სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი-დათვალიერება, საველე ღონისძიება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი-დათვალიერება, საველე ღონისძიება |
Aug 12 2016, 10:12
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
გამარჯობა მეგობრებო, ხვალ სართიჭალის მინდვრებში სეტერ კლუბის ორგანიზებით გაიმართება ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური სეტერების საველე შეჯიბრი-დათვალიერება. შეკრების ზუსტ დროს და ადგილს საღამოს მოგახსენებთ. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია სეტერებს რომლებსაც აქვთ სანადირო მეძარლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბის ან ეფციაის საბუთი. შეჯიბრი გაიმართება 81 წლის წესებით, თუმცა იმ განსხვავებით რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის ძაღლებიც რომლებსაც არ აქვთ საველე დიპლომი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არამხოლოდ მეძებრის მიერ ყნოსვის გამოვლენას, არამედ ჯიშისთვის დამახასიათებელ სტილსა და სისწრაფეს. გამომყვანსა და მეძებარს ექნება განსაზღვრული დრო იმისთვის რომ აჩვენოს ამა თუ იმ ჯიშის სტერისთვის დამახასიათებელი მუშაობა. შეჯიბრზე იმსაჯებენ ნოდარ როსტიაშვილი და გია ადიკაშვილი.
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველები ვდებთ 5 ლარს. იმ შემთხვევაში თუ ძაღლი უდიპლომოა და გადის დიპლომზე ის იხდის დადგენილ 10 ლარს და ეს თანხა შედის სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ დრო და ადგილი დაზუსტდება იმის მიხედვით თუ არმოვაჩენთ მეძებრებისთვის უკეთეს პირობებს. ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გია ადიკაშვილს-555 69 43 21 ან მე-დათო კაკულია-577 110 556 გელოდებით, სეზონის გახსნის წინ შევაფასოთ ჩვენი მეძებრების საველე თვისებები. |
|
|
Aug 12 2016, 20:19
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
არავინ აპირებს წამოსვლას? სუფთ ჰაერი მაინც ჩავყლაპოთ.
|
|
|
Aug 12 2016, 22:46
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
ხვალ დილის 5 საათზე ვიკრიბებით სართიჭალაში წრეზე, იუსტიციის სახლთან.
|
|
|
Aug 13 2016, 03:31
პოსტი
#4
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
აქ ვარ უკვე
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 20:40 |