ნადირობის სეზონი - 2010, შეჯიბრების წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის სეზონი - 2010, შეჯიბრების წესები |
Aug 4 2010, 16:23
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
სეზონის გახსნა ‘’სეზონის გახსნა’’- ჯიშიანი მეძებრების ძაღლებისა და მათი მფლობელების შეჯიბრი მწყერზე ნადირობაში - გახლავთ სანადირო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს სუფთა სისხლის მეძებრებით ფრინველზე მართებული ნადირობის პოპულარიზაციას, კულტურული სამონადირეო ტრადიციებისა და მონადირული ეთიკის პროპაგანდას. ასევე სანადირო მეძაღლეობის განვითარების ხელშწყობას საქართველოში. შეჯიბრებას-‘’სეზონის გახსნა 2010’’ ატარებს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ’’ოჩოპინტრე’’ - ‘’სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების’’დახმარებით შეჯიბრება ტარდება გადამფრენ ფრინველებზე სანადირო სეზონის გახსნის წინა დღეს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და მათი ნებართვით. შეჯიბრებაში მონაწილეობენ ჯიშიანი (საგვარეულო საბუთების მქონე) როგორც კუნძულელები ასევე კონტინენტალები (10 თვიდან 10 წლამდე ასაკის). ასპარეზობის მონაწილე მონადირეებს აუცილებლად უნდა ქონდეთ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ლიცენზია და სანადირო თოფის ტარების ნებართვა შეჯიბრებას მსაჯობენ ექსპერტთა ბრიგადა ან ბრიგადები -ორ-ორი მსაჯის შემადგენლობით. შეჯიბრი ’’სეზონის გახსნა 2010’’ - წესები მარტივია: თითოეულ მონაწილე წყვილს(მონადირე და მისი მეძებარი)საასპარეზოდ ეძლევა 20 წუთი და 10 ვაზნა. სროლა მოხდება მხოლოდ ძაღლის მიერ დამუშავებულ და ნაბულით ამოყვანილ ფრინველზე. პირველი სროლით მოპოვებულისათვის ენიჭება 20 ქულა მეორე სროლით მოპოვებულისათვის ენიჭება 10 ქულა ფასდება ასევე ძაღლის მიერ მოპოვებული ფრინველის პოვნა და აპორტირება: ა) პოვნა, აპორტირება, ხელში მიწოდება +5 ქულა; ბ)პოვნა, აპორტირება, ძირს დაგდება + 4 ქულა; გ) პოვნა, აპორტირება, ოღონდ ძაღლი ფრინველს კბილებს ზედმეტად უჭერს +3 ქულა; დ) პოვნა, ადგილზე დარჩენა და პირით დაჭერა+2 ქულა; ე) მოპოვებული ფრინველის ადგილმდებარეობის ხელმეორედ ნაბულით დაფიქსირება, აპორტირების გარეშე +1 ქულა; ვ) ძაღლი მოპოვებულ ფრინველს საგრძნობლად აზიანებს(ღეჭავს) - იხსნება შეჯიბრებიდან ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით. ფეხში ამოფრენილ და/ან ძაღლის მუშაობის არეალის მიღმა ’’თავისით’’ ამოფრენილ ფრინველზე სროლა დაუშვებელია: პირველ შემთხვევაზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა, პრეცენდენტის განმეორებისას მონაწილე იხსნება შეჯიბრებიდან. შეჯიბრებიდან მონაწილე იხსნება, მეძებრის მიერ 3 ცრუ ნაბულის შემთხვევაშიც და თითოეულ ცრუ ნაბულზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა. თუ ძაღლი გასროლამდე გაეკიდა ამოფრენილ ფრინველს ასევე დაუშვებელია ამ ფრინველის მოპოვება და მოასპარეზე წყვილს აკლდება 5 ქულა. პრეცედენტის განმეორების შემთხვევაში მონაწილე წყვილი იხსნება შეჯიბრებიდან წესების მიხედვით მოასპარეზე წყვილის გამოსვლა მთავრდება: ა) დროის ლიმიტის (20 წუთი) ამოწურვისთანავე(თუ ძაღლი ნაბულზე დგას, მოასპარეზეს ეძლევა ბოლო შანსი); ბ) ათივე ვაზნის გახარჯვის შემთხვევაში; გ) მოასპარეზის მოთხოვნით [/size]შეჯიბრების მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით: 1 ხარისხის დიპლომი - 130 ქულა და მეტი 2 ხარისხის დიპლომი - 100 -129 ქულა 3 ხარისხის დიპლომი - 70-99 ქულა გამარჯვებულად ცხადდება ყველაზე მეტქულიანი წყვილი ჩემპიონად ცხადდება წყვილი რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და თან I ხარისხის დიპლომი აიღო თანაბარი ქულების შემთვევაში უპირატესობა ენიჭება წყვილსს, რომელმაც: 1) ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულები დააგროვა; 2) ყველაზე ნაკლები დრო მოანდომა ასპარეზობას; 3) ყველაზე მეტი ფრინველი მოიპოვა შადიმან შამანაძე 14/07/2010 პ.ს. ეს იქნება პირველი კომპლექსური ჩემპიონატი საქართველოში, ამიტომ ამ შემთხვევისთვის დაიშვა პრეცენდენტი და მონაწილეობას შეძლებენ ე.წ. უსაბუთო ძაღლებიც, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ ერთჯერადად, მომავალი წლიდან დაშვებულები იქნებიან მხოლოდ საგვარეულო ნუსხის მქონე ძაღლები.......... პ.პ.ს. ამ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ კლუბის წევრები... |
|
|
Aug 4 2010, 19:40
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
აღნიშნულ თემსთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო რომ აქტიურ მხრდაჭერას შეჯიბრის ჩატარებაში გვიწევს გარემოს დაცვის სამინისტრო
|
|
|
Aug 4 2010, 20:47
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ამის მსგავსი რაიმე შეჯიბრი ჩვენთან არ ჩატარებულა,ყოფილ სსრკ-ს სივრცეშიც ძალიან იშვიათია.ყველას ეძლევა შანსი წელს უსაბუთო ძაღლებითაც მიიღოს მონაწილეობა(კლუბის წევრებს ვგულისხმობ),ამიტომ მომავალში გირჩევთ საგვარეულო ნუსხის მქონე ლეკვების აყვანას.საველეები და შეჯიბრებები ხშირად ტარდება ასეთი ზაღლებისათვის და დამერწმუნეთ,თუ ჩაერთობით მასში,მოგეწონებათ,საკმაოდ აზარტულია და გამოცდილ და საინტერესო ხალხსაც გაიცნობთ.
