უპატრო და მაწანწალა ცხოველების პრობლემები, მემგონი ყველას გვაწუხებს მათი ბედი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
უპატრო და მაწანწალა ცხოველების პრობლემები, მემგონი ყველას გვაწუხებს მათი ბედი |
Mar 19 2010, 14:37
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
”ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია”
მიღებულია 1977 წლის 23 სექტემბერს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ ქ.ლონდონში. გამოცხადებულია 1978 წლის 15 ოქტომბერს გაეროს განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შტაბში ქ.პარიზში. 1989 წელს მოხდა დეკლარაციის ტექსტის გადახედვა ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ, 1990 წელს დეკლარაცია წარედგინა იუნესკოს გენერალურ დირექტორს და იმავე 1990 წელს მოხდა მისი მსოფლიო აღიარება. პრეამბულა: თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სიცოცხლე – ერთია, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთი წარმოშობისაა და მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახეობათა ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ყველა ცოცხალ არსებას აქვს მინიჭებული ბუნებრივი უფლებები და რომ ნერვული სისტემის მქონე ნებისმიერ ცხოველს გააჩნია გარკვეული უფლებები, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ცხოველთა ამ ბუნებრივი უფლებების უგულებელყოფა, აბუჩად აგდება, ან უბრალოდ მათი არცოდნა სერიოზულ ზიანს აყენებს დედა-ბუნებას და ადამიანებს ცხოველების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ უბიძგებს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ცხოველთა სხვადასხვა სახეობის არსებობა უკვე გულისხმობს ადამიანის სახეობის მხრიდან სხვა სახეობის ცხოველთა სიცოცხლის უფლების ცნობას, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ადამიანის მიერ ცხოველთა ჰუმანური პატივისცემა განუყოფელია ადამიანის მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემისაგან, მაშინ აღიარებული იქნება: მუხლი 1 ყველა ცხოველს აქვს თანაბარი უფლება იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში; მუხლი 2 ყველა ცხოველს აქვს უფლება მოეპყრან პატივისცემით; მუხლი 3 3.1 არცერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს სასტიკად; 3.2 თუ აუცილებელია ცხოველის მოკვლა, ეს უნდა მოხდეს მყისიერად, ტკივილის და ტანჯვის მიყენების გარეშე; 3.3 მკვდარ ცხოველს არ უნდა მოვეპყრათ უკადრისად; მუხლი 4 4.1 გარეულ ცხოველებს აქვთ საკუთარ ბუნებრივ გარემოში თავისუფლად ცხოვრების და გამრავლების უფლება; 4.2 გარეული ცხოველებისათვის თავისუფლების ხანგრძლივად წართმევა, ნადირობა და თევზაობა გართობა-დროსტარების მიზნით, აგრეთვე ცხოველების ნებისმიერი გამოყენება არასაციცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნით, არღვევს გარეულ ცხოველთა ძირითად უფლებებს; მუხლი 5 5.1 ადამიანზე დამოკიდებული ნებისმიერი ცხოველის უფლებაა მიიღოს შესაფერისი მოვლა და ზრუნვა; 5.2 დაუშვებელია ცხოველის უმიზეზოდ, გაუმართლებლად მიტოვება ან მოკვლა; 5.3 ცხოველის გამოყენების ნებისმიერი ფორმა და გამრავლების ნებისმიერი სახე უნდა პასუხობდეს სახეობისათვის დამახასიათებელ ფიზოლოგიურ და ქცევით ნორმებს; 5.4 გამოფენები, დემონსტრაციები, აგრეთვე ფილმები ცხოველთა მონაწილეობით არ უნდა ლახავდნენ მათ ღირსებას და არ უნდა შეიცავდნენ ძალადობის ელემენტებს; მუხლი 6 6.1 ცხოველებზე ისეთი ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევენ მათ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას, არღვევენ ცხოველთა უფლებებს; 6.2 სისტემატურად უნდა ვითარდებოდეს და ხორციელდებოდეს ცხოველთა სულადობის აღდგენის მეთოდები; მუხლი 7 ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცხოველის გაუმრთლებელ სიკვდილ, წარმოადგენს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს; მუხლი 8 8.1 ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, მიმართული გარეული ცხოველის სახეობის განადგურებისაკენ, გენოციდის ექვივალენტურია, ანუ არის დანაშაული მიმარტული სახეობის წინააღმდეგ; 8.2 გარეული ცხოველების დახოცვა, ბიოსფეროს დაბინძურება და დაზიანება – გენოციდური ქმედებებია; მუხლი 9 9.1 ცხოველთა გარკვეული იურიდიული სტატუსი და უფლებები