სანადირო თოფის ღირსებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
სანადირო თოფის ღირსებები
ზახარა
პოსტი Jan 3 2011, 21:58
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სანადირო თოფის ღირსებები




სანადირო თოფის ფასს მისი ღირსებები განსზღვრავენ .

ეს ღირსებებია :

1.მხატვრული
2.ტექნიკური
3. ბალისტიკური

ამ ღირსებათა ერთობლიობაში ყველაზე მეტად თოფის ფასზე ზეგავლენას მხატვრული ღირსებები ახდენენ . ტექნიკური პროგრესის საუკუნეში , როგორადაც მეოცე საუკუნე აღიქმება , ბევრი საგანი , რომელიც ტექნიკურ პროგრესის შედევრებს შეიცავს , ძალზე იაფ საგნად იქცა იმის გამო , რომ მის დამზადებაში ადამიანის შრომის მინიმალური რაოდენობაა ჩადებული . მაგალითად საათს , რომლის გამოც ერთი საუკუნის წინ კაცს კლავდნენ , ეხლა ერთი კილო ხორცის ღირებულებაც არ აქვს .
სანადირო თოფის ღირსებათა განხორციელებაში - მხატვრული , ყველაზე მეტ ხელით შრომას მოითხოვს . სოციალურ აფეთქებათა მთელმა ჯაჭვმა , რომელსაც მე-19 და მე-20 საუკუნეები მოიცვა , ის მოიტანა , რომ ყველაზე ძვირათღირებული ,ესაა შემოქმედებით შრომასთან შერწყმული ხელით შრომა .
ამჟამად სანადირო იარაღის ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა : ყველაზე მაღალი მხატვრული , ტექნიკური და ბალისტიკური მონაცემების თოფის ფასი 100 000 დოლარს აღწევს , ხოლო დაბლისა 150 დოლარია .
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან მაღალი კლასის თოფი , დაბალი კლასის თოფისგან ??? დავიწყოთ იმ ღირსებებით , რომელთა შეფასება ვიზუალურად შეიძლება .

მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენა :

მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენამდე უნდა გავიხსენოთ , რომ სანადირო თოფების კლასიფიკაციის სხვადასხვა პრინციპები არსებობს . სანადირო თოფებს ერთმანეთისგან განასხვავებენ :

1 . ლულების კალაპოტთან შეერთების ხასიათით : არის თოფები , რომელთა კალაპოტი და ლულები ერთმანეთს შორდება , არის თოფები რომლებიც არ იშლება .
2. ლულების შიდა ზედაპირით : გლუვლულიანი და კუთხვლულიანი.
3. ლულების რაოდენობით : ცალლულიანი , ორლულიანი , სამლულიანი და ოთხლულიანი .
4. დამცემი მექანიზმის განლაგებით : ჩახმახიანი და უჩახმახო .
5. ლულაში ვაზნის მოთავსების მექანიზმით : ხელით დასატენი , ავტომატური , ნახევრადავტომატური და ე.წ. პომპიანი - მოძრავი ტიბჯირის საშუალებით .

თოფის შეძენისას მონადირემ უნდა გაარკვიოს თუ რა მოთხოვნილებებს უყენებს თოფს , რა მიზნებისათვის უნდა იგი . აქ რამდენიმე ვარიანტია მოსალოდნელი . მონადირეს თოფი უნდა : რიგითი ნადირობებისათვის , ნებისმიერი ამინდში სატარებლად ; აქვს უბრალო იაფფასიანი და უნდა ქონდეს მეორე . უფრო უკეთესი , რომლითაც ხანდახან წავა სანადიროთ ; ძვირფასი , მაღალი კლასისა , რათა დაიკმაყოფილოს ესთეტიკური მოთხოვნილებები , ახლობლის , მეგობრის ანდა საპატივცემულო პირის დასასაჩუქრებლად , უნდა როგორც ნივთი მატერიალური ქონების დასაგროვებლად , თუ შესანახად .
ამ მიზნების უკეთ დასაკმაყოფილებლად გასათვალისწინებელია ის , რომ სანადირო თოფები მხატვრული და ტექნიკური ღირსებათა დონის მიხედვით არიან:
1.სტანდარტული
2. ცალობითი
3.ლუქსი
4.ექსტრა ლუქსი, ფაქტობრივად ანტიკვარული.


სტანდარტულ თოფებს განეკუთვნება ის თოფები , რომელთა ყველა ნაწილი მანქანური წესითაა დამზადებული და ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი . ხელით , მხოლოდ აწყობა - მორგება ხდება . მექანიზმი ენსონ - დილეის სისტემისაა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებს არ გააჩნიათ , თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კლაკნილ ხაზს , წრეხაზს ან წნევის ქვეშ ამოტვიფრულ ცხოველების გამოსახულებას. ნაწილები უხეშადაა მორგებული . ტყვისსა და საფანტის მიტანა მათ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან კარგი , კარგი , საშუალო და ცუდი . ეს შემთხვევაზეა დამოკიდებული , თუ როგორი ეგზემპლიარი მოგხვდებათ ხელში . ასეთი თოფების ექსპლუატაციის ხანგძლივობა მცირეა . ისი 5-10 წლის ხმარების შემდეგ მოირყევიან ხოლმე . აქედან გამომდინარე , ეს თოფები ყველაზე იაფი ღირს.

ცალობითი თოფი შედარებით მეტი ხელით შრომითაა შექმნილი . აქვს კაკლის კონდახი და უკეთესი მხატვრული გაფორმება . ისინი ენსონ - დილეის სისტემისაა , არასრული საკეტებით , ან სრული საკეტების იმიტაციით. ცალობითი თოფების ფასები მინიმუმ 2-ჯერ აღემატებოდა სტანდარტულებისას.

