პოეზია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
პოეზია, ლექსები
შოთა.03
პოსტი Apr 20 2012, 20:36
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



Bonehill
ეს უფრო ასწორებს D.gif

მოყმემან პირშიშველამან შიბნ გაიარნა კლდისანი,
მოინადირნა დალახნა ბილიკნი ჭიუხისანი.
შამახვდის კლდისა თავზედა ხორონი ჯიხვებისანი
ჯიხვსა თოფ დაჰკრა ბერხენსა ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.

შევარდა ვეფხვის ნაწოლსა დრონ იყვნენ შუაღმისანი,
მეორე მხრიდან მოესმა ხმაური რაღაცისანი,
ხან ბორგვა ესმის ხან ქშენა, ხანცა ხმაური ტყისანი,
ვეფი რომ წამოუფრინდა თვალნი არისხნა ღვთისანი.

შეიბნეს ვეფხვი მოყმეი მაშინ დაიძრის მიწანი,
კლდეები ჩამაანგრივნეს შტონ დაილეწეს ტყისანი,
დრო აღარ დარჩა მოყმესა ხანი არ ჰქონდა ცდისანი,
ფაქრსა უფარებს ვერ ჰფარავს, ვეფხი ჩქარია კლდისანი.

ბრჭყალით გაართვა კალთანი ჯაჭვისა ჯავშანისანი,
მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი,
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა დრონ იყვნენ წაქცევისანი
ვეფხი კლდით გადმოეკიდა ჩამოაწითლნა ქვიშანი.
თავად კლდის თავზედ შემოწვა მოყმე სულ ამომდინარი
ქვიშას მიღებავს წითლადა სისხლი ზედ ჩამომდინარი.

იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი:
ჩემ შვილს გზად ვეფხვი შეჰყრია გაჯავრებული ტიალი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი,
მათ დაუხოცავთ ურთერთი არ დარჩნენ სირცხვილიანი.

ტირილით წყლულებს უხვევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა:
შვილო არ მაჰკვდი შენ გძინავს, დაქანცული ხარ ჯაფითა
ეს შენი ჯაჭვის კალთები ტიალმა როგორ დაგფლითა
შენც იმის საფერ ყოფილხარ ხმალის ქნევაში გაგიცვდა.

მაგის მეტს აღარ გიტირებ, შენ არ ხარ სატირალია
მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია,
მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია
ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია.

ხან ვეფხვი, ხან იმის შვილი ელანდებოდა მძინარსა
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს ტანზეით აჭრის რკინასა
ხან კიდენ იმისი შვილი ვეფხვს გადაავლებს ყირასა,
აი ამ სიზმრებს ჰხედავდის გამაეღვიძის მტირალსა.

ხან იფიქრებდა უდედოდ გაზრდა ვინა სთქვა შვილისა
იქნება ვეფხვის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა
წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ ვუთხრა შვილისა
ისიც მიამბობს ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექმნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 20 2012, 20:44
პოსტი #17


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Little Fisher
Bonehill
aragveli
small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Apr 20 2012, 20:50
პოსტი #18


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს მაგარია D.gif გურული ვეფხისტყაოსანი D.gif



ნახეს ვინცხა ყაზილარი, ჯდა მტირალი სუფსის პირსა,

მსხვილ-მსხვილ კურცხლებს აღვარღვარებს, საცოდავი ისე ტირსა

მეფის ხალხმა დაინახა არ ეცნობა არავისა,

და მეფემაც მოინდომა ახლო ნახვა ფირალისა.



გაუგზავნა მან ყაზახნი, მომიყვანეთ აქა ისო,

იგი ვინცხა მოტირალი სუფსის პირსა რომა ზისო,

ყაზილარმა ეიხედა,სახეს ხელი ჩამეისო,

მე არსადაც არმივდივარ, ნება იყოს გინდ მეფისო.



ხალხმა ძალი დუუპირა,ყაზილარი გედირია,

ხელი ტაცამაგან მათრახს და ყაზახებს დეერია,

მეფის ხალხი ერთიანად ეირია-დეირია

ვეღარ იცნობს კაციშვილი, ვინ ცოცხალი ვინ კვტარია.



