თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპორტი _ ცხენოსნობა

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 5 2013, 09:28

ბატონო ადმინისტრატორო და ფორუმის წევრებო, ვფიქრობ უადგილო არ იქნება ცხენოსნობაზე თემის წამოწევა.
ყველამ კარგად ვიცით თუ რა სამსახურს უწევდა ცხენი ქართველ კაცს-ბრძოლის, შრომის, ნადირობის თუ სპორტულ საქმიანობებში.
მე პირადად ძალიან შეყვარებული ვარ ამ არსებაზე და უკვე დიდი ხანია მივდევ მის მოშენებას. ყველამ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ არსების მიმართ.

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 5 2013, 09:52

სკვითია

ციტატა(goga todua @ 5th July 2013 - 10:28) *
უკვე დიდი ხანია მივდევ მის მოშენებას

ბევრი გყავს? რა ჯიშის ცხენები გყავს? სურათებსაც თუ გვაჩვენებ კარგი იქნება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jul 5 2013, 10:28

სკვითია

ციტატა(კუთხა @ Jul 5 2013, 10:52) *
ბევრი გყავს? რა ჯიშის ცხენები გყავს? სურათებსაც თუ გვაჩვენებ კარგი იქნება newsmile045.gif


+1

და კიდევ მაინტერესებს საშუალოდ ცხენის შენახვა თვის განმავლობაში რა ჯდება?

პოსტის ავტორი: Rider Man Jul 5 2013, 15:10

ციტატა(სკვითია @ Jul 5 2013, 10:28) *
ბატონო ადმინისტრატორო და ფორუმის წევრებო, ვფიქრობ უადგილო არ იქნება ცხენოსნობაზე თემის წამოწევა.
ყველამ კარგად ვიცით თუ რა სამსახურს უწევდა ცხენი ქართველ კაცს-ბრძოლის, შრომის, ნადირობის თუ სპორტულ საქმიანობებში.
მე პირადად ძალიან შეყვარებული ვარ ამ არსებაზე და უკვე დიდი ხანია მივდევ მის მოშენებას. ყველამ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ არსების მიმართ.

ძალიან კარგი საქმე წამოგიწყიათ წარმატებები და მეტი და მეტი განვითარება გქონოდეთ
ოცნება სურვილია ვიმუშაო ცხენებთან ნებისმიერი კუთხით იმიტომ რომ ძალიან დიდი პატივისცემას იმსახურებს ეს ერთობ საჭირო ცხოველი ყველანაირად გამოსადეგი ცხოველია დაწყებული უნარშეზღუდული ადამიანების თავისებურად განკურნების დამთავრებული სიამოვნება მომნიჭებელი ჯირითით
ბავშვობაში სოფელში სულ ცხენზე ვიჯექი ჩავიდოდი თუ არა მივადგებოდი ბიძაჩემს რომელიც იშვიათად მთხოვნიდა დაიმტვრევიო მერე ბიძაჩემს ვპარავდი ან სხვა მეზობლის ცხენებს და მიდიოდა მთელი დღე ჯირითი საკმაოდ კარგად ვფლობ ცხენს და ცხენზე ჯირითს
ასე რომ ძალიან მიყვარს ეს ფრიად გამოსადეგი ცხოველი
ჩემი ფავორიტი ჯიშებია ქართული ჯიშის ცხენი მეგრული 'კოლხური" ყაბარდო ბალყარული და თურქმენული აჰალ თექური

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 5 2013, 15:23

ძირითადად ბუდიონურის, ინგლისურის და ქართულის შეჯვარების შედეგები მყავს. აუცილებლად დავდებ სურათებს.
Fishman
ცხენის ჯიშს გააჩნია და სად გიწევს მისი შენახვა. ბაგური კვებით და საკუთარ სადგომზე ანუ საჯინიბოში 10ლარამდე დაგიჯდება. მე პირადად გაშვებული მყავს ზამთარ-ზაფხულ საძოვრებზე. ზაფხულში ალპურში არიან იალაღებზე. ადაპტირებული არიან გარემო პირობებს. მინიმუმამდე მაქვს ნახარჯი დაყვანილი

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 5 2013, 15:38

სკვითია
და შენი ცხენთმშენებლობის მიზანი რა არის?

