დღის რა პერიოდში ჯობიას ძაღლის კვება და რამდენჯერ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დღის რა პერიოდში ჯობიას ძაღლის კვება და რამდენჯერ? |
Jan 12 2011, 11:45
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოკლედ ახალი თემა მინდა შემოვაგდო.
რაც ლიტერატურა გადავიკითხე 80% წერია რომ ზრდასრული ძაღლს უნდა ვაჭამოთ დღეში ერთხელ. ნუ ლეკვების ტაბულა ესე გამოიყურებოდა: 3 თვემდე 4-ჯერ 7 თვემდე 3-ჯერ 18თვემდე 2-ჯერ შემდგომში 1-ხელ ლეკვობაში როგორმე გამოთვლის კაცი განრიგს, მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდება და გაიზრდება და როდესაც მხოლოდ ერთხელ არის მისაცემი საკვები დღის რა პერიოდში უნდა მივცეთ? მე როგორც წესი დილით გავიღვიძებ თუ არა ეგრევე უყრი დაახლოებით 10სთ-ზე, მაგრამ ამას წინათ ვიღაცასთან ერთად განვიხილავდით ამ საკითხს და გამოითქვა აზრი რომ საღამოს ჯობიაო, ანუ დღის მანძილზე ძაღლი ენერგიას დახარჯავსო და საღამოს მიცემისას საკვების ათვისება უკეთესიაო. მინმემ რამე ხომ არ იცით ამის შესახებ უფრო კონკრეტულად პ.ს. ნადირობის წინა საღამოს ისედაც ცოტას უყრიდი, რომ სულ ენერგიაგამოცლილი არ იყოს დილისკენ. |
|
|
Jan 12 2011, 11:51
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მე ჩემს ძაღლს ვაჭმევს დღეში ორჯერ, დილით 8 საათზე 150 გრამი მშრალი საკვები და საღამოს 8 საათზე 150 გრამი მშრალი საკვები
დღიური ნორმა გამოდის 300 გრ, არც კუჭის პრობლემა აქვს და თავადაც მშვენივრად გრძნობს თავს |
|
|
Jan 12 2011, 11:56
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რაც ლიტერატურა გადავიკითხე 80% წერია რომ ზრდასრული ძაღლს უნდა ვაჭამოთ დღეში ერთხელ. შემდგომში 1-ხელ[/b] მაპატიოს მცოდნე საზოგადოებამ, მაგრამ ეს ლიტერატურული მონაცემები, მხოლოდ თეორეტიკოსების გონებამახვილობის შედეგი მგონია. ვაჭმევდი ყოველთვის ორჯერ და მოამავალშიც ასე იქნება. ერთხელ ჭამა!!! რა კატორღაში კი არ მყავდა კაცო??? რა უბედურებაა........ |
|
|
Jan 12 2011, 12:05
პოსტი
#4
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Maverick
მერე რა რომ 2-ჯერ აჭმევ და კუჭის პრობლემა არ აქვს? მე ერთხელ ვაჭმევ და არც ჩემი უჩივის არაფერს. ეხლა კიდევ გადავხედე წიგნს და წიტირებას ვაკეთებ "24-часовой цикл кормления считается наиболее благоприятным для пишеварения собаки", ანუ იმაზე კი არ არის საუბარი ვინ როგორ ვაჭმევთ, უბრალოდ ის მინდა გავარკვიოთ რეალურად ძაღლისთვის როგორ ჯობია. ხო კიდევ ესეთი რაღაცეებიც მხვდება რომ კვირაში ერთი დღე ნახევარი რაციონის მიცემაც დადებითად მოქმედებსო. მიზეზები არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ ძაღლის მტაცებლობით და მოშინაურებამდე პერიოდთან იქნება ეს დაკავშირებული. |
|
|
Jan 12 2011, 12:21
პოსტი
#5
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვიტო
ძაღლი თავისი არსით არის მტაცებელი ცხოველი,როდესაც იშოვის საჭმელს,მაშინ ძღება! ეს ხუმრობით! ისე ,ჩემი გამოცდილებით,დაახლოებით 15 ძაღლი მყოლია,ზრდასრულ ძაღლებს საკვებს ვაძლევ დღეში ერთხელ,დაახლოებით საღამოს 9-10 საათზე. ზამთარში,თუ ყინვებია,ულუფის 1/3 ვაძლევ დილას,ენერგია რომ ქონდეთ გასათბობად. |
|
|
Jan 12 2011, 15:39
პოსტი
#6
|
|
... ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,267 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jan 12 2011, 16:44
პოსტი
#7
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საერთოდ ძაღლსაც გააჩნია, მაგალითად ჩემსას ზამთარში ვაჭმევ დღეში ორჯერ ისიც ენერგიას თუ არ ხარჯავს (სანადიროდ) მეორედ არ ჭამს ხოლმე, ზაფხულში კი რომც დააძალო მეორედ არ შეჭამს
|
|
|
Jan 12 2011, 17:08
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
მე 2 ჯერ ვაჭმევ დილით 11 სათისთვის და საღამოს 8 საათისთვის
|
|
|
Jan 12 2011, 17:29
პოსტი
#9
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 138 რეგისტრ.: 7-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მეც დღეში 2-ჯერ ვაჭმევ ჩემს მონადირე ძაღლებს, ეზოს ძაღლს, ქოფაკს კი ერთხელ(არაფერში ის ენერგიას არ ხარჯავს მაინც).
