საქართველოში მობინადრე თევზები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 19:23
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საქართველოს ტბებსა და მდინარეებში მობინადრე თევზები.
ტაფელა:
ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს.

ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე.

გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში.

ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 19:42
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ოქროსფერი კეფალი: ღწერა. სხეული წაგრძელებულია, დაფარულია მსხვილი ქერცლით. პირი პატარაა. ცხიმოვანი ქუთუთოები სუსტადაა განვითარებული. თავი დაფარულია ქერცლით უკანა ან წინა ნესტოებამდე. ზურგის ქერცლებზე აქვს ღარები. გვერდებზე ოქროსფერ ფონზე გასდევს 6-7 მუქი მოყვითალო ზოლი. ლაყუჩის სახურავის უკანა ნაწილში დიდი ოქროსფერი ლაქაა. კუჭი მრგვალია. პილორული დანამატი – 6-9, ნაწლავი 3.9-4.5-ჯერ გრძელია სხეულზე, ზურგის 1-ლ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 4, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი-1, დატოტვილი – 9; ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი – 3, დატოტვილი – 9. გარდიგარდმო ქერცლთა მწკრივი 42-47. მალები 24. სიგრძე 52 სმ-მდეა, წონა 650 გ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, მცირე რაოდენობით შედის საკვებად მდინარეებში; ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბესლა, გუმისთა და ტბებში: ნურიის, პალიასტომის. ცნობილია ატლანტის ოკეანეში, შავ, აზოვისა და ხმელთაშუა ზღვებში. კასპიის ზღვაში გადაყვანილ იქნა 1930 წელს, სადაც მიიღო სარეწაო მნიშვნელობა.

ბიოლოგია. ზღვის ქარავნული, ნახევრად გამსვლელი თევზია. მეტად მგრძნობიარეა ტემპერატურისადმი, 6-8 გრადუსის დროს წყვეტს კვებას. მტკნარი წყლიდან ბრუნდება ზღვაში დასაზამთრებლად, 2-3 გრადუსზე უმოძრაო ხდება, ხოლო 1-1.5 გრადუსზე იღუპება. მისი ოპტიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსია. ევრიჰალინური სახეობაა – წყლის მარილიანობას ეგუება 0.05-57%-მდე. იტანს ჟანგბადის ნაკლებობას და გოგირდწყალბადის შემცველობასაც კი. იკვებება ძირითადად დეტრიტით, მოზარდები პლანქტონითა და დეტრიტით. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკიდან. შავ ზღვაში ტოფობს ივნისიდან ოქტომბრამდე. მრავლდება ღია ზღვაში; ყრის 149-4440 ათასამდე ქვირითს, იგი პელაგურია, სფეროსებრი, შეიცავს ცხიმოვან წვეთს, მისი დიამეტრი 0.84-0.85 მმ-მდეა. ახალი გამოჩეკილი ლარვის სიგრძე 2,4 მმ-ია, ოქტომბრის ბოლოს ლიფსიტა აღწევს 2-3 სმ-მდე, წლიურა 4.5 სმ-მდე.

სამეურნეო მნიშვნელობა შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან რაოდენობის სიმცირის გამო ნაკლები აქვს. სარეწაოები იჭერენ ლობანთან და მახვილცხვირასთან ერთად. შავი ზღვის დანარჩენ ადგილებში კეფალის საერთო ჭერის 80%-ს შეადგენს. იჭერენ ჩასადგმელი, მოსაყრელი, სასროლი ბადეებით, ვენტერით და ჭილობბადით. იყენებენ უმეტესად დამარილებულს, ნაწილობრივ შებოლილს, დაკონსერვებულს, ნედლს და მის ქვირითს.

სამეკალა: დატოტვილი (7) 8-10 (11). ზურგის ფარფლის წინ ჩვეულებრივ 3 ეკალია.მუცლის ეკალი ფუძესთან უბორცვაკოა. სხეული დაფარულია მეტი თუ ნაკლები რაოდენობის ძვლოვანი ფირფიტებით (35-მდე), რომლებიც კუდზე ქმნიან ასე თუ ისე ნათლად გამოხატულ ქედს. შეფერილობა ცვალებადია, ზამთრობით მოვერცხლისფრო-მოთეთრო, თავი და ზურგი ზემოდან მოლურჯო; ზაფხულობით თავის უკანა ნაწილი და სხეული ზემოდან გვერდით ხაზამდე მუქი ნაცრისფერია. გამრავლების პერიოდში მამლებს თავის ქვედა ნაწილი და მუცელი უწითლდებათ, ზოგჯერ გვერდებიც და მთელი სხეულიც კი ზურგის გარდა. დედლებს ზურგზე მცირე ხნით უჩნდებათ განივი, რომბისებრი, მუქი ლაქები. ხოლო გვერდებზე -სპილენძისებრი მოყვითალო ფერი. სიგრძე 40-90 მმ-მდეა. წონით 4 გ-მდე.

გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, შედის მდინარეების: რიონის, ხობის, ენგურის შესართავებში, გვხვდება პალიასტომის ტბაში. საქართველოს გარდა გვხვდება თეთრი, ბარენცის, ბალტიის, შავი, აზოვის, ბერინგის, ხოტის და იაპონიის ზღვებში, ლადოგისა და ონეგის ტბებში; მდინარეების: დუნაის, დნესტრის, დნეპრის, დონის, ყუბანის ქვემო დინებაში. სხვაგან ცნობილია: ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილო ნაწილში; ევროპაში – ახალი მიწიდან, თეთრი ზღვიდან, კოლის ნახევარკუნძულიდან შავ ზღვამდე, ისლანდია, ბალტიის ზღვა; ალჟირი; ამერიკაში – გრელნანდიიდან ნიუ-იორკამდე; წყნარ ოკეანეში ბერინგის სრუტიდან სამხრეთით ფუზანამდე, იაპონიამდე, კურილის კუნძულებამდე, ხოლო ამერიკის სანაპიროებში – ქვემო კალიფორნიამდე.

ბიოლოგია. ზღვის ბინადარი, ნახევრად გამსვლელი თევზია. ცხოვრობს ძირითადად ზღვაში და აგრეთვე თხელწყლიან მომლაშო სანაპირო ტბებსა და ლაგუნებში, შედის მდინარეების შესართავებში, სადაც ზოგან ადის დიდ მანძილზე, დასაზამთრებლად ბრუნდება უკან და შედის ღრმა ადგილებში. იკვებება ძირითადად მრავალჯაგრიანი ჭიებით, მწერთა მატლებით, კიბოსნაირებით, ხარბად ეტანება თევზის ქვირითსა და ლიფსიტებს. სქესობრივად მწიფდება ერთი- ერთნახევარი წლის ასაკიდან. ტოფობს სხვადასხვა ადგილებში ხვადასხვა დროს – მარტიდან აგვისტომდე. ყრის 400-მდე საშუალოდ 200-მდე ქვირითს, რომელიც მოყვითალოა, მისი დიამეტრიც 1.5-1.8 მმ-მდეა, ინკუბაცია სხვადასხვა ტემპერატურისას გრძელდება 4-12 დღე. ქვირითს ყრის რამდენიმე ჯერად. ტოფობისათვის ირჩევს სანაპირო თხელწყლიან, მცენარეულით მდიდარ ადგილებს, სადაც ღეროებისა და ფოთლებისაგან მამალი აკეთებს ბუდეს, მოყავს დედალი, აყრევინებს ქვირითს, ანაყოფიერებს და ამავე დროს იცავს, აღარ უშვებს ბუდესთან დედალს, რომელიც ანადგურებს ქვირითსა და ლიფსიტებს.

სამეურნეო მნიშვნელობა აქვს იმ ადგილებში, სადაც მრავლად მოიპოვება (თეთრი, ბალტიის, აზოვის ზღვები). მისგან ამზადებენ ცხოველების საკვებ ფქვილს, სამედიცინო დანიშნულების ცხიმს. ნედლს იყენებენ ღორებისა და ქათმების საკვებად. სხვა, მხრივ ითვლება მავნებლად – ანადგურებს ძვირფასი თევზების საკვებს, ქვირითსა და ლიფსიტებს.

მცირეაზიური ხრამული: ღწერა. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9 ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 5-7, გვერდის ხაზში 67-80 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 9-12. ორი წყვილი ულვაში. პირი ქვედაა. ზურგის ფარფლის უკანადაუტოტავ სხივზე 16-17კბილაკია, რომლებიც ხნიერ ინდივიდებს უქრებათ. ზურგის ფარფლი წაკვეთილია, კუდის ფარფლი საკმაოდაა ამოჭრილი. ზურგის მხარე მუქია, გვერდები და მუცლის მხარე მუქი-მონაცისფრო.

სიგრძე 45 სმ-მდეა, წონა 500 გ-მდე, ჩვეულებრივ სიგრძე 15-20 სმ-მდეა, წონა 80-100 გ-მდე.

მონათესავე ფორმა. კოლხური ხრამული – Variocorhinus sieboldi (steindacher)ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში. სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. იჭერენ სხვა თევზებთან ერთად.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მხოლოდ მდ. ჭოროხში და მის შენაკადებში აჭარისწყალი, მაჭახელა, აკავრეთა, სხალთა და სხვ. გვხვდება მცირე აზიის წყლებში: ბრუსა, მდ. საკარიის აუზი, ტრაპეზუნდი.

ბიოლოგია. ბინადრობს ძირითადად ცივ, ჩქარ მდინარეში, ეგუება აგრეთვე მდგარ წყლებსაც. იკვებება მცენარეული და ცხოველური ორგანიზმებით, უმეტესად ქვებზე და საგნებზე მოდებული წყალმცენარეებით, რომლებსაც ტიპობრივი ხრამულის მსგავსად ფხეკავს გარქოვანებული ქვედა ტუჩით.
სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისიდან ივლისის ბოლომდე თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 2-6 ათას ქვირითს, იგი გამრავლების დროს შხამიანია.

სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი ხარისხის თევზია. საქართველოს წყლებში სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ამჟამად მისი მოპოვება ადგილობრივი, სპორტული ხასიათისაა. იჭერენ სასროლი ბადით, ანკესით და სხ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 20:32
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შავპირა ღორჯო. სხეული წაგრძელებულია, დაფარული საშუალო ზომის ქერცლით. შუბლი ოდნავ გამოზნექილი. ზედა ტუჩი ვიწროა. თხემი, კეფა, ყელი, ლაყუჩის სახურავები, ზურგი, მუცლის და მკერდის ფარფლის ღეროები დაფარულია ქერცლით. ზურგის 1-ლ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივი – 1, დატოტვილი – 12-17. მეორე ფარფლის ზედა კიდე მთელ სიგრძეზე დაახლოებით თანაბარი სიმაღლისაა; ანალურში დაუტოტავი სხივი 1, დატოტვილი 10-14. ქერცლთა გარდიგარდმო მწკრივი 45-57. საცურავი ბუშტი არა აქვთ. თვალქვეშა ნასვრეტები (გენიფორები) 6-7. სქესმწიფე მამალს კენტი ფარფლები შესამჩნევად ეზრდება. სხეული მოყავისფრო-რუხია, ან ღია წაბლისფერი, გვერდებზე მუქი წაბლისფერი ლაქებია; თავი სხეულთან შედარებით მუქია. ფარფლები მუქინაცრისფერია. ზურგის 1-ლი ფარფლის ბოლოზე დიდი მოგრძო შავი ლაქაა. მამლები ტოფობისას მთლიანად შავდებიან, მხოლოდ კენტი ფარფლების კიდეებზე რჩება თეთრი ზოლი. სიგრძე 25 სმ-მდეა, წონა 110 გ-მდე.

გავრცელება. ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან. შედის მდინარეებში, ტბებში და ხელოვნურ არხებში. გვხვდება მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი; ტბებში: პალიასტომი, ნურიის. მოიპოვება აზოვ-შავი ზღვის ყველა სანაპიროში, მდინარეებში: დნესტრი, ბუგი, დნეპრი, დონი, დონეცი, აგრეთვე მარმარილოს ზღვაში.

ბიოლოგია. ზღვის სანაპიროს მომლაშო უბნის ფსკერული თევზია. ზამთრობით შედის უფრო ღრმა ადგილებში. იკვებება ლოკოკინებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, თევზებით და სხვ. მამალი ტოფობისას არ იკვებება, ხდება და მათი უმეტესობა იღუპება. სქესობრივად მწიფდება ორი წლის ასაკიდან. ტოფობს ზღვის სანაპირო ადგილებში. ქვირითს ყრის (მიწებებით) ქვის ქვედა ზედაპირზე, კლდის ნაპრალში, ჩაძირულ საგნებზე და სხვ. ერთ ბუდეში რამდენიმე დედალი ყრის ქვირითს. ბუდეს დარაჯობს მამალი. ტოფობისას ქვირითს ყრის ორჯერად. ნაყოფიერება აღწევს 200-6200 ქვირითამდე, რომელიც მოგრძო ფორმისაა.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სარეწაო ხასიათისაა მხოლოდ კასპიის, აზოვისა და შავ ზღვებში. 1933 წელს აზოვის ზღვაში მოპოვებული იყო 375 ათასი ცენტნერი ღორჯო და აქედან ეს სახეობა შეადგენდა 90%-ს. იჭერენ სპეციალური სათრეველა ბადით, სამკედლიანი ჩასადგმელი ბადით, ანკესღობურათი. იყენებენ ძირითადად კოსერვების სახით, ნაწილობრივ შებოლილს და ნედლს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 20:32
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



: მტკვრის გოჭალააღწერა. სხეული დაბალია, წაგრძელებული, დაფარულია წვრილი ქერცლით. ზედა ყბაზე სუსტი, კბილისებრი მორჩი. კუდის ფარფლი ძლიერაა ამოკვეთილი. აქვს სამი წყვილი ულვაში; ერთი წყვილი პირის კუთხეში, ორი წყვილი დინგის ბოლოზე. სხეულზე აქვს უსწორო მუქი ლაქები და ზოლები, ფარფლებზე მუქი ლაქების მწკრივები, კუდის ფარფლზე მეტნაკლებად ფართო მუქი ზოლი, ხშირად გაორებული. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-2, დატოტვილი 5. გვერდის ხაზში 90-100 ქერცლი. საერთო შეფერილობა მუქი-მონაცრისფროა. სიგრძე 85 მმ-მდეა, წონა 4,5 გ-მდე.

მონათესავე ფორმა. ანგორული გოჭალა – Nemachilus angorae Steindachner – ბინადრობს ძირითადად მდინარე ჭოროხის აუზში.

