სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან
გიორგი
პოსტი Jul 16 2009, 14:45
პოსტი #16


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ისტორია მეორე: “რას გვიშვრება თელასი”

ესეიგი რა ხდება. ერთ დღეს ვზივარ სახლში (ტაბახმელაში ვცხოვრობ ცნობისთვის). ვზივარ და საქმე არა მაქ არაფერი. საღამო ხანია. რა ვაკეთო არ ვიცი და დავურეკე ჩემს მამიდაშვილებს (ტამპლიერი იყო მასინ თუ არა – არ მახსოვს), ამოდით თქო. აქვე გადავიდეთ ტაბახმელის მინდვრებში “რამეზე” ვინადიროთ. იმათაც დიდი თავპატიჟი არ დაუწყიათ და ამოვიდნეეეენ.

ამოსვლით კი ამოვიდნენ, მაგრამ მამენტ არცერთი აზრზე არ ვართ როგორ უნდა ვინადიროთ “რამეზე”, თანაც ღამე. ერთად ერთი რაზეც ყველანი ერთხმად შევთანხმდით ის იყო, რომ ფანარი საჭიროა newsmile05.gif newsmile05.gif
ნუ ფანარი კი მქონდა. რაღაც დიდი ფანარი იყო, ლამის კილომეტრში ურტყავდა სხივი. ხოდა ჩავაწყეთ ჩვენი იარაღები და “ფანარი” ნივაში და გადავედით მინდორზე. სახლიდან გამოსული არ ივყავით ჯერ, რომ მთელ დასახლებაში (ტაბახმელა, შინდისი, წავკისი) წავიდა შუქი.

ეს შენი ფანარი მალე ჯდებოდა და ამიტომ 3 მეტრიანი კაბელით მიერთებული გვქონდა აკუმლიატორზე და ასე დავბოდიალობდით: 1 კაცი მანქანაზე იჯდა, 1–ს ფანარი ეჭირა (ეს ფუნქცია თქვენ მონა მორჩილს ერგო newsmile05.gif ) და დანარჩენები თოფებით დაბოდიალობდნენ.

ცოტა ხანი რო ვიარეთ, ერთი კი დავფიქრდი: ამ ფანარს რომ დავარიხინებ აქეთ იქეთ, ეს “რამე” რომ გამოჩდეს როგორ უნდა მივხდეთქო. ამათმაც პროფესიონალურად მიპასუხეს: შენო “რამეს” თუ მიანათეო – იმასო თვალი გაუნათდებაო. ხოდა რო გაუნათდებაო აღარ უნდა მოაშოროო სხივიო, თორე გაგექცევაოო… ნუუუ ინსტრუქცია მივიღე და ვიქცევი ამ ინსტრუქციის თანახმად.

ერთიც გამოვატარე ეს შენი ფანარი და რას ვხედავ…. იქედან რაღაც ანათებს… ანათებს – ზნაჩიტ მიყურებს, მიყურებს – ზნაჩით “რამეა”… ხოდა ერიაჰა ბიჭებო დავიჭირე თქო და დასცხეთ…. სადააოო ვერ ვხედავთო…. რას ვერ ხედავთ, აგერ სხივს გააყოლე თქო თვალი, შორს რომ არის….

მოკლედ იმათმა მაინც ვერაფერი ვერ დაინახეს, მაგრამ მე რახან ვხედავდი გავარდნენ წინ… მე დავრჩი მანქანასთან. ფანარს არ ვატოკებ !!! არ გამექცეს თქო !!! ხოდა ვდგევარ ასე, ვდგევარ…. ვდგევარ…. ეს “რამეც” ესეიგი თვალს არ მაშორებს… არც კი ინძრევა… ისე მაშინვე გამიკვირდა “ეს რამე ცალთვალა რატოა თქო”, მაგრამ იმ მომენტში ყურადღება არ მივაქციე…

ასე დგომა დგომაში გავიდა 20 წუთი, ხელიც დამეღალა (მძიმე ფანარი იყო საკმაოდ)… ისინიც არ ჩანან, არც უსვრიათ… ესეც მიყურებს, თვალს არ მაშორებს… მეც ვუყურებ….