მეც ბევრნაირი ლიტერატურის გადაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე 1-ჯერად კვებაზე გადაყვანა. შედეგი - ძაღლები არამარტო გასუქდნენ, არამედ მუცელი დაბლა დაეშვათ და გაებერათ, და წელი ჩაეზნიქათ დაბლა. ახლა, თუ ფეხით მიმყავს სანადიროდ, დილის ულუფის ნახევარს ვაძლევ, თუ მანქანით - არაფერს, რათა გული არ აერიოთ გრძელ გზაზე, მაგრამ ადგილზე მისვლისას ცოტაოდენს მაინც ვაჭმევ. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას. |
|
|
Jan 12 2011, 21:14
პოსტი
#10
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ტყიური
ადგილზე მისვლისას ცოტაოდენს მაინც ვაჭმევ. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას. კიმარა ადგილზე მიყვანისას აჭმევ და მერე უშვებ სანადიროდ? რატომ, ახალ ნაჭამზე სირბილი და დაღლა გამიგია რომ არ შეიძლება. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას. რატომ აკეთებ ამხელა ინტერვალს სახლში მიყვანის მერე? |
|
|
Jan 12 2011, 21:23
პოსტი
#11
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვიტო
ციტატა(magako @ 12th January 2011 - 18:29) ადგილზე მისვლისას ცოტაოდენს მაინც ვაჭმევ. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას. კიმარა ადგილზე მიყვანისას აჭმევ და მერე უშვებ სანადიროდ? რატომ, ახალ ნაჭამზე სირბილი და დაღლა გამიგია რომ არ შეიძლება. მცირე ოდენობით საკვების მიღება სისხლში შაქრის მომატებას იწვევს და ძაღლი უფრო ენერგიულია. ეს მეც წამიკითხავს . ციტატა(magako @ 12th January 2011 - 18:29) ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას. რატომ აკეთებ ამხელა ინტერვალს სახლში მიყვანის მერე? ძაღლი თუ მართლა გადაღლილია ,ის თვითონ გააკეთებს ამ ინტერვალს სანამ ცოტა აზზრზე არ მოვა. ამას ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გეუბნები.ეს არა მხოლოდ მონადირე,არამედ სხვა ჯიშის ძაღლებზე დაკვირვების შედეგია. |
|
|
Jan 12 2011, 21:25
პოსტი
#12
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
მე ვფიქრობ რიმ ძაღლს ნადირობის წინ არ უნდა აჭამო თუ დიდი გზა გაქვს გასავლელი, ნადირობის მერე კარგად დაასვენო წყალი და საკვებიც მიცე
|
|
|
Jan 12 2011, 21:31
პოსტი
#13
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
თითქმის ყოველთვის ვაჭმევ ნადირობის წინ ძაღლს.ოღონდ ძალიან ცოტას.
და მგონია რო ცუდი არ უნდა იყოს.პირიქით საჭიროც არის ცოტა საკვები,თუნდაც ენერგიის მომატების მიზნით. |
|
|
Jan 12 2011, 21:35
პოსტი
#14
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჰერცოგი997
მე ვფიქრობ რიმ ძაღლს ნადირობის წინ არ უნდა აჭამო თუ დიდი გზა გაქვს გასავლელი, ნადირობის მერე კარგად დაასვენო წყალი და საკვებიც მიცე მე როგორც მივხვდი ადგილზე მისვლის შემდეგ,უშუალოდ გაშვების წინ იგულისხმა. გოგა თითქმის ყოველთვის ვაჭმევ ნადირობის წინ ძაღლს.ოღონდ ძალიან ცოტას. და მგონია რო ცუდი არ უნდა იყოს.პირიქით საჭიროც არის ცოტა საკვები,თუნდაც ენერგიის მომატების მიზნით. გეთანხმები. ისე თემა სხვა საკითხს ეხება |
|
|
Jan 12 2011, 21:36
პოსტი
#15
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
რავი ჩემ სეტერს არასდროს უჭამია საჭმელი ნადირობის წინ რომ ხვდება რომ სანადიროდ მიდის ჭამა არც ახსოვს, ნადირობის მერე კი ბატონო წყალსაც და საჭმელსაც კარგად ჭამს
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 18:01 |