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 5 2013, 18:01

საცხენოსნო სპორტი დღესდღეობით საქართველოში ძალიან ცუდ დღეშია...
ვფიქრობ რომ ახლო მომავალში ამ საქმისადმი მონდომებული ხალხის რაოდენობა მოიმატებს, ეს კი იმას ნიშნავს ჩატარდება თამაშები. შესაბამისად ამა თუ იმ საცხენოსნო სპორტის სახეობაში მეც მეყოლება შესაბამისი ცხენი და მიიღებს მონაწილეობას.
ეს ყველაფერი გამოგონილი ველოსიპედია და მხოლოდ განახლებას საჭიროებს.

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 5 2013, 21:44

სკვითია
კარგია მეგობარო, წარმატებები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 5 2013, 21:53

იცოცხლე!

პოსტის ავტორი: Fishman Jul 5 2013, 22:58

სკვითია

ანუ სუფთა ჯიშებს არ აჯვარებ? მხედველობაში მაქვს რომ კვიცები სხვადასხვა ჯიშის მშობლების არიან ხომ?

ციტატა
10ლარამდე დაგიჯდება



თვეში 10? what.gif 100 ხომ არ უნდა დაგეწერა?


თუ ფლობთ ინფორმაციას, მაინტერესებს თბილისის ახალ იპოდრომზე რა ეღირება 1 თვის განმავლობაში მაგალითად ინგლისური ცხენის შენახვა.


პოსტის ავტორი: Davitus Jul 5 2013, 23:26

ქალაქის პირობებში ცხენის შენახვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ტრანსპორიტრება რომ აიღო მინიმუმ ეგ გაგწეწავს.

სოფელში რომ ცხენები ყავთ სამუშაოდ, მაგას არ ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: Fishman Jul 5 2013, 23:32

Davitus

~500-600 ლარი?

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 6 2013, 00:58

ციტატა(Fishman @ Jul 5 2013, 23:58) *
სკვითია

ანუ სუფთა ჯიშებს არ აჯვარებ? მხედველობაში მაქვს რომ კვიცები სხვადასხვა ჯიშის მშობლების არიან ხომ?




თვეში 10? what.gif 100 ხომ არ უნდა დაგეწერა?


თუ ფლობთ ინფორმაციას, მაინტერესებს თბილისის ახალ იპოდრომზე რა ეღირება 1 თვის განმავლობაში მაგალითად ინგლისური ცხენის შენახვა.

არა მეგობარო, ჯერ სუფთა სისხლები არამყავს სამწუხაროდ.
დღეში 10 ლარი, როდესაც თავად ხარ მეჯინიბე საკუთარი ცხენისავე.
არ ვიცი ლისზე რა ფასებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 6 2013, 01:37

ისე რა ღირს დაახლოებით ცხენი ოღონდ სუფთა სისხლები ?

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 6 2013, 02:27

ალბად საქართველოში არსებულ სუფთა სისხლებზე კითხულობ-იწყება 1000$-დან ზოგი დაბრაკულია და საკვიცედ ვარგა, ზოგიც აჯილღად და ა.შ მიდის 5-7-მდე. ჩემი აზრით საქართველოში ამ ეტეპზე მეტი ძვირიანი ცხენი არ არის ანუ ფასი შეიძლება 25000 დაგიფასონ,მაგრამ არა რა...

პოსტის ავტორი: megreli Jul 6 2013, 15:16

აი ეს ცხენი მყავს მე სოფელში newsmile05.gif ადგილობრივი მოშენებისაა,სოფელში გვაჩუქეს...