ერთი ვიფიქრე, პატარა ექსპერიმენტს ჩავატარებ… უცბად გავწიე ეს ფანარი და გამოვწიე ისევ… მიყურებსს…. ვაა… გავწიე კიდე და გამოვწიე… ისევ მიყურებს… არც კი ინძრევა…

ერთიც ავიღე და გავწიე და აღარ გამოვწიე. . .

მაინც მიყურებს ეს დედაბნელი…..

ეხლა უკვე დავიბენი…

ჩავაქრე ეს შენი ფანარი და ვუყურებ… ისიც სტროგად მიყურებს….. მიყირებს მიყურებს და უცბად გაიჩითა ძალიან ბევრი რამეები !!!!!!!!!! და ყველა მე მიყურებს…..

ესეიგი ჭკუაზე თუ არ შევიშლებოდი არ მეგონა…. კაი ხანი დაბნეული ვიდექი….


ეჰჰჰჰ . . . მერე კი მივხდი რა მოხდა – წავკისში შუქი მოვიდა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მანამდე კიდე ვიღაცას ეტყობა გენერატორი ჰქონდა დაქოქილი და ერთი ნათურა ენთო სახლში newsmile038.gif მე კიდე "რამე" მეგონა

ცოტა ხანში ჩემი მამიდაშვილებიც მოვიდნენ… 5 კილომეტრიანი მარშ–ბრასოკის შემდეგ ნადირობის თავი აღარავის აღარ ჰქონდა. newsmile05.gif

ასე იყო ეს ამბავი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 16 2009, 16:06
პოსტი #17


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(გიორგი @ 16th July 2009 - 01:45 PM) *
წავკისში შუქი მოვიდა

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jul 16 2009, 17:14
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(გიორგი @ Jul 16 2009, 03:45 PM) *
მიყურებს და უცბად გაიჩითა ძალიან ბევრი რამეები !!!!!!!!!! და ყველა მე მიყურებს…..


სულს ვეღარ ვითქვამდი ეს რომ წავიკიხე, თანამშრომლებს გიჟი ვეგონე, ძლივს მოვეგე გონს

გაიხარე, ძალიან გამახალლისე newsmile035.gif
ყველა მე მიყურებს ....... თუ სკამიდან არ გადმოვვარდებოდი არ მეგონა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მეც მოვყვები ერთ ამბავს

ზამთარია, წელს, იანვრის ბოლო, იქ ვართ სადაც კურდღელი ხურდაში მოდის, სამნი, ჯანდარადან გადავედით,
ხევს ვწმენდთ, ალექსის, იცნობთ ფეხბურთი ითამაშა ჩვენთან ერთად, კურდღელი გაუხტა და მოპირდაპირე ბექზე გავიდა და ალექსიც მიყვა, მოპირდაპირეზე ჩემი მეგობარი მიდიოდა, მე ხევის ბოლოს, იმას დავუძახე, გადაუჭერი გზა და მოტრიალდება-თქო, მე ხევის ბოლოს დავუყევი მოსაჭრელად, ის ჩემი მეგობარი მოდის და ძლივს სუნთქავს აუ რას დარბისოო,ვერ დავეწიეო, ამოიოხრა
ხო, გარეული კურდღელია და რას დაეწეოდი მეთქი
კურდღელი კი არა ალექსი რას დარბისო


თურმე ამას კურდღელი რომ გამხტარა საერთოდ ვერ დაუნახვს და ალექსისთვის უნდოდა გზის მოჭრა, თან გულში გაგინებდი ეს რა უბედურება ყოფილა კურდღელზე ნადირობა, თუ პადელნიკს გზა უნდა გადაუჭრაო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 16 2009, 17:18
პოსტი #19


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(Nikolo @ 16th July 2009 - 06:14 PM) *
და ალექსისთვის უნდოდა გზის მოჭრა


newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jul 16 2009, 17:37
პოსტი #20