ერთივინცხა გეიპარა, მოახსენა მან მეფესო,

აბდალია უპატრონო და გადაგვყრის ფარსაგებსო,

შენი ხალხი ჩვენ მეფეო სულ მთლიანად გაგვჟლიტესო,

მაშინ იქინა მივიდეთ,მეფის ხალხმა ესე თქვესო.



მაფის ხალხი გეემართა და მინდორიგადალახეს

რომ არა ჩანს, ეფარება ალბათ ხეებს და ბალახებს,

ყაზილარი აღარ ჩანდა, თუმცა ბევრი კი უძახეს,

იგი ცხენით გაპარულა მისი ბუნდღა ვერსად ნახეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 20:53
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



წელთა ქავ-ციხის დამეცა ჩრდილი,
მთაში შურთხები აღარ მელიან,
ვეღარ ავყვები საჯიხვე ბილიკს,
ვეღარ გავარღვევ ნისლებს ელვიანს.
ვეღარ გაბერტყავს დაღლილი მუხლი
ცვარ-ნამს, ბალახზე ასხმულს მძივებად,
ბლოს სალოცავებს თავს დაბლა ვუხრი
და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას.
ვთხოვ პატიებას ნასახლარს ჩემსას,
მხედრებს, ნახშირით ქვებზე ნახატებს.
და გმირ წინაპარს, შეფიცულს თემთან,
საგვარო სათობს, ტევრებს სახატეს.
იქ ბორიალობს ბავშვობა ტკბილი,
წელზე ნაჯლით და ცერზე ხვეულით
და მე თუ არა, ის მუდამ ივლის
კლდეებზე წყაროდ ჩამორხეული.
ქარაფს ვეწვიო, მე მაინც ვნატრობ
და თქმულებების ვარწიო ტახტი,
სადაც კოპალას, წყალ-ჭალის პატრონს,
დაულეწია დევები ლახტოთ.
მამუკაურის ფრანგულის ელვა
სად ქარიშხლიან ღამეებს ხევდა,
სად ჯარჯი მშვიდად დააკვდა მწვერვალს
და მთებისხელა დატოვა სევდა.
მინდა ჭაღარა ჭიუხის პირას,
მეწყერებმა რომ გაიმყეფარეს,
ნადირთ მწყემსივით დავიდო ბინა,
დავუძმობილდე არაგვს მჩქეფარეს,
მაგრამ ამაოდ...
არ მუხლობს მუხლი,
მგონი დამთავრდა გზების ძიება,
ბებერ საფლავებს თავს დაბლა ვუხრი

და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას.

/გიორგი გიგაური/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 20 2012, 20:56
პოსტი #20


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭიუხ ქორები დაგკივის,
ჯიხვების წყემსო ქალაო:
ახლოს გყავ მენადირეი,
ხელი არ შაუშალაო!
ქარაფზე წადგა ხარ-ლაღი,
რა კოხტად გაიზარაო,
წამაიგრძელა კისერი,
რქებ ზურგზე გადიყარაო,
ქვიშაში რქათა ნაგრილი,
მშვილდივით მაიხარაო.
დაბლიდან მენადირემა
ლიშანზე აიყვანაო,
თოფ გატყვრა, ტყვიამ იწივლა,
ჯიხვო, წაგაერთვა ძალაო,
მაღლა წვერებზე გაზრდილო,
დაბლა გაჩვენა ჭალაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
motevzave
პოსტი Apr 20 2012, 21:01
პოსტი #21


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 86
რეგისტრ.: 26-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 20 2012, 21:05
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



... ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
motevzave
პოსტი Apr 20 2012, 21:07
პოსტი #23


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 86
რეგისტრ.: 26-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Apr 20 2012, 22:22
პოსტი #24


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მთაში ინათა და ბნელ წყვდიადს დღე მიეგება,
დილის ნიავმა შორიახლოს გაფანტა ნისლი,
დაბურულ ხევებს უკუნეთი ღამე მოშორდა,
და გარიჟრაჟზე ვიღაც უცხო გამოჩნდა თოფით.

შორს მომავალი ნელა,ფრთხილად მოყვება აღმართს,
ტყიდან გასული, საცალფეხოს გაუყვა ბილიკს,
ძნელად სავალი ვიწრო გზაა,ირგვლივ ხევები,
მონადირე კი შეუპოვრად მიიწევს,მიდის.

