თენგიზ შავგულიძე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
თენგიზ შავგულიძე, Грузинский оружейник
Der Rote Baron
პოსტი Nov 15 2009, 00:43
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 138
რეგისტრ.: 15-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შეიძლება ბევრმა იცით მაგრამ მე მაგალითად ამას წინათ წავიკითხე, ფიქრობ საინტერესო ინფოა, ამიტომ ვინც არ იცის დაეწაფეთ newsmile05.gif
ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისეთი ადამიანები როგორიც თენგიზ შავგულიძე იყო (მითუმეტეს ქართველია)
ვიცი მოცემული ტექსტი დიდია მაგრამ ვისაც წაკითხვის სურვილი გაქვთ ეს არ შეგაშინებთ newsmile035.gif


იყო ერთი ქართველი, რომელმაც საბრძოლო იარაღის შექმნაში თავისი კვალი დატოვა, და ის იყო ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალაქის, ქუთაისის მკვიდრიმ ბატონი თენგიზ ევგენის ძე შავგულიძე. მეორე მსოფლიო ომამდე ის მუშაობდა რკინიგზაზე და იყო საკმაოდ ნიჭიერი და წარმატებული ინჟინერი. იგი მოხვდა მოსკოვში სადაც მას ომმა მოუსწრო. იგი გაიწვიეს სარკინიგზო ჯარებში, მან მოასწრო მიეღო მონაწილეონა ბრძოლებში უკრაინაში. მისი ნაწილი ალტაში მოექცა და იგი ტყვედ აიყვანეს. შემდგობ იგი გაიქცა ტყვეობიდან და 1943 წელს მოხვდა ბელორისაში მოქმედ ერთ ერთ პარტიზანულ ნაწილში. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მსოფლიო ომის როს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებდა ძალიან სერიოზულად ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი პარტიზანული ჯგუფები, რომელთა რაოდენობა 1000 კაცს აჭარბებდა, ხოლო მათ ეკავათ საკმაოდ დიდი ტერიტორიები და ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენდნე. მათი მომარაგება იყო ცენრალური ხელისფლების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, მაგრამ განსაკუტრებით ომის პირველ პერიოდში, მომარაგება სატანადო არ იყო ამიტომაც, პარტიზანები იძულებულები იყვნენ ტავად ეზრუნად იაარღზე ტყვიაწამალზე და სხვა საშუალეებზე რაც მათ საშუალებას მისცემდა წინააღმდეგობა გაეწიათ. ცხადია ყველაზე პრიორიტეტული იყო, იარაღის, ფეთქებდაი მასალების და ტყვიაწამლის მომარგება. საერთოდ პარტიზანების შეიარერაბაში მყოფი სისტემები და ასევე სხვა დამხმარე მოწყობილობები იმსახურებენ ცალკე თემას, აი მაგალითად პრესი, რომლიტაც ხდებოდაგერმანული ვაზნების გადაკეთება სამამულო წამროების იარაღისთვის? წარმოგიდგენიათ, გადასატანაი დანადგარი, რომელიც გერმანულ 9X19 პარაბელუმის ვაზნას გადააკეთებდა ან უფრო სწორე ჯადოსნურად გადააქცევდა 7.62 ტტ–ს ვაზნად? სწორედ ასეთმა მძიმე მდგომარეობამ განაპირობა ის რომ თენგიზ შავგულიძის ტალანტი მთლიანად იქნა ათვისებული მინსკის პარტიზანულ დანაყოფში. პირველი მისი გამოგონება იყო თითნაკეთი ყუმბარა, რომელიც ადვილად საშოვნი მასალებისგან კეთდებოდა. ეს იყო რამოდენიმე წყლის მილის ნაჭრისგან შემდგარი კორპუსი, რომლის შიგნით თავსდებოდა ტოლის “შაშკა”. დეტონატორის როლს თამაშობდა, კაფსული, ბიქფორის 5 სმ შნური და ბოლოზე მიმაგრებული კაფსულ დეტონატორი. მსხვრევადი მოქმედების ასამაღლებლად შიგნით ასევე თავსდებოდა მავთულის ნატეხები. ყუმბარას მიენიჭა “ოფიციალური” სახელი ”Партизанская Граната Шавгулидзе ПГШ-1). სულ მალე აღნიშნული სახელი უკვე ფიგურირებდა ოფიციალურ დოკუმენტებში. ПГШ-1–ს მოყვა ПГШ-2, ПГШ-3. 1943 წელს დაახლოებით 7000 შავგულიძის კონსტრუქციის ყუმბარა შეიქმნა. ასევე დიდი ეფექტურობით გამოირჩეოდა შავგულიძის მორიგი გამოგონება ე.წ. პარტიზანული გადამყვანი ისარი. ის წარმოადგენა გადასატან სალიანდაგო ისარს, იმ სხვაობით, რომ ისარი გადადიოდა არა სხვა ლიანდაგის ხაზზე არამედ პირდაპირ ხევში. ამ მოწყობილობის პირველი გამოყენებისას თენგიზ შავგულიძე თავად მონაწილეობდა მის დაყეენბაში ლიანდაგზე. მისი კონსტრუქცია იყო მარტივი და ის იწონიდა სულ რაღაც 20 კილოგრამს. ადვილად ტრანსპორტირებადი იყო, ყენდებოდა ლიანდაგზე რამოდ ეფექტურად გადაყავდა ლიანდაგიდან მთელი ეშელონები. ასეთი წარმატებული საქმიანობის შედეგად, შავგულიძე ჩართული იყო პარტიზანული ნაწილების შეიარაღებით უზრუნველყოფაში და მას ევალებოდა ყველა შესაბამისი დაკვეთის შესრულება. მისი მონაწილეობით მიმდინარეობდა კუსტარული წარმოებების ორგანიზება და საკუთარი კონსტრუქციის იარაღის გამოშვების უზრუნველყოფა. ცნობილია, რომ ის ასევე ამზადებდა სამედიცინო ინსტრუმენტებს.

