სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
Sep 12 2011, 08:49
პოსტი
#1
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
Sep 12 2011, 08:55
პოსტი
#2
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
და კიდევ ერთს მივამატებდი, პირიქით ჯობია ძაღლიანისგან შორს იარო, რადგან მისი ძაღლი შეიძლება შენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს და "შენს" მწყერზე დადგეს ნაბულზე
|
|
|
Sep 12 2011, 09:05
პოსტი
#3
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით. +10000000000000 როდესაც პატარა ვიყავი 17 - 18 წლის მაშინ არ ვიცოდი ქცევის კოდექსები არც ძაღლი მყავდა, სხვა გზა არ იყო მოკლედ....მაგრამ პრინციპში ბიძაჩემის ძაღლით ვნადირობდი ხოლმე მწყერზე , მაინც ერთად დავდიოდით. მაგრამ სანადიროდ არ წავსულვარ სხვისი ძაღლის იმედზე ისე რომ პატრონს არ შევთანხმებულვარ. რაც ძაღლი ავიყვანე ვემხრობი მხოლოდ ძაღლის და პატრონის დუეტს . ხშირად არ გამოდის ლამაზად შინაურს ვერ დატოვებ "შუმავოიზე" სანადიროდ. მოკლეედ დიდი თემაა....... |
|
|
Sep 12 2011, 09:09
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მეც ბევრი მიფიქრია, მაგ თემაზე,
უფროსი თაობის მონადირეებისათვის, მაგალითად სხვისი ძაღლის ნაბულიდან სროლა, სირცხვილად ითვლებოდა თუ დაპატიჟებული არ იყო, ცხოვრება შეიცვალა, ძალიან მომრავლა ''მონადირეები'' რომლებსაც რაღაც ფული გაუჩნდათ, თოფი იყიდა, მანოკიც, და დაიწყო უაზროდ ''ნადირობა'' თუ კაცის პატივიცემა მინდა დავურეკავ და დავპატიჟებ, ჩემი ძაღლით სანადიროდ, მაგრამ 6 კაცი რომ ერთ ძაღლს აეკიდება ამ რიტუალს უკვე ნადირობას ვერ დავარქმევ, ეს რაღაც მარაზმია არსებობენ ''მონადირეები'' რომლებიც ამბობენ ჩემს მანქანაში ძაღლს არ ჩავსვა, რა გამოდის? მანქანაში ძაღლს არ სვავს, ძაღლს არ ზრდის და რა? . . . . ჭალიმგელა უძაღლოდ ნადირობა იგივეა რაც სექსი ქალის გარეშე ე.ი. ონანიზმი ისე ძალიან რთული თემა აწიე |
|
|
Sep 12 2011, 09:13
პოსტი
#5
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ხოო, სამსჯელო თემაა, მე მაგალითად სხვისი ძაღლის ნაბულზე ასასდროს არ მისვრია, თუ პატრონი არ დამაძალებდა, შენი გამოიღე ჩემი შემაყოფინეოს პონტია, არამონადირულია
|
|
|
Sep 12 2011, 09:20
პოსტი
#6
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჯერ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რამხელა სიამოვნებაა ლეკვობიდან მეძებრის აღზრდა, ბრძანებების სწავლება და შემდეგ მინდორში რო ნახავ ამდენი ხნის ჯაფის შედეგს....
ამიტომაც ავიყვანე ჯერ ლეკვი და აწი ვაპირებ თოფის შეძენას |
|
|
Sep 12 2011, 09:28
პოსტი
#7
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
khmaltevza
ჯერ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რამხელა სიამოვნებაა ლეკვობიდან მეძებრის აღზრდა, ბრძანებების სწავლება და შემდეგ მინდორში რო ნახავ ამდენი ხნის ჯაფის შედეგს.... ამიტომაც ავიყვანე ჯერ ლეკვი და აწი ვაპირებ თოფის შეძენას ოფტოპიკების მამა ხარ რა თემასთან რა კავშირშია რაც შენ დაწერე? |
|
|
Sep 12 2011, 10:07
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Davitus
ნადირობა თუ გინდა ადამიანს მთავარია ძაღლი. საკუთარი ძაღლი თუ გეყოლება არც სხვისი ძაღლის იმედზე მოგიწევს სანადიროდ წასვლა. ციტატა ძალიან მომრავლა ''მონადირეები'' რომლებსაც რაღაც ფული გაუჩნდათ, თოფი იყიდა, მანოკიც, და დაიწყო უაზროდ ''ნადირობა'' ამას მოვაყოლე, რომ თოფს ჯობია ჯერ ძაღლი აიყვანოთქო(პირად მაგალითზე) თუ ისევ ოფოფია მე მაპატიეთ მაშინ |
|
|
Sep 12 2011, 10:44
პოსტი
#9
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მართალი ხარ გიო.