მეორე მხრიდან გზას მოყვება ტყის ბინადარი,
კაცი და დათვი ერთმანეთის პირისპირ დგანან,
ნადირმა ხრამი აირჩია და გზა დაუთმო,
ადამიანი აღელვებით მოზიდავს ჩახმახს.

სროლის ხმა იყო,ძალით გასცდა ლულის პირს ტყვია,
ფერდობებს, ნისლი მისდგომია დარდის ამშლელად,
დათვის მკერდიდან გადმოხეთქა სისხლმა დუღილით,
მისმა ღრიალმა გაიარა გულში შანთებად.

დათვის ღრიალი ეს არ იყო მარტო ბღავილი,
ეს იყო მისი ბოლო სიტყვა და გულისცემა,
ისევ მობრუნდა სიცოცხლეზე გულგატეხილი
და მონადირეს სინანულით მიაბყრო მზერა.

კაცი გაშეშდა,ვეღარ იძვრის,ეკვრის ხელ-ფეხი,
სიცოცხლე შეწყდა ,მდუმარებამ დაისადგურა,
დადუმდა ირგვლივ ყოველივე,რაც იყო ქვეყნად,
მხოლოდ ხეობის თავზე თოფით,კაცი გამოჩნდა.

იქვე მახლობლად მუხის ხეზე შემოჰკრა თოფი,
თითქოს ზარები ყველა ერთად,ერთხმად აჟღერდა,
მხოლოდ მოსჩანდა მთის ნისლებში სული ცხოველი,
ადამიანი ცოდვით სავსე,ხევთან ჩამოდგა.

დაჰყურებს დაჭრილ,სისხლში მოსვრილ,წაქცეულ ნადირს,
პირი იბრუნა, ვიწრო ბილიკს გაუყვა ფრთხილად,
ტყეში დატოვა დამტვრეული თოფი და დათვი,
და მონადირის სულში სევდამ დაისადგურა.

დღეები ნელა და მაცდურად ქსოვენ ცხოვრებას,
სიცოცხლე ფრთხილად მიუყვება გასვლელ ბილიკს,
არ გამხდარიყოს კაცის საქმე ისე უკუღმა,
რომ ვაჟკაცობით ველურ ნადირს ეჯობნოს ტყეში !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Apr 20 2012, 22:44
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Сын колокольчик трясет забавляясь.
Папа спросонья бежит чертыхаясь.
Думает рыба попалась на донку…
В общем, за дело досталось подонку!

Что же ты, сволочь, пугаешь, зараза?
Дал по башке ему сорок два раза.
Я ж ведь подумал поимали дельфина,
Вот и ходи, блин, голодный, скотина…

Сын заревел и пошел на рыбалку,
Срезал в лесу он здоровую палку.
Нитку приляпал и скрепку повесил…
В общем удило себе скуралесил.

В речку закинул, соплю вытирая,
Думает, вот же жизнь — падла какая!
Щас я поймаю большую рыбёшку
И настучу бате по головешке.

Рыба, однако, клевать не хотела.
Парень подумал: “Совсем обалдела”.
Если сейчас ничего не поймаю,
То всех червей в водоем побросаю.

Тут егеря подошли из лесочка,
Видят, сидит паренек-одиночка,
Дали они мальцу спиннинг Шимана:
“Ты покидай, и все будет намана”.

Парень забросил, почувствовал рыбу,
Тянет ее, на лице, блин, улыба.
“Лишь бы на берег достать, крокодила,
Больно уж сильно согнулось удило”.

Вытащил щуку, орет, весь довольный,
И егеря пошли дальше спокойно.
Мальчик тут понял: “Рыбалка — приятно!”
Двинул домой, объяснил отцу внятно:

“Папа, поймал я на ужин рыбешку.
Дайка мне, папа, деньжонок немножко.
Я в магазин побегу рыболовный
И спиннинг куплю себе, длинный и ровный”

Так рыбачек появился на свет.
Ловит он рыбу, встает он чуть свет.
Только лишь зорька, а он уж на речке,
Таскает рыбешку, большую, помельче.

