ეკოლოგიური პრობლემა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ეკოლოგიური პრობლემა, ამოსფერო
GujaLG
პოსტი May 25 2012, 13:12
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 25-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



პრეზენტაციისთვის მჭირდება ......... თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ეპოქაში მსოფლიო მეურნეობის კოლოსალურმა მასშტაბებმა, უპირველესად მინერალური საწვავის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის) მოხმარების, აგრეთვე საწარმოების და ტრანსპორტის (ქარხნებში, ფაბრიკებში, თბოელექტროსადგურებში, ატომურ ელექტროსადგურებში, ავტო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტზე, კომუნალურ მეურნეობაში და სხვა.) გიგანტურმა მოცულობამ გამოიწვია ატმოსფეროს ძლიერი გაბინძურება (დამტვერიანება), გამონაბოლქვი და გამონაფრქვევი მყარი და გაზობრივი ნივთიერებებით.
ატმოსფეროში არსებული მტვერი არის ბუნებრივი და ანთროპოგენური (საწარმოო) წარმოშობის.პირველი ატმოსფეროს მუდმივი შემადგენელია, იგი ეკოლოგიურად უსაფრთხოა მიუხედავად მისი წარმომქმნელი წყაროების სიმრავლისა (ქანების და ნიადაგის გამოფიტვა, ვულკანიზმი, ხანძრები, მტვრიანი ქარიშხლები, აორთქლება ოკეანის ზედაპირიდან, კოსმოსური მტვერი და სხვა.). ბუნებრივი მტვერი გარკვეულწილად, დადებით როლს ასრულებს რიგ პროცესებში, ხელს უწყობს წყლის ორთქლის კონდენსაციას და ნალექების წარმოქმნას, შთანთქავს მზის პირდაპირ რადიაციას, ცოცხალ ორგანიზმებს იცავს მზის საზიანო გამოსხივებისაგან და სხვ.
ატმოსფეროს ანთროპოგენური დამტვერიანება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კლიმატურ პირობებზე. სხვადასხვა მექანიკური შედგენილობის მტვერი იჭრება ატმოსფეროს ფენებში და გავლენას ახდენს, როგორც მოკლეტალღოვან ისე გრძელტალღოვან რადიაციაზე. გამოანგარიშებულია, რომ ატმოსფეროში ყოველწლიურად ხვდება 300-400 მლნ ტ. ანთროპოგენური აეროზოლური მასა, რაც მოწმენდილ ამინდში პირდაპირ რადიაციას ამცირებს დაახლოებით 6%ი-ით, ეს კი შეესატყვისება ჯამური რადიაციის 1%-ით შემცირებას (ბუდიკო, 1977).
საქალაქო დასახლებისა და სამრეწველო ცენტრების არეალში ატმოსფეროში არსებულ მტვერს ემატება მრავალი სახეობის საწარმოო (ანთროპოგენური) მტვრისა და მავნე გაზების კოლოსალური რაოდენობა, რაც იწვევს მის გაბინძურებას, თანმხლები უარყოფითი მოვლენებით.
ცნობილია, რომ ატმოსფეროში არსებული მტვრიდან კოსმოსურ მტვრის წილად მოდის 1%, დედამიწაზე კი დღე-ღამეში 10 000 ტ კოსმოსური მტვერი ვარდება. ეოლურ მტვერზე კი მოდის 70%, რომლის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება; ვულკანური წარმოშობის მტვერმა XIX საუკუნეში დაახლოებით 230 კუბ. (520 მრდ ტ) კმ შეადგინა. მარტო ვულკან კრაკატაუს მტვერი დედამიწის ირგვლივ ვრცელდებოდა 120 კმ/სთ სიჩქარით, რამაც ატმოსფეროს გამჭირვალობა 3-4 %-ით შეამცირა და 5 წლის განმავლობაში იწმინდებოდა.
ეკოლოგიური თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა თავისთავად გამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობას ჰაერში, არამედ მათი კონცენტრაციის დონეს (რაოდენობას). აქედან გამომდინარე, ატმოსფეროს გაბინძურებაში იგულისხმება ეკოლოგიური სიტუაცია, რომლის დროსაც ჰაერში მოხვედრილი სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში არსებული სხვადასხვა სახის მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას, რაც უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე, აუარესებს სასიცოცხლო პირობებს და იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს.
გამაბინძურებელი წყაროები არის სტაციონარული (სამრეწველო საწარმოები, საქვაბეები, თბო - და ატომური ელექტროსადგურები და სხვა.) და გადაადგილებადი (ავტო, სარკინიგზო, საჰაერო, წყლის ტრანსპორტი და სხვა.).
ყველაზე დიდი წილი მოდის სათბობის (ნახშირის, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვ.) წვით გამოწვეულ გაბინძურებაზე. სათბობის სრული წვისას ატმოსფეროში მოხვედრილ ნივთიერებათა (ნახშიროჟანგი, გოგირდის ჟანგი, აზოტი და სხვ.) რაოდენობა არ ქმნის საშიშ ეკოლოგიურ სიტუაციას, მაგრამ მეტწილ შემთხვევებში წვა არასრულად მიმდინარეობს (განსაკუთრებით ავტოტრანსპორტში), რის გამოც ატმოსფეროში ხვდება დაუწვავი სათბობის მყარი ნაწილაკების, ნაცრის, მავნე გაზების დიდი რაოდენობა. მათგან ძირითადად გამაბინძურებელია ნახშირბადის, გოგირდის, აზოტის, ჭვარტლის, მტვრის ნაერთები. განსაკუთრებით მავნეა მხუთავი გაზი (ნახშირჟანგი) და გოგირდოვანი აირი.