იმ დროს პარტიზანული ჯგუფების მეთაურები დაინტერესებულები იყვნენ მარტივ და მოსახერხებელ ყუმბარმტყორცნში, რომელიც “კონკურენციას” გაუწევდა მსუბუქ გერმანულ ნაღმტყორცნს და მნიშვნელოვნად გაზრდიდა პარტიზანული ჯგუფის საცეცხლე ძალას. თენგიზ შავგულძემ დაკვეთა შეასრულა. მის მირ შემოტავაზებული კონსტრუქცია წარმოადგენდა პატარა “მორტირას”, რომელიც მაგრდებოდა პირდაპირ მოსინის სისტემის შაშხანის ან კარაბინის ლულაზე. მორტირის როლს ასრულებდა 45მმ–ნი საარტილერიო ჭურვის გადაჭრილი მასრა. ყუმბარის გასროლა ხორციელდებოდა ფუჭი ვაზნის საშუალებით. 1943 წლის 5 სექტემბერს ჩატარებული წარმატებული ცდბის შემდეგ, შავგულიძის სისტემის პარტიზანული ყუმბარტყორცნის (ПРГШ) გამოშვებაზე გადავიდნენ პარტიზანული კუსტარული წარმოებები მთელ ბელორუსიაში. მოკლე პერიოდში შეიქმნა 120მდე ასეთი სისტემა, რომელსაც პარტიზანები წარმატებით იყენებდნენ. ომის დასრულების შემდეგ სავგულიზე დააჯილდოვეს წითელიდროში ორდენით და სამამულო ომის მეორე ხარსხის მედლით. აღსანიშნავია, რომ თავის წარმოების ირაღის გამოცდებს ის თვითონ ატარებდა და არ აძლევდა ამის უფლებას სხვას. მთელ რისკს ის საკუთარ თავზე იღებდა, როგორც ნამდვილი გამომგონებელი.

პირველწყარო http://shooterscentral.ge/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Aug 1 2010, 08:55
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Der Rote Baron'

ძალიან სასიამოვნო და საინტერესო უნფოა.

გამეხარდა, მესიამოვნა და სიამაყის გრძნობამ იმძლავრა ჩემში.

დიდი მალობა ძმაო ასეთი კარგი მასალი მოძიებისთვის და მოწოდებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 08:34