Люди, берите детей на рыбалку.
Уклейку половят, кому ж её жалко.
Глядишь, рыболовами будут когда-то!!!
Пусть БОЛЬШЕ становится “нашего брата”!


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Apr 21 2012, 01:22
პოსტი #26


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,
დახოცეს უშტი და უშქერი ნადირი.
და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,
ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.
თეთროსნებს მოხადეს ავაზას ტყავები
და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:
ირმების,
ჯიხვების,
არჩვების,
დათვების-
სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.
და რა წამს მთვარემ ტყეზე გადიარა,
სასმური ასწია ლევან დადიანმა:
-კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,
გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!...
-კურთხეულ იყოს,- აღმოხდათ თავადებს,-
ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს!
და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:
-ვინ მოჰკლა,
ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,
ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?
-მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა.
ღამეში თვალების გადაბრიალებით
ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.
ულვაშზე სალოკი თითი გადაისვა ერთ-ერთმა
(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):
-ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,
ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!
-გულჩვილი ყოფილხართ, ლეჩხუმის თავადი,
ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით.
ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,
მაგ ირმის გვერდით რომ ქისონი ტახია!
სთქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა
თავადმა მაღალმა, ჟღალ ულვაშიანმა.
ნაკვერჩხლებივით ელავდნენ ღამეში
თვალები ვეება გარეულ კამეჩის.
და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი
წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.
წყვდიადში თვალების გადაბრიალებით
რიგ-რიგად ყვებოდნენ შავნაბდიანები:
-პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,
პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!
სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ყვებოდნენ
და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.
-ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი
ცოცხლობდეს
შრომობდეს
ომობდეს მთავარი!
ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ
ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,
და ეწყო ბთავები, ვით სასაკლაოზე,
ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით....
თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი
ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 21 2012, 02:02
პოსტი #27


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



• • •

ქარი აიხვეტავს ფოთლებს,
სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა,
ზამთრის მოლოდინში შეშას,
ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.
ხვალე ნანადირევს მოგგვრი,
კლდეზე დავიტყავებ მუხლებს,
თოვლით გატენილებს, ცივებს,
ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს.
თეთრად გავათენებთ ღამეს,
გვეგოს ფარდაგი და ტყავი,
ჩუმად მიმღეროდეს რამეს,
მედოს შენს მუხლებზე თავი.
გარეთ აბარდნიდეს თეთრად,
შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,
დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,
მერე ლექსების თქმას მთხოვდე.
გაზაფხულის პირზე მზიფერ,
ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,
გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,
მორთულს ათასნაირ ფერში.
ქოხი შუა ტყეში გვედგaს,
ნალ–მიჭედებული კარით,
მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,
გარეთ მობუბუნე ქარის.
არც შენ იქნებოდი ცოლი,
არც მე ვიქნებოდი ქმარი...

|მერაბ არაბული|
(ძალიან კარგი იქნება თუ ავტორებსაც მივუწერთ ლექსებს... ეს აუცილებელია და უფრო შემეცნებითიც იქნება)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 21 2012, 02:12
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



(სამწუხაროდ ამის ავტორს ვერსად მივაგენი... საოცარი ლექსია)


ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
გაზაფხულია!

(ზანგური)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Apr 21 2012, 02:16
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კაცი?... კაცი ოხერია, – თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება, – შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.
კაცი?... კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე.
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
წარბი თუ არ გაუხსენი – წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
ან მანქანას გააგელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდში თუ არ უდგას, იქნებ არც ენაღვლება.
ქალი?... ქალი მხნედ გაუძლებს, ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უნდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.
მარტოობის წლები მკერდში გაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ყვავილივით ზეზეურად დასჭკნება.
ქალს?... ქალს მარტო ნუ დასტოვებთ, სანამ ქვეყნად არსებობთ.

ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო.