გავრცელება. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ენდემური ფორმაა. ბინადრობს მტკვრის აუზის ყველა მდინარეში.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის რეოფილური ფორმაა, ირჩევს მდინარის ჩქარ, ქვა-ქვიშიან უბანს. იკვებება წყლის წვრილი ბენთოსური ორგანიზმებით და თევზის ქვირითით. მრავლდება მაისიდან ივლისის ბოლომდე თხელ წყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს – 3000-5000 ქვირითამდე.

სამეურნეო მნიშვნელობა. არა აქვს – სარეველა თევზია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 20:50
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



აღმოსავლური ფლიტა: რა. სხეული მაღალია, გვერდებიდან შეტყლეჟილი. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 6-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 10-16. გვერდის ხაზში 43-56 ქერცლია. ხახის კბილები 2,5-4,2 ან 2,5-5,2. ლაყუჩის კბილაკები მოკლე, მეჩხერად მჯდომი. გვერდის ხაზს გასდევს წყვილი პუნქტირი. მუცლის ფარფლებს უკან უქერცლო ქედია. ზურგი მუქი მომწვანო. ანალური, მუცლის, მკერდის ფარფლების ფუძეები უმეტესად მოწითალო-ნარინჯისფერია, სიგრძე 17 სმ-მდე, წონა 100 გ-მდე, უმეტესად უფრო პატარაა.

მონათესაცე ფორმა. სამხრეთული ფრიტა – Alburnaides bipunctatus fasciatus (Nordmann) – ბინადრობს დასავლეთ საქართველოს წყლებში.

გავრცელება. აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში ბინადრობს თითქმის ყველგან. ირჩევს მდინარის მდორე ადგილებს, ტბებსა და წყალსაცავებს, მდინარეებში ადის საკმაოდ მაღლა, ტბებში ამჯობინებს სანაპირო ადგილებს. გვხვდება აზერბაიჯანის, სომხეთის, შუააზიის, ირანისა და სხვა წყლებში.

ბიოლოგია. თითქმის ერთნაირად ეგუება მდინარისა და ტბის პირობებს. იკვებება ძირითადად ზოობენთოსით, პლანქტონით და წყალმცენარეებით. სქესობრივად მწიფდება 2 წლის ასაკიდან. ნაყოფიერება აღწევს 500 – 6000-მდე ქვირითს, მისი დიამეტრი 1,16-2,16 მმ-მდეა. ტოფობს ქვა-ქვიშიან გრუნტზე მაისიდან აგვისტოს ბოლომდე.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეველა თევზია, სარეწაო თევზების კონკურენტი კვებაში და გამრავლების ადგილებისათვის. ზოგიერთ წყალსატევში მეტი მომრავლების გამო სარეწაო მნიშვნელობისაა, მაგალითად, ფარავნის ტბაში, სადაც 1940-1960 წლებში დაჭერილ იქნა 336,82 ცენტნერი, მდ. ალაზანში 1947-1959 წლებში 3,2 ცენტნერი. იჭერენ წვრილთვალა მოსასმელი ბადეებით. იყენებენ ნედლს, დამარილებულს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 21:02
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



წინააზიური გველანა:სხეული წაგრძელებულია, გვრდებიდან შეტყლეჟილი, დაფარული წვრილი ქერცლით. თავი უქერცლოა, აგრეთვე გვერდებიდან შეტყლეჟილი. აქვს სამი წყვილი ულვაში – ერთი წყვილი პირის კუთხეებში, ორი წყვილი – დინგის ბოლოზეა. თვალის ქვემო კუთხეში ორკაპი ქიცვია, ზოგჯერ კანში შემალული. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 2-3, დატოტვილი 5-7, ანალურში დაუტოტავი სხივი 2-3, დატოტვილი 5-6. გვერდის ხაზში 170-200 ქერცლი. მალები 41-43. კუდის ფარფლი მომრგვალებულია, მის ფუძესთან შუაში გაწყვეტილი მუქი ზოლია. ზურგისა და ანალური ფარფლების უკან მეტ-ნაკლებად განვითარებული კანოვანი ქედია. სხეულის გვერდებზე 10-15 მუქი ლაქაა, რომელთა ზევით მრავალი წინწკლია. ზურგზე აქვს ფართო განივი ლაქები. სხეულის მუქ-ნაცრისფერ ფინზე ოქროს ელფერი გადაჰკრავს, სიგრძე 138 მმ-მდეა წონა 4 გ-მდე.

მონათესავე ფორმა. გველანა – Cobitis toenia Linne გავრცელებულია საქართველოს წყლებში.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მდინარეებში: მტკვარში, ალაზანში, იორში და მათ შენაკადებში; გვხვდება ჯანდარის ტბაში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში. მოიპოვება: აზერბაიჯანის წყლებში, მდ. დუნაიში, დონში და ეგეოსის ზღვაში ჩამავალ მდინარეებში.

ბიოლოგია. რეოფილურ-ლიმნოფილური თევზია – ერთნაირად ეგუება მდინარისა და ტბის პირობებს. იკვებება ცხოველური ბენთოსით, პლანქტონით და ნაწილობრივ მცენარეული დეტრიტით. მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება აღწევს 2500 ქვირითამდე, რასაც ყრის რამდენიმე ჯერად.

სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს – სარეველა თევზია.

ლადოგური ლიპუსი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 711, ანალურში დაუტოტავი სხივი 2-4, დატოტვილი 9-3. გვერდის ხაზში 71-90 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 43-55. მალები 54-59. ქვედა ყბაზე ზედაზე ოდნავ გრძელია, პირი ზემოთაა მიმართული. ზურგის ფარფლის უკან ცხიმოვანი ფარფლია. ზურგი მომწვანოა, მუქი წინწკლებით. გვერდები მოვერცხლისფროა. ადვილად სცვივა ქერცლი. სიგრძე 25-30 სმ, წონა 170-500 გ. იშვიათად სიგრძე 46 სმ-მდე, წონა 1კგ-მდე.

გავრცელება. საქართველოში გადმოტანილ იქნა განაყოფიერებული ქვირითი ვოლხოვის თევზსაშენიდან (სანქტ-პეტერბურგის ოლქი) 1930-1934 წლებში და მოშენდა ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში; ფარავნიდან გავრცელდა საღამოს ტბაში. გადაყვანილია ბაზალეთის ტბასა და თბილისის წყალსაცავში. ბინადრობს ძირითადად ლადოგისა და ონეგის ტბებში, ფინეთისა და შვედეთის წყლებში.

ბიოლოგია. ტბის ბინადარია, კარგად ეგუება ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, თუმცა ადვილად იტანს წყლის ტემპერატურას 20-270-მდე.
ახალგამოჩეკილი ლიფსიტები ათი დღის მერე აქტიურად იკვებებიან ძირითადად პლანქტონით – კიბოსნაირებით (დაფნია, ციკლოპი, დიაპტომუსი, ლეფტოდორა, ბოსმინა და სხვა.) პლაქტონის სიმცირისას ნაწილობრივ ჭამენ ბენთოსურ ორგანიზმებს; გვერდულებს, მწერთა მატლებს, ლოკოკინებს და სხვა. იშვიოათად ეტანება თევზის ლიფსიტებსაც. სქესობრივად მწიფდება მეორე წლიდან. ტოფობს – ნოემბრიდან იანვრამდე, უმთავრესად ყინულქვეშ, წყლის 5-20ტემპერატურისას, ქვა-ქვიშიან ადგილზე. ნაყოფიერება აღწევს 8,2-111 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი უდრის 2 მმ-ს. ინკუბაცია 1.50 ტემპერატურისას გრძელდება 120-155 დღეს.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; საკმაოდ ცხიმიანია. 1944-1949 წლებში მისი მოპოვება ფარავნისა და საღამოს ტბებში ყოველწლიურად აღწევდა 290-1328 ცენტნერამდე, საშუალოდ 669 ცენტნერს. აღნიშნულ ტბებში ჭარბი ჭერის შედეგად რიპუსის მარაგი საგრძნობლად მცირდება, რის გამოც საჭირო ხდება შესვენება და მარაგის აღდგენა, ამას ხელს უწყობს აგრეთვე ხელოვნურად მოშენებული ლიფსიტების ჩაშვება აღნიშნულ ტბებში. რიპუსის მოპოვება ხდება მოსასმელი და ჩასადგმელი ბადეებით. იყენებენ ნედლსა და

ფარგა:სხეული წაგრძელებულია, გვერდებიდან შეტყლეჟილი, წვრილი ქერცლით დაფარული. კბილები ყბებზეა, სასაზე და სახნისის ძვალზე. ზურგის ფარფლი ორია. პირველ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 12-17. მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი 1-3, დატოტვილი – 18-24. ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი – 2-3, დატოტვილი – 10-14; გვერდის ხაზში 80-98 ქერცლია. ლაყუჩის კბილაკები 10-25, მალები 45-47. პილორული დანამატი 4-9. გვერდებზე 8-12 განივი მურა-მოშავო ზოლია. ზურგისა და კუდის ლაქებზე მუქი ლაქების მწკრივია, დანარჩენი ფარფლები მკრთალი და მოყვითალოა. სიგრძე 130 სმ-მდეა, წონა 12 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს ძირითადად; რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, აგრეთვე პალიასტომისა და ინკიტის ტბებში; აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდა მდ. ალაზნის ქვემო დინებაში მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. ცნობილია არალის, კასპიის, შავი, აზოვის, ბალტიის ზღვების აუზებში, ევროპასა და დასავლეთი აზიის წყლებში.

ბიოლოგია. არის ადგილობრივ მტკნარ წყალში ბინადარი და ნახევრად გამსვლელი ფორმა. ირჩევს ტბას და მდინარის მდორე ადგილებს. მცირე ასაკში იკვებება კიბოსნაირებით, ქირონომიდებით, მოზრდილი ეწევა მტაცებლობას, ჭამს ძირითადათ წვრილ თევზებს. სქესობრივად მწიფდება 2-4 წლის ასაკიდან. მრავლდება აპრილიდან აგვისტომდე – სამხრეთში ადრე, ჩრდილოეთში გვიან. ყრის 1 მილიონზე მეტ ქვირითს, იგი ყვითელია, წებოვანი; მისი დიამეტრი 1.25-1.40 მმ-მდეა. მამალი იცავს ქვირითს. ინკუბაცია 150 წყლის ტემპერატურისას გრძელდება 10 დღე. გამოჩეკილი ლარავის სიგრძე 4 მმ-ია.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია; მისი მოპოვება ხდებოდა ძირითადად საბჭოთა კავშირის სამხრეთის წყლებში.

საქართველოს წყლებში სარეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პალიასტომის ტბაში, სადაც მისი წლიური მოპოვება შეადგენს 15 ცენტნერამდე. იჭერენ ჩასადგმელი, მოსასმელი, მოსაყრელი ბადეებით, ტრალით. იყენებენ ნედლს დამარილებულს, დაკონსერვებულს, ქვირითს.

მურწა:ურწა ამიერკავკასიის ენდემია. საქართველოში ბინადრობს მტკვრის, ალაზნის, ივრის აუზებში. თბილისის და სიონის წყალსაცავებში. უმეტესად ფსკერზეა, მდინარის ჩქარ, ქვა–ქვიშიან, არა ღრმა დგილებში. იკვებება წყლის მწერებით, მატლებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, დეტრიტითა და სხვა. სქესობრივად 2–3 წლის ასაკში მწიფდება, ქვირითობს მაის–ივნისში, ქვა–ქვიშიან ფსკერზე. მისი სიგრძე 40 სმ–მდეა, წონა ნახევარ კილოგრამამდე აღწევს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მისი სატყუარებია: ბუზის მატლი, პატარა პეპლები, ძეხვის, სოსისის ნაჭერი (ამ უკანასკნელს ხრამულზე და წვერაზეც იყენებენ) და სხვა. მურწას უმეტესად იჭერენ წყალგამყოლი ანკესით, რომელიც ფსკერს უნდა ეცაცუნებოდეს, დინებას მიქონდეს. ამ თევზისატვის საჭიროა ძუა 0,3–0,4 მმ სისქისა, ხოლო სადავე – 0,22 მმ დიამეტრისა, ანკესი № 2–3 მძიმე ტყვიანი ნემსკავითაც, განსაკუთრებით დიდ, ენერგიულ მდინარეებში. მას ადრე იხელთებდნენ წყლის ტოტების ჩაკეტვე–დაწრეტით, რაც არასპორტულია. ამინდის მიუხედავად, იგი ხშირად ეტანება ანკესს, ჩქარა გაითრევს სატყუარას, ტივტივას ახტუნებს. თუ ცუდი ჭერაა მაშინ უნდა აამღვრიოთ წყალი და გააქტიურდება (ამით ციმორს ჰგავს და მეორე სინონიმური სახელიც ამიტომ აქვს). დაჭერილი მურწა თვინიერია, არ იბრძვის, ყველაზე უკეთ ზაფხულშ იკენკება, თუმცა, ზოგჯერ, კარგ დარებში, შემოდგომითაც იხელთებენ მეანკესეები. მას იყენებენ აგრეთვე ქარიყლაპიის, ფარგის და ქორჭილას დასაჭერ ცოცხლადაც.

მურწა მცირერიცხოვანი, გემრიელი თევზია, ძირითადად ნედლად მოიხმარენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 21:05
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



წითელტუჩა ჭერეხი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 11-14, ხახის კბილები 3.5-5.3; ლაყუჩის კბილაკები 8-11. გვერდით ხაზში 65-90 ქერცლია. პირი დიდი, პირდაპირი. სხეული წაგრძელებულია, გვერდებიდან შეტყლეჟილი; კუდის ფარფლი ძლიერ ამოჭრილია. ზურგი ნაცრისფერი, გვერდები და მუცელი მოვერცხლისფრო. ზურგის, მკერდის, მუცლის, ანალური ფარფლები მოწითალოა. კუდის ფარფლის ფუძე ჩვეულებრივ წითელია. ტუჩები და თვალის ფერადი გარსი მკვეთრი წითელია. სიგრძე ჩვეულებრივ 45-60 სმ, წონა 2-4 კგ-მდე, იშვიათად სიგრძე – 77 სმ,წონა – 6 კგ.

მონათესავე ფორმა. ჭერეხი Aspius aspius (linne) ბინადრობს დასავლეთ საქართველოში.