უნდა განისაზღვროს სახელმწიფო კანონმდებლობით; 9.2 ცხოველთა დაცვა და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანიზაციების დონეზე; მუხლი 10 საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. პირველწყარო gspsa.org.ge ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით საქართველოში უპატრონო და მაწანწალა ცხოველების (ძაღლი, კატა) პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს არაჰუმანური მეთოდებით ბრძოლა. საერთაშორისო წესებისა და ნორმების მიხევით ”ცივილიზირებული წესით მოკვდინება” უმტკივნეულო მეთოდით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან რაიმე დაავადებით, ან საფრთხეს უქმნიან ადამიანთა ჯანმრთელობას, რაც ფასდება მკაცრი კრიტერიუმებით და ამ შემთხვევაში გამოიყენება საერთაშორისო დონეზე მიღებული მოკვდინების ჰუმანური მეთოდი. ალბათ არაერთი სიუჯეტი გინახავთ ტელევიზიით გასული, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამსახურების მიერ მიუხედავათ ჯანმრთელობის მდგომარეობისა მიმდინარეობს ცხოველების პერმანენტული განადგურება არაჰუმანური, ”სადისტური მეთოდებით”. არ ხდება დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება, სამედიცინო გამოკვლევა და ჯანმრთელი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა. თუ არ ვცდები თავშესაფარი საერთოდ არ არსებობს. საქართველოში არსებობს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება", რომელიც დაუღალავად იბრძვის აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. ამ თემაში მინდა გავიგო თქვენი მოსაზრება დასმულ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდებს უნდა მიმართოს მთავრობამ აღნიშნული პრობლემის ჰუმანური გზით მოგვარებისთვის. |
|
|
Mar 19 2010, 14:52
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ამ განყოფილებაში ამ თემის ადგილი არ არის. მოდერს ვთხოვ გადაიტანოს განყოფილებაში"კანონდებლობა,ბრაკონიერები,
|
|
|
Mar 19 2010, 15:02
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მართალია, გთხოვთ გადაიტანოთ
|
|
|
Mar 19 2010, 15:11
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სად ჯანდაბაში გავადიტანო ???
პირველი პოსტის ადგილი სად შეიძლება რომ იყოს? |
|
|
Mar 19 2010, 16:27
პოსტი
#5
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Mar 19 2010, 17:37
პოსტი
#6
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვეთანხმები რომ არ უნდა ხოცავდნენ ამ ძაღლებს ერთი ხელის მოსმით და ცოტა ჰუმანურად უნდა ექცეოდნენ,მაგალითან უნდა აიცრას ყველა უპატრონო ძაღლი და პლიუს სტერილიზაცია გაუკეთდეს.მაგრამ ვინაა მაგის პატრონი,ხალხს მგლები ჭამენ და ყურს არავინ იბერტყავს და მაგას ვინ მიაქცევს სათანადო ყურადღებას.
|
|
|
Mar 19 2010, 23:15
პოსტი
#7
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გოგა
მაგარი კაცი ხარ რაა... იპოვნა სათავისო და იფეთქა ეგრევე... იქ რომ წერია.."არ შეიძლება ნადირობა- თევზაობა გართობის მიზნით"-ო.... ეგ გამოგრჩა???.... შენ ოჯახს ინახავ ნანადირევით არა???... ეს თემა მართლა კანონმდებლობაში გადაიტანეთ რა.. თან მარტო პირველი პოსტი... ეგ მსოფლიო დეკლარაცია.. ჩვენც გვირტყავს "ნიჟე პოიასა"... პლიუს სტერილიზაცია გაუკეთდეს იქ გვითხრეს..ეგეთი რამე ბუნებაში არ არსებობსო...ჭორიაო. (იგულისხმება ვაქცინაცია)... მარტო ქირურგიული ჩარევით არის ეგ შესაძლებელი... მაგდენ მაწანწალა ძაღლს კი რა დაკოდავს... სვანი დაჭირდება მაგას..2 აგურით ხელში... |
|
|
Mar 19 2010, 23:32
პოსტი
#8
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Mar 20 2010, 00:22
პოსტი
#9
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
4.2 გარეული ცხოველებისათვის თავისუფლების ხანგრძლივად წართმევა, ნადირობა და თევზაობა გართობა-დროსტარების მიზნით, აგრეთვე ცხოველების ნებისმიერი გამოყენება არასაციცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნით, მარტო ნადირობა კი არაო..დაჟე ძაღლებიც არ გამოიყენოთო...თუ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე არ იქნაო....კაროჩე თუ ნადირობთ..და მსოფლიო დეკლარაციას არღვერვთო..ძაღლებს მაინც ნუღა ითრევთ მაგ ამბავშიო..შუმავოის მიაწექითო... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th June 2024 - 21:34 |