კლუბის ერთობლივი სეზონის გახსნა 2015, წალკა 15 აგვისტო 2015 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბის ერთობლივი სეზონის გახსნა 2015, წალკა 15 აგვისტო 2015 |
Aug 25 2015, 22:09
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. არაა, ეს დასაწყისი მე არ გამომადგება... დაივწყებ ისევ ჩემებურად. მოკლედ, წლების გამოცდილებით დიდი სჯა-ბაასი არ დაგვიწყია იმის შესახებ თუ სად უნდა გაგვეხსნა სეზონი. ერთხმად შევთანხმდით რომ ეს წალკაში უნდა მომხდარიყო, ტრადიციულ მინდვრებში და ტრადიციულ საქეიფო ადგილას. შევიკრიბეთ სტანდარტულად 15 აგვისტოს 03:00-ზე ტამპლიერას სახლთან. არა, სტანდარტული არ მომწონს არაფერი. ორიგინალური მირჩევნია. ხოდა შევიკრიბეთ ორიგინალურად 15 აგვისტოს 03:00-ზე ტამპლიერას სახლთან. როგორც ხდება ხოლმე, ზოგმა დააგვიანა, ზოგი ადრე მივიდა და ამასობაში ოთხი საათიც დაიწყო. ჩვენი პრეზიდენტი აღშფოთდა და რაარის 4-ია თითქმის და ჯერ არ გავსულვართო მოკლედ, მივესალმეთ ერთმანეთს. მოვიკითხეთ ამ მთისა და თქვენ წარმოიდგინეთ იმ მთისაც არ დაგვვიწყებია... ტამპლიერამ 2-დან აქ ვარ, გელოდებით სად ხართ ამდენ ხანსო... გურგენას ძაღლმა წამოყო თავი და პატრონს შესჩივლა თუ მაინც აქ უნდა მეყურყუტა რას მაღვიძებდი ტყუილად ამ შუაღამეზეო. როგორც იქნა შევიკრიბეთ ყველა, გავნაწილდით მანქანებში და გავქუსლეთ მრგვალი ბორბლებით წალკისკენ. ჩასვლისას გადავნაწილდით ვინ რომელ მინდორში უნდა წასულიყო და დავთქვით შეკრების დრო პურიჭამის ადგილას. დავითუსა დავტოვეთ ადგილის ჯავშნად და შვენ შევუყევით მინდვრებს. როგორც ყველა ვარაუდობდა პირველ საათს ვერავინ მოუცდიდა და მოგვიწია ადრე შეკრება. გაგიკვირდებათ და უცბად, სადღაციდან თავი წამოყო ლურჯ ბოთლში ჩასხმულმა რაღაცა მძაფრმა სასმელმა, მორგანამაც მორგანი დააძრო და ეგრევე მოვუძებნეთ გამოყენება. რიჩიმ, გავიქაფე იმდენი ვირბინე და ამათი ამბავი რო ვიცი ბორბალზე მიბმულს ერთ ჭიქას არ შემოგთავაზებენო. უცბად ატყდა ჩოჩქოლი და გაისმა ხმა: პური მოდის პურიოოოო!!! ჯოლამა თქვა გასკდა გული მაიტა ერთი დამალეინეთ ხალხი არა ხართო?! და ერთ ჭიქაში ჩაკლა დარდები ეგრევე. |
|
|
Aug 25 2015, 22:13
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ნამეტანი ეამა ტამპლიერას ვისკი და თქვა მე ღვინოზე ალერგია მაქვს და ვისკით გავაგრძელებო.
მაგის ჩიტი იყო ნუკრა ეხლა?! თვალით მანიშნა ვისკები გადამალეთო. მეც ავდექი და შევასრულე რჩევა და დღემდე სასარგებლოდ მივიჩნევ ჩემს ქმედებას რას აღარ ეცადა ჩვენი ნიკო. ხან თავზე დაადგა ხვეწნა-მუდარით ხან ყურში უჩურჩულა ვნებიანი ხმით მაგრამ ვერაფერს გახდა და დანებდა ნუკრამ უთხრა შე ოხერო რა ადვილად ნებდები, წადი, მოფსი და დაიძინეო ამასაც სხვა რა დარჩენოდა... მაგრამ დაძინებით საბოს შეეშალა და ტამპლიერას მაგივრად დაიძინა. შემომხედა და მითხრა რა გავჩნდი მაინც ამისანა უბედურიო მერე გენო ძიას გახედა და ჩაიხითხითა მაგარი გავუჩალიჩეთო აჩიკომ კიდე ყველაზე ქუულ სასტავი ვართ, მაგარი ვიგიჟეთო მორგანამ, პრასი გვაქვენ პრასიო. და ჯოლაც გემრიელად შეუდგა ხორცების და ჩაშუშულების კეთებას. ამაზე რა კომენტარი გავაკეთო მართლა არ ვიცი. რატო დაიწყო სიმღერა და ვალსს რატო ეცეკვებოდა ამ ბოთლს დღემდე ვერ ვხვდები... აქვე მინდა მივულოცო კლუბის წევრობა მიშას და კარდინალს. რათქმაუნდა, მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ კლუბის ატრიბუტიკა და კურთხევამაც არ დააყოვნა |
|
|
Aug 25 2015, 22:15
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ერთი შეხედვით დავითუსა კუნინძის პერსონაჟია. დიახ, თავიდან ყველას ასე გვეგონა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა.