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



გიორგი აუ კინაღამ ჩავიფსი რასაცქვია რა newsmile035.gif ესეიგი ცრემლები წამომივიდა სიცილით newsmile035.gif ჯერ ნარეზზე ვიცინე და ახლა კიდე ამაზე ხო სულ ავტრიალდი რაა newsmile035.gif : D newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif აუ მაგარიხარ ძმაო რაა გაიხარე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 16 2009, 17:38
პოსტი #21


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



newsmile05.gif ეეე რაც მე ისტორიები გადამხდა ამისნაირი, ცალკე ფორუმს გაავსებდა კაცი newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jul 16 2009, 20:38
პოსტი #22


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



[b]გიორგი[/ შენ დასაკარგი კაცი არხარ, პირველი გასვლა მწყერზე ჩემთან ერთად! ოღონდ ნარეზიანი ფანარი არ წ newsmile045.gif ამოიღო თუ ძმა ხარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 16 2009, 22:43
პოსტი #23


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



შალვა

სიამოვნებით წამოვალ შენთან ერთად newsmile05.gif newsmile05.gif რა იცი კიდე რა ისტორია გადამხდება newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 17 2009, 23:20
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



Maverick
მაგარია newsmile01.gif

გიო შედევრიაnewsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 20 2009, 18:36
პოსტი #25


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ROVER
პოსტი Jul 21 2009, 08:53
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,336
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



გიორგი
შენ გაიხარე! newsmile015.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif გამოვედი პახმელიაზე იმდენი ვიცინე!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jagermeister
პოსტი Jul 21 2009, 10:11
პოსტი #27


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 19-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიორგი
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jul 21 2009, 13:19
პოსტი #28


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კაი ხნის წინ გურიაში ანჯელის(მემგონი) მინდვრებში წამიყვანეს ტყის ქათამზე სანადიროდ, თან ახლი ნაჩუქარი ნაღდი ამერიკული თოფი ვინჩესტერი 8 ზარიადიანი მაქვს წაღებული, საიდანაც 1 გასროლა არ მაქვს გაკეთებული, მოკლედ მოსაღამოვდა ჩავჯექით მინდორში და ველოდებით წიაგას(არვიცი რა ქვია ქართულად ქათამი რომ საღამოს ტყიდან მინდორში ბრუნდება. ) და დაიწყო მარა რა დაიწყო, მაგრამ ჩემ თავზე ჯერ არც ერთმა არ გადმოიარა, ავნერვიულდი ისე ვუჭერდი თოფს ხელს რამის კონდახი გავტეხე და როგორც იქნა ერთმა ჩემსკენ დაიწყო ფრთხიალით დაშვება, მოვუცადე, კარგად რომ მომიახლოვდა გვხსენი ცეცხლი 1..2...3....4.....5......6....... შენც არ მომიკვდე, ქათამმა ჰაერში შეცვალა ფრენის მიმართულება და საღსალამათი!!! გამეცალა მეც მივაყოლე წადი შენი პატრონი დედაც მ......თქვა, რაზეც ჩემმა მასპინძელმა გურულმა წყნარად მითხრა: მაგიზა ნუ ნერვიულობ შაკოია მაი ამაღამ ინფაქტით მოკვდებაო!! როგორც კი თბილისში ჩამოვედი პირველი რაც გავაკეთე, ეს ვინჩესტერია თურაღას უბედურება სხვა თოფში(ნორმალურ, მარიაჟის გარეშე)გადავცვალე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 21 2009, 13:22
პოსტი #29


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(shalva @ 21st July 2009 - 02:19 PM) *
მაი ამაღამ ინფაქტით მოკვდებაო!!


newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 21 2009, 13:34
პოსტი #30


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(shalva @ 21st July 2009 - 12:19 PM) *
მაგიზა ნუ ნერვიულობ შაკოია მაი ამაღამ ინფაქტით მოკვდებაო



newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 13:12