ჯერ ერთი 6 კაცის ერთად ნადირობა ისედაც არ შეიძლება(ვგულისხმობ ძაღლისთვის) იმიტომ რომ,დაუშავთ მე ჩემი ძაღლის თვისებები ვიცი,როდის დგას ცრუ ნაბულზე ან რა დროს რას აკეთებს პატრონმა უნდა უბრძანოს ნაბულზე დამდგარ ძაღლს "ეცი", ან შეაყოვნოს,ან რავიცი კიდევ ათასი მომენტია სხვა მონადირე კი იმის გამო რომ ძაღლს არ იცნობს,როგორც ნაბულზე დაინახავას ძაღლს მაშინვე ეციო უყვირის(მითუმეტეს თუ გამოუცდელია) ამ და კიდევ ბევრი რამის სხვა მიზეზის გამო არ უნდა იყოს გერმანელებივით რო ჩავლაგდებით ხოლმე. მე ყოველთვის ვცდილობ ცალკე გავიდე და მწყერის რაოდენობაზე კი არა არამედ ძაღლზე ვიმუშავო მაგრამ ერთია ის რომ ვერ ეტყვი შენთან ერთად წამოსულ უძაღლო მეგობარს,შენ ცალკე გადი და უძაღლოდ ინადირეო. თითონ უნდა თქვას ყველამ უარი სხვისი ძაღლით ნადირობაზე. |
|
|
Sep 12 2011, 10:55
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
სწორეთ ამიტომ ერთი კვირაა ძაღლმა ფეხი მოიტეხა და მას მერე მე მინდორში არ გავდივარ, არა და დღეში 2 -3 კაცი მაინც მეპატიჯება.
|
|
|
Sep 12 2011, 11:10
პოსტი
#11
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ხოოო ვერი უხერხული თემაა ნამდვილად
და ამ თემის არსებობა საჭიროა, თან ძალიან საჭიროა აქ ახალი თაობა იზრდება მონადირეების და ყველამ უნდა გაითავისოს რომ სხვისი ძაღლის იმედზე ყოფნა არ გამოადგება თუ ვინმეს ნადირობა უნდა და თავის თავს მონადირეს უწოდებს მაშინ ძაღლიც უნდა შეინახოს და აღზარდოს მე მაგალითად იმ შემთხვევაშიც უხერხულად ვგრძნობ თავს როდესაც: ჩემი ძაღლით ვნადირობ და გვერდზე კიდე მონადირე მომყვება და იმ შემთხვევაშიც როცა სხვის ძაღლზე ვარ აკიდებული(ეს უკანასკნელი როდის მოხდა აღარც მასოვს) აუ რამდენი ვწერეეეე და სად წავიდააა |
|
|
Sep 12 2011, 11:20
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რავიცი მისაღებია თქვენი პოზიცია, მაგრამ მე სიამოვნებას ისიც მანიჭებს,
რომ ჩემი ძაღლის დახმარებით სხვაც იღებს სიამოვნებას. |
|
|
Sep 12 2011, 11:21
პოსტი
#13
|
|
. ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კიდე ერთი მინუსი აქვს როცა შენი ძაღლით სხვას ანადირებ, ფუჭდება ძაღლი ... ჯობია ძაღლი ერთ კაცთან ნადირობდეს
ეგრე გაფუჭდა ჩემი წითელი სეტერი .. ნადირობის დროს სხვა რომ ისვრის იმასთან გარბის და მტოვებს ვეღრ გებულობს რა ქნას.. ლეკვი რომ გამყავს ვცდილობ ან მარტო ვატარო ან ძალიან შორს გავიდე ხოლმე.. 3 რგოლია ნადირობისთვის -ძაღლი , თოფი და მანქანა , თუ რომელიმე გაკლია ისე ვერ კაიფობ.. |
|
|
Sep 12 2011, 11:24
პოსტი
#14
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Sep 12 2011, 11:27
პოსტი
#15
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ძაღლის პატრონი თუ დაგპატიჟებს წამოდიო და იმის პრობლემაც არ ექნება რო თავის ძაღლით შენთან ერთად ინადიროს კიდე ხო. სხვა შემთხვევაში მართალია შუმავოიზე უნდა იარო. ისიც 100%-იანია რო ფრინველზე თუ ნადირობ შესაბამისად ძაღლიც უნდა გყავდეს. ეგრეა. მაგრამ ადამიანი წაიყვანო სანადიროდ და მერე დაამადლო ჩემი ძაღლით ნადირობდაო ძალიან ცუდი და არაეთიკური პოზიციაა რბილად რო ვთქვათ. იგივეა კაცი რესტორანში დაპატიჟო ქართული წესით და არა ევროპულით , როცა დანახარჯს ორივე იხდის, ქართულით დამპატიჟებელი იხდის და მერე ზურგსუკან ილაპარაკო ჩემ ხარჯზე იქეიფაო. ეგეთ ადამიანთან სანადიროდ წავალ კი არა გამარჯობასაც არ ვეტყვი არასოდეს. კაცს რო დაპატიჟებ ესეიგი მაგ პასუხისმგებლობას იღებ და მერე ზურგსუკან ლაპარაკი უზნეობაა.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 18:35 |