ტვისტერები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ტვისტერები
ვიტო
პოსტი Oct 1 2010, 20:05
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კიდევ ამექავათითები დაღერძული თემა უნდა ამოვწიო newsmile05.gif, მინდა ჩემთვის ერთ ერთ ყველაზე საინტერესო
საკითხის განხილვა შემოგთავაზოთ. ეს არის სილიკონის სატყუარები. ბევრი ვქექე თუ ცოტა, ზოგადქართული
და განზოგადოებური სახელი იმის გარდა რაც ტვისტერია ვერ მოუფიქრე. გამომდინარე იქიდან, რომ სილიკონის
სატყუარები ბევრ ქვეჯგუფებად იყოფა მგონია რომ მიზანშეწონილია მაინც ერთი საერთო სახელის ქვეშ განვიხილოთ.
შეიძლება გარკვეულ ქვეყნებში ამ თემის დაყოფას აზრი აქვს, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს ეს არ ეხება და
შემთხვევით თუ არგუმებტირებულად, აღმოჩნდა რომ თემა უნდა დავყოთ ამის პრობლემაც არ გაჩნდება.






რატომ ტვისტერი: twister-ამ სიტყვის განმარტება შეიძლება გავიგოთ როგორც- მატყუარა, სატყუებელი,
მომატყუებელი, ტყუილზე წამომგები და კიდევ ბევრი სხვა, თუმცა ეს ტერმინი თევზაობაში დამკვიდრებულია,
როგორც სილიკონის ხელოვნური სატყუარის მნიშვნელობა.

განვიხილოთ განსხვავება ტვისტერსა და სხვა ხელოვნურ სატყუარებს შორის, მაგ: ვობლერები და ბზრიალები - ყველაზე
გავრცელებული სატყუარები საქართველოში - ხშირ შემთხევაში მათ განვიხილავთ როგორც უნივერსალურ სატყუარებს,
ვთვლით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მტაცებელი თევზის გარკვეულ პროვოცირებას იწვევს და მასზე ინტერესის
ან შეტევის სურვილს ბადებს რაც გარკვეულწილად სიმართლეა, თუმცა ერთსაც და მეორესაც თევზისთვის გარკვეული
დამაფრთხობელი ან უინტერესო მომენტებიც გააჩნიათ. ვობლერების განხილვა ამ თემაში ზედმეტია, უბრალოდ
ვთქვათ, რომ მასზე არაწარმატებული შეტევის შემდეგ თევზი მეორედ აღარ აკეთებს დატაკებას 10-დან 9 შემთხვევაში,
რადგან უბაროლდ აღიქვას, რომ ბუნებრივ საკვებთან არ აქვს საქმე. ბზრიალების საქმეც თითქმის იგივეა და თუ უფრო
ჩაუღრმავდებით შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ თევზი ნაკლებად აღიქვავს ბზრიალებს საკვებად და უფრო მათ -
საკვებ ტერიტორიაზე უცხო სტუმრის გაგდებას ცდილობს. რა თქმა უნდა რაც ვობლერებზე და ბზიალებზე
დავწერე სრულიად არ ნიშნავს რომ ეგრეა, უბრალოდ ვარაუდების დონეზე ესე შეიძლება იყოს.

რაც შეეხება ტვისტერებს: რადიკალურად რეალობასთან მიახლოებული, მაპროვოცირებელი და შეტევაზე
გამომწვევი თამაშის უნარი გააჩნია ამ სატყუარებს და ამ თვისებებზე შევჩერდეთ შემდეგ განხილვაში.
კუდი(ბოლო) რომელიც ბზრიალას თვისებებს ინარჩუნებს და რაც იწვევს თევზს ინტერესისკენ. ნებისმიერი
მიმართულებით გატარებისას ინარჩუნებს ბზრიალის სტატიკურობას, ამოკვრისას, მიშვებისას და სწორხაზოვნად
გატარებისასაც კი... ჩვათვალოთ რომ კლასიკური ბზრიალას თვისებას შეითავსებს, რაც დადებით თვისებას მატებს.