გავრცელება. ძირითადად გავრცელებულია კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, საიდანაც შედის მტკვარში, არეზში და სხვა მდინარეებში. ამჟად ბინადრობს აგრეთვე მინგეჩაურის წყალსაცავში, იქიდან შემოსულია საქართველოს წყლებში (მტკვარი, ხრამი, ალაზანი,იორი, ჯანდარის ტბა). ადგილობრივი ბინადარი პოპულაცია გავრცელებულია მტკვრის სათავეების აუზის მდინარეებსა და ტბებში.

ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ბინადრობს კასპიის ზღვაში, არის აგრეთვე ადგილობრივი ბინადარი მინგეჩაურის წყალსაცავში, ალაზნისა და ივრის ქვემო დინებაში, მტკვრის სათავის წყლებში, მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზით. მისი შეყვანა სარეველა თევზებით ჭარბად დასახლებულ წყალსატევებში ხელს შეუწყობს სარეწაო თევზის პროდუქციის გადიდებას. მოზარდები ერთ წლამდე იკვებებიან მწერტა მატლებით, კიბოსნაირებით, წყალში ჩაცვივნული მწერებით და სხვა ორგანიზმებით, ერთი წლის შემდეგ იწყებენ მტაცებლურ კვებას.
სქესობრივად მწიფდება 4-5 წლის ასაკში. მრავლდება მარტ-აპრილში წყლის 5-15 გრადუსი ტემპერატურის დროს, ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებში. ტოფობა გრძელდება ერთნახევარი თვე, ნაყოფიერება 40-483 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1.6-2 მმ-მდეა. განვითარება წყლის 8.5 გრადუს ტემპერატურისას გრძელდება 17 დღე-ღამე, 12.50 დროს-10.5 დღე-ღამე. ახალგამოჩეკილი ლიფსიტის სიგრძე 7.1-8.7 მმ-მდეა.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. მისი მოპოვება საქართველოს ფარგლებში ძირითადად წარმოებს მდ. ალაზანის ქვემო დინებაში, წლიურად 10-25 ცენტნერის რაოდენობით. იჭერენ ფაცრით და ბადეებით. იყენებენ ნედლს, შებოლილს და კონსერვის სახით. ქვირითისაგან ამზადებენ ხიზილალას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 21:28
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მტკვრის მურწა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4 დატოტვილი 7-8. ანალურში დაუტოტავი სხივი 3. დატოტვილი 5. გვერდის ხაზში 55-73 ქერცლია, ხახის კბილები 2.3.5-5.3.2; 2.3.4-5.3.2; 1.3.5-5.3.2. ლაყუჩის კბილაკები 5-9. მალები 41-43. სხეული წაგრძელებულია. თავის სიგრძე მეტია სხეულის სიმაღლეზე: ორი წყვილი ულვაშია, წინა შედარებით მოკლეა, ზურგის ფარფლის უკანა დაუტოტავი სხივი დაკბილულია:ფარფლები ნაცრისფერი, სხეული დაფარულია მრავალი მუქი ლაქით, იშვიათად მოკლებულია ლაქებს. სიგრძე 50 სმ-მდეა, წონა 1 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარები.

გავრცელება. საქართველოს მტკნარ წყლებში გვხვდება ხშირად მტკვარსა და მის შენაკადებში: ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ბორჯომის, ფოცხოვის, ახალქალაქის წყლები, იორი, ალაზანი; მცირეა ტბებში და წყალსაცავებში: ჯანდარის, ფარავნისა და საღამოს ტბებში, ხრამის, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში. ცნობილია აგრეთვე აზერბაიჯანის წყლებში.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ამჯობინებს ჩქარ დინებას, ნაკლებად ეგუება მდგარ წყლებს, ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი – დედალი 3-4 ჯერ დიდია მამალზე. დედალი სქესობრივად მწიფდება 3 წლის ასაკიდან, მამალი – 2 წლიდან. სქესმწიფე მამლის მინიმალური სიგრძე 10 სმ, წონა 12 გ, დედლისა – 15 სმ წონა 70 გ. მრავლდება აპრილის ბოლოდან შუა აგვისტომდე, ქვირითს ყრის სამ ჯერად, ნაყოფიერება აღწევს 24 ათასამდე ქვირითს (თბილისის წყალსაცავი), რომლის დიამეტრი 1,94- 2,24 მმ-მდეა. იკვებება ბენთოსით და ნაწილობრივ წყალმცენარეებით, მის კვებაში ზოობენთოსიდან მთავარია: რუისელები, კიბოსნაირები, დღიურები.

სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს, იჭერენ სხვა თევზებთან ერთად; ანკესით ჭერის კარგი ობიექტია. გემრიელი თევზია, იყენებენ ნედლს.

გუწუ:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 8-9; ანალურში დაუტოტავი სხივი 3; დატოტვილი 6-8. გვერდის ხაზში 87-115 ქერცლია. ხახის კბილები 4-5. 5-4; მალები 37-41. პირი პატარა, მიმართულია ზევით მის კუთხეებში თითო მოკლე ულვაშია. სხეული სქელია, მაღალი, კუდის ღერო მოკლეა, მაღალი. ქერცლი წვრილია კანში ღრმადაა ჩამჯდარი. კანი დაფარულია ლორწოს სქელი ფენით. ფარფლები მომრგვალებულია. სქესმწიფე მამალს მუცლის ფარფლებში მეორე დაუტოტავი სხივი გამსხვილებული აქვს.ზურგი ჩვეულებრივ მუქი-მომწვანოა, გვერდები მოწაბლისფრო ოქროს ელფერით, თვალები მოწითალოა. სიგრძე 70 სმ-მდე, წონა 1.6 კგ-მდე, იშვიათად 7.5 კგ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. ბინადრობს საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი; ტბებში: პალიასტომი, ბებესირი, ჯანდარი, ჯაპანის ნარიონალები. სხვაგან გხვდება: აზერბაიჯანის მტკნარ წყლებში, ციმბირის მდინარეების ობისა და ენისეის აუზებში, ბაიკალის ტბაში და სხვაგან. ევროპაში (ისლანდიის გარდა) ჩრდილო შოტლანდიაში, ირლანდიაში, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების აუზების ზოგიერთ მტკნარ წყლებში.

ბიოლოგია. ტიპობრივი ფსკერული თევზია, ნაკლებად მოძრავი. ბინადრობს უმეტესად ტბაში, მდინარეშიც ირჩევს მდგარ, მდორე, მცენარეულობით მდიდარ უბნებს. ზამთარში ეფლობა ლამში, ადვილად იტანს ჟანგბადის ნაკლებობას. იკვებება ცხოველური და ნაწილობრივ მცენარეული საკვებით, კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, ლოკოკინებითა და სხვა. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს რამდენიმე ჯერად, წყალქვეშა მცენარეებზე. ნაყოფიერება აღწევს 380 ათას ქვირითამდე, მდ. დნეპრში 827 ათასამდე. იგი წებოვანია, დიამეტრი 1-1.2 მმ. მისი ინკუბაცია გრძელდება 3-7 დღემდე, 22-240 ტემპერატურისას. 12 დღის ლარვა სიგრძით აღწევს 8-10 მმ-მდე.

სამეურნეო მნიშვნელობა. ტბორული მეურნეობის კარგი ობიექტია. ტბორში კობრთან ერთად გამოზრდით პროდუქტულობას ადიდებს 20-30%-ით. საქართველოს ტბორულ მეურნეობაში ჯერ გამოყენებული არაა. ბუნებრივ წყალსატევებში სიმცირის გამო ნაკლები მნიშვნელობისაა. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.

მტკვრის თაღლითა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 6-8, ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-13. გვერდის ხაზში 47-63 ქერცლია. ხახის კბილები 2.5-5.2; 2. 5-4.1; 1.5-4.2, მეტნაკლებად დაკბილული. პირი ზევეთაა მიმართული. სქესმწიფე მამლებს გამრავლების დროს თავზე უჩნდებათ თეთრი ბორცვაკები. სხეული ზევიდან მომწვანო-მუქია, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრია. სიგრძე 170მმ-მდეა, წონა 44გ-მდე.

მონათესავე ფორმები. ჩრდილოეთ კავკასიური თაღლითა-Alburnas charusini Herzennstein ბინადრობს ბებესირის ტბაში, ამიერკავკასიური თაღლითა-Albarnas charusini hohenackeri Kessler ბინადრობს მდ. ალაზანში.

გავრცელება. ამიერკავკასიის ენდემია, ბინადრობს მტკვრის აუზში, საქართველოში გვხვდება: ხრამში, ალგეთში, არაგვში, ლიახვში, ქსანში, გუჯარეთისწყალში, სურამულაში, ბორჯომისწყალში, აბასთუმნისა და ახალქალაქის წყლებში მდ. ალაზანში, იორში, მათ შენაკადებში და ახალქალაქის წყლებში. ჯანდარის ტბაში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში.

ბიოლოგია. პელაგური, ქარავნული თევზია: ეწევა მცირე მიგრაციას კვებასთან, გამრავლებასთან და დაზამთრებასთან დაკავშირებით. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს სამ ჯერად. ნაყოფიერება აღწევს დაახლოებით 1-10 ათასამდე ქვირითს, რომლის დიამეტრიც 0.5-1.18მმ-მდეა. იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით, აგრეთვე ბენთოსითა და მწვანე წყალმცენარეებით.

სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. სარეველა თევზია, სარეწაო თევზების კონკურენტია კვებაში და გამრავლების ადგლებისათვის.

მცირე ვიმბა:სხეული ზომიერი სიმაღლისაა, პირი ქვედა, ნახევარმთვარისებური ზურგისა და კუდის ფარფლებს შორის კარგად გამოხატული ქედია. მუცლის ფარფლებს უკან ქერცლით დაუფარავი ქედი. ზურგისა და კუდის ფარფლებზე ზოგჯერ პატარა ლაქებია. გამრავლების დროს მამლებს ზურგი უშავდებათ, მუცელი უხდებათ მოვარდისფრო, მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლები ღებულობენ მოწითალო ფერს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 15-19. გვერდის ხაზში 48-59 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4. ლაყუჩის კბილაკები 12-18. სიგრძე 19 სმ-მდეა, წონა 120 გ-მდე.

მონათესავე ფორმა. Vimba vimba vimba n.carinata (Pallas) გადაყვანილი იქნა ტყიბულის წყალსაცავში, სადაც მომრავლდა და მიიღო სარეწაო მნიშვნელობა.

გავრცელება. გვხვდება დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ნატანები, სუფსა, რიონი, ხობი, ცივი, ენგური, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, აგრეთვე პალიასტომის ტბაში. ცნობილია: ყირიმში, ყუბანში, მცირე აზიაში, ბულგარეთში და სხვა.

ბიოლოგია. ბინადრობს ძირითადად მდინარის ქვემო დინებაში, უმეტესად შესართავებში, ამჯობინებს მდორე ადგილებს და მცენარეულობით მდიდარ ძველ ნამდინარევებს. იკვებება ძირითადად ცხოველური ბენთოსით და წყალმცენარეებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მრავლდება აპრილიდან ივლისის ბოლომდე, ტოფობს რამდენიმე ჯერად. ნაყოფიერება – 22 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრი აღწევს 1.26 მმ-მდე.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად. გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარი

ამიერკავკასიური ბლიკა: სხეული ბრტყელი, მაღალი, პირი პატარა, ნახევრად ქვედა, ირიბი. მუცლის ფარფლების უკან ქერცლით დაუფარავი ქედია. ზურგის ფარფლი ირიბადაა წაკვეთილი. გამრავლების პერიოდში წყვილი ფარფლები უწითლდება. მამლებს ქეცლებზე და ლაყუჩის სახურავებზე უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10. ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 17-22. გვერდის ხაზში 40-45 ქერცლია. ხახის კბილები 2,5-5,2; 3,5-5,2, ლაყუჩის კბილაკები 15-19. სიგრძე 21 სმ-მდეა, წონა 224 გ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. ბინადრობს ძირითადად მდ. მტკვრის შუა და ქვემო დინებაში. საქართველოს წყლებში შემოვიდა მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. მტკვარში ამოდის თბილისამდე. გვხვდება: ხრამში, ალაზანში, იორში, ჯანდარის ტბაში და სხვ. სხვაგან ბინადრობს აზერბაიჯანის წყლებში: აჯიკაბულის ტბაში, მინგეჩაურის წყალსაცავში, არეზის ქვემო დინებაში, მტკვარში, სარისუში, კუმბაშინკაში, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში ჩამავალ მდინარეებში.

ბიოლოგია. ძირითადად მდინარისა და ტბის ბინადარია, ეგუება მომლაშო წყალსაც. ირჩევს მდორე ადგილებს. იკვებება პლანქტონითა და ბენთოსით. სქესობრივად მწიფდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – მამალი 2 წლიდან, დედალი 3 წლიდან. ჯუჯა ფორმა შილიანის ტბაში (აზერბაიჯანი) მწიფდება ერთი წლის ასაკში (სიგრძე 3,9-5,4 სმ). ნაყოფიერება აღწევს 24,7-84 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი 1-1,44 მმ-მდეა. ტოფობს აპრილიდან ივლისამდე.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. დაბალი ხარისხის თევზია.

კოლხური ტობი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8 (9), ანალურში დაუტოტავი სხივი 3 (4), დატოტვილი (8) 9-10 (11), გვერდის ხაზში 56-68 ქერცლია. ხახის კბილები 6-5. ლაყუჩის კბილაკები 25-31. პირი გარდიგარდმოა, ქვედა, ქვედა ტუჩი სწორია, რქოვანი შალითით დაფარული – მჭრელი. სხეული ზომიერად წაგრძელებულია, გვერდებიდან შეტყლეჟილი. დინგი წამოწეული კონუსისებრი, შუბლი ამობურცული. მუცლის აპკი შავი, ნაწლავი საკმაოდ გრძელია – სხეულის სიგრძეს აღემატება 2-3-ჯერ. სხეულის გვერდებზე თავიდან კუდის ფარფლამდე მიჰყვება შავი წერტილების ზოლი. ზურგის მხარე მუქია, მუცლის მხარე – ღია მოთეთრო. ზურგისა და კუდის ფარფლების ბოლოები მუქი, დანარჩენი ფარფლები ნარინჯისფერი. ტოფობის დროს მამლებს თავზე უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები. სიგრძე 30 სმ-მდე, წონა 200 გ-მდე.

გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ჩაქვი, კინტრიში, ნატანები, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბესლა, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი და ამტყელის ტბაში.