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

თუ ჩავედი არდადაგებზე კი გავაჭენებ და თუ ვერა მაინც არ დააკლებენ newsmile05.gif
3 წლის გახდა მარტში,ეს ფოტო გასულ შემოდგომას გადავიღე... newsmile027.gif

Rider Man

ციტატა(rider @ 5th July 2013 - 16:10) *
ჩემი ფავორიტი ჯიშებია ქართული ჯიშის ცხენი მეგრული 'კოლხური"


სამეგრელოშია ჩემი ცხენიც იქაურია,მაგრამ სიმართლე გითხრა დიდად ვერ ვერკვევი ჯიშებში,თანაც იქ სელექციას დიდ ყურადღებას არ აქცევენ newsmile058.gif

პოსტის ავტორი: megreli Jul 6 2013, 15:21

სკვითია

ციტატა(goga todua @ 5th July 2013 - 19:01) *
საცხენოსნო სპორტი

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ჩვენთან სამეგრელოში ატარებენ წელიწადში რამდენჯერმე (ზაფხულში ივლის-აგვისტოში და შემოდგომას მოსავლის აღებამდე,თუ არიან მსურველები იმ შემთხვევაში) მარულას (ძირითადად მარტვილის და აბაშის წარმომადგენლები მონაწილეობენ) რაიონებიდან გამოყავთ ცხენები და ეჯიბრებიან ერთმანეთს,საორგანიზაციო კუთხით ძალიან დაახვეწილი არაა ეგ შეჯიბრებები მაგრამ დღემდე ინახავენ ტრადიციას და კულტურას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 7 2013, 00:15

ჩვენ კლუბის წევრს ყავს ლისზე, სახელს და გვარს არ დავასახელებ newsmile05.gif ერთი არაბული და ერთი ინგლისური
თვითონ რატომ არ წერს მიკვირს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 6 2013, 13:21

http://postimage.org/

სამეგრელო...ველური დასავლეთი...2013 წლის სექტემბერი D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 6 2013, 15:08

megreli
newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Dec 6 2013, 22:21



აი ჩემი ცხენი არის ინგლისურის და არაბულის ნაჯვარი მყავს იპოდრომზე . თავიდან ბაკურიანში მყავდა მარა იმ პირობებში გაგიჟდა არ იყო მიჩვეული და იძულებული ვიყავი ჩამომეყვანა

პოსტის ავტორი: feroni Dec 6 2013, 22:26

megreli
მაგარი პრიჩო აქვს შენს ბუცეფალს newsmile045.gif
გალოპი კარგი აქვს?

Gcckoka
კარგია ნამდვილად, ეტყობა, რომ მოვლა და მზრუნველობა არ აკლია.

პოსტის ავტორი: Gcckoka Dec 6 2013, 23:15

feroni
ეს ბაკურიანშია გადაღებული ნახევარი იქაურობა გადმოაგდო ვერავინ ვერ კატაობდა და ჩამოვიყვანე აქ იფოდრომზეა და მოარჯულეს ეხლა პატარა ბავშვიც ატარებს

