |
|
|
Jul 28 2009, 18:33
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 97 რეგისტრ.: 23-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ძალიან საინტერესოა ხშირად ვხვდებით უდაბნოსკენ გიურზებს მაგრამ "სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე " ამაში რას გულისხმობთ 1მგ/1კგ-ზე??? თუ 10კგ-ზე? |
|
|
Jul 28 2009, 20:17
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
ნოდარიძია
როგორც დანიშნულებაში წერია მწვავე ალერგიული რეაქციის თუ ანაფილაქტიკური შოკის შემთხვევაში 20-40 მგ ანუ 1-2მლ 2% ხსნარისა. მაგრამ ეს არა გიურზის ძლიერი შხამის შემთხვევაში... თუ 80კგ-იან ადამიანზე საშტატო ალერგიის დროს 40 მგ-ს იმეტებენ (0.5 მგ/კგ-ზე) 4 ფეხაზე კი გველის კბენის შემთხვევაში 1მგ/კგ-ზეა ანუ 2მაგი დოზა. ანუ თუ ძაღლი იწონის 20 კგ-ს ე.ი. 20 მგ ანუ 1 მლ 2% ხსნარი უკეთდება) პირველ პოსტში! მაპატიეთ ვიშნევსკის მალამოზე. ჰიპერტონიული კომპრესი ან მალამო ვიგულისხმე. |
|
|
Jul 28 2009, 21:41
პოსტი
#4
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
919
ადამიანის შემთხვევაში როგორ ხდება, შველის ეგ 3 კომპონენტი? (პირველადი დხმარების ამბავში) |
|
|
Jul 28 2009, 22:57
პოსტი
#5
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მე ალერტეკს, ნოშპას და დეგსამეტაზონს დავათრევ ხოლმე სხვა წამლებთან ერთად და ეს ათროპინი რა დანისნულების არის?
|
|
|
Jul 29 2009, 00:56
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
ზახარა
ჩელე ადამინსაც შველის, როგორც წესი თუ პანიკიორი თანმხლები პირი შემთხვევით კარტეჩს არ დაახლის დაკბენილ მეგობარს. ათროპინს გააჩნია სპაზმალიტიკური თვისება - ამცირებს გლუვი მუსკულატურის ტონუსს მუცლის ღრუს ორგანოები და ბრონქები, არის ალკოლოიდი და ასე შემდეგ... ამასთანავე ათროპინს ხმარობენ ფოსფორშემცველ შხამების ანტიდოტად, გიურ8ის შხამი კი შეიცავს რიგ ფოსფორშემცველ-ფერმენტს. დაიმახსოვრეთ, შხამის გავრცელება ხდება უფრო ლიმფური სადენებით და არა სისხლ9არღვების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჟგუტის დადება, ნაკბენის გაკვეთა, დენთით მოწვა - სისულელეა და დანაშაული! მთავარია, დვაწვინოთ დაზარალებული და გადავიყვანოთ მწოლიარე მდგომარეობაში. სიკვდილიანობა უდრის 10%-ს. ანუ არ დაუშვათ პანიკა და იმისთანა იდიოტური მკურნალობა, როგორიც არის ალკოჰოლის მიღება, ამ შემთხვევაში წერილი დი-ეიჩ-ელის სისწრაფით გაიგზავნება. |
|
|
Jul 29 2009, 01:20
პოსტი
#7
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვააა..ეს მართლაც საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა...ესეიგი..ჟგუტი, სისხლის გამოწოვა, მოწვა და ეგეთები..სულ ტყუილი და კვერცხობაა????...ისე საინტერესოა..დაკბენიდან რამდენიხანი აქვს ადამიანს გადარჩენის შანსი.(ესეიგი რამდენის დაგვიანებაა შესაძლებელი მაქსიმუმ)
|
|
|
Jul 29 2009, 08:28
პოსტი
#8
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
919
ცოტა უხერხული კითხვააა,მაგრამ პროფესიას რომ ვერ გაგვიზიარებთ |
|
|
Jul 29 2009, 09:29
პოსტი
#9
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ნოსო
ნაექიმარია 919-ს სახელია გიგა, ბევრ სდაინტერესო რამეზე შეუძლია საუბარი, ასე რომ გამოიყენეთ 919 გიგა ამ განყოფილებასაც იქნებ გადახედო http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=46 |
|
|
Jul 29 2009, 14:09
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
ლევანი