ბიოლოგია. ძირითადად მდინარის ბინადარია, ირჩევს ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებს. იკვებება ხრამულის მსგავსად ძირითადად წყალმცენარეებით (რასაც ფხეკს ქცედა ტუჩით ქვებიდან და სხვა საგნებიდან) და აგრეთვე პლაქტონური და ბენთოსური ორგანიზმებით. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკიდან. ტოფობა იწყება ადრე გაზაფხულზე, მარტიდან და გრძელდება ზაფხულის ბოლომდე. ქვირითს ყრის 3 ჯერზე, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს. ნაყოფიერება აღწევს 3-9 ათას ქვირითამდე. მისი დიამეტრი აღწევს 1.5-1.8 მმ-დე.

სამეურნეო მნიშვნელობა. გემრიელი თევზია, ხოლო რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად

ტარაღანა:ზურგის ფარფლში სხივი 40-46, ანალურში 24-39, ფარეკლები: ზურგისა 11-14, გვერდის 30-36, მუცლის 10-11. ლაყუჩის კბილაკები 24-26. ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. დინგი ძლიერ გრძელია, ვიწრო, შებრტყელებული, ულვაშები სადა, მოკლე, უკან ვერ აღწევენ პირამდე და წინ – დინგის ბოლომდე. სხეულის გვერდები ფარეკლების რიგებს შორის დაფარულია ვარსკვლავისებური ფირფიტებით და წვრილი სავარცხელა მარცვლებით. მკერდის ფარფლის ქიცვი სუსტია. სიგრძე 214 სმ-მდე, წონა 68 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო მცირე ზომისა.

გავრცელება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება მდ. ჭოროხიდან მდ. გუმისთამდე, შედის გასამრავლებლად მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, ენგური, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ცნობილია პალიასტომის ტბაში. საქართველოს გარეთ ბინადრობს: აზოვ-შავ ზღვაში, კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილში, ბოსფორი, მარმარილოს ზღვა, იშვიათად ადრიატიკის ზღვაში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი, ყიზილ-ირმაკი, ეშილ-ირმაკი და სხვ.

ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ცხოვორბს ზღვაში, ზაფხულობით იმყოფება სანაპირო თხელ ადგილებში (10-40 მ), ზამთრობით მიდის ღრმა ადგილებში (80-100 მ). გასამრავლებლად შედის მდინარეებში: რიონში ადის სამტრედიამდე, ენგურში – სოფ. ჯვარამდე. არსებობს ცალკეული პოპულაციები, რომლებიც შეგუებული არიან ზღვის გარკვეულ უბანთან, იქ ჩამავალ მდინარესთან და განსხვავდებიან ზრდის ტემპით, მომწიფების ვადით, მდინარეში შესვლისა და ტოფობის დროით, ნაყოფიერებით. ზრდასრული იკვებება ძირითადად თევზებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და სხვ. ხოლო ლიფსიტა – ზოობენთოსის უწვრილესი ფორმებით.

სქესობრივად მამალი მწიფდება 5-7 წლის, დედალი – 10-13 წლის. მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს. ნაყოფიერება აღწევს 35,4-633,4 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი – 2,8-3,0 მმ-მდეა. იგი წებოვანია. ფსკერული, ეწებება სუბსტრატს. ქვირითის განვითარება გრძელდება 44-80 საათამდე. წყლის 28-200 ტემპერატურისას. ინკუბაციის პერიოდში გადარჩება ქვირითის მხოლოდ 30%-მდე. ახალი გამოჩეკილი ლარვა აღწევს 6-9 მმ-მდე. ლიფსიტები ზღვისაკენ ეშვებიან რამდენიმე კვირის ან თვის ასაკისა.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. მისი მოპოვება შავ ზღვაში ხდება მცირე რაოდენობით, ხოლო კასპიის ზღვაში დიდი რაოდენობით. 1936-1938 წლებში შავ ზღვაში მოპოვებული იყო 1,7 ათასი ცენტნერი, კასპიის ზღვაში 29,9-48,8 ათასი ცენტნერი. იჭერენ ჩასადგმელი, მცურავი და მოსაყრელი ბადეებით. იყენებენ ნედლს, შებოლილს, დოშს, ზურგიელს, ხიზილალას, ზურგის სიმს, საცურავ ბუშტს, შიგნეულს, ამზადებენ კონსერვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 21:36
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ყველასთვის საყვარელი გამბუზია:სხეული წაგრძელებულია, დაბალი. ზურგის ფარფლი საკმაოდ უკანაა მოთავსებული. კუდის ფარფლი მომრგვალებულია. სქესობრივი დიმორფიზმი საკმაოდ კარგადაა გამოხატული. დედალი თითქმის ორჯერ დიდია მამალზე; ამ უკანასკნელის ანალური ფარფლი გაცილებით გრძელია, მისი წაგრძელებული სხივის უკანა კიდე დაკბილულია; ეს სხივი წარმოადგენს საკოპულაციო ორგანოს (გონოპოდია). ზურგის ფარფლში სხივი 6-9, ანალურში 10-11. გვერდითი ხაზი ჩვეულებრივ არა აქვთ, გარდიგარდმო ქერცლების რიცხვი 31-32. სიგრძე დედლისა 6 სმ-მდეა, მამლის 3.5 სმ-მდე.

გავრცელება. გამბუზიის სამშობლოა ჩრდილო ამერიკა, საიდანაც აკლომატიზებულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში შემოყვანილია იტალიიდან ექიმ რუხაძის მიერ 1924 წელს, სადაც მალე ფართოდ გავრცელდა, ხოლო აქედან გადაიყვანეს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში: აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, შუა აზიასასა და სამხრეთ რუსეთში.

ბიოლოგია. სითბოს მოყვარული თევზია. 10 გრადუსზე დაბლა ტემპეტატურის დროს ლამში ეფლობა და ძილს ეძლევა, ირჩევს თხელწყლიან ადგილებს. მტაცებელი თევზია. იკვებება თევზის ლიფსიტებითა და ქვირითით, ანადგურებს მალარიის კოღოს მატლებს და სხვა მწერებს, არ ერიდება მცენარეულ საკვებს. სქესობრივად მწიფდება ერთი თვის ასაკიდან. ცოცხალმშობია, წელიწადში იძლევა 4-5 თაობას: ერთ ჯერზე შობს 80-400 ლიფსიტას – ასაკის, ზომისა და გარემო პირობების მიხედვით.

სამეურნეო მნიშვნელობა. მასობრივად ანადგურებს მალარიის გადამტან კოღოს მატლებს, რითაც დიდად ხელს უწყობს მალარიას მოსპობას. მეორე მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს სარეწაო თევზების გამრავლებაზე – ანადგურებს მათ ქვირითს, ლიფსიტებსა და საკვებს.

ევროპული ჭაფალა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 8-10, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 10-13, გვერდის ხაზში 70-90 ქერცლი, ლაყუჩის კბილაკები 36-52, გრძელი, მჭიდროდ მჯდომი მალები 55-60. პირი ზედაა – ქვედა ყბა ზედაზე შესამჩნევად გრძელია, თვალები დიდია, შეადგენს შუბლის სიგანის 70%-ს. ზურგი მომწვანო, გვერდები მოვერცხლისფრო-თეთრი, დინგის ბოლო მუქი, სიგრძე 20-26 სმ, იშვიათად 32,5 სმ. წონა საშუალოდ 25-30 გ.

გავრცელება. ბალტიის ზღვის აუზის მკვიდრია. ბინადრობს: შვეციისა და ფინეთის ტბებში, საბჭოთა კავშირის წყლებში: ფინეთის ყურე, ლადოგის, ჩუდის, ონეგის, კარელიის, ლატვიის, ლიტვის, ბელორუსიის, ლენინგრადის ოლქის ტბები, ბარენცისა და თეთრი ზღვების აუზის ტბები. შედის ზოგიერთ მდინარეში (ნევა).

საქართველოში აკლიმატიზებულია ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენიდან ქვირითის გადმოტანით 1930 წელს, ტაბაწყურისა და შემდეგ ფარავნის ტბებში.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის ქარავნული თევზია, ძირითადად ტბის ბინადარია, ამჯობინებს ცივ წყალს, გაურბის 170-ზე მაღალ ტემპერატურიან წყალს, ზოგან ნახევრად გამსვლელი ფორმაა (ბალტიის ზრვის ყურეები). სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. მრავლდება ტბის გაყინვის წინ და გაყინვის შემდეგ, ჩვეულებრივ წყლის ტემპერატურის 4-50-ის დროს – ოქტომბერ-დეკემბერში. ტოფობის ხანგრძლივობაა 10-30 დღემდე. ქვირითს ყრის ერთდროულად (1,5-3,5 მ სიმაღლეზე) შლამიან, ქვა-ქვიშიან გრუნტზე. ნაყოფიერება მერყეობს 0,8-20 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1-1,4 მმ-მდეა, იგი ფსკერულია, ნაკლებ წებოიანი. ინკუბაცია გრძელდება 160 დღე-ღამემდე, ყვითრიანი ლარვის სიგრძე 7,5 მმ. ლიფსიტა ერთ წლამდე აღწევს 6-8 მმ სიგრძეს, წონით 4-6 გ. ცოცხლობს 10 წლამდე. იკვებება ინტენსიურად ზაფხულში, იყენებს უმთავრესად ზოოპლანქტონს, ნაკლებად ბენთოსს, წყალმცენარეებსა და ხმელეთის მწერებს, იშვიათად თევზის ქვირითსა და მოზარდს. პლანქტონით კვებასთან დაკავშირებით პლანქტონთან ერთად ეწევა ვერტიკალურ მიგრაციას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 21:50
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ფორეჯი:ლაყუჩის კბილაკები 24-42. ქვედა ტუჩი მთლიანია, ულვაშები ფოჩიანი. სხეულზე ფარეკლების მწკრივებს შორის ფირფიტები არა აქვს. ზურგის მხარე მუქია, მუცელი მოთეთრო. სქესპბრივი დიმორფიზმი გამოხატულია სუსტად და ვლინდება მხოლოდ გონადების მომწიფებისას, როდესაც დედალი განსხვავდება მამლისაგანა უფრო მასიური სხეულით. სიგრძე აღწევს 2 მ და მეტს, წონა 78 კგ-მდე.

გავრცელება. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება იშვიათად. მოიპოვება აგრეთვე პალიასტომის ტბაში, მდ. რიონში (სამტრედიამდე), მდ. ჭოროხში და სხვ. საქართველოს გარეთ ბინადრობს შავ, კასპიის, არალის ზღვებში; ადრე ყოფილა აზოვის ზღვაშიც, საიდანაც შედიოდა მდინარეებში დონსა და ყუბანში, ხოლო შავი ზღვიდან – მდ. დუნაიში. კასპიის ზღვიდან მდინარე მტკვარში ადის მინგეჩაურამდე. მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნამდე ადიოდა ალაზნისა და ივრის შესართავებამდე.

ბიოლოგია. არსებობს ზღვის გამსვლელი ფორმა და აგრეთვე მტკნარი წყლის ბინადარი. კარგად ეგუება მტკნარ წყალს – მდ. რიონში გვხვდება აგრეთვე ადგილობრივი ბინადარი, 1933-1934 წლებში აკლიმატიზებულ იქნა ბალხაშის ტბაში; 1954-1955 წლებში მინგეცაურის წყალსაცავში გადაყვანილ იქნა 11 000 ლიფსიტა.

შავ ზღვაში მცირე რაოდენობის გამო მისი ბიოლოგია ნაკლებადაა სესწავლილი. მდ. რიონში, ჭოროხსი, პალიასტომის ტბაში და სხვაგან შედის მარტიდან, ხოლო ტოფობს მაისიდან. კასპიის ზრვიდან მტკვარში შედის მთელი წლის განმავლობაში, უმთავრესად მარტ-აპრილში. სქესობრივად მამალი მწიფდება 9 წლის ასაკიდან, იშვიატად 6 წლიდან. დედალი მწიფდება 14 წლის ასაკიდან, იშვიატად 12 წლიდან. ნაყოფიერება არწევს 279,9-1290 ატას ქვირითამდე. ტოფობს ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითი წებოვანია – ეკვრის ქვებსა და სხვა საგნებს, ინკუბაციის პერიოდი 17,7-21,90 ტემპერატურისას გრძელდება 5 დღე-ღამეს. იკვებება თევზებით. უმთავრესად ღორჯოებით, წყლის მწერტა მატლებით და ჭუპრებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, თევზის ქვირიტითა და სხვ. ფორეჯის ზრდა სხვადასხვა წყალსატევსი განსხვავებულია. მაგალითად, მდ. რიონში 1965 წელს მოპოვებული 2 ეგზემპლარიდან ერთი აღმოჩნდა 15 წლის, მთლიანი სიგრძით 122,5 სმ. წონით 9 კგ, მეორე – 13 წლის, მთლიანი სიგრძით 98,5 სმ, წონით 6,3 კგ. მდ. მტკვარში 10 წლის საშუალოდ არწევს 132 სმ, მდ. ამუდარიაში – 110,8 სმ-ს.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი თევზია. საქართველოს წყლებში როდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. უმნიშვნელო რაოდენობით იჭერდნენ მდ. რიონში, ამჟამად მომრავლების მიზნით მისი წერა აკრძალულია. მნიშვნელოვანია კაპიის ზღვის აუზში, სადაც წარსულში იჭერდნენ უფრო დიდი რაოდენობით; არსებული ცნობების თანახმად 1854-1855 წლებში მდ. მტკვარში წლიურად საშუალოდ იჭერდნენ 13400 ეგზემპლარს, საერთო წონით 2680 ცენტნერს; 1952 წელს მოიპოვეს მხოლოდ 612 ცენტნერი, ამჯამად მისი მარაგი იქაც მკვეთრადაა შემცირებული, არარაციონალური რეწვის გამო. მოპოვება ხდება ბადეებით, ადრე იჭერდნენ ჩანგლებით. გამოიყენება ნედლი, შებოლილი (დოში, ზურგიელი) და ხიზილალა.

სვია:ზურგის ფარფლში სხივი 62-73, ანალურში 28-41. ფარეკლები: ზურგისა 11-14, გვერდისა 41-52, მუცლისა 9-11, ზურგის ფარეკლებიდან პირველი ყველაზე პატარაა. ფარეკლებს შორის ძვლოვანი მარცვლები აქვს. ლაყუჩის კბილაკები 24. პირი დიდი, ნახევარმთვარისებრი, დინგი მოკლე, წამახვილებული. ულვაშები გვერდებიდან შეტყლეჟილია, ბრტყელი დანამატებით. ქვედა ტუჩი გაყოფილია. ზურგის მხარე მუქი მონაცრისფროა, მუცელი მოთეთრო, სიგრძე აღწევს 9 მ-მდე, წონა 2 ტ-მდე. ჩვეულებრივ გვხვდება უფრო მცირე ზომისა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს შავი ზღვის სანაპიროებთან, გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ღალიძგა, ბზიფი, ფსოუ. სხვაგან მოიპოვება კასპიის, ადრიატიკის, აზოვისა და შავ ზღვებში; მდინარეებში: მტკვარი, ვოლგა, თერგი, ურალი, სეფიდრუდი, ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ.

ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. ნაკლებადაა შესწავლილი. იკვებება ძირითადად თევზებით, ნაწილობრივ ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და სხვ. მისი ლიფსიტა მდინარეში იკვებება ცხოველური ბენთოსით. ზღვაში მეორე წლიდან გადადის მტაცებლურ კვებაზე.
სქესობრივად მწიფდება გვიან, მამალი 12-14 წლისა, დედალი 16-18 წლის, მრავლდება 3-4 წელიწადში ერთხელ; ტოფობს აპრილიდან ივლისამდე მდინარის ჩქარ, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითი ფსკერულია, წებოვანი, მისი რაოდენობა აღწევს 5 მილიონამდე. ახალგამოჩეკილი ლიფსიტების უმეტესობა მალე ზღვისაკენ ეშვება. მათი დაღმართობა გრძელდება გვიან შემოდგომამდე. სექტემბრისათვის ლიფსიტების სიგრძე აღწევს 22-36 სმ-მდე.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. შავ ზღვაში საქართველოში სანაპიროებთან მოიპოვება ფოთთან – რიონის შესართავის უბანში, ენგურის შესართავთან – ანაკლიაში და სხვ. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია მომრავლების მიზნით. მოპოვება ხდება ბადეებით. ადრე მდინარეებში იჭერდნენ ჩანგლებით. 1936-1938 წლებში შავ ზღვაში მოიპოვეს 1,8-2,9 ათასი ცენტნერი, აზოვის ზღვაში – 5,4-18,1. ამჟამად სვიას მარაგი საგრძნობლადაა შემცირებული. 1950-1964 წლებში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მოიპოვეს მხოლოდ 1751 ცენტნერი. გამოიყენება ნედლი, შებოლილი, დამარილებული, კონსერვის სახით და ხიზილალა. საცურავი ბუშტისაგან წებოს ამზადებენ

თეთრულა:სხეული ზომიერად წაგრძელებული. პირი თავის ბოლოზეა, მიმართული ზევით. ქერცლი მოვერცხლისფროა, ადვილად მცვივანი, ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 15-20, ხახის კბილები 2.5-5.2. გვერდის ხაზში 45-55 ქერცლია. ლაყუჩის კბილაკები 20-მდე, მალები 41-46, სიგრძე 20 სმ-მდე, წონა 60 გ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მდინარეებში: რიონი, ტეხური, ენგური, ჭურია, თიქორი, სხვაგან თეთრი ზღვის დასავლეთ სანაპიროს მდინარეებში, ბალტიასა და შავი ზღვის აუზებში, ყუბანში; საფრანგეთის, ინგლისისის, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის წყლებში და სხვ.

ბიოლოგია. პელაგური, ქარავნული თევზია. ამჯობინებს ნელი დინების წყლებს უბეს, ყურეს, იკვებება ძირითადათ პლანქტონით, ბენთოსით, ნაწილობრივ წყალმცენარეებით. ჭამს ქვირითსა და წვრილ თევზებს. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე. ერთი ტოფობის დროს ქვირითს ყრის სამჯერად. ნაყოფიერება აღწევს 3-10.5 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრიც 1.5-1.9 მმ-მდეა. იგი წებოვანია, მოყვითალო, მისი ინკუბაცია გრძელდება წყლის 210 ტემპერატურისას 75-80 საათს, ახალგამოჩეკილი ლიფსიტის სიგრძე აღწევს 4-4.5 მმ-ს.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან, სადაც მასობრივადაა გავრცელებული იჭერენ დიდი რაოდენობით. იყენებენ საკვებად ნედლს, დამარილებულს, შებოლილს. მისი ქერცლისგან ამზადებენ ხელოვნურ მარგალიტს. სხვა თევზის ჭერის დროს იყენებენ როგორც მისატყუარ მასალას.

ქორჭილა:სხეული აქვს მაღალი, გვერდებიდან შეტყლეჟილი, დაფარული წვრილი ქერცლით; ყბებზე რამდენიმე მწკრივად გაწყობილი წვრილი კბილები. ლოყები ქერცლითაა დაფარული. ზურგის პირველ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 13-17, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი 1-3, დატოტვილი 12-16. ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი 2, დატოტვილი 7-10. გვერდის ხაზში 56-77 ქერცლი. ლაყუჩის კბილები 15-20. მალები 40-43. ზურგის პირველი ფარფლის ბოლოში მუქი ლაქაა. გვერდებზე 7-8 მუქი განივი ზოლია. ზურგი მომწვანო ელფერით, მუცლისა და ანალური ფარფლები მოწითალო ფერისაა, სიგრძე 50 სმ-მდეა, წონა 5 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური და ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია აზერბაიჯანის წყლებში, რუსეთის ევროპულ ნაწილში ბალტიის ზღვიდან, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანედან ჩრდილო კავკასიამდე, ციმბირში მდ. ობიდან კოლიმამდე, სამხრეთით ამურამდე (ამურაში აღარაა), არალის ზღვის აუზში; ფართოდაა გავრცელებული ევროპაში.

ბიოლოგია. ბინადრობს უმეტესად ტბებში, მდინარის შესართავთან ზღვის გამტკნარებულ ადგილებში. კარგად იტანს წყლის მჟავიანობას; გვხვდება ტორფიან ტბებში და ჭაობებში (კარელია- ფინეთის მხარე). მტაცებელი თევზია. იკვებება ძირითადად თევზით, მისი ქვირითით, აგრეთვე ბენთოსითა და პლანქტონით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მრავლდება მარტიდან ივნისამდე, სამხრეთში უფრო ადრე, ჩრდილოეთში – გვიან. ტოფობს მცენაეულობით მდიდარ ადგილებში, 8-15 გრადუსი ტემპერატურისას, მისი ნაყოფიერება აღწევს 12-900 ათასამდე ქვირითს. იგი ფსკერულია, წებოვანი – ყრის მცენარეებზე გრძელი ლენტის სახით. ქვირითის დიამეტრიც 2-2.5 მმ-ია, რომელიც ვითარდება 16-20 გრადუსი ტემპერატურისას 5,5 დღე-ღამეში, ახალგამოჩეკილი ლარვა 4-5 მმ სიგრძისაა; ყვითრს იწოვს 2-4 დღე- ღამეში.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. საქართველოს წყლებში მისი მოპოვება ხდებოდა მცირე რაოდენობით სხვა თევზებთან ეთად (პალიასტომი). შედარებით მეტს იჭერდნენ საბჭოთა კავშირის ჩრდილო – დასავლეთის და ციმბირის ტბებში, აგრეთვე აზერბაიჯანის წყლებში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს.

პალიასტომის ქაშაყი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 12-14, ანალურში დაუტოტავი 2-3, დატოტვილი 15-19. კბილაკები სუსტია, ოღონდ იგრძნობა ხელის შეხებით – როგორც ზედა, ისე ქვედა ყბაზე. ლაყუჩის კბილაკები წვრილია, ნაზი, 61-90, მალები 46-50. თვალები დიდია. პილორული დანამატები 21-50.

ზურგი და თავის ზედა ნაწილი მუქია – გვერდები მოვერცხლისფრო. ლაყუჩის სახურავის უკან ერთი ან რამდენიმე მუქი ლაქაა. სიგრძე 19 სმ-მდე.
გავრცელება. გვხვდება შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ბათუმიდან ოჩამჩირემდე, მდინარეებში: რიონი, სუფსა, მალთაყვა, ჭურია და აგრეთვე პალიასტომის ტბაში.

ბიოლოგია. ნაკლებადაა შესწავლილი. ნახევრად გამსვლელი თევზია. მტკნარ წყლებში შედის აპრილიდან და ტოფობს ივნისში.

სამეურნეო მნიშვნელობა მცირეა. ძირითადი მოპოვება ხდება პალიასტომის ტბაში – 1927 წ. მოპოვებული იყო 75,3 ცენტნერი, 1931 წელს 6,64 ცენტნერი.

იყენებენ დამარილებულს, დამუჟუჟებულს, შებოლილს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 21:53
პოსტი #11


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ლადოგური სიგი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 8-12. ანალურში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 10-13. გვერდის ხაზში 88-104 ქერცლია. ლაყუჩის კბილაკები 20-30. მალები 60-62. სიგრძე 50 სმ-მდეა, წონა 1 კგ-მდე, იშვიათად სიგრძე 60 სმ-მდეა, წონა 3 კგ-მდე.

გავრცელება. ბინადრობს ლადოგის ტბებში. საქართველოში გადმოტანილი იყო განაყოფიერებული ქვირითი ვოლხოვის თევზსაშენიდან (სანქტ-პეტერბურგის ოლქი) 1930 წელს და მოშენდა ტაბაწყურის ტბაში.

ბიოლოგია. ტბის ბინადარია, არ შედის მდინარეში. ირჩევს ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, ქვაქვიშიან ღრმა ადგილებს. მოზარდი იკვებება პლანქტონის წვრილი კიბოსნაირებით. ხოლო მოზრდილი – პლანქტონით და ბენთოსური ორგანიზმებით, ძირითადად გვერდულებით, ლოკოკინებით, ჭიებით, წურბელებით, ულვაშდატოტვილი და ნიჩაბფეხიანი კიბოებით, წყალმცენარეებით, ბაყაყებით, ლიფსიტებით, ქვირითით.
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლის ასაკიდან, ტოფობს ნოემბერ – დეკემბერში სილიან ან ქვა-ქვიშიან ადგილებში წყლის 1,5-10 მ-ის სიღრმეზე. ქვირითის ინკუბაცია წყლის 70 ტემპერატურისას გრძელდება 40-45 დღე – ღამეს, 40 ტემპერატურისას 80-90 დღე- ღამეს. ნაყოფიერება აღწევს 23-53 ათას ქვირითს, მისი დიამეტრიც 3-4 მმ-მდეა.

სამეუერნო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. ტაბაწყურის ტბაში წლიურად იჭერდნენ 80-100 ცენტნერამდე. სიგის მარაგის გადადების მიზნით 1962 წლიდან წარმოებდა ხელოვნური მოშენება, ყოველწრიულად აღნიშნულ ტბაში უშვებდნენ 1.5-3 მილიონ ლიფსიტას.
იჭერენ მოსასმელი და ჩასადგმელი ბადეებით. იყენებენ ნედლს, დამარირებულს და შებოლილს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 22:00
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



სქელშუბლა რომელიც ბევრს გონია რომ ანკესზე არ მოდის:უტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7. ანალურში დაუტოტავი სხივი 2-3, დატოტვილი 12-14. გვერდის ხაზში 110-124 ქერცლი. ხახის კბილები ერთი მწკრივი 4-4, ლაყუჩის კბილაკები ლაყუჩის ფურცელაკებზე გრძელია, ორივე მხრიდან ერთ მთლიან ლენტადაა შეზრდილი. ყელიდან ანალურ ხვრელამდე ქედია, რომელიც დასაწყისში დაფარულია ქერცლით, უკან კი უქერცლოა. თვალები სხედან შედარებით ქვევით, მათი ქვედა კიდე პირის კუთხის დაბლაა. პირი მიმართულია ზევით. ნაწლავი ძლიერ გრძელია-სხეულის სიგრძეს აღემატება 10-15-ჯერ. ფარფლები მუქია. სიგრძე 1 მ-მდეა, წონა 16 კგ-მდე. ცოცხლობს 20 წელზე მეტს.

გავრცელება. ბინადრობს მდ. ამურის აუზში, კორეაში, ჩინეთში სამხრეთით-კანტონამდე. ხელოვნურად მოშენებულია კუნძულ ფორმოზაზე. ყოფილ საბჭოთა კავშირში გვხვდება ამურში, უსურში, ტბა ხანკაში,
საქართველოში 1962 წლიდან მასთან ერთად აკლიმატიზებულია ჭრელი სქელშუბლა-Aristrichthys nobilis (Rich.). ამჟამად იგი ბინადრობს: ჯაპანის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში და სხვ. აკლიმატიზებულია აგრეთვე შუა აზიის, უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკებში.

ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში. მოზრდილი ინდივიდები მდინარის კალაპოტში იმყოფებიან ზაფხულის წყლის დონის მომატებამდე, შემდეგ შედიან მდინარესთან დაკავშირებულ ტბებში საკვებად, შემოდგომით ბრუნდებიან ისევ მდინარეში და იზამთრებენ იქ. ამ თევზს ახასიათებს ერთი საინტერესო ჩვევა – რაიმე საგნის ძლიერ ხმაურზე შიშისაგან ხტება წყლიდან 2-3 მ-ის სიმაღლეზე, ხშირად ნავის ხმაურზე ამომხტარი სქელშუბლა ვარდება ნავში, ზოგჯერ იმდენი, რომ იქმნება ნავის ჩაძირვის საშიშროება. იკვებება ძირითადად მცენარეული პლანქტონით, აგრეთვე ცხოველური პლანქტონით, წვრილი ბენთოსური ორგანიზმებით; კეფალის მსგავსად იყენებს ორგანული ნივთიერებებითა და კაჟიანი წყალმცენარეებით მდიდარ ლამს. სქესობრივად მწიფდება 5-6 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისის ბოლოდან აგვისტოს ნახევრამდე, მდინარის ჩქარი დინების ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 467-542 ათას ქვირითამდე.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. ხორცი აქვს გემრიელი, ცხიმიანი (ცხიმი საშუალოდ 8-13%, დიდებს 23.5%-მდე). ამურის აუზში ყოველწლიურად იჭერენ დაახლოებით 10 ათას ცენტნერს, ჩინეთის წყლებში გაცილებით მეტს. ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთი, რაიონებისათვის, საუკეთესო სააკლიმატიზაციო ობიექტია. იჭერენ მოსამწყვდევი ბადეებით, იყენებენ ძირითადად ნედლს, ნაწილობრივ დამარილებულს, შიგნეულისაგან ამზადებენ საჭმელ ცხიმს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 22:14
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კავკასიური მდინარის ღორჯო:სხეული თითისტარისებურია, საშუალო ზომის ქერცლით დაფარული. თავი მომრგვალებულია, შუბლი ვიწრო, თვალის დიამეტრზე ორჯერ ნაკლები. ტუჩები თხელია. ზედა ტუჩი პირის კუთხეებთან ოდნავ გაფართოებული. წინა ნესტოები მოკლე მილაკების სახითაა. თხემი, კეფა, მკერდის ფარფლების ღეროები, ყელის უკანა ნაწილი დაფარულია ქერცლით. მოზრდილებს საცურავი ბუშტი არა აქვთ. ზურგის 1-ლ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 6-7, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი 1, დატოტვილი 16-18, მისი შუა სხივები შედარებით მაღალია. ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი 1, დატოტვილი 12-14. კუდის ფარფლი მომრგვალებულია. ქერცლების გარდიგარდმო მწკრივი 56-73. სხეული მუქი მოყვითალოა. გვერდებზე, ზურგისა და კუდის ფარფლებზე მუქი ლაქებია. მამალი გამრავლების დროს ღებულობს შავ ფერს. სიგრძე 15 სმ-მდეა, წონა 35 გ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

მონათესავე ფორმა. ჭყორა ღორჯო – Gobius cephalarges Pallas, ბინადრობს შავ ზღვაში და მასში ჩამავალ მდინარეებში.
გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში თითქმის ყველგან, ზოგიერთ ტბაში და წყალსაცავში. ცნობილია აზერბაიჯანის, დაღესტნის წყლებში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს მდინარეებში, მდ. ყუბანში და სხვ.