ბლექმა თქვა პაპა კარლო ვარ და ბურატინო უნდა გამოვთალოო. შეუდგა საქმეს... სად იყო და სად არა, უცბად ხელის ერთი მოძრაობით ცხვირი წაათალა, მაგრამ პაპა კარლო რისი პაპა კარლო იქნებოდა გამოსავალი რომ არ მოეძებნა. თქვა ისევ ბლექად გადავკეთდები და ამისგან ქაფქირს გამოვთლიო და საქმესაც შეუდგა. დავითუსამ უთხრა უბედურ ნახ**ეტებს ვაკეთებ და მე გამაკეთებინეო. ბლექმა კარგი ოღონდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშო... დაიწყო დავითუსამაც ნახ**ეტების კეთება თავდაუზოგავად და აი, შედეგმაც არ დააყოვნა. გულდაწყვეტილმა კაჯუბერმა ჩაილაპარაკა ბავშვობიდან მულ“წ“იკებზე ვგიჟდები, ბურატინო ჩაგვივარდა, ტარზანი ჩემი კუმირია და იმას მაინც განვასახიერებო და დაიწყო ხის ტოტებზე პორწიალი. დავითუსამ აიტეხა გინდა თუ არა ისეთ ხასიათზე ვარ „სამალიოტი“ უნდა დავსვაო და კი გაუშვა ფუტი. ამასობაში მოახლოვდა საღამოც. გაიხსნა ვისკის მარაგიც. მომარაგდა ლუდიც. ასე თქვა ჯოლამ, რომ მაცივარი სულ სავსე უნდა იყოსო. გავიდა დრო. რახან დილას ნადირობას ვაპირებდით ადრე ვიყავით ასადგომები, ბანაკიც ასაშლელი იყო და ამიტომ სასტავი დაიშალა და ყველანი დასაძინებლად წავედით. ისე, „სპალნიკი“ კაცს ასე ელას“წ“იკივით ეცვას პირველად ვნახე ვინაიდან და რადგანაც ფოტოგრაფი ვიყავი მე, დავრჩი კადრს მიღმა. ყოველი შემთხვევისთვის აი ეს ვარ მე. ზდრასტი! გემშივოდობებით კეთილი სურვილებით |
|
|
Aug 25 2015, 22:21
პოსტი
#4
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
უმშვენიალურესი რეპორტი, გახსნა და ხალხი.. რა უნდა ვთქვა, მაგარ ამბავს გამოვაკლდი.. მაგრამ მეორედ აღარ ვიზამ!!! გენაცვალეთ და ჭურუმე თქვენი!!! ფიშუ, მოწოდების სიმაღლეზე ხაარ. მადლობა რომ არსებობ)))
P.S ელასწიკებმა დაგლიჯა |
|
|
Aug 25 2015, 22:27
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ფიშუ მაგრად გიმუშავია რეპორტიც ამას ქვია მწყერი არ იყო თორე სხვა ყველაფერი მაღალ დონეზე იყო
ბლექის დანა არ ჩანს კადრში |
|
|
Aug 25 2015, 22:46
პოსტი
#6
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გადასარევი რეპორტია. ისევ ფორმაში ხარ ფიშუ. შემდეგ გასნაზე ბურატინოს გამოგითლი პირადად.
|
|
|
Aug 25 2015, 23:03
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბრავო ლაშა !!! კარგად გიშრომია სიტუაცია გადასარევი,ფოტოები და ჟამთაღწერა კიდე უკეთესი
საერთო ფოტო რათ არ გადაიღეთ ? აღარ იყავით ფორმაში ? |
|
|
Aug 26 2015, 09:37
პოსტი
#8
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ყოჩაღ ფიშუ, კომიქსივით საკითხავი რეპორტია
|
|
|
Aug 26 2015, 10:28
პოსტი
#9
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga |
მშვენიალური რეპორტია...
საღამოს მეც დავდებ ჩემს გადაღებულ ფოტოებს |
|
|
Aug 26 2015, 10:32
პოსტი
#10
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Fishman
სააღოლ ფიშუ, გაიხარე..... პოემასავით რეპორტი გამოვიდა_ ელასწიკმა დაგლიჯა, კარგად ვიცინე ის დღე გამახსენდა და სიამოვნებით გავიზმორე, რა კარგია ცხოვრება, როცა გაგახსენდება!!! |
|
|
Aug 26 2015, 10:40
პოსტი
#11
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
დიდი მაღვალაკი ვინმე ხარ რა
კარქა გიშრომია |
|
|
Aug 26 2015, 10:51
პოსტი
#12
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 26 2015, 11:14
პოსტი
#13
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Aug 26 2015, 11:33
პოსტი
#14
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
კიდევ ერთხელ გილოცავთ სეზონის გახსნას საღოლ |
|
|
Aug 26 2015, 12:25
პოსტი
#15
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მაგრები ხართ რა ბიჭებო
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:42 |