ნოსო რაც პროფესიას შეეხება, განათლებით დიპლომირებული სამრეწველო დი8აინერი ვარ. პაპა ჩემი სამხედრო ექიმი რადიოლოგ-ტოქსიკოლოგი იყო, მამა ექიმი, ბი9ა სამხედრო ექიმი და ასე შემდეგ. მანამდე,14 წლიდან ვიდექი საოპერაციო მაგიდასთან ექსპერიმენტალურ სისხლ9არღვთა ქირურგიაში, შემდეგ ვსწავლობდი სსრკ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ სამედიცინო უმაღლესში. 1992 წელს (ომობანა) გარიცხული ვიყავი უმაღლესიდან თბილისში ყოფნის გამო, რათა ვეხმარებოდი მეგობრებს და საერთოდ თანამემამულეებს (საველე ქირურგიის კუთხით). ბოლოს არ აღმადგინეს - ჩერნოჟოპი. რაც კომპეტენტურობას ეხება, არასოდეს არ ჩავერევი სხვის საქმეში (თუმცა ჩემში ყველა ერევა). მაგრამ თუ ადამიანს შველა ჭირდება და ექიმი ახლოს არ არის, შევეცდები უ8იანოდ მივიყვანო კომპეტენტურ პირამდე მანამდე კი გაუწიო პირველი დახმარება (კვალიფიციურად). ახლა რაც ლევანის კითხვას შეეხება: გიურის შხამი, მარტივი ენით იწვევს სისხლის შედედებას, სისხლ9არღვების კედლების დაიანებას. ახლო მდებარე ქსოვილების დანეკროებას ანუ სიკვდილს. იწვწვს გსს-ის და სუნთქვის დათრგუნვას. კბილის ჩასობის სიღრმე 8ოგჯერ 15მმ-ს შეადგენს. ამიტომაც შხამის ამოწოვის შანსი უაღრესად დაბალია. ჟგუტის დადებისას ჩვენ ვაჩქარებთ ქსოვილების ნეკრო8ულ პროცესს ვინაიდან ვახდენთ სისხლის მიმოქცევის შე8ღუდვას არადაიანებულ უბნებშიც! კიდევ ერთხელ ავღნიშნავ8ემოდ ხსენებული მი8ე8ების გამო შხამის გავრცელება ხდება ლიმფური სადინარებით და არა სისხლ9არღვებით (ისინი პირველრიგში იანდებიან და ითრომბებიან). აღინიშნება მრავალი სისხლის ჩაქცევა და ჟგუტი კი ამცირებს სასიცოცხლო მეტაბოლი8მს ანუ ნივთიერებათა ცვლის პროცესს. აჯობებს კიდურიე არტაშანის და ცივი კომპრესის დადება. არსებობს მრავალი ხალხური მეთოდი გარდა ნახსენებისა. მარილგადა8ელილი ჭინჭარი. მრისა და ნივრის 7 დღიანი ნაყენის კომპრესი. მოითხოვთ? დაწვრილებით მოგწერთ. აგრეთვე ურიგო არ იქნება ტეტანუსის შრატის გაკეთება , რათა ცნობილია ტეტანუსით დაავადება გველის ნაკბენის შემდეგადაც (მიწაშია ეს ქვეწარმავალი). პატივისცემით გიგა და ბოლოს, ნებისმიერ შემთხვევაში და8არალებული მიგვყავს სტაციონარში, გინდ მე2 დღეს აკრობატივით დაფრინავდეს!!! |
|
|
Jul 29 2009, 15:03
პოსტი
#11
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
919
უკვე ვიყიდე ეგ ამპულები და შპრიცები |
|
|
Jul 29 2009, 15:54
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
ჭალიმგელა
და სად გეჩქარება შე კაი ადამიანო? მაშინ ამაზონზე თქვენთვის და თქვენი ძაღლებისათვის შეიძინეთ საწვივე გამაშები. ისე ძაღლის გადარჩენა მის სიფრთხილეშია და პირველად გაწვრთნაზეა დამოკიდებული. თუ არავცდები ობერლენდერს აქვს მეთოდი, საკმაოდ არაჰუმანური- შლანგის შიში... ნიტო ჯერ სცემენ, ნიტო აგდებენ შლანგს მიწაში და წყალს უერთებენ. ძაღლი მიდის შლანგთან და უეცრად წყალს რთავენ - ჭავლი პირდაპირ სახეში ხვდება და ის გარბის კუდამოძუებული. |
|
|
Jul 29 2009, 16:03
პოსტი
#13
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,764 რეგისტრ.: 29-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ადამიანზეც უნდა დავიზღვიოთ თავი,
|
|
|
Jul 29 2009, 16:09
პოსტი
#14
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ძაღლს არ ვუჩივი მაგ მხრივ, მაგრამ მართლა თავი დავიზღვიოთ
|
|
|
Jul 29 2009, 16:19
პოსტი
#15
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
919
გაიხარე ასეთი საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის, იმედია არ დაგვჭირდება მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ძალიან გამოგვადგება! სხვაზე ვერ ვიტყვი მაგრამ მე პირადად ახალი რაღაცეები გავიგე, რადგან ადრე ვიცოდი რომ ნაკბენი ადგილიდან სისხლის ამოწოვა, 20-50% შხამის გამოდევნის საშუალებას იძლევა(ასე მაქვს ნასწავლი თავის დროზე[ტატაიშვილი, შინაგანი სნეულებ.]) რაც შეეხება ამოწვას ეგ რათქმაუნდა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ისე ძაღლებს რომც ჩააცვათ კიდურების დამცავები, მისი კორპუსი იმდენად დაბლაა მიწასთან რომ გველს არ გაუჭირდება კბენა ტანზე და თავზე... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:47 |