მწყერმუღანლო (ვიდეორეპორტი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
მწყერმუღანლო (ვიდეორეპორტი), 04 . 09 . 2012
Davitus
პოსტი Sep 5 2012, 14:31
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოკლედ ისეთი ამინდები წამოვიდა რამოდენიმე მონადირისგან გავიგე რომ "ჭექაქუხილმა მწყერი დასვაო" მეც ყოველთვის მაინტერესებდა ჭექაქუხილის დასმულ მწყერზე გადაწყდომა.

ამიტომ როცა წინადღით დამირეკეს და 00:00 ზე გასვლა შემომთავაზეს, გავუზიარე ჩემი მოწოდებული ინფო და დავპირდი რომ თუ გაგვიმართლებდა მწყერი იქნებოდა სკმაოდ

თუარადა ძაღლებს მაინც გავასეირნებდით


ამიტომ დილის 5:30 სკენ შევიკრიბეთ ჩემთან:

შუკა
სულხანა
და მენაა

ჩავსხედით მანქანაში, ჩავსხით ძაღლები, გავიარეთ "ზებაზარზე" ავითვისეთ "საწვავი" ჩვენთვის, გავიარეთ დიზელგასამართსადგურზე - ავითვისეთ "საწვავი" მისთვის და გავწიეთ მწყერმუღანლოსკენ

თუ სად არის მწყერმუღანლო, მასზე შემოვა და დაწვრილებით მოგიყვებათ რვა.


უკვე თენდებოდა და ვჩქარობდით, მაინც დროულად მივაღწიეთ, ნუ ოოოდნავ დაგვათენდა მაგრამ იდეალურ მინდორს მივადექით, აქეთ იონჯა იქით სიმინდები, შუაში მუხლებამდე ბალახი

გადავბარგდით, ავისხბარგეთ, და შევბარგდით ძაღლებითურთ, უცებ აგვიფრინდა 4 მწყერი ერთად და იმდენად დამაბნეველი იყო შუკას გარდა ვერავინ ვერაფერიც ვერ ვქენით, მე სროლა კი მოვასწარი მაგრამ მწყერის დანახვა ვერა : )))



რაღა ბევრი გაწვალოთ და რომ ვნახე მეშვიდე აცილების მერე რომ რაღაც ცუდ ფეხზე ვიყავი იმ დღეს მისული თან უძილო თან "ფოლუავთამატით" თან 24 გრამიანი ვაზნებით ნერვების შლის მერი შანსი არ მქონდა, ვიკმარე საკმარი და ვაცადე ჩუბინებინებს თავიანთი ბენეფისი

ისე შუკა იმ დრეს მართლა მოწოდების სიმაღლეზე იყო, ალბათ მე რაც ავაცილე იმაზე ინერვიულა და ორის გარდა არცერთი არ გაუმაზია

მე ამავდროულად გადავერთე ფოტონადირობაზე






ახლა ზოგი იფიქრებს, შედალოცვილო, მწყერი თუ ამოდიოდა მადლისა, ამ უმწყერობაში რაგეყვავილგეფოტოგრაფებოდაო

არა მართლა ყვავილებს არ დავსდევდი, ვიძიუებს ვიღებდი ძაღლის ნაბულის მომენტიდან, მოკლედ ისევ თქვენთვის ვიზრუნე რომ გეხალისათ და ვიდეოდან მაინც შეგეგრძნოთ მწყერის აფრენისას და სროლისას მოზღვავებული ადრენალინის მცირედი დოზა

დავიწყოთ


ძაღლის ნაბული, 4 მწყრი ერთად აფრინდა, დუბლის შესრულება უნდოდა მსროლელს მაგრამ დამაბნეველი იყო ამდენი აფრენა და მეორეზე სროლა დააგვიანა, კარგად ჩანს ვიდეოში








ძაღლი ნაბულზე დიდხანს იდგა, მზყერი გარბოდა და ნაბულიდან იხსნებოდა ძაღლი, ხედავთ როგორ დასდევს სანამ არ აფრინდება.
ერთ ერთი გამოკვეთილი ვიდეოა სადაც კარგად ჩანს მწყერის ტრაეკტორია და ნასროლი საფანტის უხვად მოხვედრა






კვლავ ნაბული, სანამ მე მივდიოდი ნაბულზე აღარ ჩერდებოდა მწყერი. სკმაოდ შორი მანძილიდან იქნა აღებული (ვიდეოში ცუდად ჩანს მანძილი)









ისევ ზუსტი ნასროლი (მართლა მაგარი თოფი აქვს ბლიაძ ბუდუ : ) )






მოკლულის პოვნაში ძაღლის პატრონს ბადალი არ ყავს, ერთი, ცოცხალის მოძიება და სტოიკა ვერ დაამუღამა : D მაგრამ მაგაში ოთხფეხა პარტნიორი კარგად ეხმარება, აუგს ვერ იტყვი





ძლივს არ გამაზა ამ კარგძაღლმა : ))) ბოლოს შეძახილებზე იკაიფეთ : D





ასე ვიხალისეთ და 3 კაცმა ავირეთ 40 მდე მწყერი, ბევრი იყო ტქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც გაგვიმართლა, ნამდვილად ვერ დავემდურები მწყრის ხალვათობას

ცოტაც წავუპოზიორეთ და გავეშურეთ სახლისკენ























[/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 5 2012, 15:13
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიდეოთი მაინც სულ სხვაა რა newsmile05.gif კოღოებმა არ დაგჭამეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 5 2012, 15:16
პოსტი #3


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა

რავი ღამე საშინელი კოღოებიაო, დილას არ იყო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Sep 5 2012, 15:45
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მალადეც თქვენე მე არებს მიწერენ მწყრები ერთი 5 დღეა არმინადირია მწყერზე კაცო უნდე დევეცე რაღაცა ვქნა თორე საშემოდგომოს გამომაყოლებენ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 5 2012, 22:07
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიერია !
ამინდიც იდეალური მწყერზე სანადიროდ, ერთი სიტყვით საღოლები newsmile05.gif
სეტერი ძაან ქექავს და თავი ......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gacho
პოსტი Sep 6 2012, 07:53
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 918
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მართლაც მშვენიერი ნადირობაა და რეპორტი ხომ უფრო კარგი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 07:18