რაც შეეხება ამ წესებს,მარტივი და მისაღებია,მონადირეს სწორედ ასეთი ძაღლი უნდა ჰყავდეს და თან თუ მეძებრით ნადირობის მოყვარული ხარ, ფეხიდან აფრენილს არც უნდა ესროლო.ნაბული ხომ ყველაზე მთავარია ფრინველზე ნადირობის დროს. |
|
|
Aug 4 2010, 21:56
პოსტი
#4
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
სად ტარდება შეჯიბრი?
თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წყვილს, რომელმაც: 1) ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულები დააგროვა; 2) ყველაზე ნაკლები დრო მოანდომა ასპარეზობას; 3) ყველაზე მეტი ფრინველი მოიპოვა თუ ამ სამივე შემთხვევაში მოასპარეზე წყვილებს ერთნაირი შედეგი ექნებათ გამარჯვებული როგორ გამოვლინდება? ძალიან მისასალმებელია ეს ფაქტი, ასეთი შეჯიბრი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს. ბევრი მსმენია კონტინენტალების პატრონებისაგან, რომ არა თანაბარ პირობებში უწევთ ასპარეზობა კლასიკურ შეჯიბრებებზე. ეხლა კი ყველა თანაბრ პირობებში იასპარეზებს. ასევე ძალიან მისასალმებელია გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა |
|
|
Aug 5 2010, 09:44
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სად ტარდება შეჯიბრი? თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წყვილს, რომელმაც: 1) ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულები დააგროვა; 2) ყველაზე ნაკლები დრო მოანდომა ასპარეზობას; 3) ყველაზე მეტი ფრინველი მოიპოვა თუ ამ სამივე შემთხვევაში მოასპარეზე წყვილებს ერთნაირი შედეგი ექნებათ გამარჯვებული როგორ გამოვლინდება? ორივე იქნება მაშინ გიო გამარჯვებული, ან დამატებით ბლიცს დავუნიშნავთ პირველ დაცილებამდე და ეგ იქნება , მაგაზე მერე შადიმანთან გავივლი კონსულტაციას შეჯიბრი ს ჩატარება გვინდა წალკაში, სიგრილეა, ძაღლები კარგად იმუშავებენ და ფრინველიც არის |
|
|
Aug 5 2010, 10:45
პოსტი
#6
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Aug 5 2010, 11:23
პოსტი
#7
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მეც გეთანხმებით,თენგო.დაზვერვითი სამუშაოებია ჩასატარებელი,მწყერი კი არის,მაგრამ კონკრეტულად რომელ მინდორში შევიდეთ,უნდა ვიცოდეთ წინასწარ.
|
|
|
Aug 5 2010, 12:09
პოსტი
#8
|
|
EX მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Aug 5 2010, 12:30
პოსტი
#9
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შალვა
აბა რაა, ღონისძიებას რა მოყვება სიგრილეში???? ღვინისძიება !!! |
|
|
Aug 5 2010, 12:50
პოსტი
#10
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Aug 5 2010, 12:57
პოსტი
#11
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
სწორედ ამ ღვინისძიებას ველოდები მეც.აბა,მის გარეშე არაფერი გამოვა
|
|
|
Aug 6 2010, 09:40
პოსტი
#12
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Maverick
ზაზა რაღაც აქტიურობას ვერ ვამჩნევ! რა ხდება? |
|
|
Aug 6 2010, 09:49
პოსტი
#13
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვიქრობენ
|
|
|
Aug 6 2010, 10:16
პოსტი
#14
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 456 რეგისტრ.: 12-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Aug 6 2010, 18:45
პოსტი
#15
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით.
ჩემი აზრით უნაბულოდ ამოსულ ფრინველზე, არც სროლა და მიტუმეტეს ქულის დაწერა აქტივში არ შეიძლება. ეს ხომ მეძებრების შეჯიბრია და არა სპანიელების. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 17:50 |