(ზურაბ კუხიანიძე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Apr 21 2012, 07:24
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



დამღალა შენმა ლოდინმა,
ქარაფთა ქართა სმენამა,
როცა ძალიან მწყუროდი
მაშინ არგამოჩენამა.
გულის ეჭვებით ბორგვნამა,
მეტ-ნაკლებობით ტკენამა,
რაც რომ საწუთრომ დამაკლო,
ის დამიმატა ზენამა.
ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების
ხშირ-ხშირად ჩამოფენამა,
დილით ხარივით ბუბუნმა,
ღამით ცრემლების დენამა,
წუთისოფელთან ბრძოლამა,
სულ აქეთ-იქით ფრენამა.
ჩაჰლია გულის კედლები
ჩაგუბებულმა წყენამა,
ახლა გინდ მოდი, გინდ არა _
ფრთები დაჰკეცა ძერამა,
მე თავად გარდავიცვლები,
რომც არ იჩქაროს წერამა.
ტარიელ ხარხელაური

არაგველებო! სამშობლო გეძებთ! _
გეძებთ და შუბლი ფიქრმა შეთრთვილა,
რად სდუმან მთები მამულის მკერდზე
უფლის ცრემლებად ჩამოკრეფილნი.
არაგველებო! მამული მტკივა _
წამლად დამადეთ მამულის წყლულებს,
მძიმე სენი სჭირს სამყაროს მთლიანს
და ვერ ისვენებს მსოფლიო სული.
არაგველებო! რად გვინდა სისხლი _
თუ არ ბორგავს და შიშმა დანისლა,
თუ არ იქნება სამშობლოს ღირსი
რომ საქართველოდ იქცეს კრწანისთან.
არაგველებო! მოვკივი ქარებს
და მყუდროებას ვურღვევ სასულეთს,
არაგველებო! გაშალეთ მთვარე
და ჩემს სამშობლოს მხრებზე დაჰხურეთ.
არაგველებო! სამშობლო მტკივა _
სამშობლო _ უფლის მუხლთა სასვენი,
არაგველებო! ამინთეთ დილა
და ჩემი ქვეყნის ზეცა გახსენით.
არაგველებო! მწუხრი წევს მყინვარს,
გონებავ ერის _ სიფრთხილე გმართებს,
არაგველებო! სამშობლოს სტკივა,
სამშობლოს სტკივა _ ღვთისმშობლის სანთელს.


ტარიელ ხარხელაური

ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,
შენს ხმას მაგონებს, სიცოცხლევ ჩემო,
მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს
და იწევიან ზემოთ და ზემოთ.
წევს ლურჯი ბინდი მწვერვალთა ზედა
და ღრუბლებს ზემოთ მთვარე მიცურავს,
მთვარეში მხოლოდ შენს სახეს ვხედავ,
მუხლს
მოვიდრეკ და კრძალვით ვლოცულობ.
ვერ შევიშლები ამაზე მეტად,
თავს არ გაბრალებ და არც გაწონებ,
მცდარი აზრია, რად ფიქრობ, ნეტა,
რომ უშენობა გამომასწორებს.
თავს მოვასვენებ ფესვებზე დეკის,
ზევიდან ნისლის კალთას ვიფარებ,
რა უნდა გითხრა ამაზე მეტი,
რაც ვთქვი - ან ისიც რატომ გითხარი.
თავით ვარსკვლავი ცისკრის მინთია,
რომ დილით დამსვას კალთაზე ზეცის,
მწყურიხარ, ესეც დროებითია -
დროებითია, გული რომ კვნესის.
ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,
სიმღერა შენ გგავს, სიცოცხლევ ჩემო,
მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს
და იწევიან ზემოთ და ზემოთ.

ტარიელ ხარხელაური

ბღავილი ამყვა ამ დილით
გამოღადრული ყელის,
ქართველობაა ადვილი
არაგველობა ძნელი.
შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი
როგორც ნარწყევი გველის,
წაწამურია ადვილი
ილიაობა ძნელი.
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
ვერ მიერთგულე ვერასდროს
დადედლებულო გულო,
სხვათა ომებში ბელადო
შენი მამულის წყლულო.
ფიქრო, ეჭვებით დაღლილო
ცავ, დაბზარულო ცრემლით,
ბაზალეთია ადვილი
დიდგორი არის ძნელი.
ბუბუნით წამცდა იორი
ოდნავ ამართა წელი,
ტახტზე ფიქრია იოლი
დავითობაა ძნელი.

ტარიელ ხარხელაური

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხ**ინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად _ სამარი,
საკაცე _ თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა _ ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!

ვაჟა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:44