შავი ზღვის ორაგული - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
შავი ზღვის ორაგული, Salmo labrax-Черноморский лосось
sergeevich
პოსტი Oct 7 2009, 11:43
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შავი ზღვის ორაგული-Salmo labrax-Черноморский лосось



ბინადრობს შავ ზღვაში, შემოდის საქართველოს ზოგიერთ მდინარეში. ზოგიერთ ინდივიდს სხეულზე ლაქები არა აქვს. აღწევს 110 სმ-ს და 24 კგ-მდე. ზღვაში იკვებება თევზებით (ქაფშია, ქარსალა და სხვა) და უხერხემლო ცხოველებით.

მეორე, კასპიის ორაგული რომელიც მინგეჩაურის აშენებამდე შემოდიოდა მტკვარში, გაქრა და ამიტომ მასზე ყურადღებას აღარ შევაჩერებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Dec 25 2009, 14:30
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Salmo trutta labrax Pallas
შავი ზღვის ორაგული
საქართველოს დაკარგული დიდება.

იმ
ძველ და კარგ დროს
ყველა მეთევზეს ყავდა "ნივა"
მაგრამ მახუტის "ნივაც" ყავდა და "ვილისიც"
მაგას ძაღლიც ყავდა ყოველთვის
შიგადაშიგ კი
მიმინო
ზღარბი
კუ
ერთხელ სულაც დათვის ბელი მოიყვანა
"მალიში" დაარქვა და საძაღლესთან დააბა
ჯვარზე გააკრა მოკლედ
მესამე დღესვე თავი ჩამოიხრჩო "მალიშმა"
ძაღლსაბელში აიბურდა
გუმისტიპირა ფერდობზე დავმარხეთ
მხოლოდ კოტიკომ შეძლო ტირილი
- მალიშ მალიშოო
ჩასძახოდა საფლავში
კოტიკოს ამბავს მოგიყვებით

ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდით თევზობანას
მე ხომ ისედაც ღორჯო ვიყავი
ჩემი ძმა, მასე, წვერა იყო
იურა - კეფალი
კოტიკო კი ორაგულობას იბრალებდა
მამამისიც უდასტურებდა "შენა ხარ ჩემი ორაგულიო"
ერთ მშვენიერ დღეს კოდორზე დაუჭირა კიდეც
მოუყვანა
ხელში ააყვანინა
და მერე მეგობრებთან ერთად შეჭამა.

მამა კოტიკოს ორაგულად თუ არა
საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტად ზრდიდა
დაყავდა ბოქსზე
აკითხებდა "ვეფხისტყაოსანს" (მეოთხე კლასში) newsmile041.gif
უყვებოდა ათასნაირ ყურმოკლულ ამბებს თევზებზე და ტყის არსებებზე:
ხუთი წლის წინათ პირისპირ როგორ შეეჩეხა
უკანა თათებზე შემდგარ უზარმაზარ დათვს
როგორ იღრიალა
და შიშისგან როგორ მომენტალურად აეშალა კუჭი
newsmile035.gif ორივეს newsmile035.gif
როგორ ეფერებიან ერთმანეთს მაგიდისხელა ორაგულები კოდორში
ქვირითობისას
ამ დღეს თურმე ლათელი მეგრელები newsmile015.gif
მთელი წელი ელოდებიან
ადგილებიც წინასწარააქვთ შეგულებული
ჩიტებივით შემოსხდებიან მდინარისპირა რთხმელებზე
ხელში ბარჯებით
და ზუსტად ორგაზმის დროს (ამ დროს თურმე ორაგულები ბრმავდებიან
ყრუვდებიან
ნირვანაში გადიან
და სიცოცხლის ყველანაირ სურვილს კარგავენ)
ახტებიან თავზე თევზებს.
მაგრამ კოტიკომ რა იცოდა ორგაზმი newsmile035.gif
მაშინ

მერე როცა წამოვიზარდეთ თევზები
ჩვენც გავმეთევზდით
ერთხელ ორწყალში შუაღამით ვითევზავეთ გუმისტისპირა ჩანჩქერის ქვეშ
სამი ბიჭი
სამი ფარანი
ღორჯო newsmile05.gif წვერა, ორაგული,
სამი ფარანი.
ხის საცალფეხო ხიდიდან მხოლოდ ფარნის სამი მთვარე ჩანდა
სამი საგანგებოდ გაწვრთნილი ჭია newsmile05.gif სამ ნემსკავზე
ხელში ძუა
და სუნთქვაშეკრული მოლოდინი
ვინ იგრძნობს პირველი თევზის გულისცემას საჩვენებელი თითისგულზე
მერე კოტიკომ დაიძახა "ვაი"
და წყალში ჩავარდა
ჩვენც შიშისაგან ჩაგვიცვივდა წყალში ფარნები
სამივე მთვარე ჩაგვიქრა და
ავტეხეთ ყვირილი "გვიშველეთ, გვიშველეეთ"
კოტიკოც იგივეს იძახდა ხიდისქვეშიდან
ოღონდ ყოველი მარცვლის შემდეგ "ბულ-ბულ"-ს აყოლებდა
უცებ ტყიდან ფაჩუნის ხმა მოგვესმა
სუნთქვა შევიკარით
ვაითუ მგელი
ვაითუ რაღაც კიდევ სხვა.....
მერე ნელნელა ორი შუქი გამოჩნდა
მტაცებლის ორი თვალივით
ჩვეულებრივზე ბევრად მაღალი (იქნებ შიშისგან მოგვეჩვენა კიდეც)
წვეროსანი ჭაღარა რუსი გამოვიდა ტყიდან
ერთ ხელში სანთელი
მეორე ხელში ორლიტრიანი მანათობელი შუშის ქილა ეჭირა
ჩვენ არც შეგვიმჩნია
ხიდზე დადგა
წარმოთქვა "ВО ИМЯ ОТЦА И СЫНА И СВЯТОГО ДУХА"
შუშის ქილას თავი მოხდადა და
იქიდან ათასობით ციცინათელა ამოფრინდა
არცერთს ხმა არ ამოგვიღია
რუსი უსიტყვოდ ისევ ტყისკენ შეტრიალდა
მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავდით ერთმანეთს
კოტიკოსაკენ ჩავიხედეთ და დავინახეთ
როგორ იდგა წყალში რაღაც მისი მსგავსი
და ხელში ახალშობილივით ეჭირა მთვარისფერი ორაგული.


ასეა ეს. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tirkius
პოსტი Feb 2 2010, 11:54
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 1-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



შავი ზღვის ორაგული დღესაც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და თქვენი მონა-მორჩილი ხშირად მოინადირებს...გაზაფხულზე,მარტ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ij18e
პოსტი Jun 16 2010, 12:57
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 130
რეგისტრ.: 2-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ის თუ იცით მდინარეზე მაღლა ადის ეს თევზი თუ არა newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 09:30