ბიოლოგია. უმეტესად ბინადრობს ჩქარ მდინარეებში, ირჩევს ქვა-ქვიშიან ბიოტოპს. იკვებება წვრილი თევზებით, ბენთოსური ორგანიზმებით, ნაწილობრივ ხმელეთის მწერებით და წყალმცენარეებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. ტოფობს მაის-ივნისში. ნაყოფიერება აღწევს 400-1000 ქვირითამდე, იგი მოგრძოა, დიამეტრით 2-2,4 მმ-მდე. ქვირითს ყრის ქვის ქვედა ზედაპირზე მიწებებით რამდენიმე მწკრივად, გარკვეული წესით, რის გამო მკვლევარმა ნორდმანმა (1840) უწოდა ,,კონსტრუქტორი”.

სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

კაჭკაჭა ღორჯო:სხეული თითისტარისებურია. თავი მომრგვალებული. ზურგის ფარფლი 2. კუდის ფარფლი არასიმეტრიულია. ზურგის 1-ლ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 5-8, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი -1, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი -1, დატოტვილი 8-9. ქერცლის გარდიგარდმო მწკრივი 36-45. შუბლი ვიწრო, მისი სიგანე უდრის თვალის დიამეტრის ნახევარს. ძირითადი შეფერილობა მოყვითალო-ყომრალია, ზურგზე წვრილი ყომრალი წინწკლებით. ზურგისა და ანალური ფარფლების ფუძეების გასწვრივ მუქი ლაქების მწკრივებია. კუდის ფარფლის ფუძესთან მოზრდილი მუქი ლაქაა. ტოფობის დროს მამლებს გვერდებზე უჩნდებათ ყომრალი განივი ზოლები. კენტი ფარფლები უგრძელდებათ და უშავდებათ. სიგრძე დედლისა 40 მმ-მდეა, მამლისა 50 მმ-მდე.

გავრცელება. გვხვდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, შედის მტკნარ წყლებში; ნაპოვნია მდ. კოდორის შესართავში, ნურიის ტბაში და სხვ. ცნობილია შავი, აზოვის და კასპიის ზღვების მომლაშო უბნებში; დნეპრის, ბუგის, დონის, ყუბანის შესართავებში, მანიჩის წყალსაცავში.

ბიოლოგია. ძირითადად ზღვის ბინადარია, ნახევრად გამსვლელი, უმეტესად იმყოფება წყლის სისქეში, ვიდრე ფსკერზე. იკვებება ძირითადად პლანქტონით – კიბოსნაირებით და სხვადასხვა მწერებით. სქესობრივად მწიფდება 1 წლის ასაკიდან. მრავლდება მარტიდან ოქტომბრამდე. ქვირითს ყრის ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში, ნაყოფიერება აღწევს 280-1100 ქვირითამდე. მწარმოებლები ტოფობის შემდეგ იღუპებიან.

სამეურნეო მნიშვნელობა. არა აქვს – სარეველა თევზია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 22:28
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ცისარტყელა კალმახი:ზურის ფარფლში დაუტოტავი სხივი 4-5, დატოტვილი 9-11, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 9-11. მკერდის ფარფლში დაუტოტავი სხივი 1, დატოტვილი 12-13, მუცლის ფარფლში დაუტოტავი სხივი 1, დატოტვილი 8, გვერდის ხაზში 135-150 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 1-ლ სალაყუჩე რკალზე 16-21. ენის კბილაკები 4-6, მალები 57-62, პილორული დანამატები 28-58. ორი წლის ასაკამდე ძლიერ გავს მდინარის კალმახს, მხოლოდ არა აქვს წითელი წინწკლები; მოზრდილს სხეულის გვერდებზე უვითარდება ცისარტყელასებრი ფართო ზოლი. სიგრძე 90 სმ-მდეა, წონა 6 კგ-მდე.

გავრცელება. წყნარი ოკეანის ამერიკის სანაპიროების ბინადარია (ალიასკადან მექსიკამდე), მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აკლიმატიზებულ იქნა ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში. საბჭოთა კავშირში 1936-1940 წლებში მოაშენეს ლენინგრადის, კურსკის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ესტონეთსა და უკრაინაში.

საქართველოში შემოიყვანეს კურსკის ოლქიდან და მოაშენეს შავწყალას საკალმახე მეურნეობაში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის, ტყიბულის, კუმისის, შაორის წყალსაცავებში და რუისის საკალმახე მეურნეობაში.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია, ცივი წყლის მოყვარული, მაგრამ მდინარის კალმახთან შედარებით უფრო ამტანია – ეგუება წყლის ტემპერატურას 4-300. მის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება დაახლოებით 200. სქესობრივად მწიფდება მე-3 – 4 წელს. ნაყოფიერება საშუალოდ აღწევს 500-2500 ქვირითამდე. მრავლდება თებერვლიდან ივნისამდე ჩქარი დინების თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, ქვირითს მარხავს ქავ-ქვიშაში. იგი ფსკერული – არაწებოვანია, მოყვითალო, ნარინჯისფერი, დიამეტრით 4-6,5 მმ-მდე. მისი ინკუბაცია გრძელდება 1,5-2 თვემდე, წყლის ტემპერატურის მიხედვით. ლარვის მიერ ყვითრის შეწოვა ხდება 7-14 დღის განმავლობაში.

ხელოვნურ ტბორში ორი წლისა აღწევს 350-450 გ-მდე, 3 წლისა 1-1,2 კგ-მდე, 4 წლისა 2 კგ-მდე – კვების პირობების მიხედვით. იკვებება კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, მწერების მატლებით, წყალში ჩაცვივნული მწერებით და წვრილი თევზებით.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო სატბორე თევზია. იყენებენ უმთავრესად ნედლს

მდინარის გველთევზა:გვერდებიდან შეტყლეჟილი, დაფარულია წვრილი ქერცლით. თავი თითქმის კონუსისებურია, თვალები პატარა, მოთავსებული პირის უკანა კიდის ზემოთ, კბილები მრავალი, ბასრი. მამალი ვიწროთავიანია, მახვილდინგიანი, დედალი ფართოთავიანი, ბლაგვდინგიანი. სქესობრივი სიმწიფის მოახლოებისას დედალი ხდება ვიწროთავიანი, ანალური ხვრელი სხეულის შუალედის წინაა. ზურგის ფარფლებში 245-275 სხივია, ანალურში 176-249 სხივი. გვერდის ხაზში დაახლოებით 110 ფორი. მალები 111-119. ზურგის, კუდის და ანალური ფარფლები გაერთიანებულია, მუცლის ფარფლები არა აქვს. მკერდის ფარფლები მომრგვალებულია.

მოზარდებს აქვს მუქი-მომწვანო, ან ყომრალი ზურგი, მუცელი ყვითელი ან თეთრი და ზოგჯერ მკვეთრი ყვითელი გვერდები. სქესობრივი სიმწიფის მოახლოებისას იცვლიან ფერს; ზურგი თითქმის უშავდებათ, გვერდები და მუცელი ღებულობენ მოვერცხლო მეტალისებრ ფერს. სიგრძე 150 სმ-მდეა, იშვიათად 2 მ-მდე, წონა 6 კგ-მდეა, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება მცირე რაოდენობით, ნახულია შემდეგ მდინარეებში: ჭოროხი, კინტრიში, სუფსა, რიონი, წყალწითელა, ხობი, ოჩხამური, ბესლეთი და ტბა პალიასტომში. ცნობილია ევროპაში თეთრი ზღვიდან შავ ზღვამდე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებში, მაროკო, კანარის, აზორის კუნძულები, მადეირა და სხვ.

ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ცხოვრობს მტკნარ წყლებში, ეწევა კატადრომულ მიგრაციას – მდინარიდან მიდის ზღვაში გასამრავლებლად, მტაცებელი თევზია, dირითადად იკვებება წვრილი თევზებითა და მათი ქვირითით, ბაყაყებით, კიბოსნაირებით, მცენარეულობით და სხვ. მოზრდილისაგან განსხვავებით ლარვა იკვებება პლანქტონით. სქესობრივად მწიფდება მამალი 8.5 წლისა, მისი სიგრძე 29 სმ, დედალი – 10.5 წლისა, მისი მინიმალური სიგრძე 42 სმ, მრავლდება ატლანტის ოკეანეში 300-400 (1000-მდე) მ-ის სიღრმეზე ადრე გაზაფხულიდან ზაფხულამდე. სატოფე ადგილებში წყლის მარილიანობა 35%-ზე მეტია, ტემპერატურა არა ნაკლებ 7 გრადუსისა. ახალგამოჩეკილი ლარვის სიგრძე 5 მმ-მდეა, იგი არ გავს მოზრდილ ფორმას – გამჭვირვალეა, ფოთოლივით ბრტყელი, აქვს დიდი პირი და გრძელი კბილები. განვითარება ხდება მეტამორფოზით ანუ გარდაქმნით. ლარვის სტადია გრძელდება 3 წელს, რის შემდეგ შედის მდინარეში, იქ რჩება 4-7 წელი. 7-10 წლის ასაკში გასამრავლებლად ბრუნდება ზღვაში.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია, საკმაოდ ცხიმიანი (23%), ჩვენ წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო უმნიშვნელოა. იჭერენ უმთავრესად სალიკი ბადით, ანკესღობურით, წვრილთვალა ბადეებით. იყენებენ უმეტესად შებოლილს, ნაწილობრივ ნედლს და კონსერვის სახით

უკრაინული სალამურა:თევზისმაგვარია, სხეული აქვს წაგრძელებული, შიშველი. კანი ლორწოთია დაფარული. თვალების უკან ლაყუჩის 7-7 ხვრელია. ნესტო კენტია. მკერდის,
მუცლის და ანალური ფარფლები არ გააჩნია, აქვს მხოლოდ ზურგის 2 ფარფლი და კუდის ფარფლი. პირი მრგვალი. ძაბრისებური, მოსაწოვარი, ყბებს მოკლებულია. ჩონჩხი ხრტილოვანი. გამრავლების პერიოდში სალამურას უმოკლდება სხეული, ზურგის ფარფლები უმაღლდება და უერთდება ერთიმეორეს. ქვედა ტუჩზე კბილების რამდენიმე რიგია, რომლებიც ჩვეულებრივ არ ქმნიან მთლიან ზოლს. პირის დისკოს პერიფერიაზე ჩვეულებრივ რამდენიმე რიგად განწყობილი ტუჩის მრავალრიცხოვანი წვრილი კბილებია. ქვედა ყბის ფირფიტაზე 5-10-მდე კბილია, ზედა ყბის ფირფიტაზე-2; მათ შუა ზოგჯერ არის პატარა კბილი, ზოგჯერ განაპირა მსხვილ კბილებს შორის 3 პატარა კბილაკია. ტუჩის გვერდითი კბილები თითოეულ მხარეზეა 3 ან 4, ისინი ჩვეულებრივ არ არიან სამკაპა, მათგან შუა კბილი ორკაპაა. ენის წინა ფირფიტაზე შუა კბილის გვერდებთან ორ-ორი კბილაკია. მტკნარი წყლის ბინადარია. სხეულის სიგრძე 21 სმ-მდეა.

გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ჩაქვისწყალი, ჩაისუბნისწყალი, ხობი, ენგური, კოდორი, კელასური, მაჭარა, გუმისთა, ბზიფი. საქართველოს გარეთ გავრცელებულია მდინარეებში ყუბანი, დონი, დნეპრი, დნესტრი, პრუტი და ნოვოროსისკის მიდამოები.

ბიოლოგია. ნაკლებადაა შესწავლილი. მრავლდება მარტიდან ივნისამდე. ნაყოფიერება აღწევს 2000-3000 ქვირითამდე (მდ. დნეპრი). ქვირითის დიამეტრი 1 მმ-ე მეტია. განვითარება ხდება მეტამორფოზით, ლარვა ძლიერ განსხვავდება ზრდასრულისაგან – პირი არა აქვს მრგვალი, მისაწოვარი, ძაბრისებრი და კბილებს მოკლებულია. ლაყუჩის ხვრელები მოთავსებულია ღარში, თვალები კანის ქვეშაა დამალული, ფარფლები სუსტადაა განვითარებული.

სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს.

მტკვრის ციმორი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7. ანალურში დატოტვილი 5-6, გვერდის ხაზში 40-43 ქერცლია. ხახის კბილები 2.5-5.2; 2.4-5.3; 3.5-5.3; 2.4-6.3; 3.5-5.2. სხეული წაგრძელებულია. კუდი წვრილი. პირი ქვედაა. ერთი წყვილი ულვაშია, კუდის ფარფლი ღრმადაა ამოჭრილი. გამრავლების პერიოდში თავზე უჩნდება ფეტვის მარცვლის ოდენა ბორცვაკები, სწორედ ამის გამო შერქმული აქვს სახელები ფეტვია და ღომღომა. სხეულის სიგრძეზე გვერდითი ხაზის ზემოთ 6-12 მუქი ლაქაა. ზურგისა და კუდის ფარფლებზე წვრილი მუქი ლაქების მწკრივებია. ზურგი მუქია, მუცელი ღია ნაცრისფერი. სიგრძე 24 სმ-მდეა. წონა 15 გრ-მდე.