ატმოსფეროში მოხვედრილი ნახშირჟანგის მხოლოდ მცირე ნაწილი მიეკუთვნება ბუნებრივ წარმონაქმნს. ძირითადი ნაწილი ტექნოგენურია, მათგან 80% ავტოტრანსპორტზე მოდის. ავტომობილების გამონაბოლქვში დიდი რაოდენობითაა აგრეთვე ნახშირწყალბადი, გოგირდოვანი გაზი, აზოტის ჟანგი, ტყვია და სხვ. ტექნიკურად გაუმართავი (დაურეგულირებელი) ძრავის მუშაობის პირობებში გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 10-15 -ჯერ, საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული გაბინძურება მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ინტენსიური მოძრაობის ქუჩებში და მაგისტრალებზე. მკვლევარების შეფასებით ერთი ავტომობილი საშუალოდ ყოველ 1000 კმ-ზე წვავს ერთი ადამიანის წლიურ ნორმა ჟანგბადს.
ატმოსფეროს გაბინძურებაში მნიშვნელოვანი წილი მოდის საჰაერო, სარკინიგზო და წყლის ტრანსპორტზე. ისინი ხარჯავენ ჟანგბადის დიდ რაოდენობას. ერთ თვითმფრინავს 1000 კმ მანძილზე ფრენისას საშუალოდ სჭირდება ერთი ადამიანის წლიური ნორმა ჟანგბადი. ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით ორძრავიანი რეაქტიული თვითმფრინავი სრული დატვირთვით აფრენისას, ასაფრენ ბილიკზე ტოვებს მავნე აირების იმ რაოდენობას, რომელიც 6350 ავტომანქანის გამონაბოლქვის ტოლია. გაბინძურების ყველა წყაროდან ატმოსფეროში წლიურად ხვდება საშუალოდ 2 მილიარდი ტონა მტვერი.
მსოფლიოს ბევრი ინდუსტრიული ქალაქისთვის ნამდვილ უბედურებად იქცა ე.წ. ”სმოგი” - ტოქსიკური სქელი ნისლი, რომლის მსხვერპლიც ათასობით ადამიანია, მის ”სამშობლოდ” ლონდონი ითვლება. ბოლო პერიოდში სმოგების ”დედაქალაქად” მიჩნეულია ლოს-ანჟელესი (აშშ).
ატმოსფეროს გაბინძურების ცოცხალი ბუნებისათვის ძლიერ საზიანო გამოვლინებას წარმოადგენს მჟავური წვიმები (მჟავური ატმოსფერული ნალექები), რასაც იწვევს ატმოსფეროში გოგირდისა და აზოტის ჟანგების დაგროვება. მჟავური ატმოსფერული ნალექების (იგი შეიძლება მოვიდეს როგორც წვიმის, ასევე თოვლის სახით) ბუნებრივ წყაროს ძირითადად წარმოადგენს ვულკანიზმი, რომელიც მეცნიერთა შეფასებით, ყოველწლიურად ატმოსფეროს ”ტვირთავს” 4-16 მლნ ტონა გოგირდის ნაერთებით. ლომის წილი მჟავურ ატმოსფერული ნალექების წარმოქმნაში მაინც ანთროპოგენურ წყაროებს - გოგირდს და აზოტს ეკუთვნის. გოგირდოვანი გაზი წარმოიქმნება ნახშირისა და ნავთობპროდუქტების წვის და ფერადი ლითონების მოპოვება-გადამუშავების პროცესში.
აზოტის ჟანგი წარმოიქმნება ჰაერში აზოტის ჟანგბადთან შეერთების შედეგად, მაღალი ტემპერატურის პირობებში, უმთავრესად შიგა წვის ძრავებში და საქვაბეებში. მჟავური წვიმები დიდ ზიანს აყენებს ბუნებას (განსაკუთრებით ცოცხალ), სოფლის მეურნეობას და თვით შენობა-ნაგებობებსაც. იგი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. აშშ -ისა და დასავლეთ ევროპის სამრეწველო კომპლექსებისაგან ძლიერ ზარალდება სკანდინავიის ქვეყნები, აგრეთვე ევროპული რუსეთი და ბალტიისპირეთი, ვინაიდან გამაბინძურებელ ნივთიერებათა ნაკადის ტრანსპორტირებას ახდენს დასავლეთი ქარები. არსებული ინფორმა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 25 2012, 13:17
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



GujaLG
გამარჯობა მეგობარო

კარგი იქნებოდა აქედან დაგეწყო http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...&start=3165

აქ კიდევ ან შესავალი გაუკეთე ან ბოლო დასკვნა რომ გავიგოთ რას ემსახურება ამ თემის გახსნა.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Mar 9 2016, 22:16
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ თვითგადარჩენის რაღაცეებს აქ დავდებ სხვა თემა ვერვიპოვე არადა მაგარი რაღაცეები ვნახე

Fეისბუქის გვერდი ვნახე მე და დამაინტერესა ძაან


Last Day Clu

last day club
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Mar 10 2016, 20:00
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showforum=108
აგერაა და გადახედე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Mar 11 2016, 10:00
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შოთა.03 მადლობა newsmile027.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია PREDATOR: Mar 11 2016, 10:00
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 00:16