ლუქსი კლასის მქონე თოფები შეიაძლება იყოს ენსონ - დილეის ანუ არასრული საკეტებით , სრული საკეტების იმიტაციის , ან სრული საკეტებით , ჰოლანდ - ჰოლანდის სისტემის ან სხვა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებისა მაღალ დონეზეა . გრავირება შეიძლება იყოს ინგლისური ტიპისა და ნადირობის სცენებით .
ინგლისური ტიპის გრავირება წარმოადგენს არაბესკების ჯგუფს , კლაკნილ ხაზებს ან ყვავილების თაიგულის გამოსახულებას .



გრავირება ნადირობის სცენებით შეიძლება იყოს განხორციელებული მეტალზე გაკაწვრით ან მასზე რელიეფური გამოსახულებების მოთავსებით . ეს უკანასკნელი უფრო შრომატევადია და მეტად ფასდება .



კაკლის ხის კონდახი შეიძლება იყოს მოჩუქურთმებული . სოლიდური ფირმები , ისეთები , როგორებიცაა ჰოლანდ-ჰოლანდი , ჯეიმს პერდე , ლებო , ხის მხატვრულ გაფორმებას გაურბიან . ამ თოფებს ხშირად აქვთ ყუთი , რომლებშიც თოფის ლულების და კონდახის გარდა მოთავსებულია დასაზეთი და გასაწმენდი საგნები , შომპოლი , ვაზნა კაპსულის გარეშე - ჩახმახის დასაცემინებლად .



ლუქსი კლასის თოფის ლულები საგულდაგულოდ აირჩევა და მოწმდება . მათი მიტანა საუკეთესოა და ხშირად დასტურდება სათანადო დოკუმენტით .
საბჭოთა თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებოდნენ : TC – 1 , TC -2 , МЦ – 9 , МЦ – 11, МЦ – 109 , МЦ – 111 .
უცხოური თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებიან რევოლუციამდე შემოტანილი ინგლისური , ბელგიური და ფრანგული თოფების დიდი ნაწილი , გერმანული თოფების მცირე ნაწილი მაგალითად : მერკელის 303 E მოდელი , ზიმსონის მოდელი “მონტეკარლო” , ზაურის 29 C მოდელი.

ექსტრალუქსი თოფები ფაქტიურად საკოლექციო ნივთებია . მათი მხატვრული გაფორმება ვირტუოზულია . მათში შეიძლება გამოყენებული იქნეს ოქრო , ვერცხლი, სადაფი , სპილოს ძვალი და ძვირფასი ქვები . დამცემ - სასხლეტი მექანიზმი კოროზიისაგან დაცვის მიზნით მოოქროვილია . თოფი დევს უნიკალურ სქელი , ნატურალური ტყავისაგან დამზადებულ ყუთში . მათ წინა კლასების თოფებისაგან განსხვავებით ერთი მნიშვნელოვანი ნიშანიც განასხვავებს : ისინი საყოველთაო აღიარებული ფირმების ნახელავებია . ეს თოფები უმეტეს შემთხვევაში მატერიალური დოვლათის დაგროვების , მიღებისა თუ გადაცემის , ანგარიშსწორების საშუალებებია . ბევრმა მათგამნმა შეიძლება ათეული წლების განმავლობაში ისე გამოიცვალოს რამდენიმე პატრონი , რომ არცერთმა მათგანმა იგი ერთხელაც არ გაისროლოს .







ავტორი ოთარ ლომთაძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 4 2011, 10:23
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გადავირიე კაცი და ეგაა, დიდი მადლობა ზახარ ამ საინტერესო ინფორმაციის მოძიებისთვის.
ცალკე ვუხდი მადლობას ბნ. ოთარ ლომთაძეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 4 2011, 22:06
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბატონო ოთარ, ზახარ

მიიღეთ ჩემი პატივისცემა თქვენი შრომისა და ცოდნისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jan 4 2011, 22:26
პოსტი #4


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზახარ
ძალიან კარგი და ამომწურავი ინფოა.. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gel2001
პოსტი Jan 11 2011, 21:17
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 93
რეგისტრ.: 4-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi,guria



ძალიან კარგი და ამომწურავი ინფორმაციაა,მადლობას გიხდით.ხალხი რომელიც ახლა იწყებს ნადირობას ამას რო წაიკითხავს აზრზე მაინც იქნება რა არი იარაგი და რა გირებულება აქმას როგორც ესთეთიკური ისე მატერიალური და სულიერი ტვალსაზრისით.მარტო ის არ არის რო იყიდიან თოფს და საერთოდ არ იციან რას ყიდულობენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი May 1 2011, 01:22
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



დიდი მადლობა სტატიის ავტორს ასეთი იმფორმაციისთვის, ეხლა კი ცოტა აზრზე მოვედი! მეგონა გამოვიღვიძე თურმე ისევ ჭურში მძინებია! small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი May 1 2011, 01:46
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



გაიხარე მეგობარო კაი განწყობაზე დამაყენა ტკვენმა პოტო მასალამ.

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი May 1 2011, 10:51
პოსტი #8


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზახარა ჩემპიონ!!! f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი May 4 2011, 01:11
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bondoshondo
პოსტი Jun 16 2023, 11:06
პოსტი #10


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 16-May 23
ნიკის ჩასმა
ციტირება



საინტერესოა იარაღზე ბევრი ვიცი მარა ნახატები მაინც უფრო საინტერესოა ჩემთვის და მაგაშიც ვერკვევი არანაკლებად.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია bondoshondo: Jun 16 2023, 11:07
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 05:43