მონათესავე ფორმა. დასავლეთ ამიერკავკასიური ციმორი- Gobio gobio lepidolaemus n. caucasicus Kamensky – ბინადრობს დასავლეთ საქართველოში.

გავრცელება. ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში: მტკვარი და მისი შენაკადები, ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ალაზანი, იორი, ჯანდარის ტბა, თბილისის და სიონის წყალსაცავები. სხვაგან ცნობილია: აზერბაიჯანში, სომხეთში და ირანში.

ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. ამჯობინებს მდინარეში ნელი დინების მდორე ადგილებს. იკვებება კიბოსნაირებით, მწერთა მატლებითა და ჭუპრებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. ტოფობს მაის-ივნისში, თხელწყლიან, სილიან ადგილებში და მცენარეულობაზე. ქვირითი წებოვანია, ეწებება მცენარეებს და სხვა საგნებს. ნაყოფიერება აღწევს 1000 ქვირითამდე.
სამეურნეო მნიშვნელობა. უხარისხო, სარეველა თევზია,იყენებენ ნაკლებად

მტკვის ნაფოტა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8-10, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-11, გვერდის ხაზში 41-47 ქერცლია, ხახის კბილები 6-5, მალები უმეტესად 39, პირი თითქმის ქვედაა. ფარფლები ნაცრისფერია, კიდეებზე მოშავო. თვალი მოვერცხლისფრო, ზოგ ინდივიდს ოქროსფერი აქვს. სქესმწიფობისას სხეულსა და ფარფლებზე უჩნდება ეპითელური ბორცვაკები, მეტი რაოდენობით მამლებს. სიგრძე 37 სმ, წონა 550 გ, ერთეულები აღწევენ 700 გ-მდე.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მტკვარში, იორში, ალაზანში, ჯანდარის ტბაში, თბილისის წყალსაცავში. აღნიშნულ წყლებში შემოვიდა მტკვრის ქვემო დინებიდან მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. საქართველოს გარეთ გავრცელებულია მტკვარში შესართავამდე, კასპიის ზღვის სანაპირო ზოლში მდ. სამურიდან ფეხლევის ყურემდე, მეტი რაოდენობითაა კიროვის ყურეში, იქიდან შედის მდინარეებში: კუმბაშინკაში და ვილიაჟჩაიში, არეზის შესართავში, ოლხოვის ტბაში.

ბიოლოგია. მტკვრის ქვემო დინებაში ნახევრად გამსვლელია. საქართველოს წყლებში ადგილობრივი ბინადარია. სქესობრივად მწიფდება მესამე წლიდან, ცალკეული ინდივიდები – მეორე წლიდან. ნაყოფიერება აღწევს 1000-55000 ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1,06-1,63 მმ-მდეა. მრავლდება სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს – მარტიდან ივნისამდე, ქვირითს ყრის თხელწყლიან ადგილებში წყალქვეშა მცენარეებზე. ინკუბაცია გრძელდება 3-8 დღე-ღამეს (18-190). ლარვა ქვირითიდან გამოსვლისას 5-6 მმ სიგრძისაა. იკვებება მწერებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით და მცენარეულობით.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში გავცელების შემდეგ თბილისის ზღვაში მოიპოვა სარეწაო მნიშვნელობა, იქ 1961 – 1965 წლებში მოპოვებულ იქნა 21 ცენტნერი.

აზერბაიჯანის წყლებში ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარეწაო თევზად. იჭერენ მოსასმელი, ჩასადგმელი მცურავი და მოსაყრელი ბადეებით.

გემრიელი თევზია, ცხიმიანობა აღწევს 2,4%. იყენებენ ნედლს, უმეტესად შებოლილსა და დამარილებულს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 22:50
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მტკვრის ტობიზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8-10, გვერდით ხაზში 52-64 ქერცლი, ხახის კბილები 6-5, იშვიათად 6-6, მალები 43-44, ლაყუჩის კბილაკები მოკლეა, ხშირი 22-26. პირი ქვედაა, ნახევარმთვარისებრი. ქვედა ყბა რქოვანი შალითითაა დაფარული – მჭრელი, ქერცლი თხელია, ელვარე, სხეულის გვერდებზე გვერდითი ხაზის ზევით და ქვევით მიჰყვება მუქი პიგმენტებისაგან შემდგარი ზოლი, რომელიც ზოგ ინდივიდს სულ არა აქვს. ზურგისა და კუდის ფარფლების ბოლოები მუქია, დანარჩენი ფარფლები ნარინჯისფერი. ტოფობის პერიოდში სხეულზე უჩნდება ეპითელური ბორცვაკები სიგრძე 25 სმ-მდეა, წონა 160 გ—მდე.

გავრცელება. საქართველოს წყლებში ბინადრობს: მტკვარში, ხრამში, არაგვში, იორში, ალაზანში, ჯანდარის ტბაში. სხვაგან – აზერბაიჯანის წყლებში.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ირჩევს ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებს. სქესობრივად მწიფდება მესამე წელს. სქესმწიფე დედალი აღწევს 9.7 სმ-ს და მეტს, წონით 17-160 გ-მდე, მამალი 7.7-15.8 სმ-მდე, წონით 8.5 – 49 გ-მდე, მრავლდება მაისიდან აგვისტომდე, ტოფობს ერთდროულად. ნაყოფიერება აღწევს 1500-7000 ქვირითამდე, ქვირითის დიამეტრი 1.21-1.69 მმ-მდე. იკვებება ძირითადად წყალმცნარეებით (ხრამულის მსგავსად, ფხიანი ქვედა ტუჩით საგნებიდან ფხეკს), აგრეთვე წყლის მწერებითა და მატლებით.

სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად

ლობანი კეფალი:სხეული წაგრძელებულია, დაფარულია მსხვილი ქერცლით. პირი პატარაა, გარდი-გარდმო. კბილები წვრილია. ცხიმოვანი ქუთუთოები განიერი, აღწევს თვალის გუგამდე. ზურგის ფარფლი 2. კუდის ფარფლი ძლიერაა ამოჭრილი, გვერდის ხაზი არა აქვს. ზურგის 1-ლ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 4, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი – 1, დატოტვილი 8-9, ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი – 3, დატოტვილი – 8. გარდიგარდმო ქერცლთა მწკრივი – 42-45. მალები – 24. პილორული დანამატი 2-3. ზურგი ნაცრისფერია; გვერდებზე გასდევს 6-7 გასწვრივიყომრალი ზოლი. კენტი ფარფლები ნაწილობრივ მოყვითალოა. სიგრძე 63 სმ-მდეა, წონა 3.5 კგ-მდეა; იშვიათად სიგრძე 75 სმ-მდეა, წონა 5-12 კგ-მდეა.

მონათესავე ფორმა. მახვილცხვირა კეფალი – Mugil saliens Risso

გავრცელება. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება ყველგან. საკვებად შედის მდინარეებში; ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი; ტბებში: ნურიის, პალიასტომი, ინკიტი და სხვ. ცნობილია ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებში და მათთან დაკავშირებულ ზღვებში. აკლიმატიზებულია კასპიის ზღვაში.

ბიოლოგია. ზღვის ძლიერ მოძრავი ქარავნული თევზია. ევრიჰალინური ფორმაა – კარგად ეგუება წყლის მარილიანობის ცვლილებას; შედის მტკნარ წყლებში გვხვდება 75-88% მარილიან წყლებში. იკვებება შლამის ზედაფენებში განვითარებული ორგანული ნივთიერებებით, აგრეთვე ჭიებით, ლოკოკინებით, კიბოებით და სხვ. სქესობრივად მწიფდება 3 წლის ასაკიდან. შავ ზღვაში მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე. სიღრმეში სანაპიროებიდან დაშორებით ყრის 2-8 მილიონამდე ქვირითს, რომელიც პელაგურია. მისი დიამეტრიც 0,7 მმ-მდეა. ლარვები იჩეკებიან 2-5 დღეში.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. იჭერენ ჩასადგმელი ბადეებით, მცურავი ჭილობბადით. ვენტერით, სასროლი ბადით (მდინარეში). საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პალიასტომის ტბაში, იქ მოპოვებული კეფალის რაოდენობა წლების მიხედვით ძალიან მერყევია – ყველაზე მეტი მოპოვებულია 1930 წელს (78.8 ცენტნერი). ყველაზე მცირე – 1947 წელს (26.9 ცენტნერი). იყენებენ ძირითადად ნედლს, შებოლილს, დაკონსერვებულს.

ფარფლწითელა: ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8-10, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-12, გვერდის ხაზში 37-43 ქერცლია, ხახის კბილები 3.5-5.3. ლაყუჩის კბილაკები 11-12, მალები 34-36, პირი თავის ბოლოზეა, მიმართული ზევით. შეფერილობა ნათელი, განსაკუთრებით ტოფობისას; მკერდის, მუცლის, ანალური და კუდის ფარფლები მოწითალოა. სიგრძე 36 სმ-მდეა წონა 600 გ-მდე.

გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი,ლეჩა, რიონი, ენგური, თიქორი, ჭურია; ტბებში: ნურიის, პალიასტომის, ბებესირის. საქართველოს გარეთ გვხვდება: აზერბაიჯანის წყლებში, კასპიის, არალის, აზოვის, შავი, ბალტიის ზღვების აუზების მტკნარ წყლებში.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ირჩევს მცენარეულობით მდიდარ, ნელი დინებისა და მდგარ წყლებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2 წლიდან, ნაწილი – უფრო გვიან. ნაყოფიერება აღწევს 37-147 ათას ქვირითამდე (დნეპში 232 ათას ქვირითამდე). ტოფობს აპრილიდან ივლისამდე. ქვირითს ყრის წყალქვეშა მცენარეებზე, იგი წებოვანია, დიამეტრით 1.5 მმ. განვითარება 20-220 დროს გრძელდება 3 დღე-ღამეს; ახალგამოჩეკილი ლავრის სიგრძე 4 მმ-მდეა. იკვებება ძირითადად ფიტოპლანქტონით, წყლის მცენარეებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით.

სამეურნეო მნიშვნელობა. მცირე ღირსების თევზია. საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სარეწაო მოპოვება ხდება ვოლგა-კასპიის რაიონში, დნეპრის დელტაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის მრავალ მდინარესა და ტბაში, შუა აზიაში (სირდარია, ამურდარია), იჭერენ სხვა თევზებთან ერთად სხვადასხვა ბადეებით. იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილ

თეთრი ამური:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8, გვერდის ხაზში 43-45 ქერცლია. ხახის კბილები ორმწკრივადაა, მკვეთრად დაკბილული. ლაყუჩის კბილაკები პირველ რკალზე დაახლოებით 12, მოკლე, მეჩხერი. პირი ნახევრად ქვედაა. სხეული წაგრძელებულია, შუბლი განიერი. შეფერილობა ისეთივე აქვს როგორც კობრს, ხოლო გვერდები უფრო ნათელია, ოდნავ ოქროს ელფერით. ყველა ფარფლი მუქია. თითოეული ქერცლის ფუძე მურაა, სიგრძე 1მ და მეტი, წონა 32კგ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. ბინადრობს მდ. ამურში, ჩინეთში კანტონამდე. გავრცელებულია მდ. ამურის შუა და ქვედა დინებაში, მდ. უსურში, ტბა ხანკაში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან, ბინადრობს ჯაპანისა და ნაქალაქევის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში, მარაბდის წყალსაცავში და სხვა. საქართველოს გარეთ აკლიმატიზებულია შუა აზიის, უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკაში.

ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. დღისით იმყოფება მდინარის ღრმა ადგილებში, ღამე ამოდის სანაპირო ზოლში საკვებად. იკვებება წყლის მცენარეებით, ბალახით, ხის ფოთლებით, თევზის ლიფსიტებით, ჭიებით, მწერებით და სხვა. მოზარდი ერთი თვის ასაკამდე იკვებება, პლანქტონით, ხოლო შემდეგ – მცენარეულით. სქესობრივად მწიფდება 4 წლის ასაკიდან, როცა იწონის არანაკლებ 3.5 კგ-ს. ნაყოფიერება 100-816.7 ათას ქვირითამდე. ტოფობს აპრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, მდინარის ჩქარი ადგილების ზედა ფენებში, წყლის 26-30 გრადუსი ტემპერატურისას. საქართველოში ამრავლებენ ხელოვნურად. ქვირითი ნახევრად პელაგურია, მისი დიამეტრი აღწევს 2-2,5 მმ, ქვირითიდან ლარვა გამოდის 32-40 საათის შემდეგ. ყვითრის შეწოვა მთავრდება მე-6 დღეს და იწყებს დამოუკიდებელ კვებას. 1 წლის სიგრძით აღწევს 20-25 სმ, წონით – 0.6 კგ-ს.
სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია, ხორცი აქვს ცხიმიანი (5.2-6.7%), გემრიელი, გამოიყენება როგორც საუკეთესო საკვები, (ნედლი და დამარილებული)და აგრეთვე წყალსატევების, ხელოვნური არხების, მცენარეულობისაგან გამწმენდი (იკვებება ძირითადად წყლის მცენარეულობით). მისი მოპოვება ხდება უმთავრესად ზაფხულში, ძირითადად მოსაყრელი და მცურავი ბადეებით, ვენტერით.

შავი ზღვის ქაშაპი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 12-16, ანალურში დაუტოტავი სხივი 2-3, დატოტვილი 16-20. ლაყუჩის კბილაკები 40-73. მალები 48-53.

პირი დიდია; კბილაკები კარგად განვითარებული. მუცელი გვერდებიდან შეტყლეჟილია და კარგად გამოხატული ქედი აქვს. თვალები ცხიმოვანი ქუთუთოებით. სხეული დაბალია და წაგრძელებული.

თავის ზედა მხარე და ზურგი მომწვანო-მოლურჯოა, გვერდები მოვერცხლისფრო-მოთეთრო, ვარდის ან იის ელფერით. ლაყუჩის სახურავის უკან მუქი ლაქაა. არჩევენ ორ ბიოლოგიურ რასას – მსხვილსა და წვრილს, მსხვილის სიგრძე აღწევს 45 სმ-მდე, წვრილის – 25 სმ-მდე.

გავრცელება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება ძირითადად წვრილი ფორმა, შედის პალიასტომის ტბაში და მასში ჩამავალ მდინარეებში.