ელასტიურობა: ეს თემა დაკავშირებული წინამდებარე განხილვასთან. რატომ ანებებს თავს მტაცებელი
ერთი წარუმატებელი შეტევის შემდეგ სატყუარას თავს? იმიტომ, რომ აღიქვავს მას ან არაბუნებრივად ან უბრალოდ
უცხო სტუმრად. სწორედ ამ დროს ხდება აქტუალური სატყუარას მაქსიმალურად ბუნებრივ საკვებთან მიახლოებულობის
ფაქტორი რასაც ქმნის სილიკონი. შეტევისას თევზი ვერ გრძნობს "პლასტმასს" ან "რკინას" newsmile05.gif იმას გრძნობს,
რომ პოტენციურ საკვებს ააცილა და ეს საკვები ისევ ისე აგრძელებს მგავრობას და კიდევ აქვს მისი მოპოვების შანსი.
მგონი სწორედ გვესმის სიტუაციის სირთულე თავისი სიმარტივეებით არა? newsmile05.gif

ჯიგთავები:



აღკაზმვა: ვფიქრობ რომ ამ საკითხსაც შეგვიძლია დაუთმოთ რამოდენიმე წინადადება, რადგან აღკაზმვასაც აქვს
თავისი წესები და სახეობები. ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ 2 სხვადასხვა მეთოდს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ
ადგილის და საჭიროების გათვალისწინებით.
I. კლასიკური - ვიღებთ ჯიგთავს და სილიკონს, ვადარებთ საშუალოდ რა ადგილზე მოუწევს ნემსკავის წვერი
დამონტაჟებულ მდგომარეობაში და ვიწყებთ გაყრას. საბოლოო მდგომარეობა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული
თქვენგან განაპირა მარჯვენა სურათზე ნაჩვენებ მდგომარეობასთან. ამასთანავე უნდა გაითვალისწინოთ თავად სილიკონის
განწყობა ნემსკავთან მიმართულებაში, რათა ტვისტერმა სწორედ ითამაშოს წყალში.



II. ეს უკანასკნელი უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევებში როდესაც წყალში ბალახების დიდი კონცენტრაციის ან
გარკვეული წინააღმდეგობების(ტოტების, ნაგავის) არსებობის გამო ხშირად ვაწყდებით თავისუფალი გატარების არ არსებობის
შესაძლებლობებს. განსხვავება წინამდებარესთან ის არის რომ ნემსკავის წვერს ვმალავთ თავად სილიკონში.




გატარება: არაფერი განსაკუთრებული, რაც მე მინახია ის არის რომ დიდ სიჩქარეზე შესაბამის თამაშს არ
ანახებს, ანუ რაც მოეთხოვება და რაც უნდა ანახოს ეფექტურად - ვერ ასწრებს. დანარჩენ ნებისმიერ სიტუაციაში
კუდი თავისი ელასტიურობის და წყლის ზემოქმედების ხარჯზე მშვენიერ და გამომწვევ მოძრაობებს ანახებს.
შესაძლებელია სართულოვანი გამოკვრები, როდესაც ჩავარდნისასაც და ზედაპირისკენ ამოსვლისასაც თანაბარ და
მონოტონურ მოძრაობებს ახდენს რაც ძალიან გავს მწერების თუ ლიფსიტების თამაშს.


დაბრკოლებების გადალახვა:სხვა სატყუარებთან შედარებით სილიკონებს უმეტეს შემთხვევაში მეტი უპირატესობა
გააჩნიათ ბალახებში და წყალქვეშა დაბრკოლებების გადალახვაში. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ტვისტერების
უმეტესობა გაწყობილია კლასიკურისგან ოდნავ/ყუნწით განსხვავებული ნემსკავით, ხოლო ვობლერები და ბზრიალების
90%-ს ახლავს სამკავები. თუმცა აქვს კიდევ ერთი უპირატესობა რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე შემთხვევებში.
ტვისტერების აღკაზმვისას/გაწყობისას თუ ვიცით რომ წყლში იმდენად ბევრი დაბრკოლებაა, რომ შეიძლება
უბრალო ნემსკავვზეც შეგვაწუხოს, შეგვიძლია გავაწყოთ ისე რომ თავად ნემსკავის წვერი ისევ სილიკონში იყოს
ჩამაგრებული და ამან დიდად არ იმოქმედოს მის თამაშის სტილზე და შედეგიანობაზე. ასე რომ მივიღებთ პრაქტიკულად
წყალში შეუჩერებელ და დაბრკოლებებგამტარიან სატყუარას(მაგრა გამიჭირდა ამის დაწერა) newsmile035.gif

ეს ის ცოტაა რაც ამ ეტაპზე პირადად მე შემიძლია გითხრათ, დიდი
სიამოვნებით მოვისმენდი კომპეტენტურ აზრსაც....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 7 2010, 11:20
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რეზერვი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Oct 21 2010, 18:18
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



მგონი ქორჭილასთვის გამოიყენება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan
პოსტი Mar 5 2011, 18:05
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 30-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიტო
ნეტავ შამაიაზე თუ ივარგებს ტვისტერები?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Mar 5 2011, 18:54
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



levan

შამაიაზე ბუზები(მუშკები) გამოდგება, სბირულინოს გამოყენებით. ამ ხერხით ჭერის თემები არის ჩვენს საიტზე, თუ დაათვალიერებ თემებს ნახავ ალბათ. newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 21:01