პოსტის ავტორი: feroni Dec 6 2013, 23:24

Gcckoka
არც არის ეს "საკატაო" ცხენი, ბაკურიანში ცხენების უმრავლესობა ჯაგლაგებია, იმედია არ ეწყინებათ მაგრამ მართლა ასეა. მახსოვს მივედი ცხენზე მინდოდა დაჯდომა მეთქი გავაჭენებ გემრიელადთქო და რო ვკითხე კარგად დარბის მეთქი, რას ამბობ ძმაო ცეცხლიაო, ფრთხილად თუ არ იქნები და კარგად არ იცი არ გირჩევ დაჯდომასო. ამას მეუბნებოდა და ცხენმაც დაიფრუტუნა თითქოს თანხმობის ნიშნად და დაკრიჭა "კბილები" ამ საცოდავს ერთი კბილი ქონდა შერჩენილი და მეთქი ამან რა უნდა ირბინოს ალბათ საჭმელს სოსკით აჭმევთქო newsmile05.gif
კიდევ კარგი წამოიყვანე იქედან თორე გადააქცევდნენ ეგეთივე ჯაგლაგად.
სწორი მოპყრობის და მოვლის შემთხვევაში ცხენი თვინიერი ხდება და ნერვიული არ არის, თანაც ძალიან ჭკვიანი და ერთგული ცხოველია, ამიტომაც ყველაფერს ხვდება, იმასაც კი გრძნობს მხედარს მისი შიში აქვს თუ არა, როგორც კი მხედრის შიშს გრძნობს ეს უკანასკნელი განწირულია, აუცილებლად აღმოჩნდება მიწაზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 6 2013, 23:44

feroni

ციტატა(feroni @ 6th December 2013 - 23:26) *
გალოპი კარგი აქვს?

wtfg.gif არ ვიცი ეს ტერმინები...

პოსტის ავტორი: feroni Dec 6 2013, 23:44

megreli
D.gif
კარგად დარბის?

პოსტის ავტორი: megreli Dec 6 2013, 23:44

ნუ რავიცი კარგად სირბილს რა კრიტერიუმებით აფასებენ,მაგრამ დარბის რაა newsmile05.gif) ჯერ 3 წლისაა... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Dec 7 2013, 00:49

feroni
+100000 newsmile015.gif newsmile01.gif საღოლ ძმაო 100% მართალს ლაპარაკობ მეც ეგრე ვარ სულ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 8 2013, 00:37

ციტატა(feroni @ 7th December 2013 - 01:24) *
იმასაც კი გრძნობს მხედარს მისი შიში აქვს თუ არა, როგორც კი მხედრის შიშს გრძნობს ეს უკანასკნელი განწირულია, აუცილებლად აღმოჩნდება მიწაზე

მაგისი მწარე გამოცდილება ნამდვილად მაქვს. ადრე..ქვედა იპოდრომზე დავდიოდი ხოლმე მანეჟში. თუთაშხიაში რომ არის გადაღებული(გარუნი ერქვა) იმ ცხენზე გვიყვარდა ხოლმე ჯდომა მე და ჩემ ძმაკაცებს. ერთხელაც სხვა ცხენი შემხვდა(გარუნი ამახიეს) და დამსვეს ერთ ბებერ ფაშატზე(პეპი ერქვა) რომ გამოვედი რაღაც უცნაურად იქცეოდა. რაღაცნაირად შემეშინდა რამე სირობა არ ქნასთქო. ეგრევე იგრძნო რაღაცა რომ არ მომეწონა და ჯერ დაიჩოქა..მერე სულ დაწვა გვერზე. მე დავრჩი ფეხებგაჩაჩხული მიწაზე და ფეხებშუა ცხენი იწვა მიწაზე. ესე დავჩერებოდი გაშტერებული..რომ ვიღაც ღვთისნიერმა დამიძახა დროზე გაეცალეო. აი მართლა გავასწარი.. უცბათ წამოხტა და ისეთი სირბილ-ტლინკაობით გავარდა ხალხი თავით ახტებოდა მანეჟის ღობეს. newsmile035.gif მოკლედ..სანამ თავისი მომვლელი არ გამოვარდა და დაიჭირა ვერავინ გააჩერა. ისიც კარგახანს ვერ იმორჩილებდა.. რამ გადარია ესე მწარედ კაცმა არ იცის. ერთი კი თქვეს მაშინ. "იგრძნო შენ რომ შეგეშინდაო"

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 8 2013, 07:57

ლეონ-ბლექი
შიში ოხერია xexe.gif

პოსტის ავტორი: Rider Man Mar 24 2014, 23:16

ეუფ სულ ეს იყო ოჩოპინტრული ცხენოსნობა? მდაააჰ... სამწუხაროა... ehh.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)