საქართველოს გარეთ ცნობილია შავი-აზოვის ზღვებში, საიდანაც შედის მდინარეებში: დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი.

ბიოლოგია. გამსვლელი, ქარავნული თევზია; ბინადრობს ძირითადად ზღვაში, შედის გამტკნარებულ სანაპირო ადგილებში, მდინარეებში, ტბებში.

იკვებება ძირითადად წვრილი თევზებით (ქამსა, ქარსალა და სხვ.-74%). ნაკლებად იყენებს პლანქტონს და ფსკერულ კიბოსნაირებს.
მამალი სქესობრივად მწიფდება უმეტესად ორი წლის ასაკში, დედალი – სამი წლის ასაკში. ტოფობს მდინარეებში, ტბებში მაისიდან აგვისტოს ნახევრამდე. ნაყოფიერება აღწევს 10,1-141 ათას ქვირითს; მისი დიამეტრი 2,58-2,86 მმ-მდეა, ინკუბაცია გრძელდება 43-72 საათი, წყლის 19,50 ტემპერატურისას.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში სიმცირის გამო ამ თევზის მოპოვება თევზრეწვის სტატისტიკით ცალკე არ აღირიცხება. შედარებით დიდი რაოდენობით იჭერენ აზოვ-შავი ზღვის აუზში, სადაც 1936-1938 წლებში მოპოვებული იყო 52,3-76,9 ათასი ცენტნერი. იჭერენ ძირითადად ბადეებით. ქაშაყებს შორის ყველაზე ცხიმიანი (18,8-21,8%) და გემრიელია. იყენებენ ძირითადად დამარილებულს, ამზადებენ კონსერვებს.

შამაია:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 13-17. გვერდის ხაზში 57-74 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები ხშირი, გრძელი 22-23, მალები 43-45. მუცელი მუცლის ფარფლებს უკან შეტყლეჟილია გვერდებიდან წიბოს წარმოქმნით, წიბო ანალურ ხვრელთან ქერცლით დაუფარავია. სხეულის უდიდესი სიმაღლე აღწევს სიგრძის 21-28%-მდე. ზურგი მუქი-მომწვანო, ქერცლი მოვერცხლისფრო, სიგრძე 39 სმ-მდე, წონა 600 გ-მდეა ჩვეულებრივ გხვდება უფრო პატარები.

მონათესავე ფორმა. ბათუმის თრისა, შამაია (ელავი) ბინადრობს დასავლეთ საქართველოში.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში. სადაც ჰესების აშენებამდე (მინგეჩაურის, ზაჰესის და სხვ.) ადიოდა თბილისის ზევით – არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში, მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, შედიოდა მდ. იორში, ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან ამოდის უფრო მასობრივად: მტკვარში, ალაზანში, იორში, გვხვდება თბილისის წყალსაცავში და ჯანდარის ტბაში, ძირითად ბინადრობს კასპიის ზღვაში. გვხვდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მტკნარ წყლებში, მდინარე ვოლგაში, თერგში და სხვაგან.

ბიოლოგია. არსებობს ადგილობრივი და გამსვლელი ფორმა, საქართველოს წყლებში ამჟამად გვხვდება აგრეთვე ადგილობრივი ბინადარიც; მხოლოდ ზოგ წყლებში გამსვლელი ფორმა ახდენს დიდ მანძილზე მიგრაციას. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გამრავლებისათვის ამოდის მტკვარში, მის შენაკად ხრამში, მდ. ალაზანში, მდ.იორში და სხვ. იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით. ეტანება წყალში ჩაცვივნულ მწერებს, ჭამს თევზებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. ტოფობა გრძელდება მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ნაყოფიერება აღწევს 10-54.7 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრიც 1.33-1.94 მმ-მდეა.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში შემოდის დიდი რაოდენობით მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, სადაც მიიღო სარეწეო მნიშნელობა. 1956-1960 წლებში თბილისის თევზის სარეწაომ მდ. ხრამში მოიპოვა 55.3 ცენტნერი, მდ. მტკვარში 1959-1960 წლებში 24.9 ცენტნერი, ალაზანში-16.9 ცენტნერი. იჭერენ მოსასმელი ბადით, ვენტერით და სხვა იარაღებით. ძვირფასი გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს. ყურადღებას იპყრობს სატბორო მეურნეობის თვალსაზრისით.

შავი ზღვის ორაგული:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 4, დატოტვილი 9-10, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8. გვერდის ხაზში 108-126 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 16-21. ყბებზე, ენაზე, სასაზე, სახნისის ძვალზე კბილაკებია. ზურგის ფარფლის უკან ცხიმოვანი ფარფლია. კუდის ფარფლი მოზრდილებს ნაკლებად ამოჭრილი ან სწორი აქვს.
ზურგი მუქი ნაცრისფერი, ლურჯი-ფოლადის ელფერით. გვერდები და მუცლის მხარე მოვერცხლისფრო-თეთრი. სხეულზე შავი ლაქები, უმეტესად გვერდითი ხაზის ზევით. თავის გვერდებზე უფრო მსხვილი მუქი ლაქებია. ფარფლები ნაცრისფერი. ზურგის ფარფლზე მცირე მუქი ლაქების რამდენიმე მწკრივია. მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლების ფუძეები უმეტესად მოვარდისფროა. ზოგ ინდივიდს სხეულზე ლაქები არა აქვს. სიგრძე აღწევს 110 სმ-მდე. წონა 24 კგ-მდე, იშვიათად მეტს.

გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში; საქართველოს სანაპიროებთან შედის შემდეგ მდინარეებში: ჭოროხი, მაჭახელა, კინტრიში, ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი. შედის აგრეთვე აზოვის ზღვაში, ყირიმის მდინარეებში, დნეპრში, დუნაიში, ყუბანში და სხვ.

ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. გასამრავლებლად შედის მდინარეებში, დაწყებული მარტიდან ივლისამდე. მდინარეში მცირე მოზარდები რჩებიან 1-3 წლამდე, შემდეგ ჩადიან ზღვაში, სადაც ინტენსიურად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან და იქიდან ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდებიან მდინარეში, სადაც სრულდება მათი სქესობრივი მომწიფება.

ორაგული, ანუ ზღვაში ბინადარი კალმახი თავისი ძირითადი ფორმის – მდინარის კალმახისგან განსხვავდება სწრაფი ზრდით, მაღალი ნაყოფიერებით, სხეულის ფორმით, შეფერილობით, რაც გამოწვეულია ზღვის თავისებური პირობების გავლენით. იკვებება მდინარეში კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით. ხმელეთიდან ჩაცვივნული ჭიანჭველებითა და სხვა მწერებით. ზღვაში ძირითადად იკვებება თევზებით (ქაფშია, ქარსალა და სხვ.), სხვადასხვა უხერხემლო ცხოველებით. მისი ზრდა მდინარესა და ზღვაში საკმაოდ განსხვავებულია – მდინარეში იზრდება ნელა, ხოლო ზღვაში სწრაფად.

სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში, ზღვაში ერთი-ორი წლის ყოფნის შემდეგ.

მდინარეში შედიან ჯერ მსხვილი ინდივიდები 80-100 სმ სიგრძისა, შემდეგ მცირე ინდივიდები 50-60 სმ სიგრძისა. მდინარეში ტოფობა გრძელდება ოქტომბრიდან თებერვლამდე. ორაგულის სატოფო ადგილები განლაგებულია მდინარის შუა და ზემო დინებებში, თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითს ყრის თავის მიერ ამოთხრილ ორმოში. წყლის 4-80 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 2,5-15,5 ათას ქვირითს. ორაგულის ქვირითის განაყოფიერებაში მონაწილეობს აგრეთვე მდინარის კალმახი. ორაგული ტოფობის შემდეგ ბრუნდება ისევ ზღვაში.
ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, 9-100 ტემპერატურისას ინკუბაცია გრძელდება 40-50 დღე-ღამეს.

ორაგულისა და კალმახის ახალგაზრდა თაობა მდინარეში ერთიან ფონდს შეადგენს, რაც ცხოვრების მეორე წელს ცალკევდება (ითიშება) მდინარეში დამრჩომ კალმახად და ზღვაში ჩამსვლელ ორაგულად, ამ დროს საორაგულე მოზარდები ღებულობენ ვერცხლისებრ შეფერილობას და ეშვებიან ზღვისკენ; როგორც წესი, ძირითადად მიდის მდედრობითი სქესის ინდივიდები, რაც შეადგენს 80-90%, ხოლო მდინარეში რჩება უმთავრესად მამრობითი სქესი.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. ადრე მისი მოპოვება, ოფიციალური ცნობებით აღწევდა წლიურად 90 ცენტნერამდე; ამჟამად თევზის მარაგის შემცირების გამო სარეწაო ჭერა არ ხდება; ტარდება ღონისძიებები მისი მარაგის აღდგენისათვის.

კოლხური წვერა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4 , დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 4-7. გვერდის ხაზში 47-66 ქერცლი, ხახის კბილები 2.3.5.3.1, ლაყუჩის კბილაკები 8-13. პირი ქვედა, ნახევარმთვარისებრი. ტუჩები ძლიერ განვითარებული, სქელი. დინგი წაგრძელებული, ულვაში 2 წყვილი. სხეული წაგრძელებულია, გვერდები ოდნავ შეტყლეჟილი. ზურგის ფარფლი ოდნავ ამოკვეთილია, კუდის ფარფლი საკმაოდაა ამოკვეთილი. თვალები პატარაა. გვერდები გვერდითი ხაზის ზევით და ზურგი მუქია, ქვევით მოყვითალო ან მონაცისფრო. სხეულზე და ზოგჯერ ფარფლებზე მუქი ლაქებია. სიგრძე 51 სმ-მდეა, წონა 1.3 კგ-მდე. ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს წყლებში: ჭოროხი, ჩოლოქი, კინტრიში, სუფსა, რიონი. ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი, ფსოუ და მათი შენაკადები; ამტყელის ტბა, ტყიბულის და ლაჯანურის წყალსაცავები, ცნობილია მცირე აზიის წყლებში მდ. საკარის აუზამდე.

ბიოლოგია. ძირითადად მდინარის ბინადარია, ეგუება მდგარ წყლებსაც. მდინარეებში ადის კალმახის გავრცელების ქვედა უბნამდე. უმეტესად იკვებება ცხოველური ბენთოსით (სიმულიდები, ქირონომიდები, გვერდულები, ლოკოკინები, რუისელები, დღიურები), ცხოველური და მცენარეული დეტრიტით, მდინარის კიბოებით, ზოგჯერ ჭამს წვრილ თევზებს და მათ ქვირითს. კოლხური წვერას ზრდა სხვადასხვა წყალსატევებში ჩვეულებრივ განსხვავდება; მდინარეში იზრდება უფრო ნელა, ვიდრე ტბაში და წყალსაცავებში. მკვეთრადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი ზრდაში, სახელდობრ, დედალი იზრდება უფრო დიდი, ვიდრე მამალი.
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს ორჯერ, თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება დამოკიდებულია ძირითადად ასაკსა და სხეულის ზომაზე, რაც მდინარეში აღწევს 2-15 ათას ქვირითს, ხოლო ტბაში 4-30 ათას ქვირითს, იგი გამრავლების დროს შხამიანია.

სამეურნეო მნიშვნელობა. გემრიელი თევზია, რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მისი მოპოვება მხოლოდ ადგილობრივი სპორტული ხასიათისაა. იჭერენ უმთავრესად სასროლი ბადითა და ანკესით, აგრეთვე სხვა იარაღებით. იყენებენ უმთავრესად ნედლს.

კაპარჭინა:სხეული მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული, პირი პატარა, ნახევრად ქვედა. მუცლის ფარფლების უკან ქერცლით დაუფარავი ქედია. სქესმწიფე მამლებს ტანსა და ფარფლებზე უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 22-30. გვერდის ხაზში 49-60 ქერცლია. ხახის კბილები 5-5, ლაყუჩის კბილები 19-24. მალები 44-46. სხეული და მკერდის ფარფლები მონაცრისფროა, დანარჩენი ფარფლების ბოლოები მოშავო, სიგრძე 45 სმ-მდე, იშვიათად 75 სმ-მდე. წონა 6 კგ-მდე და მეტი.

მონათესავე ფორმა. აღმოსავლური კაპარჭანა – Abramis brama orientalis Berg -საქართველოს წყლებში შემოვიდა მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ.

გავრცელება. ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური. ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია ევროპაში, ჩრდილოეთის, ბალტიის, თეთრი და შავი ზღვის აუზებში.

ბიოლოგია. ნახევრად გამსვლელი თევზია. ბინადრობს უმეტესად მდინარის ქვემო დინებაში, ირჩევს მცენარეებით მდიდარ ადგილებს. ცხოვრობს აგრეთვე ტბებში და ზღვის გამტკნარებულ უბნებში. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, ჭიებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, აგრეთვე წყალმცენარეებით. მოზარდი იკვებება პლანქტონით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკიდან. მრავლდება აპრილიდან ივლისამდე, თხელწყლიან, მცენარეებით მდიდარ ადგილებში, წყლის 12-13 გრადუსი ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს საშუალოდ 381600 ქვირითამდე (მდ. დნეპრში 587 ათასამდე). ქვირითის დიამეტრი 1-1.5 მმ-მდეა, იგი წებოვანია, მისი განვითარება წყლის 20 გრადუსია ტემპერატურის დროს გრძელდება 6 დღე-ღამე. ახალგამოჩეკილი ლარვის სიგრძე აღწევს 4.2-4.4 მმ-მდე. ყვითრის შეწოვა ხდება 3-4 დღე-ღამეში.

სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი სარეწაო თევზია, საქართველოს წყლებში იჭერენ სხვა თევზებთან ერთად. რაოდენობის სიმცირის გამო დიდი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ითვლება აგრეთვე თევზის ხელოვნური მოშენების ობიექტად. მისი მოპოვება ხდება ძირითადად კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილში, აზოვის ზღვაში, შავი ზღვის გამტკნარებულ ადგილებში, პეტერბურგის ოლქის ტბებში, ბალტიის ზღვის აუზის სამხრეთ ნაწილში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოპოვება მცირეა. დიდი ეგზემპლარების ცხიმიანობა შემოდგომით აღწევს 4.9-8.7%, პატარა ეგზემპლარები შედარებით მჭლეა. გამოიყენება ნედლი, დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული. მის ნარჩენებს იყენებენ ტექნიკური ცხიმის, წებოს და ფქვილის დასამზადებლად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 14:04